საქმე # 330141224010162997
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№2061-24 12 დეკემბერი, 2024 წელი
ჭ. გ. 2061-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. ჯ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით:
1.1. გ. ჭ–ე, – პირადი ნომერი .........., – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
1.2. გ. ჭ–ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
1.3. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.3.1. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
1.3.2. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
1.3.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
1.3.4. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
1.3.5. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;
1.3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და გ. ჭ–ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 23 წლით;
1.3.7. გ. ჭ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა – 2002 წლის 22 მაისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 4 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენი.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ. ჭ–ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 150-ე და 151-ე მუხლებით წარდგენილი ბრალდება და საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ნაწილში გამართლდა;
3.1. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით –თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
3.1.5. საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.1.6. საქართველოს სსკ-ის 58-59-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით, დაემატა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელიდან – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რამაც შთანთქა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელი და გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, რასაც, საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით;
3.2. გ. ჭ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა – 2002 წლის 22 მაისიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გ. ჭ–ის მიმართ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ჭ–ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5.1. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
5.1.2. საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
5.1.3. საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
5.1.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
5.1.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
5.1.6. საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
5.1.7. საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.1.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 25 წლით;
5.1.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით;
5.1.10. გ. ჭ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა – 2007 წლის 8 თებერვლიდან.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რასაც დაემატა 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 25 წლით, 1 თვითა და 4 დღით და საბოლოოდ გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 26 წლით, 1 თვითა და 4 დღით;
6.1. გ. ჭ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა – 2007 წლის 18 აპრილიდან.
7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 10 თებერვალს მოქმედი რედაქცია, 2006 წლის 28 აპრილის კანონი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
7.1. გ. ჭ–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 30 წლით თავისუფლების აღკვეთის და ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილები – 30 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით.
7.2. გ. ჭ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და შეკრების ნაწილობრივი პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი გ. ჭ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ისა და მისი ადვოკატის – ც. ჯ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე განსახილველად.
11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ჭ–ეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა – 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო – 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენით გ. ჭ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. ჭ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გ. ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე, გ. ჭ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით და 2021 წლის 26 აპრილის განჩინების მიხედვით გ. ჭ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა –თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
16.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 თვით, მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით (ამნისტიის კანონით შემცირებული) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 წელი, 6 თვე და 19 დღე (12.04.2021წ. მდგომარეობით) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 7 დღით;
16.2. სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის მომენტიდან – 2021 წლის 12 აპრილიდან.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ადვოკატის – მ. დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება გაუქმდა, მიეთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ადვოკატის – მ. დ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით გ. ჭ–ის შუამდგომლობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
19. „ამნიტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, გ. ჭ–ეს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და გათავისუფლების თარიღად მიეთითა: 2033 წლის 3 თებერვალი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ადვოკატის – მ. დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
20.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინება გაუქმდა;
20.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენში გ. ჭ–ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ჭ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილის – 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისგან;
20.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ჭ–ისათვის ბოლო – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის – განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 თვით მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 წელი, 5 თვე, 4 დღე და საბოლოოდ გ. ჭ–ეს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 22 დღით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 აპრილიდან;
21. „ამნიტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, გ. ჭ–ეს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და გათავისუფლების თარიღად მიეთითა: 2032 წლის 21 დეკემბერი (იხ. მსჯავრდებულ გ. ჭ–ის პირადი საქმე ტ. N1; ს.ფ. 279).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. დ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
23. 2024 წლის 3 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ჭ–ის პირადი საქმე.
22.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოდან 2024 წლის 7 ოქტომბერს განსჯადობის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნილი მსჯავრდებულ გ. ჭ–ის პირადი საქმე.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით, გ. ჭ–ეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი – თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 22 დღით, შეუმცირდა ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს – 1 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთას.
24.1. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი გ. ჭ–ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შემდგომ შეუმცირდა 9 დღით, ხოლო ზემოთმითითებული განაჩენებით დანიშნულ სხვა სასჯელებზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, გ. ჭ–ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა 9 დღით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 13 დღით, რომლის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 აპრილიდან (მხედველობაში იქნა მიღებული, რომ 2022 წლის 12 აპრილის „ამნიტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ჭ–ეს სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით).
24.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი, დანარჩენ ნაწილში, დარჩა უცვლელად.
25. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ც. ჯ–მა. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განჩინებით გ. ჭ–ის მიმართ ფაქტობრივად არ მომხდარა ამნისტიის აქტის გავრცელება, შესაბამისად, ითხოვს გ. ჭ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას. იმავდროულად, სადავოდ ხდის საბოლოოდ დადგენილი სასჯელის – 2021 წლის 12 აპრილიდან ათვლას. გარდა ამისა, კასატორი უთითებს გ. ჭ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენებისა და განჩინებების უკანონობაზე და იმ გარემოებაზე, რომ გ. ჭ–ეს სასჯელის მოხდის რეჟიმი არ განესაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჭ–ეს, გარდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, მსჯავრი დაედო ასევე: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
3.1.1. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის (რაც დღეის მდგომარეობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილს).
3.1.2. გ. ჭ–ე გათავისუფლდა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინება).
3.1.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ განაჩენთან მიმართებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე მისი მოქმედება (ამნისტია) ვრცელდება ამ განაჩენით გათვალისწინებული მსჯავრდებიდან მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელზე.
3.2. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ. ჭ–ეს მსჯავრი დაედო: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, რაც დღეის მდგომარეობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილს), საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
3.2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გ. ჭ–ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე.
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით გ. ჭ–ეს მსჯავრი დაედო: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „გ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, რაც დღეის მდგომარეობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილს) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
3.3.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გ. ჭ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე.
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჭ–ს მსჯავრი დაედი – საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.4.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გ. ჭ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე.
3.5. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ჭ–ეს მსჯავრი დაედო – საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2007 წლის 10 თებერვალს მოქმედი რედაქცია, 2006 წლის 28 აპრილის კანონი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გ. ჭ–ის მიმართ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე.
3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენითა და 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გ. ჭ–ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.6.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გ. ჭ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჭ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:
4.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საქართველოს არც პირველი− მე-3 და არც მე-7 მუხლი არ ეხება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
4.2. იმავდროულად, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია”.
4.3. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, უნდა შემცირდეს 1/6-ით, და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
4.4. ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, დანიშნული სასჯელების ნაწილობრივ შეკრების პრინციპის შესაბამისად (ვინაიდან საბოლოო სასჯელში – თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის წილი არის (23×6/37), რაც შეადგენს 3 წელს, 8 თვეს და 22 დღეს (გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულის - 3 წელი და 9 თვის - ნაცვლად)), საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელის ხანგრძლივობაში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის წილი (23×6/37) უნდა შემცირდეს 1/6 და განისაზღვროს – 3 წლის, 1 თვით და 8 დღით (რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი პროპორციული წილის პირობებში იქნებოდა – 3 წელი, 1 თვე და 15 დღე) თავისუფლების აღკვეთა.
4.5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გ. ჭ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილის – 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისგან.
4.5.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ამავე განჩინების ( საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 24 ნოემბრის განჩინება) თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით სასჯელების ნაწილობრივ შეკრების შედეგად საბოლოოდ განსაზღვრულ – 23 წლით თავისუფლების აღკვეთაში საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციულ წილად დადგენილი იქნა - 3 წელი და 1 თვე.
4.5.1.1. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შემდეგ მსჯავრდებულ გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 3 თვითა და 15 დღით (სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე დანიშნულ 23 წელს გამოკლებული 3 წელი და 1 თვე (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის წილი) და გამოკლებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირებული წილი – 7 თვე და 14 დღე).
5. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ:
5.1. იმის მხედველობაში მიღებით, რომ გ. ჭ–ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით სხვა დანაშაულებთან ერთად, ასევე მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მოცემული მუხლით მას სასჯელად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ ყველა მუხლით განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა (37 წლით თავისუფლების აღკვეთიდან), საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო – 3 წელი, 8 თვე და 22 დღე (გასაჩივრებული განჩინებით – 3 წელი და 9 თვე), მოგვიანებით, მითითებული განაჩენით შეფარდებული სასჯელის ნაწილი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო (7×6/37) – 1 წელი, 1 თვე და 18 დღე (გასაჩივრებული განჩინებით – 1 წელი და 2 თვე), ნაწილობრივ დაემატა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს – 23 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი (5 წელი × 1 წელი, 1 თვე და 18 დღე ÷ 30 წელზე) იყო – 2 თვე და 8 დღე (გასაჩივრებული განჩინებით – 2 თვე და 10 დღე), თავის მხრივ, ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 25 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ გ. ჭ–ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 30 წლით.
5.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 2 თვითა და 11 დღით (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო – 2 თვე და 8 დღე (გასაჩივრებული განჩინებით – 2 თვე და 10 დღე), შემცირდა ¼-ით და გ. ჭ–ეს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 24 წლით, 10 თვითა და 23 დღით (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი არის – 1 თვე და 21 დღე (გასაჩივრებული განჩინებით – 1 თვე და 22 დღე), რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 27 ნოემბრიდან.
5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენში გ. ჭ–ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ: გ. ჭ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილის – 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისგან;
5.3.1. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ჭ–ისათვის ბოლო – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის – განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 თვით მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 წელი, 5 თვე, 4 დღე და საბოლოოდ გ. ჭ–ეს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 22 დღით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 აპრილიდან.
5.3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით, რომელშიც ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრულ – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით (ამნისტიის კანონით შემცირებული) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 წელი, 6 თვე და 19 დღე (12.04.2021წ. მდგომარეობით) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 7 დღით.
5.3.2.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გ. ჭ–ს 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა – 11 წელი, 6 თვე და 7 დღე, თუმცა, იმავდროულად, საბოლოოდ, რეალურად დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობის გათვალისწინებით დანიშნულია – თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 7 დღით. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საბოლოო სასჯელის განსზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა – 11 წლით, 6 თვითა და 19 დღით (კერძოდ, 11 წელს, 6 თვესა და 19 დღეს გამოაკლო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი – 1 თვე და 15 დღე და შესაბამისად, განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 11 წელი, 5 თვე და 4 დღე, რაც დაუმატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, საბოლოოდ განუსაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 22 დღით, რაც ასევე შესაბამისობაშია რეალურად დარჩენილი სასჯელის საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილით (1 თვითა და 15 დღით) შემცირებასთან (12 წელსა და 7 დღე - 1 თვე და 15 დღე).
5.3.2.2. აღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარე განსახილველი საქმის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე სახის ცვლილება შეიტანოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ შეფარდებულ სასჯელში არ არის ცდომილება. შესაბამისად, დადგენილად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს, თუმცა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილის განსაზღვრისათვის გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით (ამნისტიის კანონით შემცირებული) დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილად მიიღებს რეალურად დარჩენილ სასჯელს – 11 წელს, 6 თვესა და 7 დღეს (მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ შეფარდებულ სასჯელში იგი ამ ხანგრძლივობითაა ასახული (11 წელს, 10 თვეს და 22 დღეს გამოკლებული 6 თვე დამატებული 1 თვე და 15 დღე) და იმავდროულად, საბოლოო შედეგზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილის გამოთვლაზე არ ახდენას გავლენას.
5.3.2. ამდენად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციული წილი იყო – 24 დღე (11 წელი, 4 თვე და 22 დღე (თუნდაც – 11 წელი, 5 თვე და 4 დღე) × 1 თვე და 21 დღე ÷ 24 წელი, 10 თვე და 23 დღე).
5.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ჭ–ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეღავათი, ხოლო 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პროპორციულ წილს (ამ განაჩენით მას სასჯელი დაეკისრა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით და საბოლოოდ მიესაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ასევე, მოგვიანებით – თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის განაჩენებით, განაჩენთა ერთობლიობით ამავე მუხლით შეფარდებული სასჯელის პროპორციულ წილს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით განსაზღვრული შეღავათის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, განაჩენთა ერთობლიობით, ამავე მუხლით შეფარდებული სასჯელის პროპორციული წილი (რამაც ასახვა ჰპოვა გ. ჭ–ის მიმართ დანიშნულ საბოლოო სასჯელში – 11 წლით, 10 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთაში, რომლის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 აპრილიდან), რაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან საბოლოოდ შეადგენს - თავისუფლების აღკვეთას 24 დღით, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით (რაც შეადგენს 4 დღეს) და სასჯელის სახედ და ზომად ამ ნაწილში უნდა დარჩეს – თავისუფლების აღკვეთა 20 დღით.
5.5. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ჭ–ისათვის ბოლო – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის – განაჩენით დანიშნულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 6 თვით მთლიანად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ნოემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. ჭ–ეს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 22 დღით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 12 აპრილიდან, გ. ჭ–ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შემდეგ, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა დარჩეს – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 18 დღით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ამნისტიის მიზნებიდან გამომდინარე განიხილება დაცვის მხარის საჩივრის საფუძველზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. შესაბამისად, ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 13 დღით, რომელიც ამავე განჩინების შესაბამისად, უნდა აეთვალოს – 2021 წლის 12 აპრილიდან (იმავდროულად, მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ამნიტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, გ. ჭ–ეს სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით).
5.4.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ათვლის უსწორობასთან დაკავშირებით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების თანხმად, გ. ჭ–ის სასჯელის ვადის ათვლა განესაზღვრა მის მიმართ გამოტანილ ბოლო აქტში მითითებული თარიღის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის კანონის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გ. ჭ–ის მიმართ გამოტანილ მსჯავრდების ბოლო განაჩენით (მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით) განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლის თარიღის განსაზღვრის სისწორეზე.
6. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას გამოტანილი განაჩენებისა და განჩინებების უკანონობასა და გ. ჭ–ისათვის სასჯელის მოხდის რეჟიმის განსაზღვრასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს არ აქვს იმ საკითხებზე მსჯელობის და შეფასების შესაძლებლობა, რომელიც სცდება აღნიშულ კანონს და მის მიზნებს. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ – პირის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომ განჩინებაში არ არის ნამსჯელი ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ და ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების – ნაწილობრივ შეკრების პრინციპის – საფუძველზე, განსაზღვრულ – ამ დანაშაულის პროპორციულ წილზე (23×6/37) – 3 წლით, 8 თვითა და 22 დღით (გასაჩივრებული განჩინების თანახმად: 3 წელი და 9 თვე) თავისუფლების აღკვეთის 1/6-ით შემცირებაზე.
8. მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. ჯ–ის საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ იგი უმოკლეს ვადაში წარმოადგენს დაზუსტებულ საჩივარს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. იგი უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.
8.1. სასამართლო განმარტავს, რომ “ამნისტიის შესახებ”მითითებული კანონი (ისევე როგორც საქართველოს სსსკ-ი) არ ითვალისწინებს არც დაზუსტებული საჩივრის წარმოდგენის ინსტიტუტს და არც გასაჩივრებისათვის ამავე კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ (გასაჩივრების ვადის აღდგენას თუ არ აქვს ადგილი) საჩივრის/ დამატებითი/დაზუსტებული ანდა სხვა რაიმე სახის საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. ჯ–ის საკასაციო საჩივარი და საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა – 2024 წლის 3 დეკემბერს (ამასთან, გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის დაცვის მხარეს კვლავაც არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რაზეც უთითებდა საჩივარში ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ჭ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ც. ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში მიეთითოს:
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული და ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების – ნაწილობრივ შეკრების პრინციპის – საფუძველზე, განსაზღვრული – ამ დანაშაულის პროპორციული წილი (23×6/37) – 3 წლით, 8 თვითა და 22 დღით (გასაჩივრებული განჩინების თანახმად: 3 წელი და 9 თვე) თავისუფლების აღკვეთა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/6-ით და ამ ნაწილში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა – 3 წელი, 1 თვე და 8 დღე (რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი პროპორციული წილის პირობებში იქნებოდა – 3 წელი, 1 თვე და 15 დღე);
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 24 ივლისის განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შემდეგ მსჯავრდებულ გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 3 თვითა და 15 დღით;
3.2. გასაჩივრებული განჩინება, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
4. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე