Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №982აპ-24 თბილისი

გ-ა გ, 982აპ-24 25 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შდგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ-სა და ბ. ძ-ს ბრალად ედებოდათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილი); დევნა, ე.ი. ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით (საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 22:30-დან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტი ე. გ-ა-ფ-ა და იმავე ა-ის ოპერატორი ზ. ა-ა მივიდნენ ქ. ზ-ში, გ-ას გამზირის №-ში მდებარე პოლიტიკური პარტია “კ-ი მ-ის“ ოფისთან, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება) მიზნით. ადგილზე მყოფ რესპონდენტთან – მ. ჯ-სთან – ჟურნალისტმა ე. გ-ა-ფ-ამ და ოპერატორმა ზ. ა-ამ დაიწყეს ინტერვიუს ჩაწერა, რა დროსაც მათთან მივიდა ავტომანქანა, საიდანაც სხვა პირებთან ერთად გადმოვიდა გ. გ-ა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. გ. გ-ა ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია “მ-ი ა-ისა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც, ზემოხსენებული ორივე ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით მოითხოვდა გ-ა-ფ-ასა და ზ. ა-ასაგან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას. გ. გ-მ ე. გ-ა-ფ-ას ხელით მიაყენა დაზიანება სახისა და მხრის არეში, ხოლო ხელებისა და ფეხების მრავალჯერ დარტყმით ზ. ა-ას სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება. განხორციელებულმა ძალადობამ ორივე დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ გადაიღეს დაგეგმილი სიუჟეტი.

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 22:30-დან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტი ე. გ-ა-ფ-ა და იმავე ა-ის ოპერატორი ზ. ა-ა მივიდნენ ქ. ზ-ში, ზ. გ-ას გამზირის №-ში მდებარე პოლიტიკური პარტია „კ-ი მ-ის“ ოფისთან, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება) მიზნით. ადგილზე მყოფ რესპონდენტთან – მ. ჯ-სთან – ჟურნალისტმა ე. გ-ა-ფ-ამ და ოპერატორმა ზ. ა-ამ დაიწყეს ინტერვიუს ჩაწერა, რა დროსაც მათთან მივიდა ავტომანქანა, საიდანაც სხვა პირებთან ერთად გადმოვიდა გ. გ-ა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. გ. გ-ა ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია “მ-ი ა-ისა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც, ზემოხსენებული ორივე ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით მოითხოვდა ე. გ-ა-ფ-ასა და ზ. ა-ასაგან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, სიუჟეტის მომზადების შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას. გ-მ ე. გ-ა-ფ-ას ხელით მიაყენა დაზიანება სახისა და მხრის არეში, ხოლო ხელებისა და ფეხების მრავალჯერ დარტყმით ზ. ა-ას სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება. განხორციელებულმა ძალადობამ ორივე დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. გ. გ-ს მიერ ჩადენილი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ გადაიღეს დაგეგმილი სიუჟეტი. ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის გარდა, გ. გ-მ ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, ძალადობით განახორციელა ე. გ-ა-ფ-ასა და ზ. ა-ას დევნა მათ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 22:30-დან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტი ე. გ-ა-ფ-ა და იმავე ა-ის ოპერატორი ზ. ა-ა მივიდნენ ქ. ზ-ში, გ. გ-ას №-ში მდებარე პოლიტიკური პარტია “კ-ი მ-ის“ ოფისთან, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება) მიზნით. ადგილზე მყოფ რესპონდენტთან – მ. ჯ-სთან – ჟურნალისტმა ე. გ-ა-ფ-ამ და ოპერატორმა ზ. ა-ამ დაიწყეს ინტერვიუს ჩაწერა, რა დროსაც მათთან მივიდა ავტომანქანა, საიდანაც სხვა პირებთან ერთად გადმოვიდა ბ. ძ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ბ. ძ-ი ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია „მ-ი ა-ისა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც, ზემოხსენებული ორივე ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით მოითხოვდა ე. გ-ა-ფ-ასა და ზ. ა-ასაგან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას. ბ. ძ-მა გ-ა-ფ-ას ხელით მიაყენა დაზიანება სახისა და მხრის არეში, ხოლო ხელებისა და ფეხების მრავალჯერ დარტყმით ზ. ა-ას სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება. განხორციელებულმა ძალადობამ ორივე დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბ. ძ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ გადაიღეს დაგეგმილი სიუჟეტი.

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 22:30-დან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტი ე. გ-ა-ფ-ა და იმავე ა-ის ოპერატორი ზ. ა-ა მივიდნენ ქ. ზ-ში, გ. გ-იას გამზირის №-ში მდებარე პოლიტიკური პარტია “კ-ი მ-ის“ ოფისთან, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, სატელევიზიო სიუჟეტის მომზადება) მიზნით. ადგილზე მყოფ რესპონდენტთან – მ. ჯ-სთან – ჟურნალისტმა ე. გ-ა-ფ-ამ და ოპერატორმა ზ. ა-ამ დაიწყეს ინტერვიუს ჩაწერა, რა დროსაც მათთან მივიდა ავტომანქანა, საიდანაც სხვა პირებთან ერთად გადმოვიდა ბ. ძ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ბ. ძ-ი ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია “მ-ი ა-ისა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც, ზემოხსენებული ორივე ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებით მოითხოვდა ე. გ-ა-ფ-ასა და ზ. ა-ასაგან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, სიუჟეტის მომზადების შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას. ბ. ძ-მა გ-ა-ფ-ას ხელით მიაყენა დაზიანება სახისა და მხრის არეში, ხოლო ხელებისა და ფეხების მრავალჯერ დარტყმით ზ. ა-ას სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანება. განხორციელებულმა ძალადობამ ორივე დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბ. ძ-ის მიერ ჩადენილი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ გადაიღეს დაგეგმილი სიუჟეტი. ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის გარდა, ბ. ძ-მა ტელეკომპანია “მ-ი ა-ის“ ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, ძალადობით განახორციელა ე. გ-ა-ფ-ასა და ზ. ა-ას დევნა მათ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენით გ. გ-სა და ბ. ძ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე; გ. გ-ა, , და ბ. ძ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 5100 ლარი, რაც, დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდათ და საბოლოოდ განესაზღვრათ ჯარიმა – 5000-5000 ლარი.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. გ-მ და ბ. ძ-მა ჩაიდინეს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 22:30-დან 23:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. ზ-ში, გ-ას გამზირის №-ში მდებარე პოლიტიკური პარტია “კ-ი მ-ის“ ოფისთან, გ. გ-მ და ბ. ძ-მა ე. ა-ფ-ას ხელით მიაყენეს დაზიანება სახისა და მხრის არეში, ხოლო ხელებისა და ფეხების მრავალჯერ დარტყმით ზ. ა-ას სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. ჩადენილმა ძალადობამ ორივე დაზარებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. გ-სა და ბ. ძ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად.

7. სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ. გ-მ და ბ. ძ-მა დაზარალებულებზე იძალადეს იმ მოტივით, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები და მსჯავრდებულთა ქმედებები მიმართული იყო დაზარალებულების ჟურნალისტური საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლისა და დევნისკენ მათ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ჟურნალისტებს „ა-ოს“ ოფისის გადაღებაში ხელი არ შეშლიათ, მათზე ძალადობა კი განპირობებული იყო იმით, რომ ზ. ა-ამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია პარტია “კ-ი მ-ის“ თავმჯდომარე გ. ქ-ა. ამდენად, ძალადობის მოტივია არა ჟურნალისტური საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა და დევნა მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, არამედ – პირადი შურისძიება. ამასთან, ძალადობრივ ქმედებებს მსჯავრდებულებიც არ უარყოფენ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გ. გ-სა და ბ. ძ-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს.

8. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – გ. გ-სა და ბ. ძ-ს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შმსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც, მათი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია.

9. გამომდინარე ზემოთქმულიდან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დანიშნული სასჯელი კანონიერი, პროპორციული და სამართლიანია. სასამართლოებმა, საქმის გარემოებების გულდასმით შესწავლის შედეგად, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მართებულად გადააკვალიფიცირეს წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ელი ნაწილიდან და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაასაბუთა ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რომელიც ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ მოცემულობას ქმნის.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად („Tortladze v. Georgia“; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლო აქვს მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ამ კანონის 1-ელი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). ვინაიდან გ-სა და ბ. ძ-ს სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვთ ჯარიმა, მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათები.

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე