საქმე N 010141224010135041
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1891-24 6 დეკემბერი, 2024 წელი
კ–ი ნ., N1891-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. წ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. ქალთა სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. კ–ს (პირადი ნომერი: ........) პირადი საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენით, ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ. გ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ. კ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ფ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რ. ზ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ს. ბ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნ. ფ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ხ. ჯ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ფ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ. ნ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მ. ჯ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ. გ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ. ჩ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ. გ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯ. ს–ს ეპიზოდი დაკავშირებული ბ–ში, ... ქუჩა .. ბინა ..-თან) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯ. ს–ს ეპიზოდი დაკავშირებული ბ–ში, ... ქუჩა .. ბინა .. თან) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე. შ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. შ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (კ. შ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ. უ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ. გ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა. ლ–ს ეპიზოდი) და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. დ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ქ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ლ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარი.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. კ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 22 აგვისტოდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დ. გ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი. ფ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (რ. ზ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ს. ბ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ნ. ფ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ხ. ჯ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი. კ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი. ფ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ. ნ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მ. ჯ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (გ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დ. გ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნ. ჩ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნ. გ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ჯ. ს–ს ეპიზოდი - დაკავშირებული ბ–ში, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-თან) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ჯ. ს–ს ეპიზოდი - დაკავშირებული ბ–ში, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-თან) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ე. შ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თ. შ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (კ. შ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნ. უ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თ. გ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ა. ლ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი. დ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (შ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ლ. მ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
ნ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი. ქ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ნ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 22 აგვისტოდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის და მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე.
5. 2024 წლის 28 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულებმა თ. გ–მ, მ. ა–მ, ნ. ჩ–მა და ს. ბ–მ განაცხადეს, რომ არ არიან თანახმა ნ. კ–ს მიმართ გავრცელდეს 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ კანონის შეღავათები.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. კ–ს, 1/6-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (22 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
7. მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ. წ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, ნ. კ–ს მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გავრცელება და დანიშნული სასჯელის 1/5-ით შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ნ. კ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, შესაბამისად მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. კ–ს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (22 ეპიზოდი). მართალია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შემთხვევაში, წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ნ. კ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, არამედ, მისთვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს თაღლითობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ნ. კ–სის მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
5. ნ. კ–ი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1 ეპიზოდი), რაზეც დაზარალებულის თანხმობის არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ჟ. ს–მა უარი განაცხადა ნ. კ–ს მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელებაზე, შესაბამისად არ არსებობს ნ. კ–ს მიმართ ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
6. ნ. კ–სი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი), მართალია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე დაზარალებულის თანხმობის არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნ. კ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, არამედ მისთვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ნ. კ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
7. ნ. კ–ი ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), მართალია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე დაზარალებულის თანხმობის არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნ. კ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, არამედ, მისთვის მსჯავრადშერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს თაღლითობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, ნ. კ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
8. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, ნ. კ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ზემოაღნიშნული ეპიზოდებით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/5-ით.
9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ლ. მ–მ თანხმობა განაცხადა ნ. კ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე. ხსენებული კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ნ. კ–ი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.
10. ზემოაღნისნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. წ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. წ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
ნ. კ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ლ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისგან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, 2 თვე და 12 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გ. კ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ფ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, 2 თვე და 12 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ზ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. ბ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნ. ფ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ხ. ჯ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. კ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ფ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გ. ნ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ჯ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ჩ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯ. ს–ს ეპიზოდი - დაკავშირებული ბ–ში, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-თან) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჯ. ს–ს ეპიზოდი - დაკავშირებული ბ–ში, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-თან) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. შ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. შ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კ. შ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. უ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ლ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ–სის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, 9 თვე და 18 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ი. დ–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, 4 თვე და 24 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, 4 თვე და 24 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 7 თვე და 6 დღე.
ნ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ–სის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლით შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, 4 თვე და 24 დღე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
4. ნ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 22 აგვისტოდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე