Facebook Twitter

საქმე # 330141224010235846

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2071-24 12 დეკემბერი, 2024 წელი

რ. ა. 2071-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. კ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით: ა. რ–ე – პირადი ნომრით ........, – ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

1.2. ა. რ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

1.3. ა. რ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 1 წლით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით:

2.1.ა. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა. რ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა. რ–ს მოსახდელად განესაზღვრა – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ა. რ–ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება;

3.2. ა. რ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა. რ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

3.5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ა. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების პირველი ნაწილის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად – 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.6. ა. რ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2024 წლის 22 მაისიდან - 2024 წლის 19 სექტემბრის ჩავლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

4. 2024 წლის 16 ოქტომბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. რ–ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით:

5.1. მსჯავრდებულ ა. რ–ს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 6 თვითა და 10 დღით პირობითი მსჯავრი, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. რ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. კ–მ რომელიც ითხოვს ა. რ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებას და მისთვის განსაზღვრული სასჯელის, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას, ნაცვლად 1/6 ით შემცირებისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. რ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, ა. რ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირდეს 1/6-ით და ა. რ–ს უნდა განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 10 თვის გამოსაცდელი ვადით.

4.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა. რ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე სწორად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, თუმცა აღნიშნულზე არ მიუთითა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. რ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. ამავე განაჩენის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა. რ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საბოლოოდ კი განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ა. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების პირველი ნაწილის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად – 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. შესაბამისად, ა. რ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.

5.2. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სსკ-ის 381​1 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.

5.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად; ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული.

5.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. რ–ე პირობით მსჯავრდებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი და მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდება მხოლოდ 1/6-ით. შესაბამისად, ა. რ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვალა პირობითად, სწორად შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 1 წელი, 6 თვე და 10 დღე.

5.4.1. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, ა. რ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სწორად შეუმცირდა საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას დანიშნული – 2 წელი გამოსაცდელი ვადა 1/6-ით და დაუდგინდა 1 წელი და 8 თვე.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. კ–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ა. რ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 10 თვის გამოსაცდელი ვადით;

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4.1. ა. რ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლით, 6 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

4.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა. რ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად კვლავ ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

4.4. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით მსჯავრდებულ ა. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით, 6 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების პირველი ნაწილის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად – 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით;

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი