საქმე # 210100123007496686
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №999აპ-24 ქ. თბილისი
ბ. მ. 999აპ-24 16 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. მ. ბ–ს – პ/ნ .......... – ბრალად ედებოდა:
1.1.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–ში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მ. ბ–სთან და გ. მ–თან ერთად ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–ს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ......), მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–სა და სოფელ ფ-ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
1.1.2. მ. ბ–ს ბრალად ედებოდა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–ში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–ს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“, მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: .......) მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–შისა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტეროტორიაზე, რის შემდეგაც მ. ს–მა, თ. ლ–მ, მ. ბ–მა და გ. მ–მა სცემეს მას და მოსთხოვეს მ. ს–ს ვალის - 2000 ლარის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით და მდინარე ა-ში გადაგდებით.
1.2. თ. ლ–ს – პ/ნ ......– ბრალად ედებოდა:
1.2.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–შიში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მმ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მ. ბ–სთან და გ. მ–თანთან ერთად ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–სეს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ..........), მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–შისა და სოფელ ფ–სს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
1.2.2. თ. ლ–ს ბრალად ედებოდა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–ში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–ს, რომელიც გ. მ–თანის კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ........), მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–შისა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც მ. ს–მა, თ. ლ–მ, მ. ბ–მა და გ. მ–მა სცემეს მას და მოსთხოვეს მ. ს–მის ვალის - 2000 ლარის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით და მდინარე ა-ში გადაგდებით.
1.3. მ. ს–ს –პ/ნ ........ – ბრალად ედებოდა:
1.3.1. გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–შიში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–ს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: .........), მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–სა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტეროტორიაზე, რის შემდეგაც მ. ს–მა, თ. ლ–მ, მ. ბ–მა და გ. მ–თანმა სცემეს მას და მოსთხოვეს მ. ს–მის ვალის - 2000 ლარის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით და მდინარე ა-ში გადაგდებით.
1.4. გ. მ–ს – პ/ნ ......... – ბრალად ედებოდა:
1.4.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–ში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მ. ბ–სთან და გ. მ–თან ერთად ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–ს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ........), მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–შისა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
1.4.2. გ. მ–ს ბრალად ედებოდა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–შიში არსებული გ. ც–სის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–სეს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: ......), მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–სა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტეროტორიაზე, რის შემდეგაც მ. ს–მმა, თ. ლ–მმ, მ. ბ–სმა და გ. მ–თანმა სცემეს მას და მოსთხოვეს მ. ს–ს ვალის - 2000 ლარის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით და მდინარე ა-ში გადაგდებით.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
2.1. მ. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.2. მ. ს–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
2.3. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.4. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
2.5. გ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
2.6. მ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.7. მ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
2.8. მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 7 მაისიდან;
2.10. თ. ლ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2.11. თ. ლ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
2.12. თ. ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.13. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ლ–ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.14. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თ. ლ–ს მიმართ წინა - თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, დამატებითი სასჯელებიდან - ჯარიმიდან 2000 ლარის ოდენობით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომიდან 100 საათი - 1 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და ჯარიმა 2000 ლარი;
2.15 საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო, ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 7 მაისიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა მოითხოვა ცვლილება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ, თ. ლ–ს, გ. მ–სა და მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო მ. ს–ს – საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და თითოეული მათგანისათვის სასჯელის განსაზღვრა სანქციის ფარგლებში;
3.2. მ. ბ–სა და თ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ღ–მ მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. ლ–მ და მ. ბ–ს მიმართ, სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა, რომელიც ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენში, თ. ლ–ს, გ. მ–სა და მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო, მ. ს–ს – საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და თითოეული მათგანისათვის სასჯელის განსაზღვრას შესაბამისი სანქციის ფარგლებში.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს თ. ლ–ს, გ. მ–სა და მ. ბ. დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო, მ. ს–ს – საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და თითოეული მათგანისათვის სასჯელის განსაზღვრას შესაბამისი სანქციის ფარგლებში.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, თ. ლ–მ-- და მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გამართლება, ხოლო მ. ბ–სა და თ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს ბრალად ედებოდათ 2023 წლის 6 მაისს, გ. ც–ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. “თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიამდე.
6.1. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ....ს რაიონის სოფელ ს–ში არსებული გ. ც–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, თ. ლ–მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მ. ბ–სთან და გ. მ–თან ერთად ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გ. ც–ს, რომელიც გ. მ–ს კუთვნილი „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით: .........), მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს დ....ს რაიონის სოფელ ს–სა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე (იხ.: ტ.2 ს.ფ.-177-179 (თ. ლ–მს ბრალი); ს.ფ. 185-187 (გ. მ–ს ბრალი); ს.ფ. 192-194(მ. ბ–ს-ს ბრალი).
6.1.1. ამდენად, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდების მხარე თ. ლ–მს, მ. ბ–სსა და გ. მ–ს არ ედავებოდა გ. ც–სისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ც–ს, თ. ლ–მს, მ. ბ–სა და გ. მ–ს მისვლის შემდგომ - არც ე.წ. “თ–ს“ ტერიტორიაზე და არც „თ-დან“ მ. ს–ს ბებიის საცხოვრებელ სახლამდე, ნ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, პოლიციის მისვლის დრომდე პერიოდს.
7. შესაბამისად, არარელევანტურია თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის სამტკიცებლად ბრალდების მხარის მითითება ე.წ. “თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ც–ს, თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს მისვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ნ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში, პოლიციის მისვლის დრომდე პერიოდზე, ვინაიდან, აღნიშნული თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს ბრალად არ აქვთ წარდგენილი.
7.1.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა), საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს (ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით).
7.1.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რაც გულისხმობს „სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირებას, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ-13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2023წლის 10 აგვისტოს განაჩენი საქმეზე N 426აპ-23, II-9.1.).
7.1.3. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
7.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა არც ბრალის დაზუსტება ან/და ახალი ბრალის წარდგენა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და შეაფასოს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ეპიზოდებთან მიმართებით რის ჩადენასაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალდების მხარე არ ედავება მსჯავრდებულს/გამართლებულს.
7.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდების მხარე თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს არ ედავებოდა გ. ც–სისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ე.წ. “თ–ს“ ტერიტორიაზე და „თ-დან“ მ. ს–ს ბებიის საცხოვრებელ სახლამდე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა აღნიშნული პირების მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის - „თ–ს“ ტერიტორიაზე და ე.წ. “თ-დან“ მ. ს–ს ბებიის საცხოვრებელ სახლამდე გ. ც–სათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით - ჩადენისათვის.
8. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ გ. ც–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2023 წლის 6 მაისის საღამოს, დაახლოებით 11 საათზე იგი გააღვიძა მისმა მეუღლემ, დ. ც-მ და უთხრა, რომ მ. ს–ი ეძახდა. დაბლა ჩასულს, მას დახვდა მისთვის უცნობი სამი პირი - თ. ლ–მ, მ. ბ–ს- და გ. მ–ი. მათ განუმარტეს დაზარალებულს, რომ საქმე ჰქონდათ, ცოტახნით წაიყვანდნენ და უკან დააბრუნებდნენ. გ. ც–ე თავისი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ჩაჯდა ავტომანქანაში. ამასთან, გ. ც–მ მიუთითა, რომ ამ პერიოდში მათი მხრიდან აგრესიასა და ხმამაღალ საუბარს ადგილი არ ჰქონია. შემდგომ, აღნიშნული ავტომანქანით ე.წ. ,,კომერციულთან" შეხვდნენ მ. ს–ს, რომელიც იჯდა შავი ფერის ფოლკსვაგენის მარკის მანქანაში, ხელით ანიშნეს წავედითო და წავიდნენ ,,თ–ს" მიმდებარე ტერიტორიაზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა გ. ც–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას ცალსახად დაადასტურა, რომ იგი მის სახლთან მისულ თეთრი ფერის „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდა თავისი ნებით, იძულების გარეშე. დაზარალებულის იდენტურად მისმა მეუღლემ - დ. ც–მ მიუთითა, რომ როდესაც გ. ც–ე სახლიდან გავიდა მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არც ყვირილი ან შეძახილები, რომ მიშველეთ, ძალით მივყავარ და ა.შ. მოწმეს არ გაუგია. ასევე დ. ც–ის დედამ - ც. დ-მ, მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ თუკი გ–ს გასვლისას იქ მყოფ პირებთან რაიმე შელაპარაკება, ან ხმამაღლა საუბარი მოუვიდოდა, მისი ოთახიდან, სადაც მას ეძინა ამ ხმას აუცილებლად გაიგებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ გ. ც–ე გ. მ–ს ავტომობილში ჩაჯდა თავისი ნებით.
10. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ გ. ც–ს ჩვენებას ე.წ. “თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის პერიოდთან დაკავშირებით. დაზარალებულის განმარტებით, თავისი ნებით გაჰყვა თ. ლ–ს, მ. ბ–სა და გ. მ–ს ე.წ. “თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანით გადაადგილებისას მას რაიმე წინააღმდეგობა არ გამოუხატავს, დაზარალებულის განმარტებით, მართალია არ იცოდა სად მიდიოდა, თუმცა, შეიტყო რა ავტომანქანაში თ. ლ–მ-გან, რომ მ. ს–ს ვალთან დაკავშირებით სასაუბროდ მიჰყავდათ, ყოველგვარი ძალდატანების, ან თუნდაც რაიმე სახის იძულების გარეშე გაჰყვა მასთან მისულ პირებს ე.წ. ,,თ–ს" მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან არ უფიქრია, რომ რაიმე უსიამოვნება მოხდებოდა). ამასთან, დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე მას უთხრეს, რომ როგორც კი ,,კომერციულთან" მ-ს ნახავდნენ მას უკან ამოიყვანდნენ სახლში, როდესაც ,,კომერციულთან" შეხვდნენ მ. ს–ს და გზა განაგრძეს ,,თ–კენ", დაზარალებულს არ გამოუხატავს გაკვირვება და არ გამოუთქვამს უკმაყოფილება, რომ იგი სახლში არ დააბრუნეს და არ მოუთხოვია სახლში დაბრუნება, ან ავტომანქანის გაჩერება, არ უცდია მანქანის კარის გახსნა. დაზარალებულის ჩვენებითვე დგინდება, რომ მანქანით გადაადგილების პერიოდში მის მიმართ მუქარას ან/და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მართალია დაზარალებული ინფორმირებული იყო, რომ უნდა ესაუბრათ ვალთან დაკავშირებით, თუმცა მანქანით გადაადგილების დროს ვალდებულების შესრულების მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს შ. ბ-ს ჩვენებას, რომლითაც დგინდება, რომ დაზარალებული გ. ც–ე ჟიგულის მარკის ავტომობილში ჩაჯდა თავისი ნებით, ყველანაირი ძალდატანების გარეშე, არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია.
12. ასევე მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებას, რომ იგი ხედავდა გ-ის სახლიდან გამოყვანისა და მისი მანქანაში ჩაჯდომის ეპიზოდებს, რა დროსაც რაიმე სახის ძალადობას, მუქარას, შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.
13. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საქართველოს სსსკ-ით განსაზღვრული გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო სტანდარტით არ დასტურდება, რომ 2023 წლის 6 მაისს, გ. ც–ს მისი სახლიდან ე.წ. “თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე თ. ლ–მ, მ. ბ–მა და გ. მ–მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღუკვეთეს თავისუფლება, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულების მ. ბ–სა და თ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის ნაწილში, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, დაზარალებულ გ. ც–სის, მოწმეთა: დ. ც–ის, ბ. ც-ს, ზ. ც–სა და ჯ. კ-ის ჩვენებებით, სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციით, 2023 წლის 15 ნოემბრის N......... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ბ–სა და თ. ლ–ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას მ. ბ-სა და თ. ლ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ და ითვალისწინებს:
15.1. დაზარალებულ გ. ც–ს ჩვენებას, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ გ. ც–სე თ. ლ–მს, მ. ბ–სსა და გ. მ–ს მისი საცხოვრებელი სახლიდან, მისივე ნებით, გაჰყვა ე.წ. ,,თ–ს" მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ს–ს მიმართ არსებულ ვალზე – 2000 ლარზე სასაუბროდ. დაზარალებულის განმარტებით, ,,თ–ს" ტერიტორიაზე მისვლისთანავე, მის მიმართ დაიწყო მუქარა, კერძოდ, თ. ლ–მ და მ. ბ–ს ლანძღავდნენ მას და ემუქრებოდნენ - „ქვას მოგაბამთ, ა–ში ჩაგკიდებთ, გცემთ, აგჩეხავთ, დაგიჩვრეტთ მუხლებსა და კოჭებსო.“ შემთხვევის დღეს თ. ლ–მ მთელი დროის განმავლობაში ,,აგინებდა მკვდარსა და ცოცხალს", ემუქრებოდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით.
15.2. მოწმის სახით დაკითხვისას ჯ. კ–მ, ბ. ც–მ, დ. ც–მ და ზ. ც–მ დაადასტურეს, რომ მათ 2023 წლის 6-7 მაისს, მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდათ გ. ც–ე (რაც დასტურდება ასევე შპს „მ.....“ და „ს–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით), რომელიც ითხოვდა მისთვის თანხის მიტანას, მ. ს–მის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით. გ. ც–ს მათთან საუბრისას ხმაზე ეტყობოდა აღელვება და ნერვიულობა. დ. ც–მ, ბ. ც–მ და ზ. ც–ემ განმარტეს, რომ სატელეფონო საუბრისას მათ ესმოდათ ჩხუბის, მუქარისა და ლანძღვა-გინების ხმა.
15.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია დასტურდება, მუქარის ფაქტი, მაგრამ ქმედების საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის მიზანია სხვისი ნივთის ან ქონებრივი სარგებლის მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში სს საქმის მასალებით დგინდება, რომ მოთხოვნის საგანი იყო დაზარალებულის მიერ ვალის დაბრუნება. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ თანხა, რომელიც ისესხა პირმა და რომლის უკან (გამსესხებლისათვის) დაბრუნების კანონისმიერი ვალდებულება აკისრია პირს, შეუძლებელია ჩაითვალოს მსესხებლის ქონებად.
15.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით თ. ლ. და მ. ბ–ს მიერ გ. ც–ს მიმართ ჩადენილი ქმედება – ფსიქიკური იძულება განხორციელდა გ. ც–ს მიერ მ. ს–ს მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულების (სესხის - 2000 ლარი - დაბრუნება) შესრულების მიზნით. შესაბამისად, მ. ბ–ს-სა და თ. ლ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
15.5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ–სა და თ. ლ–მს მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი ქმედებები - ცემა და მუქარა მ. ს–ს ვალის დაბრუნების მიზნით - ბრალდების დადგენილების თანახმად, განხორციელდა დ....ს რაიონის სოფელ ს–სა და სოფელ ფ–ს შორის არსებულ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტეროტორიაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს არ ედავება აღნიშნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ განხორციელებულ ქმედებებს ( საერთოდ არ უთითებს აღნიშნულზე).
15.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებითაც დგინდება, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებულ ტერიტორიაზე მსჯავრდებულების მხრიდან განხორციელდა მუქარა, ხოლო თ. ლ–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ე.წ. “თ-დან“ წამოსვლის შემდეგ (დაზარალებულის განმარტებით, ,,თ–ს" დატოვების შემდგომ, არმისული ფ–სთან, თუთის ხესთან, მის მიმართ განხორციელდა როგორც მუქარა, ასევე, ძალადობა, კერძოდ თ. ლ–მ მივიდა მანქანის საბარგულთან, ამოყარა დინამიკები, დაყარა დაბლა და დაზარალებულს უთხრა, რომ საბარგულში უნდა ჩაეტენა, რაზეც მან უპასუხა, რომ ცოცხალს ვერ ჩატენიდა საბარგულში, მხოლოდ მკვდარს თუ ჩასვამდნენ ... ამ ჭიდილში შემოარტყა (გ. ც–სის სხეულზე დაზიანებების არსებობა დასტურდება 2023 წლის 8 მაისის N..... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით) და მაისური შემოახია(მაისურის დაზიანების ფაქტი დასტურდება 2023 წლის 15 ნოემბრის N...... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) თ-მა. დაზარალებულის განმარტებით ამ კონფლიქტში ჩართული იყო სამი პირი, მაგრამ თ-ის გარდა სხვა პირთა იდენტიფიცრებას ვერ ახდენს. ამასთან, დაადასტურა, რომ თ-მა დაარტყა, ძალადობდა და ცდილობდა იძულებით ჩაესვა ავტომანქანის საბარგულში). შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილება მკაფიოდ შემოსაზღვრულია და ეხება მხოლოდ ე.წ. თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და სამართლებრივად შეაფასოს მსჯავრდებულთა ის ქმედებები, რომლებზეც მართალია უთითებს დაზარალებული და გარემოებითი მტკიცებულებები, მაგრამ არ არის მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
15.7. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის თანახმად, იძულება შეიძლება ჩადენილი იქნეს ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გზით. შესაბამისად, კანონმდებელი ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციის სავალდებულო წინაპირობად არ ადგენს იძულების ერთდროულად ორივე ხერხით განხორციელებას. ბრალდების დადგენილებაში მითითებულ (ტერიტორიით შემოსაზღვრულ) ეპიზოდში ფიზიკური იძულების დაუდასტურებლობა, არ გამორიცხავს, მოცემულ შემთხვევაში, ქმედების 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დაზარალებულის მიმართ ფსიქიკური იძულების განხორციელება მის მიერ მ. ს–საგან ნასესხები თანხის დაბრუნების მიზნით.
16. დაზარალებულის განმარტებით, ,,თ–ს" ტერიტორიაზე მისვლისთანავე, მის მიმართ დაიწყო მუქარა ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, თ. ლ–მ და მ. ბ. ლანძღავდნენ მას და ემუქრებოდნენ - „ქვას მოგაბამთ, ა-ში ჩაგკიდებთ, გცემთ, აგჩეხავთ, დაგიჩვრეტთ მუხლებსა და კოჭებსო.“ დაზარალებულმა მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს თ. ლ–მ მთელი დროის განმავლობაში ,,აგინებდა მკვდარსა და ცოცხალს", ემუქრებოდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ხოლო, რაც შეეხება მ. ბ–ს, მის მიერ განხორციელებულ მუქარაზე დაზარალებულმა მხოლოდ თავდაპირველ ეპიზოდზე მიუთითა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ,,თ-ზე" მისვლის შემდეგ. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს მოვლენათა განვითარების დინამიკას.
17. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადგინდა, რომ გ. ც–ე, თ. ლ–მ და მ. ბ–ს არ იცნობდა 06 მაისამდე. შესაბამისად, არ დასტურდება აღნიშნული პირების ცრუდ მხილებისთვის დაზარალებულის პირადი მოტივის არსებობა. ამასთან, არც საქმის სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც დაადასტურებდა გ. ც–ს უარყოფით, სუბიექტურ დამოკიდებულებას აღნიშნული პირების მიმართ, რაც საფუძვლად დაედებოდა მის მიერ არაზუსტი, არასანდო ინფორმაციის მიწოდებას. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობაში.
18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა ადგილებიდან გამოთხოვნილი სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის. კერძოდ, შპს „მ-ის“ 2023 წლის 15 ივნისის N.... წერილზე დართული ამონაწერით დგინდება, რომ გ. მ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან ......... ჯ. კ–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე .........., 2023 წლის 06 მაისს, 23:34:06 საათიდან 2023 წლის 07 მაისის 00:34:40 საათამდე განხორციელდა 7 ზარი, ხოლო, დაზარალებულ გ. ც–სის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან ......., 2023 წლის 07 მაისს 00:59:28 საათსა და 01:08:18 საათზე ჯ. კ–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე განხორციელდა 2 ზარი. ასევე, „ს–ს“ 2023 წლის 21 ივნისის N....... წერილისა და გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გ. ც–სის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან ......... ზ. ც–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე .........., 2023 წლის 07 მაისს, 00:46:56 საათიდან 2023 წლის 07 მაისის 01:34:37 საათამდე განხორციელდა 4 ზარი. ასევე, დადგინდა, რომ მოცემულ დროის პერიოდში დაზარალებულ გ. ც–სის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე სატელეფონო ზარების განხორცილებისას მომსახურე ანძათა ადგილმდებარეობას წარმოადგენდა „ს–ში“, „....“ და „ფ–ი“.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა, ჯ. კ–მ, ბ. ც–მ, დ. ც–მ და ზ. ც–მ დაადასტურეს, რომ მათ 2023 წლის 06-07 მაისს, მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდა გ. ც–ე, რომელიც ითხოვდა მისთვის თანხის მიტანას, მ. ს–ს მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით. ამასთან, აღნიშნულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. ც–ს ხმაზე ეტყობოდა აღელვება და ნერვიულობა. დ. ც–მ, ბ. ც–მ და ზ. ც–მ ასევე განმარტეს, რომ სატელეფონო საუბრისასა მათ ესმოდა ჩხუბის, მუქარისა და ლანძღვა-გინების ხმა.
19.1. ამდენად, დაზარალებული ცდილობდა, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებას, რათა მოეძია მოთხოვნილი თანხა, რაც თავისთავად გამორიცხავს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. ც–ს შემთხვევის ადგილას ყოფნის მიზანს წარმოადგენდა გართობა, დალევა და დღესასწაულის აღნიშვნა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ს–სა და გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
21. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრული მტკიცებულებითი სტანდარტით არ დასტურდება მ. ს–სა და გ. მ–ს მიერ არც საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის მოქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში. ამასთან, აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამავე მუხლით პირდაპირ განსაზღვრული ხერხებიდან ერთ-ერთის (ან ერთდროულად ორივე ხერხის) გამოყენებით: ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით.
22. მ. ს–სა და გ. მ–ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობასთან მიმართებით სასამართლო მოვლენათა განვითარებასთან ერთად, პირველ რიგში, ითვალისწინებს დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი ხასიათის მატარებელია აღნიშნული პირების მსჯავრდებისათვის.
23. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და არც მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ 2023 წლის 6 მაისს, გ. ც–სათვის მ. ს–ს კუთვნილი ვალის მოთხოვნის დროს, თ. ლ–მ და მ. ბ–სთან ერთად იმყოფებოდნენ გ. მ–თანი და მ. ს–მი. გადაადგილება ხდებოდა გ. მ–თანის ავტომობილით, მისივე ტელეფონიდან ურეკავდნენ გ. ც–ს ოჯახის წევრებს ფულის მიტანის მოთხოვნით.
24. სასამართლო ითვალისწინებს, შპს „მ-ის“ 2023 წლის 15 ივნისის N........ წერილსა და გამოთხოვილ ინფორმაციას. წერილზე დართული ამონაწერით დგინდება, რომ გ. მ–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან - .........., ჯ. კ–ის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე - .........., 2023 წლის 6 მაისს, 23:34:06 საათიდან 2023 წლის 7 მაისის 00:34:40 საათამდე პერიოდში, განხორციელდა 7 ზარი, ხოლო დაზარალებულ გ. ც–ს სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან - ............, 2023 წლის 7 მაისს 00:59:28 საათსა და 01:08:18 საათზე ჯ. კ–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე განხორციელდა 2 ზარი.
25. ე.წ. “თ–ზე“ მათ შორის გ. მ–ს ავტომანქანით (რომელშიც იჯდა გ. ც–ე) ასვლის ფაქტი და ე.წ. “თ– ზე“ გ. მ–თანისა და მ. ს–მის ყოფნის ფაქტი ასევე დასტურდება მოწმეთა: შ. ბ-სა და გ. ჯ–სის ჩვენებებით.
26. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით (მათ შორის თავად დაზარალებულ გ. ც–ს ჩვენებით) არ დასტურდება გ. მ–თანისა და მ. ს–ს მიერ გ. ც–ს მიმართ მუქარა ან/და ფიზიკური ძალადობა ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე (რასაც ედავებოდა ბრალდების მხარე საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში).
27. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, მოწმეთა დ. ც–ს, ბ. ც–სა და ზ. ც–ს განმარტებებს, რომ სატელეფონო საუბრისას მათ ესმოდათ ჩხუბის, მუქარისა და ლანძღვა-გინების ხმა. იმავდროულად ასევე ითვალისწინებს, რომ მითითებული მოწმეები ვერ უთითებენ თუ ვისი ხმა ესმოდათ და ვერ ახდენენ მითითებული პირების იდენტიფიცირებას. იმავდროულად, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ. ც–მემ განმარტა, რომ როდესაც იგი ტელეფონზე ესაუბრებოდა გ. ც–ს, მას ესმოდა ლანძღვა-გინების ხმა, თუმცა, ის არ იყო მ. ს–მის ხმა. იგივე დაადასტურა მოწმე დ. ც–ემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზარალებულთან სატელფონო საუბრისას მას ესმოდა ხმები, როგორ ლანძღავდნენ ძალიან უხეში სიტყვებით მის მეუღლეს და ემუქრებოდნენ, თუმცა, დანამდვილებით იცის, რომ მ-ის ხმა არ გაუგია. დაზარალებულის განმარტებით (უთითებს ჩვენების მიცემისას) ლანძღვა-გინება მოდიოდა თ. ლ. და მ. ბ–ს მხრიდან.
28. დაზარალებულის განმარტებითვე, გ. მ–სა და მ. ს–ს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მ. ს–ს არც ვალის დაბრუნება მოუთხოვია მისთვის 2023 წლის 06-07 მაისის განმავლობაში და მით უფრო, არც მუქარას, ან ძალადობას ჰქონია მისი მხრიდან ადგილი.
29. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. ს–ს არათუ არ მოუთხოვია გ. ც–სათვის ვალდებულების შესრულება, არამედ მისი მხრიდან რაიმე ფორმით მუქარისა ან/და ძალადობის ფაქტსაც არ ჰქონია ადგილი დაზარალებულის მიმართ, არ განუხორციელებია რაიმე აქტიური მოქმედება დაზარალებულის მიმართ.
30. გ. მ–სთვის წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენების თანახმად, როდესაც ,,თ-ზე" მისი მიყვანის შემდეგ, მის მიმართ დაიწყო მუქარა - „ქვას მოგაბამთ, ა-ში ჩაგკიდებთ, გცემთ, აგჩეხავთ, დაგიჩვრეტთ მუხლებსა და კოჭებს“, მსგავსი სიტყვები არც მ-ისა და არც გ-ს მიერ აღნიშნულ პერიოდში არ ყოფილა გაჟღერებული. გ. ც–მ არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არცერთხელ არ მიუთითა, რომ გ. მ–ი რაიმე ფორმით ემუქრებოდა მას, ხოლო, რაც შეეხება ძალადობას, დაზარალებულმა მხოლოდ ერთადერთ ეპიზოდზე განმარტა, რომ შესაძლოა ძალადობა განხორციელებული ყოფილიყო გ. მ–ს მიერ, თუმცა, კონკრეტულად ვერ დაასახელა მის მიმართ ძალადობა განხორციელდა ამ უკანასკნელის მიერ, თუ იმ პირის მიერ, ვინც მას ჰგავდა. დაზარალებულის განმარტებით, მას ზუსტად არ შეუძლია იმის თქმა, იმ პირთა შორის, რომელიც მისგან თანხის დაბრუნებას ითხოვდა იყო თუ არა გ. მ–თანი. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არაერთხელ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე გ. მ–თანს გარეგნულად ჰგავდა იქ მყოფი კიდევ ერთი პირი, შესაბამისად, აღნიშნული ორი პირის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა. (ამ ნაწილში სასამართლო ითვალისწინებს ასევე მოწმეების გ. ჯ–სის და ო. ბ–ს ჩვენებებსაც, რომლითაც დგინდება ე.წ. „თ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირის - „ მეორე გ-ს“ ყოფნა, რომელიც ჰგავდა გ. მ–თანს).
31. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულ გ. ც–ს დაკითხვისას, ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა დაზარალებულ გ. ც–ს გამოკითხვის ოქმების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით გამოქვეყნება (იხ: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომის ოქმი) და დამაზუსტებელი კითხვების დასმა დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას და ჩვენების მიცემისას მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შეფასებისთვის - გ. მ–სა და მ. ს–სთვის წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით. შესაბამისად, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.
32. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გ. ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
33. „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
34. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების ფორმულირებისა და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა, ვინაიდან არ არსებობს გ. მ–სა და მ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებისთვის საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებულებითი საფუძველი.
35. სასამართლო ასევე ამოწმებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხსაც.
36. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები და მე-7 მუხლი. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მ. ბ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით.
36.1. იმავდროულადდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 7 მაისიდან. შესაბამისად, მ. ბ–ს სასჯელის სახით განსაზღვრული – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება გაავრცელოს უკვე მოხდილ თავისუფლების აღკვეთაზე.
37. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. ლ–მ მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები და მე-7 მუხლი. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე თ. ლ–თვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
38. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გაუქმდა თ. ლ–ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ სასამართლო იმსჯელებს ასევე თ. ლ–მს მიმართ წარსულში გამოტანილ განაჩენებზე.
39. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
39.1. თ. ლ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
39.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი;
39.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 4000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 5 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
39.1.3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 6 თვით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
39.1.4. თ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 13 სექტემბრიდან - 2022 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.
39.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, თ. ლ–ს:
39.2.1. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი;
39.2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ლ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
39.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თ. ლ–ს მიმართ წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით, 11 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დაემატა დამატებითი სასჯელი, ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 5 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
39.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:
39.3.1. თ. ლ–მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;
39.3.2. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების ან/და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლება;
39.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი – 2000 ლარი ჯარიმა;
39.3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – 2000 ლარი ჯარიმა;
39.3.5. საბოლოოდ, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა – 5 წელი.
39.3.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2000 ლარი ჯარიმა.
39.3.7. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ერთი წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების ან/და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.
39.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით:
39.4.1. თ. ლ–მ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 5 წელი;
39.4.2. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
39.4.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ. ლ–ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, საბოლოოდ განსაზღვრული ძირითადი სასჯელი - პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
39.4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალა პირობით, ასევე, მიემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი.
39.4.5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 5 წელი;
39.4.6. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 2000 ლარი;
39.4.7. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 41-ე, 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
40. სასამართლო არ მსჯელობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დგინდება, რომ აღნიშნული განაჩენის დადგენის მომენტისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ძირითადი სასჯელი იყო მოხდილი.
41. თ. ლ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – ნარკოტიკული საშუალების (ჰეროინის) შეძენა, შენახვისათვის, არაერთგზის. დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო ასევე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის (ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შეძენა, შენახვისათვის).
41.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.
41.2. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მიზნებისათვის თ. ლ–მ წარმოადგენს ნასამართლობის არ მქონე პირს.
41.3. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
41.4. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
41.5. შესაბამისად, თ. ლ–მს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ სასჯელზე – ჯარიმა 1000 ლარზე – კი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
41.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოცემული კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენისათვის დამატებულ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ მოუხდელ დამატებით სასჯელზე – ჯარიმა 4000 ლარზე.
41.7. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გათვალისწინებით თ. ლ– ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 5000 ლარი. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 6 თვით უნდა ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
42. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, თ. ლ–მ მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.
42.1. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები და მე-7 მუხლი.
42.2 საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
42.3. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე თ. ლ–მ–თვის დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი – უნდა შემცირდეს 1/6-ით და უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.
42.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ლ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
42.5. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თ. ლ–ს მიმართ წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული) ძირითადი სასჯელის (2 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილიდან (ამავე განაჩენით დადგენილი პროპორციით) მხოლოდ – 1 წლით, 5 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად, მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაემატოს დამატებითი სასჯელი, ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 3 წელი, 1 თვე და 23 დღე. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი.
43. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს შემდეგს:
43.1. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება მათ შორის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ლ–მს მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე.
43.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების მიხედვით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა ძირითადმა სასჯელმა – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი – 2000 ლარი ჯარიმა.
43.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარი;
43.4. საბოლოოდ, თ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს – 3 წელი, 1 თვე და 23 დღე.
43.5. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 2000 ლარი ჯარიმა.
43.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ერთი წლით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების ან/და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება.
44. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით თ. ლ–თვის განსაზღვრულ სასჯელთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 381-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები და მე-7 მუხლი, შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით თ. ლ–თვის საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
44.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა უნდა შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 4 წელი და 2 თვე;
44.2. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული – 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 83 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
44.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თ. ლ–ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული (და ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული) ძირითადი სასჯელი - პირობითი მსჯავრი – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული) ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წელი, 1 თვე და 23 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წლით, 10 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, ასევე, მიემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი.
44.4. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 3 წლით 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 4 წელი და 2 თვე;
44.5. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი.
44.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 83 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
45. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით თ. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული) ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წელი, 6 თვე და 20 დღით თავისუფლების აღკვეთიდან და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარიდან და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 83 საათიდან – 1 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ–მს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წელი 3 თვე და 24 დღე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. ს–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გ. მ–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
5. გამართლებულებს - მ. ს–სა და გ. მ–ს განემარტოთ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
6. მ. ბ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
7. მ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
8. მ. ბ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მ. ბ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 7 მაისიდან. ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ. ბ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
10. თ. ლ. ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
11. თ. ლ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
12. თ. ლ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
12.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის საფუძველზე თ. ლ–მ--თვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შემცირდეს 1/6-ით და სასჯელის ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
13.1. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობითად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს და განესაზღვროს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
13.2. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს – ჯარიმა 1000 ლარი;
13.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 4000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 2 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 5000 ლარი;
13.4. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 6 თვით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
13.5. თ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 13 სექტემბრიდან - 2022 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.
13.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
14. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
14.1. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუცმირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით;
14.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ. ლ–მს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
14.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თ. ლ–ს მიმართ წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული) ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით, 5 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად, მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს დამატებითი სასჯელი, ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ. ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 3 წელი, 1 თვე და 23 დღე;
14.4. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;
14.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარცეს უცვლელად;
15. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
15.1. თ. ლ–თვის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ჯარიმა – 2000 ლარზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა;
15.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 წლით ჩამორთმეულ სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების ან/და ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უფლებაზე;
15.3. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებულმა – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთამ, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი ჯარიმა – 2000 ლარი;
15.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა – 2000 ლარი;
15.5. საბოლოოდ, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს – 3 წელი, 1 თვე და 23 დღე;
15.6. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;
15.7. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ერთი წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების ან/და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლება;
15.8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
16. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
16.1. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 5 წელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 4 წელი და 2 თვე;
16.2. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული – 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს – 83 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
16.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თ. ლ–ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული) ძირითადი სასჯელი - პირობითი მსჯავრი – 3 წლით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა;
16.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული) ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წელი, 1 თვე და 23 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 წლით, 10 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობით, ასევე, მიემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა – 2000 ლარი;
16.5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 წლით 6 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 4 წელი და 2 თვე;
16.6. თ. ლ–ს საქართველოს სსკ-ის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 2000 ლარი;
16.7. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე, 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 83 საათი;
16.8. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით თ. ლ–მს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;
18. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული (და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული) ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წელი, 6 თვე და 20 დღით თავისუფლების აღკვეთიდან, დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარიდან და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 83 საათიდან – 1 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ლ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით 3 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი;
19. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ. ლ- ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 7 მაისიდან;
20. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
21. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი