საქმე # 010141224010143579
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №184I-24 თბილისი
მ. ლ. ჰ., 184I-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ლ. ჰ. მ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ლ. ჰ. მ-, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ჰ. მ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2019 წლის 12 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ლ. ჰ. მ- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ლ. ჰ. მ-სათვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ლ. ჰ. მ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
3. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილით შეფარდებული სასჯელისგან იგი გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 იანვრის განჩინებით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ჰ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე