Facebook Twitter

საქმე N 180140024010160212

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2321-24 20 დეკემბერი, 2024 წელი

ვ-ი გ., N2321-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 7 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, გ. ვ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით, გ. ვ. (დაბადებული .... წელი, პირადი ნომერი ....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის 01 სექტემბრის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 24 ივლისის და 2014 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 03 სექტემბრის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 04 თებერვლის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 13 აგვისტოს და 2015 წლის 07 სექტემბრის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ზ. ჭ–ს (პ/ნ: ..........) სახელზე რეგისტრირებული „TOYOTA RAV4“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: ......(VIN კოდი -...........) და ნ. ვ–ს (პ/ნ: ........) სახელზე რეგისტრირებული „MITSUBISHI PAJERO IO“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ....... (VIN კოდი: ........);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2015 წლის 13 აგვისტოს და 2015 წლის 07 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ზ. ჭ–ს (პ/ნ: ......) სახელზე რეგისტრირებული „TOYOTA RAV4“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: ...... (VIN კოდი – ...........) და ნ. ვ–ს (პ/ნ: ..........) სახელზე რეგისტრირებული „MITSUBISHI PAJERO IO“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ...... (VIN კოდი: ......).

გ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 31 მარტიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი, გ. ვ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით გ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ვ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით), გ. ვ–ს მიმართ დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული თანაბარი სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვითა თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ვ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2024 წლის 31 მაისიდან. მსჯავრდებულ გ. ვ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 31 მარტიდან – 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ექვსივე ეპიზოდში დანიშნული ძირითადი სასჯელები 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და ამ მუხლით მსჯავრდების ექვსივე ეპიზოდში ერთი მეექვსედით შემცირების შედეგად გ. ვ–ს ძირითად სასჯელებად თითოეულ ეპიზოდში სასჯელის სახედ განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით), საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 13 აგვისტოს და 2015 წლის 07 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულ დამატებით სასჯელზე – ქონების ჩამორთმევაზე 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი არ გავრცელდა.

მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით), დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შეიცვალა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2015 წლის 13 აგვისტოს და 2015 წლის 07 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ზ. ჭ–ს (პ/ნ: .......) სახელზე რეგისტრირებული „TOYOTA RAV4“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: ...... (VIN კოდი - .............) და ნ ვ–სის (პ.ნ: ........) სახელზე რეგისტრირებული „MITSUBISHI PAJERO IO“-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ......... (VIN კოდი: ........).

მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე მსჯავრდებულ გ. ვ–სის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი შეიცვალა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ვ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და 4 ნაწილების საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით) გ. ვ–ს მიმართ დანიშნულმა და ამნისტიის შედეგად შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული და ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ვ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ვ–ს სასჯელის ვადა აეთვალა – 2024 წლის 31 მაისიდან. ასევე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 31 მარტიდან – 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით.

6. ამნიტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ვ–სს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.

7. გ. ვ–მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის განახევრება იმ მოტივით, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს და დაიწყო მოქმედებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

3. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ვ–ი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით), მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ექვსი ეპიზოდის ჩადენისათვის, რომელთაგან 5 ეპიზოდში სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბოლო მეექვსე ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთასთან ერთად საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა დამატებითი სასჯელი -სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. ვ–ს საჩივარს არ ერთვის დაზარალებულის თანხმობა მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე, მის მიერ საჩივარზე დართული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას, მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების მცდელობაზე, რაც ვერ ჩაითვლება დაზარალებულის თანხმობად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის საპირისპიროდ წარმოების მასალებში წარმოდგენილია 2024 წლის 16 ოქტომბრის N....... წერილი, რომლის თანახმადაც დაზარალებულის სტატუსის მქონე სახელმწიფომ – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უარი განაცხადა გ. ვ–ს მიმართ ზემოხსენებული ამნისტიის გავრცელებაზე. ამდენად, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.

5. რაც შეეხება, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. ვ–ი მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამასთან, მართალია გ. ვ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაზეც წინაპირობების (განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არქონა და დაზარალებულის თანხმობა) არსებობისას, ვრცელდება ზემოხსენებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, რომ გ. ვ–ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ დანიშვნია სასჯელი, კერძოდ: მისთვის მსჯავრად შერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს თაღლითობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაზეც ამნისტიის კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, კანონმდებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანხმობის არსებობა/არარსებობის მიუხედევად, გ. ვ–ს მიმართ დანიშნული ერთიანი სასჯელის მხედველობაში მიღებით, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებას გ. ვ–ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით) – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესახებ, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, არ ჩაუდენია დანაშაულები, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-7 მუხლში.

7. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ დაზარალებული სახელმწიფოა, მისი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირია − 6 თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, ამნისტიის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ იქნა წარმოდგენილი დაზარალებულის (სახელმწიფოს) თანხმობა, მსჯავრდებულ გ. ვ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც მის მიმართ ხსებენული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელება – კანონშესაბამია.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ვ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ვ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე