საქმე N 080141124010163579
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1881-24 6 დეკემბერი, 2024 წელი
ნ–ე ა., N1881-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ა. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარი;
ა. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 3 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
ა. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ–ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.
მსჯავრდებულ ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 21 აგვისტოდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის განაჩენით: ა. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ–ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 2 მაისიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის განაჩენი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით ა. ნ–ს მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 მარტიდან.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიმართ არ გავრცელდა 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება და მსჯავრდებული ა. ნ–ე 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 3 და 21 აგვისტოს ეპიზოდები) შეფარდებული სასჯელისაგან 1-1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით ა. ნ–სათვის დადგენილი საბოლოო სასჯელი დარჩა უცვლელი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით შეტანილი იქნა ცვლილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენებში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებაში იმ მიმართებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ნ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
ა. ნ–ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობა).
დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ა. ნ–ს 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე) დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით - გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 10 წლით, 2 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით, 8 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 მარტიდან.
განაჩენები და განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
10. 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ნ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინების თანახმად, ა. ნ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელ ვადით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით (ა. ნ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზეც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება) დანიშნულ სასჯელს – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული, 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი სრულად - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს (ა. ნ–ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზეც 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული, ასევე 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული და 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ნ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით, 6 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ცნობად იქნა მიღებული, რომ 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ნ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს 75 დღით.
ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 მარტიდან. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენები დარჩა უცვლელი.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა ა. ნ–მ, რომელმაც მოითხოვა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის სწორად გამოყენება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნულს სასჯელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 378-ე-379-ე მუხლებით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 11 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 10 წლით, 2 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა. ნ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით, 8 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 17 მარტიდან.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ნ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით და შეადგენს 10 წლით, 8 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთას, რომელიც მოიცავს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელსაც, რაც შედგენს 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთას და რაზეც უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება - უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს ხსენებული განჩინებით დანიშნულ სასჯელზე და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2016 წლის 17 მარტიდან.
5. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება მათზე არ ვრცელდება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ნ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ნ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. მსჯავრდებულ ა. ნ–ს მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაზეც გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და განისაზღვროს 8 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნული და 2021 წლის 11 იანვრის და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 9 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით, 11 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 17 მარტიდან.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ნ–ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე