საქმე N 330141224010262947
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1781-24 5 დეკემბერი, 2024 წელი
შ–ე ა., N1781-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. შ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 21 ოქტომბერს, ........ის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. შ–ს (პირადი ნომერი: ......... ) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით, ა. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 1 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ა. შ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. შ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
სასჯელის მოხდა ა. შ–ს დაეწყო განაჩენის გამოცხადებიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით ა. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
ა. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.
6. ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. შ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და სასჯელის ვადის დასასრულად განესაზღვრა - 2027 წლის 26 აპრილი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი ა. შ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გ. კ–ს შუამდგომლობა – მსჯავრდებულ ა. შ–ს მიმართ რამდენიმე განაჩენის მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ. მსჯავრდებულ ა. შ–ს მიმართ, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით განსაზღვრულ ძირითად სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთიდა 2 წლის ვადით) ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა. შ–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის მომენტიდან). მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებაში. მსჯავრდებულ ა. შ–ს მიმართ, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით განსაზღვრულ ძირითად სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 წლით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 2 წლით) ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა. შ–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 8 ივლისიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის მომენტიდან). მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.
2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-8 მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა. შ–ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შემცირდა 75 დღით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 3 თვითა და 15 დღით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით, ა. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გ. კ–სის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით განსაზღვრულმა საბოლოო სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ა. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 3 თვითა და 15 დღით.
ა. შ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის მომენტიდან). მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ა. შ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით ა. შ–სეს 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და ამ მუხლით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 27 დღე. საბოლოდ, ა. შ–ს 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წელი, 3 თვე და 27 დღე. ა. შ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის მომენტიდან). მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
16. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის №......... გადაწყვეტილებით, ა. შ–ს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა – შეეცვალა შინაპატიმრობით – 3 წლით და 5 დღით.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ა. შ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის №........ გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელი შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა - შინაპატიმრობა 2 წელი 10 თვე და 4 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
18. მსჯავრდებულმა ა. შ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. გასათვალისწინებელია, რომ ა. შ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 წელი, 3 თვე და 15 დღე. ა. შ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის მომენტიდან). მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ა. შ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წელი, 3 თვე და 27 დღე. ა. შ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ათვლის მომენტიდან). მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 11 მაისიდან იმავე წლის 13 მაისის ჩათვლით.
4. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ა. შ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის №01/24/შ/პ/ზ026 გადაწყვეტილებით შეცვლილი სასჯელი შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა - შინაპატიმრობა 2 წელი 10 თვე და 4 დღე. აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის №01/24/შ/პ/ზ026 გადაწყვეტილებით შინაპატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან – 2024 წლის 15 ოქტომბრიდან.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, ა. შ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი გავრცელდა ისე, რომ არ იქნა გათალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უკვე გავრცელებული იყო ზემოხსენებული კანონი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულით გაუარესდა მსჯავრდებულ ა. შ–ს სამართლებრივი მდგომარეობა, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება უნდა გაქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. შ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე