Facebook Twitter

საქმე # 330141224010146235

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2361-24 19 დეკემბერი, 2024 წელი

დ. რ. 2361-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. დ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით რ. დ–ი, – პირადი ნომერი …………, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

1.1. რ. დ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 31 აგვისტოდან 2022 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით რ. დ–ი ცნობილ იქნა დამნასავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. დ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა 2023 წლის 18 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით) განსაზღვრული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა 2023 წლის 18 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით) განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;

2.5. რ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 24 თებერვლიდან.

3. 2024 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. დ–სის პირადი საქმე.

4. საქმეში წარმოდგენილია: რ. დ–ს თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი; ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2024 წლის 20 ნოემბრის ცნობა სატელეფონო გასაუბრების შესახებ, რომლის თანახმად, დაზარალებულმა – ი. ა-მ სატელეფონო კომუნიკაციისას უარი განაცხადა (კატეგორიულად წინააღმდეგია) რ. დ–სის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. დ–ს მიმართ არ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. დ–მა. კასატორი ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა, რ. დ–ს მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელებაზე.

7. მსჯავრდებულ რ. დ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2024 წლის 16 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რ. დ–ი მსჯავრდებულია: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. საკასაციო სასამართლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე), ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე) და იმის გათვალისწინებით, რომ რ. დ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის მქონე პირი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მას მსჯავრი დაედო, მათ შორის, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის), იმავდროულად, დამცავი ორდერის გამოცემაზე მსჯავრდებულის თანხმობის მიუხედავად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა რ. დ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე, რ. დ–ს მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

4.1. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან თავად რ. დ–სი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით – უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად ამ ნაწილში უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.

5. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანიშნული სასჯელების მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი (დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება) ან მე-2 პუნქტით (დანიშნული სასჯელის ერთი მეხუთედით შემცირება) გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

5.1. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამნისტიის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად ადგენს კუმულაციურად ორ პირობას (საქმის მასალებში წარმოდგენილი უნდა იყოს): 1. მსჯავრდებულის თანხმობას, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე დამცავი ორდერის გამოცემაზე; 2. შესაბამის საქმეზე დაზარალებულის/დაზარალებულების თანხმობების არსებობას მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე. შესაბამისად, ერთერთი პირობის არარსებობის შემთხვევაში, არ გამოიყენება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი.

5.2. ამდენად,, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული ხასიათის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების შესაძლებლობას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით.

6. აღნიშნულისა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ რ. დ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი გავრცელდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებულ სასჯელზე, რომელიც იმავე განაჩენის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა (რომელზეც არ ვრცელდება ამნისტიის კანონი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის შემცირება გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ შეფარდებული სასჯელის ზომაზე.

7. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემცირებასთან ერთად, სავალდებულოა შემცირებული ვადით (3 თვით) დამცავი ორდერის გამოცემა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში, ამნისტიის აქტის გამოყენება პრაქტიკულად გამოიწვევს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას, რადგან აღნიშნული სასჯელი შთანთქმულია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიერ და დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მსჯავრდებულს დაეკისრება საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ დამატებით – 3 თვით დამცავი ორდერის პირობების შესრულება. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება N731-24, ასევე – 2024წლის 21 ნოემბრის განჩინება საქმეზე N1361-24), ამნისტიის აქტის მიზანსა და დანიშნულებას (ჰუმანიზმის პრინციპი). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოსცეს რ. დ–ს მიმართ დამცავი ორდერი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. დ–სის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელზე – 1 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი – არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

4.1. რ. დ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა 2023 წლის 18 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით) განსაზღვრული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით (რაც უცვლელად დარჩა 2023 წლის 18 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით) განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 8 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით;

4.4. რ. დ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2023 წლის 24 თებერვლიდან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე