Facebook Twitter

საქმე N 120141224010451116

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №141-25 ქ. თბილისი

ბ. დ., 141-25 31 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 5 (ხუთი) დღით;

,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დ. ბ-ს 1/6-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა დ. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, კერძოდ, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე მიემატა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 13 000 ლარი.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე მიემატა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 13000 ლარი.

გაუქმდა დ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და რეალურად მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 13 თებერვლიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ასევე დაემატა 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 13 000 ლარის ოდენობით.

დ. ბ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის განაჩენით:

დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დ. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:

დ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით, 3 (სამი) თვითა და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 4 (ოთხი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და, საბოლოოდ, ბრალდებულ დ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. დ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი ) ლარის ოდენობით.

5. 2024 წლის 20 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ დ. ბ-ს პირადი საქმე.

6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ს უარი ეთქვა ამნისტიის გამოყენებაზე. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ.მ. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არასწორად მოაკლდა სასჯელები, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილს საერთოდ არ შეეხო ამნისტია. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელიც უნდა შემცირდეს, რადგან წარმოდგენილი აქვს დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მსჯავრდებულ დ. ბ-ს პირადი საქმე შემოვიდა – 2025 წლის 30 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის კანონი, ვინაიდან აღნიშნული მუხლით შეფარდებულ სასჯელზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით უკვე კანონიერად გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის დანაწესი, რომლის შესაბამისად, 2 წლით, 4 თვითა და 5 დღით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდა 1/6-ით და მოსახდელად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, მითითებულ მუხლზე საკასაციო სასამართლო განმეორებით ვეღარ გაავრცელებს ამნისტიის კანონს.

3. რაც შეეხება წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, მითითებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის − დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

6. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დ. ბ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ჩადენილი დიდი ოდენობით.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებაში სწორად არის მითითებული, რომ ვინაიდან მსჯავრდებული დ. ბ. წარსულში ნასამართლებია სსკ-ის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის განახევრება, მაგრამ, ამავე დროს, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

8. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დ. ბ-ს მიმართ არ გავრცელდა ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი არ ექცევა მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩამონათვალში, მსჯავრდებულს 1/6-ით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე.

8.1. დ. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული პირობითი მსჯავრი – 5 წელი და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემცირებული პირობითი მსჯავრი – 4 წელი და 2 თვე;

8.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

8.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ასევე დაემატოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 ლარის ოდენობით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელებზე).

8.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

9. ცვლილება უნდა შევიდეს ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ:

9.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს დ. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი.

9.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთას – 2 წლით, 4 თვითა და 5 დღით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატოს ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 13 000 ლარი.

9.3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 2 თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი და 2 თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატოს ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 13000 ლარი.

9.4. დ. ბ-ს რეალურად მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 13 თებერვლიდან.

9.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ვინაიდან დ. ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილი ბრალდების ნაწილით არ გათავისუფლებულა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მას ვერ აღუდგება ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

11. ამასთან, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებულია ორი აღუსრულებელი, კერძოდ – ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 286-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულებას სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს, სახელდობრ: „თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ”. მითითებული საპროცესო ნორმა გამოიყენება სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არსებობს რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი და, შესაბამისად, საფუძველი, რომ საბოლოო სასჯელი დაინიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, თუმცა არა საკასაციო საჩივრის – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების ფარგლებში, არამედ – შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ამ მოტივით ამნისტიის აღსრულების შესახებ არ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ განიხილა მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების საკითხი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდების ნაწილით, ვინაიდან სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, რომ იმსჯელოს მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიმართ ყველა აღუსრულებელი განაჩენით – განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესახებ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3.1. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. ბ-ს 1/6-ით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი და 2 თვე.

3.2. დ. ბ-ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული პირობითი მსჯავრი – 5 წელი და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემცირებული პირობითი მსჯავრი – 4 წელი და 2 თვე;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ასევე დაემატოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 13 000 ლარის ოდენობით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდეს ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელებზე).

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. ცვლილება შევიდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში, კერძოდ:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს დ. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთას – 2 წლით, 4 თვითა და 5 დღით, რაც ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვალოს პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატოს ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 13 000 ლარი.

4.3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 2 თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, იმავე კოდექსის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი და 2 თვე. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ასევე დაემატოს ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 13000 ლარი („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდეს ჯარიმის სახით შეფარდებულ სასჯელებზე).

4.4. დ. ბ-ს რეალურად მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 13 თებერვლიდან.

4.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი