Facebook Twitter

საქმე # 010100122005430594

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №745აპ-24 ქ. თბილისი

კ. მ. 745აპ-24 26 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. კ–ს, – პირადი ნომერი .........., – ბრალად ედებოდა:

1.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.1.1 შპს „ჯ...“ (ს/ნ .........) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 04.06.2019 წელს, რეგისტრაციიდან 01.10.2020 წლამდე პერიოდში საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო თ. ფ–ი; 01.10.2020 წლიდან დღემდე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. კ–ს.

1.1.2. შპს „...........” (ს/ნ ....... მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 16.12.2011 წელს, რეგისტრაციიდან 13.02.2020 წლამდე საზოგადოების დამფუძნებელი 100%-იანი წილით და დირექტორი იყო ვ. ქ–ი; 13.02.2020 წლიდან 07.10.2020 წლამდე პერიოდში კომპანიის დირექტორი იყო დ. ქ–ი, ხოლო დამფუძნებელი ვ. ქ–ი; 07.10.2020 წლიდან 20.10.2020 წლამდე პერიოდში კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილით იყო დ. ქ–ი; 20.10.2020 წლიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. კ–ს.

1.1.3. შპს „.....” (ს/ნ ........) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 21.07.2020 წელს, რეგისტრაციიდან 27.10.2020 წლამდე პერიოდში საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო მ. ნ–ი; 27.10.2020 წლიდან საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. კ–ს.

1.1.4. შპს „.......” (ს/ნ .......) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 21.07.2020 წელს, რეგისტრაციიდან 20.12.2020 წლამდე საზოგადოების დამფუძნებელი 100%-იანი წილით და დირექტორი იყი მ. ნ–ი; 20.12.2020 წლიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. კ–ს.

1.1.5. შპს „მ......” (ს/ნ .....) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 06.11.2020 წელს, რეგისტრაციიდან 11.02.2021 წლამდე პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი 100%-იანი წილით და დირექტორი იყო მ. ნ–ი; 11.02.2021 წლიდან დღემდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. კ–ს.

1.1.6. მ. კ–ს, როგორც შპს „ჯ-ს”, შპს „გ-ს”, შპს „გ-ის“, შპს „ქ-ს” და შპს „მ-ის“ დირექტორს ევალებოდა კომპანიების მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოებების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება.

1.1.7. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შპს „თ...“ (ს/ნ ......); შპს „ს-ს“ (ს/ნ .....) და შპს „გ-ს“ (ს/ნ .......) სახელით შპს „ჯ-ზე” (ს/ნ .......) გამოიწერა 02.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ........; 05.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ..........; 07.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით ...; 12.10.2020 დათარიღებული, ნომრებით: .................; 13.10.2020 დათარიღებული, ნომრებით: .................;15.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .......; 16.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .......; 18.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ........; 19.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ..........; 25.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .........., 26.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ............ 01.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ............; 08.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .........; 09.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ..........; და 10.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .................; 04.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ....... ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „ჯ-ს” (ს/ნ .......) სახელით გამოიწერა და საგადასახადო ორგანოში გაიგზავნა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: .........., რომ თითქოსდა შპს „თ-“, შპს „ს...“ და შპს „გ–მა“ შპს „ჯ-ს” მიაწოდა საერთო თანხით – 2 048 310 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც შპს „ჯ-ს” პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა, საერთო თანხით – 312 454.11 ლარის ოდენობით.

1.1.8. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „ჯ-ს” (ს/ნ ....) საბანკო ანგარიშზე 05.10.2020 წელს; 06.10.2020 წელს; 09.10.2020 წელს; 15.10.2020 წელს; 16.10.2020 წელს; 09.11.2020 წელს; 10.11.2020 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა, სულ – 125 410 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ მ. კ–სს, როგორც შპს „ჯ-ს” დირექტორს. აღნიშნული ფულადი თანხიდან 125 000 ლარი შპს „ჯ-ს” დირექტორმა მ. კ–მ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და სხვათა მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

1.1.9. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ, 2021 წლის თებერვალში, შპს „გ-ს“ (ს/ნ ...... სახელით შპს „მ–ზე” (ს/ნ .......) გამოიწერა 21.02.2021 წლით დათარიღებული, ნომრებით: .......... და 23.02.2021 წლით დათარიღებული, ნომრით: ........ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „მ–ის” სახელით გამოიწერა და საგადასახადო ორგანოში გაიგზავნა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ....... რომ თითქოსდა შპს „გ-მა“ შპს „მ–ს” მიაწოდა საერთო თანხით – 1 819 457 ლარის ღირებულების მომსახურება და საქონელი (არმატურა), რის საფუძველზეც შპს „მ–ს” პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა საერთო თანხით – 277 544.28 ლარის ოდენობით.

1.1.10. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „მ–ის” პირადი აღრიცხვის ბარათზე 22.02.2021 წელს ავტომატურად დაბრუნებული იქნა პირად ბარათზე არსებული ზედმეტობა – 626 ლარის ოდენობით;

1.1.11. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში შპს „ს------ს“ (........) და შპს „გ–ს” (ს/ნ ........) სახელით შპს „გ–ზე“ (ს/ნ ........- გამოიწერა 21.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ......... 10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ........; 23.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ..........; .........; 26.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ............10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ..........01.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ............; 08.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ..........; 09.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით .........; 28.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .............; 29.10.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: ............; 04.11.2020 წლით დათარიღებული, ნომრებით: .......... ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „გ–-ს” (ს/ნ ........- სახელით გამოიწერა და საგადასახადო ორგანოში გაიგზავნა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ........., რომ თითქოსდა შპს „.........“ და შპს „გ–მმა” შპს „გ-ს” (ს/ნ ........- მიაწოდა საერთო თანხით – 1 539 466 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც შპს „გ–ს” (ს/ნ ........- პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა საერთო თანხით – 234 833.87 ლარის ოდენობით.

1.1.12. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „გ-ს” (ს/ნ ........- პირადი აღრიცხვის ბარათზე 29.10.2020 წელს ავტომატურად დაბრუნებული იქნა პირად ბარათზე არსებული ზედმეტობა – 5 790 ლარის ოდენობით.

1.1.13. მ. კ–ს და სხვათა ყოველივე ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა – 131 826 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

1.2. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2.1. შპს „გ–-” (ს/ნ ........- მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 16.12.2011 წელს, რეგისტრაციიდან 13.02.2020 წლამდე საზოგადოების დამფუძნებელი 100%-იანი წილით და დირექტორი იყო ვ. ქ–ი; 13.02.2020 წლიდან 07.10.2020 წლამდე პერიოდში კომპანიის დირექტორი იყო დ. ქ–ი, ხოლო დამფუძნებელი ვ. ქ–ი; 07.10.2020 წლიდან 20.10.2020 წლამდე პერიოდში კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი 100%-იანი წილით იყო დ. ქ–ი; 20.10.2020 წლიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. კ–ს.

1.2.2. 2020 წლის ოქტომბერში მ. კ–სმ, როგორც კომპანიის დირექტორმა შპს „გ-ს” (ს/ნ ........- საკუთრებაში არსებული „......-ის ფირმის უნაგირა საწევარა, მასზე დამაგრებული „K-ის“ ფირმის ნახევრად მისაბმელით, 75 000 ლარად, მიჰყიდა/მიაწოდა ფიზიკურ პირს – ბ. ჩ–ეს (ნაღდი ანგარიშსწორებით), საიდანაც დღგ-ს თანხას შეადგენდა – 11 440 ლარს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ, შპს „გ–-ს” (ს/ნ ........- სახელით ბ. ჩ-ეზე (პ/ნ .........) გამოიწერა 23.11.2020 წლით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრით: ......., რომლშიც შპს „გ-ს“ მიერ ბ. ჩ-ზე (პ/ნ ........) 2020 წლის ოქტომბერში რეალიზებულად დაფიქსირდა – 750 000 ლარის ღირებულების საქონელი – „ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება. „M...“ უნაგირა საწევარას და ფურგონი ნახევრად მისაბმელის ღირებულება“, დღგ-ის თანხით – 114 406.78 ლარი.

1.2.3. მ. კ–სს, როგორც შპს „გ-ს“ დირექტორს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად ევალებოდა ფიზიკურ პირ ბ. ჩ-ზე რეალიზებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა და შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. მიუხედავად ამისა კომპანიას საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი 2020 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაცია და სახელმწიფო ბიუჯეტში მ. კ–ს, როგორც შპს „გ-ს“ დირექტორს არ გადაუხდია ბ.ჩ-ის მიერ მ. კ–სე გადახდილი დღგ-ის თანხა – 11 440 ლარი.

1.2.4. მ. კ–ს აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით მიადგა – 11 440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენით:

2.1. მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

2.2. მ. კ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

2.3. მ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2021 წლის 16 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოითხოვა მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

3.2. მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ქ–მ მოითხოვა მ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

4 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. პროკურორმა – დავით ჭარბაძემ მოითხოვა მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5.2. მსჯავრდებულ მ. კ–სს ინტერების დამცველი ადვოკატი – მ. ქ. – ითხოვს მ. კ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს მ. კ–სს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდებას. იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – მ. კ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას.

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ მ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება მ. კ–სს ედავება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის ოქტომბერში მ. კ–მ, როგორც კომპანიის დირექტორმა შპს „გ–-ს” (ს/ნ ........- საკუთრებაში არსებული „M-ის ფირმის უნაგირა საწევარა, მასზე დამაგრებული „K-ის“ ფირმის ნახევრად მისაბმელით, 75 000 ლარად, მიჰყიდა/მიაწოდა ფიზიკურ პირს – ბ. ჩ–ს (ნაღდი ანგარიშსწორებით), საიდანაც დღგ-ს თანხას შეადგენდა – 11 440 ლარს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ, შპს „გ–ს” (ს/ნ ........- სახელით ბ. ჩ–ზე (პ/ნ ........) გამოიწერა 23.11.2020 წლით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრით: ..........., რომლშიც შპს „გ–ს“ მიერ ბ. ჩ-ზე (პ/ნ ......) 2020 წლის ოქტომბერში რეალიზებულად დაფიქსირდა – 750 000 ლარის ღირებულების საქონელი – „ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება. „M...“ უნაგირა საწევარას და ფურგონი ნახევრად მისაბმელის ღირებულება“, დღგ-ის თანხით – 114 406.78 ლარი.

3.1.1. მ. კ–ს, როგორც შპს „გ-ს“ დირექტორს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად ევალებოდა ფიზიკურ პირ ბ. ჩ–ზე რეალიზებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა და შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. მიუხედავად ამისა კომპანიას საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი 2020 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაცია და სახელმწიფო ბიუჯეტში მ. კ–ს, როგორც შპს „გ–-ს“ დირექტორს არ გადაუხდია ბ. ჩ–ის მიერ მ. კ–ზე გადახდილი დღგ-ის თანხა 11 440 ლარი.

3.1.2. მ. კ–ს აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით მიადგა 11 440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით მსჯავრდების მოთხოვნის ნაწილში ბუნდოვანია. კერძოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, მართალია, უთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია რეალურად მოხდა – 75 000 ლარად, საიდანაც დღგ-ს თანხას შეადგენდა – 11 440 ლარს, ხოლო №....... საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირდა – 750 000 ლარის ღირებულების საქონელი, დღგ-ის თანხით – 114 406.78 ლარი, თუმცა აღნიშნული დადგენილება, იმავდროულად, უთითებს/აზუსტებს, რომ მ. კ–ს, როგორც შპს „გ-ს“ დირექტორს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად ევალებოდა ფიზიკურ პირ - ბ. ჩ–ზე რეალიზებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა და შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა. მიუხედავად ამისა კომპანიას საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი 2020 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაცია და სახელმწიფო ბიუჯეტში მ. კ–ს, როგორც შპს „გ–ს“ დირექტორს არ გადაუხდია ბ. ჩ–ის მიერ მ. კ–ზე გადახდილი დღგ-ის თანხა 11 440 ლარი. აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი და სახელმწიფო ბიუჯეტს მოტყუებით მიადგა 11 440 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3.3. კასატორი ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადად, 2020 წლის ოქტომბერში, მ. კ–ს განზრახვა იყო არა რეალური ბიზნეს საქმიანობის წარმართვა, არამედ – ფიქტიური სამეურნეო ოპერაციებით მართლსაწინააღმდეგოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების (როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხების) დაუფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად ბრალდების მხარის მტკიცებით, 2020 წლის ოქტომბერში მ. კ–მ, როგორც კომპანიის დირექტორმა შპს „გ-ს” (ს/ნ ........- საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება 75 000 ლარად რეალურად მიჰყიდა/მიაწოდა ფიზიკურ პირს ბ. ჩ–ს (ნაღდი ანგარიშსწორებით), შესაბამისად, ამ ნაწილში ადგილი არ ჰქონია ფიქტიურ სამეურნეო ოპერაციას, ხოლო იმავდროულად, თუ სახელმწიფო ბრალდება მ. კ–ს განსახილველ ეპიზოდთან მიმართებით ედავება არა რეალური რეალიზაციის შემდეგ დღგ-ის თანხის – 11 440 ლარის გადაუხდელობას, არამედ – ფიქტიურ სამეურნეო ოპერაციას და ანგარიშფაქტურაში 75 000 ლარის ნაცვლად – 750 000 ლარის დაფიქსირებას, იმ მიზნით, რომ მას ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოშობოდა დღგ-ს ზედმეტობა, მაშინ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არასწორად უთითებს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობად – 11 440 ლარს (როგორც გადაუხდელ დღგ-ს), ვინაიდან ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მას უნდა ედავა დღგ-ის ზედმეტობის კონკრეტულ ოდენობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში მ. კ–ს ბრალი უნდა დასდებოდა არა ცალკე (მით უფრო, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით), არამედ – პირველ ეპიზოდთან ერთობლიობაში, როგორც ეს მოხდა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებრივი ქმედებების შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებისას.

3.4. კასატორი ბრალდების მხარე ასევე უთითებს, რომ მ. კ–ს მიერ მოტყუებით დაუფლებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხები წარმოადგენს ფიქტიური სამეურნეო ოპერაციების შედეგად კომპანიების პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოშობილ დღგ-ის თანხებს, რაც ბათუმის საქალაქო და ქუთაისი სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია გადასახადისაგან თავის არიდებად და ბრალდების მხარის პოზიციის შესაბამისად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №230აპ–13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22 განჩინება; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინება).

3.4.1. მოცემულ შემთხვევაში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი ქმედების აღწერა, მოიცავს კომპანიების პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ დღგ-ს ზედმეტობის წარმოშობასა და ამ ზედმეტობის ავტომატურად უკან დაბრუნებას და არ შეიცავს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ. კ–ს, როგორც კომპანიის დირექტორს არ გადაუხდია დღგ-ის თანხა, განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალადშერაცხილი ქმედების აღწერისა.

3.5. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს ფიქტიური სამეურნეო ოპერაციით სახელმწიფო ბიუჯეტის დაზარალებას, კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, მოცემულ სადავო შემთხვევაში, იყო რეალურად განხორციელებული (და არა ფიქტიური სამეურნეო ოპერაცია), რასაც ბრალდების მხარეც ადასტურებს.

3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ დააკმაყოფილებს პროკურორის მოთხოვნას მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების მოთხოვნის ნაწილში.

4. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნას მ. კ–ს სრულად, მათ შორის, მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – დანაშაულის ჩადენაში გამართლების თაობაზე. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, მ. კ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.

5. დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მ. კ–მ გაიცნო ვინმე ა–ი, ხოლო, ვინაიდან იგი არ იყო საქართველოს მოქალაქე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის უფლება, მ. კ–მ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ გადაწყვიტა დახმარებოდა. ამ მიზნით შეიძინა საწარმოები, მიიღო შემოსავლების სამსახურის შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია/წვდომის შესახებ მონაცემები და გადასცა ა–ის. დაცვის მხარისათვის უცნობია თუ რა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ა–ი, ვინაიდან თავად მონაწილეობა არ მიუღია, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ წესდება/პარტნიორთა შეთანხმებებს, მათ შორის, მაგალითად: შპს ,,მ–ის“, შპს ,, შპს „ქ-ს”, შპს ,,ჯ-ს“ წესდებების მე-2 მუხლს (საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია მ. კ–ს) და მე-4 მუხლს, რომლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს; საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ენიჭება მ. კ–ს; დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას; დირექტორი უფლებამოსილია იმოქმედოს საზოგადოების სახელით და წარმოადგინოს საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში; დირექტორი საზოგადოების საქმიანობას უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად, ის უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის (ტ. N6; ს.ფ.138-143; 168-172; ტ. N7. ს.ფ. 61-65).

5.1. შესაბამისად, მ. კ–ს, როგორც შპს-ების დირექტორს ევალებოდა კომპანიების მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოებების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება.

6. საკასაციო სასამრთლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. კ–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მ. კ–სს მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეების: დ. ქ–ის, მ. ნ–ის, თ. ფ–ის, ა. კ-ს, კ. გ-ის, ვ. ჯ-ს, გ. ს-ის, ო. ფ-ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

9. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს (ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა) და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს (მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო).

10. საკასაციო სასამართლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრადშერაცხილი დანაშაული არ არის გათვალისწინებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის არც პირველი−მე-3 და არც მე-7 მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – დავით ჭარბაძისა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერების დამცველი ადვოკატის – მ. ქ–ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენი, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერების დამცველი ადვოკატის – მ. ქ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3.1. მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

3.2. მ. კ–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.3.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მ. კ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.4. მ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2021 წლის 16 დეკემბრიდან;

4. განაჩენში სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე