Facebook Twitter

საქმე N 180139624010182149

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №71-25 21 იანვარი, 2025 წელი

ძ–ა ზ. N71-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ძ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 9 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, ზ. ძ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით, ზ. ძ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი;

ზ. ძ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 ნოემბრიდან;

ზ. ძ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, მსჯავრდებულ ზ. ძ–ს ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (რაც სასჯელის მოხდის ვადის გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად და დაუყონებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან), ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით, ზ. ძ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 06 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისულების აღკვეთა.

ზ. ძ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისულების აღკვეთა.

ზ. ძ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა (2018 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ძ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთამ (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით), შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით დარჩენილი პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, ზ. ძ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 28 იანვრიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 29 მაისიდან - 2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენში.

ზ. ძ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დასასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის და ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მოსახდელი სასჯელი და საბოლოოდ, ზ. ძ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი და 4 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ზ. ძ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2022 წლის 28 იანვრიდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა - პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 29 მაისიდან -2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

6. თბილისის საქალაქო სასმაართლოს 2022 წლის 4 მაისის განაჩენით, ზ. ძ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ძ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობის 75 დღე და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზ. ძ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამარათლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით განსაზღვრული, მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 4334,12 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4334,12 ლარი.

ზ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 12 აგვისტოდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მაისის განაჩენი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ძ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ზ. ძ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ძ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, ზ. ძ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობის 75 დღე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზ. ძ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით დამატებით სასჯელად შეფარდებული და მოუხდელი ჯარიმა – 4334,12 ლარი, აგრეთვე, ამავე განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით.

ზ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 12 აგვისტოდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის საბოლოო სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების თანახმად, საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ზ. ძ–ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით, 9 თვითა და 15 დღის ვადით ვადით (ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, 7 წლიდან შემცირებულია 75 დღით) შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 4 თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, ზ. ძ–ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ზ. ძ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა პატიმრობის 75 დღე და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღის ვადით.

ზ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2021 წლის 12 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა – პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 29 მაისიდან -2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

9. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ძ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: ზ. ძ–სს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (რაც სასჯელის მოხდის ვადის გათვალისწინებით მოხდილი იყო), ხოლო - 2 წელი თავისუფლების აღკვეთა, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განახევრდა.

ზ. ძ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისგან.

ზ. ძ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისგან.

ზ. ძ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ზ. ძ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ძ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 12 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა - პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 29 მაისიდან -2021 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

ზ. ძ–ს მიმართ განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

10. ზ. ძ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირების ნაცვლად, მისი განახევრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების ფაქტი. მსჯავრდებულის პოზიციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად 1/6-ით შემცირების ნაცვლად უნდა განახევრებოდა.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

4. მოცემულ შემთხვევაში მართალია ზ. ძ–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა იგი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, დაზარალებულების თანხმობის არსებობობა/არარსებობის მიუხედავად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე, არ არსებობს ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელების საფუძველი. ამდენად, ზ. ძ–ს მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრების თაობაზე უსაფუძვლოა.

5. საკასაციო სასამართლო იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესახებ, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, ზ. ძ–ს არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-7 მუხლში, თუმცა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელის (6 წელი, 9 თვე და 15 დღე) 1/6-ით შემცირებით ზ. ძ–ს უნდა განსაზღვროდა 5 წელი, 7 თვე და 27 დღე. მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებულ განჩინებას ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ძ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ძ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე