Facebook Twitter

საქმე # 330100123007881399

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №761აპ-24 ქ. თბილისი

მ. ი. 761აპ-24 5 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ–ს, მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. კ–ს, მსჯავრდებულ ი. მ–სა და ადვოკატ გ. რ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ–ს, მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. კ–ისა და მსჯავრდებულ ი. მ–სა და ადვოკატ გ. რ–ს საკასაციო საჩივრები;

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენლს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;

3. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი