საქმე # 330100124008747291
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №812აპ-24 თბილისი
თ–ი გ, 812აპ-24 20 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ისა და მისი ადვოკატის – ზ. ტ-ის, ასევე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. თ–ს ბრალად დაედო:
· შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილი);
· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2024 წლის 5 იანვარს, ყოფილი მეუღლე თ. მ-ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ნასამართლევი გ. თ–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას სხვა აკრძალვებთან ერთად აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – მესამე პირის მეშვეობით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. 2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით, 02:08 საათზე, თ. მ-ე და მისი დედა – თ. ღ-ე – იმყოფებოდნენ თ-ის №--ში, რა დროსაც, გ. თ–მა, აკრძალვის მიუხედავად, მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა თ. ღ-ეს და დაემუქრა მისი, მისი შვილისა და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულისაგან მომავალი აგრესიის გათვალისწინებით, თ. მ-ემ და თ. ღ-ემ მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;
o 2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით, 02:08 საათზე, თ. მ-ე და მისი დედა – თ. ღ-ე – იმყოფებოდნენ თ-ის №--ში, რა დროსაც, გ. თ–მა, აკრძალვის მიუხედავად, მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა თ. ღ-ეს და დაემუქრა მისი, მისი შვილისა და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულისაგან მომავალი აგრესიის გათვალისწინებით, თ. მ-ემ და თ. ღ-ემ მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის განაჩენით:
§ გ. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის;
§ გ. თ-ი, დაბადებული 1972 წლის 13 დეკემბერს (პირადი №-), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ღ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 6 იანვრიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ:
o ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ წარადგინა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. თ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას;
o გ. თ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა თ. მ-ის მიმართ მუქარა, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ. თ–ის მიერ თ. მ-ის მიმართ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
5. განაჩენის მიხედვით, გ. თ–ს მსჯავრად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ.
6. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2024 წლის 6 იანვარს, დაახლოებით, 02:08 საათზე, გ. თ–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ-- მ----–--ის დედას – თ. ღ-ეს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და დაემუქრა მისი, მისი შვილისა და შვილიშვილების სიცოცხლის მოსპობით. ბრალდებულისაგან მომავალი აგრესიის გათვალისწინებით, თ. ღ-ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ეკა ჭაავამ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. თ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულმა – გ. თ–მა და მისმა ადვოკატმა – ზ. ტ-ემ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. თ–ის სრულად გამართლებას;
Ш თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ეკა ჭაავამ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; გ. თ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. თ–ისა და მისი ადვოკატის – ზ. ტ-ის, ასევე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაინიშნა 2024 წლის 20 დეკემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ კასატორთა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. თ-–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ღ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რომელზე დეტალურ მსჯელობას პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებსა და დასკვნებს.
3. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას გ. თ–ისათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და გ. თ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება გ. თ–ის როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ღ-ის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით.
5. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001).
6. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. თ–ისა და მისი ადვოკატის – ზ. ტ-ის, ასევე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
7. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. თ–ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია, კერძოდ:
7.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
7.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ. თ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ვერ გავრცელდება, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს – 2024 წლის 6 იანვარს – გ. თ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განაჩენით ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს, თუ იგი არ არის განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი.
7.3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია; ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია (სასჯელის 1/6-ით შემცირება) გავრცელდება, თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
7.4. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. თ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება ნასამართლობის გამო ვერ გავრცელდება და წარმოდგენილია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ ამავე კანონის შესაბამისად, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. თ–ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია და 1/6-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი, ასევე, მის მიმართ უნდა გამოიცეს დამცავი ორდერი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. თ–ისა და მისი ადვოკატის – ზ. ტ-ის, ასევე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. თ–ისა და მისი ადვოკატის – ზ. ტ-ის, ასევე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:
2.1. გ. თ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდებისათვის;
2.2. გ. თ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თ. ღ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. მსჯავრდებულ გ. თ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 6 იანვრიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია;
2.4. ნივთიერი მტკიცებულებები:
· გამოთხოვილი ინფორმაცია – ე.წ. „სქრინშოტის“ სახით (საქმეს ერთვის) – დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
· გ. თ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონი დაუბრუნდეს გ. თ–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
3. მსჯავრდებულ გ. თ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 3 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:
3.1. გ. თ–ს აეკრძალოს დაზარალებულ თ. ღ-სთან (პირადი №--, ფაქტობრივად მცხოვრები: თ-ის №---ში), მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება;
3.2. გ. თ–ს აეკრძალოს დაზარალებულ თ. ღ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
3.3. გ. თ–ს დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;
4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადა აეთვალოს მსჯავრდებულ გ. თ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
5. მსჯავრდებულ გ. თ–ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე