Facebook Twitter

საქმე # 030100123006944534

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №666აპ-24 ქ. თბილისი

ქ. გ. 666აპ-24 5 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 აპრილის განაჩენი;

3. გ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათი;

4. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 100 საათი, შეუმცირდეს ერთი მეხუთედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათი;

4.1. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. საქმეზე დართულ ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

6. გ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – არასრულწლოვანი ბრალდებულის მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმებულია;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი