Facebook Twitter

საქმე # 330141224010164929

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2131-24 13 დეკემბერი, 2024 წელი

მ. ი. 2131-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე მსჯავრდებულ ი. მ–ს საჩივარი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით ი. მ–ე, – პირადი ნომერი ……….., – ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

1.1. ი. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 18 ივლისიდან. ცნობად იქნა მიღებული, რომ ი. მ–მ დაასრულა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით ი. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი. მ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 9 თვე;

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა – 9 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წელის 14 ივლისის განაჩენით ი. მ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

3.1. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 5 თვითა და 29 დღით და საბოლოოდ, ი. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 11 თვითა და 29 დღით;

3.2. ი. მ–ს სასჯელის ვადა ათვლა განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 14 ივლისიდან.

4. 2024 წლის 7 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. მ–ს პირადი საქმე.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2024 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოისმინა დაზარალებულ – ლ. ტ–ს პოზიცია, რომლის თანახმად, იგი თანახმაა ი. მ–ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონის მოქმედება და მსჯავრდებულს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი. თავის მხრივ, დაზარალებულს განემარტა, რომ მსჯავრდებულ ი. მ–ს მიმართ გამოცემული იქნება დამცავი ორდერი, რომლითაც დაუწესდება გარკვეული უფლებების შეზღუდვა;

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით ი. მ–ს მსჯავრი დაედო, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით დაზარალებულად იქნა ცნობილი – ხ. ხ–ე.

5.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბერს განცხადებით მიმართა დაზარალებულად ცნობილმა პირმა – ხ. ხ–მ და განაცხადა, რომ იგი თანხმობა მსჯავრდებულ ი. მ–ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

5.2. საქმეში ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ი. მ–ს თანხმობა, მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით:

6.1. ი. მ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა;

6.2. ი. მ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით არ ვრცელდება,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

6.3. ი. მ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით ნაწილობრივ დამატებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, 5 თვე და 29 დღე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 2 თვითა და 29 დღით;

6.4. საბოლოოდ, ი. მ–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიბით – სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 8 თვითა და 29 დღით;

6.5. მსჯავრდებულ ი. მ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2023 წლის 14 ივლისიდან;

6.6.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გაიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: მსჯავრდებულ ი. მ–ს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოვება, სადაც დაზარალებული ლ. ტ– (პირადი N…………) ცხოვრობს და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც დაზარალებული იმყოფება;

6.6.1. მსჯავრდებულ ი. მ–ს აეკრძალოს დაზარალებულთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ასევე აეკრძალოს დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით;

6.6.2. დამცავი ორდერის ვადად განისაზღვრა 3 თვე, დამცავი ორდერი ძალაში შედის, მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთანავე;

6.6.3. განემარტა მსჯავრდებულ ი. მ–ს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

6.7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. მ–მ. კასატორი არ ეთანხმება განაჩენით შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით გავრცელებულ ამნისტიას და ითხოვს, რომ ნაცვლად 3 თვით შემცირებისა, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს 4 თვით.

8. 2024 წლის 12 დეკემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა წერილი (რეგისტრაციის ნომერი: გ-..-24) რომლის თანახმად, 2024 წლის 6 დეკემბერს მსჯავრდებული ი. მ–ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პირობით ვადაზე ადრე.

9. 2024 წლის 13 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა მსჯავრდებულმა ი. მ–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-13 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. იგი უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე მსჯავრდებული ი. მ–ს მიერ შეტანილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებული ი. მ–ს საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე