Facebook Twitter

საქმე N 330141224010195145

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1981-24 6 დეკემბერი, 2024 წელი

ჯ–ა გ., N1981-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს (პირადი ნომერი: ............) პირადი საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, გ. ჯ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

3. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გ. ჯ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით, ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ, გ. ჯ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 წლით შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით, გ. ჯ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ. ჯ–ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი, სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით გ. ჯ–ს მიმართ დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 7 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, გ. ჯ–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით.

7. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ........ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით (N...........) გ. ჯ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 2 წლის, 2 თვისა და 20 დღით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ჯ–ს 1/4-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დანიშნული და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი – შინაპატიმრობა 2 წლით, 2 თვითა და 20 დღით და განესაზღვრა შინაპატიმრობა 1 წლითა და 8 თვით.

საბოლოოდ გ. ჯ–ს, მოსახდელად განესაზღვრა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით დანიშნული, აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული და 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად შემცირებული სასჯელი - შინაპატიმრობა 1 წლითა და 8 თვით.

9. მსჯავრდებულმა გ. ჯ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

3. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით (რითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი) გ. ჯ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, იგი დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გ. ჯ–სს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით სწორად გავრცელდა ამნისტიის კანონის მოქმედება.

4. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარებისა).

5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გ. ჯ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით, მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ზემოხსენებული ნორმის მხედველობაში მიღებით, იგი უნდა გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან.

6. რაც შეეხება გ. ჯ–ს მოთხოვნას დანიშნული სასჯელის - შინაპატიმრობის ერთი წლით შემცირებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდება გ. ჯ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე, ვინაიდან იგი არ ყოფილა პირობით მსჯავრდებული.

7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ჯ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. გ. ჯ–ს გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში (მათ შორის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში) დარჩეს უცვლელი.

4. გ. ჯ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით (რითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით შემცირებული და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი – შინაპატიმრობა 2 წლით, 2 თვითა და 20 დღით და საბოლოოდ განესაზღვროს – შინაპატიმრობა 1 წლითა და 8 თვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დაჩეს უცვლელი.

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე