Facebook Twitter

საქმე # 080141124010161705

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1931-24 3 დეკემბერი, 2024 წელი

ჯ.დ., 1931-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ფ–სა და ე. ო–ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით: დ. ხ–ი (ჯ–ა) – პირადი ნომრით........... , – ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1.საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 2 წელი, ხოლო 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

1.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ. ხ–ს (ჯ–ას) სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით:

2.1. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობით მსჯავრი;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 2810 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2810 ლარი;

2.5. დ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 19 აპრილიდან;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი.

5. დ. ჯ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა – 75 დღით (იხ.: პირადი საქმე, გვ. 75).

6. 2024 წლის 7 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ დ. ჯ–ს პირადი საქმე.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით:

7.1. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7.2. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება;

7.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 წელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად;

7.5. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 19 აპრილიდან.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ფ–მ და ე. ო–მ, რომლებიც ითხოვენ დ. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას. ვინაიდან, ფაქტიურად მოსამართლემ ერთი მხრივ იმსჯელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე, თუმცა სასჯელის შემცირების თაობაზე დადგენილებით ნაწილში არანაირი ცვლილება არ განახორციელა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და განჩინებაში შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ– ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 2 წელი, ხოლო 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ–სათვის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით მსჯავრად შერაცხილ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, მას ასევე არ ჩაუდენია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირდეს 1/6-ით (გარდა ჯარიმისა).

4.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ–ს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის, რეალურად მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა – 2 წლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 14 იანვრიდან. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით სრულად მოხდილია, სასამართლო ამ ნაწილში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესაძლებლობას მოკლებულია.

4.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ჯ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელად განსაზღვრულ ჯარიმა – 3000 ლარზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დ. ჯ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 353​1-ე მუხლით. შესაბამისად, დ. ჯ–სათვის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობით მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ასევე უნდა შემცირდეს 1/6-ით და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ფ–სა და ე. ო–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ფ–სა და ე. ო–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. დ. ხ–ს (ჯ–ს) საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 2 წელი, ხოლო 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

3.2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილია (სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 14 იანვრიდან);

3.3. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრულ ჯარიმაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება;

3.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4.1. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე – 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება;

4.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატოს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 2810 ლარი;

4.5. ცნობად იქნას მიღებული, რომ დ. ჯ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა – 75 დღით;

4.6. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული 75 დღის გათვალისწინებით, დ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 8 წელი და 7 თვე და 15 დღე თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2810 ლარი;

4.7. დ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 19 აპრილიდან;

4.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი