Facebook Twitter

საქმე # 080141124010161717

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1911-24 5 დეკემბერი, 2024 წელი

თ. ი. 1911-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. მ–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ე, – პ/ნ ........, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

2.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის – განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათი, მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათის ვადით.

2.2. ი. თ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 31 იანვრიდან 2016 წლის 29 სექტემბრამდე;

2.3. გამოსაცდელი ვადის – 5 წლის ათვლა, ი. თ–ს მიმართ დაიწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან – 2016 წლის 29 სექტემბრიდან.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით ი. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 5 წლით, ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ი. თ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

3.2. ი. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 9 თებერვლიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად;

5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი. თ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა – 2024 წლის 26 ნოემბერი.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით ი. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

6.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 7 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. თ–ე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 7 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელადა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

6.2. ი. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2024 წლის 25 აპრილიდან.

7. 2024 წლის 7 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. თ–სის პირადი საქმე.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. თ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:

8.1. „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი. თ–სეს ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული, წინა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენიდან დამატებული რეალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 თვით და მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 თვე და 25 დღე, რომელსაც სრულად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვითა და 25 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და 25 დღით, ხოლო – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

8.2. მსჯავრდებულ ი. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2024 წლის 25 აპრილიდან.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. მ–მ. კასატორი ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, მათ შორის, ი. თ–სის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე და შეფარდებული სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ი. თ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი გავრცელებული იქნა მხოლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენებზე. სასამართლომ, არ იმსჯელა წინა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დადგენილ სასჯელებზე. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება ვერ იქნება დამოკიდებული განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესის (შთანთქმის, ნაწილობრივ შეკრების ან სრულად შეკრების) გამოყენებაზე, ვინაიდან სასჯელის შთანთქმა, იმავდროულად, არ გულისხმობს, მის გაუქმებას“ (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის №791-24 განჩნება).

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზედაც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, იმავდროულად, არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში, მის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი – უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი.

5. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, რომელზედაც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, იმავდროულად, არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში, მის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი – უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე.

5.1. აღნიშნული – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის – განაჩენის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის) განაჩენით დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის) განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათი, მთლიანად უნდა დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დადგინდეს 4 წელი და 2 თვე; მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 საათის ვადით.

6. ამასთან, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 5 წლით, ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან მხოლოდ – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ი. თ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელში ძირითადი სასჯელისთვის აღარ იქნა დამატებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა), საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს 4-5.1. პუნქტებში მითითებულ სასჯელთან – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან - დაკავშირებით ამნისტიის გამოყენების საკითხზე.

7. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ი. თ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელზედაც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, იმავდროულად, არ არის მითითებული ამავე კანონის მე-7 მუხლში, შესაბამისად, მის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით.

7.1. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით (რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, უმცირდება ერთი მეექვსედით და მოსახდელად რჩება – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით), ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ი. თ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შემდეგაც, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენის შესაბამისად, ამ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის – განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 4 წლითა და 2 თვით, უნდა დაემატოს წინა განაჩენით დამატებული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით 1/6-ით შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით და ი. თ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით.

8. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე−379-ე მუხლებით.

8.1. ამდენად, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით ი. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან მიმართებით, რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, სასამართლო მოკლებულია ი. თ–სათვის ამ ნაწილში სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქების შესაძლებლობას.

8.2. რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნულ სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის) განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ი. თ–ს თავისუფლების აღკვეთა 3 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 7 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 7 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 10 თვე განესაზღვრ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შემდეგაც, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის შესაბამისად, ამ განაჩენით (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით) დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დამატებული სასჯელის – 7 თვით თავისუფლების აღკვეთის – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით 1/6-ით შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 თვითა და 25 დღით და ი. თ–სეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვითა და 25 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 25 დღით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი; ი. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2024 წლის 25 აპრილიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. თ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

2.1. ი. თ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე;

2.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

2.2. ი. თ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შემცირდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე.

2.2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის) განაჩენით დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას წინა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის) განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დადგინდეს 4 წელი და 2 თვე;

2.2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

2.3. ი. თ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შემცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით.

2.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. თ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის – განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 4 წლითა და 2 თვით, დაემატოს წინა განაჩენით დამატებული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით 1/6-ით შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით და ი. თ–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 10 თვით;

2.3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

2.4. მსჯავრდებულ ი. თ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე (თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად) არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

2.4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, ამ განაჩენით (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენით) დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დამატებული სასჯელის – 7 თვით თავისუფლების აღკვეთის – ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით 1/6-ით შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 თვითა და 25 დღით და ი. თ–სეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 5 თვითა და 25 დღით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 25 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;

2.4.2. ი. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2024 წლის 25 აპრილიდან.

2.4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე