Facebook Twitter

საქმე N 330100123008389148

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №988აპ-24 12 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. ლ., №988აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ლ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ო. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ლ. ქ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – შინაპატიმრობა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 9 თვით და 18 დღით შინაპატიმრობა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 1 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 1 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 1 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 12 ნოემბრის მეორე ეპიზოდი) – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 1 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით -არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 1 წლით, 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით -არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/5-ით და განესაზღვროს 1 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 ნოემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, ლ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა;

4. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნს ლ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს – 2024 წლის 2 ივლისიდან.

6. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე