Facebook Twitter

საქმე # 210141124010170767

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№ 2461-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

წ. ი. 2461-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით: ი. წ. – პირადი ნომრით ............, – ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 5 წელი;

1.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი;

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1654,2 ლარის ოდენობით, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. წ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 5 წელი;

1.4. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;

1.5. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. წ–ს 15 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ამასთან, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

1.6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. წ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 3 დეკემბრიდან 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით;

2. 2024 წლის 8 ოქტომბერს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. წ–ს პირადი საქმე.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება, რომლის შესაბამისად:

3.1 მსჯავრდებულ ი. წ–ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6 შეუმცირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დადგენილი ჰქონდა 5 წელი, – და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 წელი;

3.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის, ი. წ–ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის ნაწილში დარჩა უცვლელი.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. წ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მ. საჩივრის თანახმად, ი. წ. ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი ამნისტიის გამოყენების მიზნებისათვის ითვლება ნასამართლობის არმქონედ. შესაბამისად, სასამართლოს ი. წ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად უნდა შეემცირებინა ½-ით. ასევე ½-ით უნდა შეემცირებინა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლომ ასევე არასწორად შეუმცირა ი. წ–ს დანიშნული სასჯელი 1/6-ით, რადგან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად უნდა გამოეყენებინა მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.

4.1. დაცვის მხარე საჩივრით ითხოვს შეიცვალოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და ი. წ–ს დანიშნული სასჯელი გაუნახევრდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. ასევე გაუნახევრდეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვის ვადა.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს შუამდგომლობა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში ი. წ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საჩივარი შემოვიდა 2024 წლის 23 დეკემბერს.

6.1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ი. წ–ს პირადი საქმე გამოითხოვა 2024 წლის 25 დეკემბერს.

6.2. გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში პირადი საქმე არ არის შემოსული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა); ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

4. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით. სხვა განაჩენი, რომელიც მიუთითებდა ი. წ–ს მსჯავრდებაზე სხვა მუხლით, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ი. წ. ამნისტიის გავრცელების მიზნებისათვის ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. წ–ს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5, – წელი უნდა შეუმცირდეს ½-ით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 წელი და 6 თვე.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ი. წ–სათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმა – 5000 ლარზე ამნისტია არ ვრცელდება.

7.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელ ნაწილზე - ჯარიმა 1654,2 ლარი.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

8.1. მოცემულ შემთხვევაში ი. წ. არ გათავისუფლებულა სასჯელის სრულად მოხდისაგან, ამასთან, მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება. შესაბამისად, დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას ი. წ–სათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადის განახევრების შესახებ.

8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები აღუდგება სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად. მოცემული კანონი არ ითვალისწინებს ჩამორთმეული უფლებების ვადის შემცირებას.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. წ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. წ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. ი. წ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 5 წელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს ½-ით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი და 6 თვე;

3.2. ი. წ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ ჯარიმა - 5000 ლარზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 1654,2 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი. წ–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე;

3.4. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი;

3.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე