საქმე # 080141224010142042
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №196I-24 თბილისი
მ-ე თ., 196I-24 4 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ თ. მ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით თ. მ-ე, (პირადი №--), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2019 წლის 24 მაისიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. მ-ეს ¼-ით შეუმცირდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის შეფარდებული სასჯელი, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისათვის შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ გავრცელდა და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2019 წლის 24 მაისიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
2.4. მსჯავრდებულ თ. მ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
2.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და თ. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. მ-ეს განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის გამოცხადებიდან – 2024 წლის 29 მაისიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. მ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის შეფარდებული და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, შემცირებული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისათვის შეფარდებულ სასჯელსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. მ-ეს განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენების დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – თ. მ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ თ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისა), ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილითა და 378-ე-379-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. მ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით (რომელიც უცვლელად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის შეფარდებული (12 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, შემცირებული სასჯელი (9 წლით თავისუფლების აღკვეთა) შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ გავრცელდა, ვინაიდან თ. მ-ე ამ განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობისათვის (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედება, რომელიც შეესაბამება 2021 წლის 21 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს), რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული და ამნისტიების საფუძველზე შემცირებული სასჯელი და თ. მ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად. ამავე დროს, ვინაიდან მსჯავრდებულ თ. მ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ასევე არ ვრცელდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით თ. მ-ისათვის საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრული სასჯელი – 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე