საქმე # 190100122006559968
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №762აპ-24 ქ. თბილისი
ჩ. ა. 762აპ-24 10 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - „საქართველოს სსსკ-ის“) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები;
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულ ს. ვ–სა და მის კანონიერ წარმომადგენლს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი