Facebook Twitter

საქმე # 010141224010143971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1901-24 4 დეკემბერი, 2024 წელი

ბ. ქ. 1901-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. ბ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენით: ქ. ბ–ი – პირადი ნომრით .........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.2. ქ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე;

1.3. ქ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.4. ქ. ბ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.5. ქ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე;

1.6. ქ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ქ. ბ–ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.8. ქ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან;

1.9. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქ. ბ–სს, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენში:

2.1. ქ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ქ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ქ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. ქ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლის ვადით.

2.6. მსჯავრდებულ ქ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან;

2.7. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ქ. ბ–ს, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. 2024 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ქ. ბ–ს პირადი საქმე.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით:

4.1. მსჯავრდებულ ქ. ბ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - დარჩა უცვლელი;

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. ბ–მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და განჩინებაში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ. ბ–ი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით. შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირდეს 1/6-ით და უნდა განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ. ბ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის.

4.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

4.2.2. შესაბამისად, ქ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის (ორი ეპიზოდი) განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.

4.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ. ბ. მსჯავრდებულია ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობით. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ქ. ბ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ქ. ბ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ქ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული 5 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ქ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. ქ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2022 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრულ სასჯელზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება;

3.4. ქ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2022 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრულ სასჯელზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, ქ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 5 წლის ვადით.

3.6. მსჯავრდებულ ქ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 16 დეკემბრიდან;

3.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი