Facebook Twitter

საქმე # 080141124010125716

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2531-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

ო. გ. 2531-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო–ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით: გ. ო–ი – პირადი ნომრით ........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.4. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.6. გ. ო–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 22 იანვრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. 2024 წლის 2 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ო–ის პირადი საქმე.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებით:

4.1. მსჯავრდებულ გ. ო–ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

4.2.,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გ. ო–ს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

4.3. გ. ო–ს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

4.4. გ. ო–ს გაუნახევრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით (აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები შთანთქა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რომელზედაც ამნისტია არ ვრცელდება);

4.5. გ. ო–ის მიმართ 6 თვით გამოიცა დამცავი ორდერი, რომლის მოქმედების პერიოდში მას აეკრძალა დაზარალებულებთან მ. ჯ–ესთან და გ. მ–ე –ბ–ესთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით;

4.6. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის ათვლად განესაზღვრა მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღე;

4.7. განემარტა გ. ო–ს, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას;

4.8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ო–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის ნაწილში. საჩივრის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებისას დამცავი ორდერის გამოცემით მოსამართლემ დაამძიმა მისი მდგომარეობა. ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელი შთანთქმული ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელს. ამნისტიის ფარგლებში შემცირდა მხოლოდ ოჯახური დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი და შემცირებული ვადით - 6 თვით გამოიცა დამცავი ორდერი, რაც უნდა აღსრულდეს მის მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოხდის შემდეგ, რაც ამძიმებს მის სამართლებრივ მდგომარეობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

4. სასამართლო ითვალისწინებს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ო–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას იყო ნასამართლობის არ მქონე, მსჯავრდებულმა თანხმობა განაცხადა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე, მოცემულ ეპიზოდებში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა მ. ჯ–ემ და ნ. მ–ე-ბ–მ წარმოადგინეს განცხადებები გ. ო–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე თანხმობის შესახებ, რაც ასევე დაადასტურეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბერს ზეპირი მოსმენის სახით გამართულ სასამართლო სხდომაზე.

6. შესაბაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. ო–ს სწორად გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ო–ს საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით შთანთქმის წესის გამოყენებით, რა დროსაც საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელები.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის თანახმად, აღნიშნულ ეპიზოდებში სასჯელის შემცირებასთან ერთად, სავალდებულოა შემცირებული ვადით (6 თვით) დამცავი ორდერის გამოცემა. თუმცა, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დამცავი ორდერის გამოცემა, მოცემულ შემთხვევაში, პრაქტიკულად გამოიწვევს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას, რადგან აღნიშნული სასჯელები შთანთქმულია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიერ და დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მსჯავრდებულს დაეკისრება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოხდის შემდეგ დამატებით – 6 თვის ვადით დამცავი ორდერის პირობების შესრულება. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება N731-24; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინება N1361-24; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის №2361-24 განჩინება), ამნისტიის აქტის მიზანსა და დანიშნულებას (ჰუმანიზმის პრინციპი) და მიიჩნევს, რომ დამცავი ორდერი გ. ო–ის მიმართ არ უნდა იქნეს გამოცემული.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ო–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. ო–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. გ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. გ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. გ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. მსჯავრდებულ გ. ო–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან 2023 წლის 22 იანვრიდან.

3.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე