საქმე # 330141224010143900
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №202I -24 თბილისი
დ-ი ვ., 202I -24 6 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. დ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ. დ-ი, (პირადი №), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. დ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ვ. დ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 24 ივლისიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვ. დ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.4. მსჯავრდებულ ვ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა და საბოლოოდ ვ. დ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ვ. დ-ს სასჯელის ვადა აეთვალა ამ განაჩენის დადგენიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2021 წლის 24 ივლისიდან 2023 წლის 23 თებერვლის ჩათვლით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, შემცირებული 75 დღე.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, 2 წელი პირობითი მსჯავრი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. დ-ს განესაზღვრა 6 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი, 6 თვე და 22 დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ვ. დ-ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 17 ოქტომბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებული ვ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე, განაჩენთა ერთობლიობით დამატებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – პირობითად ჩათვლილ 1 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა და, საბოლოოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. დ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – ვ. დ-მა, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის 1/6-ით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე-379-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. დ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია მართებულად არ გაავრცელა ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე დამატებული წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია – სასჯელის 1/6-ით შემცირება, კერძოდ: ვ. დ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელის (რომელმაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვლისა და 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენებით შეფარდებული სასჯელები) მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი და განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და 1 წელი და 8 თვე პირობითი მსჯავრი. ამასთან, აღნიშნული შემცირებული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს – პირობითად ჩათვლილ 1 წლით თავისუფლების აღკვეთას და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. დ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 11 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ვ. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე