Facebook Twitter

საქმე # 160100121004861021

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №772აპ-24 ქ. თბილისი

ჯ. ა. 772აპ-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს პროკურატურის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ქეთევან სონიძის, მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ს–ს, მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. მ–ის, მსჯავრდებულების – ზ. ა–სა და ბ–ი ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ა. ჯ–ს, – პირადი ნომერი 1..., – ბრალად ედებოდა:

1.1.1. ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: ა. ჯ–ისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი და აღიარებული სპეციალური წესები, რომლის თანახმად ადამიანი, რომელიც თავისი შრომით შოულობს ფულს, ვალდებულია გადაიხადოს მოთხოვნილი თანხა ქურდული სამყაროსადმი პატივისცემის გამოსახატად, ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე. ა. ჯ–ი დანაშაულებრივ კავშირშია ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მათ შორის, კანონიერ ქურდ შ. ა–თან, რომელთაგან მიღებული მითითებების თანახმად, ის აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კერძოდ, იგი სისტემატურად ხვდება და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით უკავშირდება სხვადასხვა პირებს, მოითხოვს მათგან სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხებს ქურდული სამყაროს დასაფინანსებლად, დაზარალებულების დაშინებით ცდილობს ,,ქურდული სამყაროსათვის” მატერიალური სარგებლის მიღებას, გადასცემს ქურდული სამყაროს წევრების მოთხოვნას, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასჯის სასტიკი მეთოდების შესახებ ინფორმაციას და ცდილობს კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ზრდასა და გამყარებას საზოგადოებაში. ქურდული სამყაროს მიზნებისათვის ა. ჯ–ი ცდილობს გავლენის მოპოვებას, პირების შემოკრებას ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღიარებს ქურდულ სამყაროს და აღიარება არის ორმხრივი, ცდილობს გაატაროს ქურდული წესები, აიძულებს ხალხს ამ წესების და მისი მიმდევარი ავტორიტეტების მორჩილებას, ქურდული წესების დაცვით ცდილობს საქმეების გარჩევას და უკანონო ქმედებებიდან მიღებული შემოსავლის ქურდული სამყაროსთვის შეწირვას.

1.1.1.1. ,,ქურდული სამყაროს’’ თვითაღიარებული წესების შესაბამისად, ა. ჯ–ი ადამიანებს ყოფს სხვადასხვა კატეგორიებად, საიდანაც ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, პირი, ვინც საჯარო დაწესებულებებში მუშაობდა ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონკრეტული მუხლებით იხდიდა სასჯელს, პოლიციასთან თანამშრომლობაში შემჩნეული პირები და სხვა), ითვლებიან სამარცხვინო, ქურდული სამყაროსთვის მიუღებელ პირებად და ვალდებული არიან შეასრულონ ქურდული სამყაროს წარმომადგენლების, მათ შორის, ა. ჯ–ის მოთხოვნები და აიტანონ მისგან მიყენებული შეურაცხყოფა, თუნდაც ფიზიკური. მათ შორის:

1.1.1.2. ბ. დ–ს ჰქონდა ს. ა–ის ვალი 3 300 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ამოღებასაც პირადად ვერ ახერხებდა, ხოლო სასამართლოს არ მიმართავდა, საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების მოლოდინის გამო. აღნიშნული ცნობილი გახდა ,,ქურდული სამყაროს’’ წევრ ა. ჯ–ისთვის, რომელმაც ს. ა–ეს თავად შესთავაზა ვალის ,,ქურდული’’ წესით ამოღება და თანხის ნაწილის ,,ქურდული სამყაროს’’ ინტერესების სასარგებლოდ დატოვება. ამ მიზნით, ა. ჯ–ი 2021 წლის აპრილის თვეში მობილური ტელეფონის საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდა ბ. დ–ს, კატეგორიულად სთხოვდა ს. ა–ის ვალის ა. ჯ–ისთვის გადახდას, რასაც ქურდული სამყაროს თანხად განიხილავდა და, უარის შემთხვევაში, მას ჯანმრთელობის დაზიანებითა და ძალადობრივი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

1.1.1.3. ასევე, 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ.... ქუჩაზე, ბ.... „ა...“ აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს, ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მიუღებლობის მოტივით, ა. ჯ–მა სხეულის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკური ტკივილი მიაყენა მ. მ–ოვს.

1.1.2. გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: ბ. დ–ს ჰქონდა ს. ა–ის ვალი 3 300 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ამოღებასაც პირადად ვერ ახერხებდა, ხოლო სასამართლოს არ მიმართავდა, საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების მოლოდინის გამო. აღნიშნული ცნობილი გახდა ,,ქურდული სამყაროს’’ წევრ ა. ჯ–ისთვის, რომელმაც ს. ა–ეს თავად შესთავაზა ვალის ,,ქურდული’’ წესით ამოღება და თანხის ნაწილის ,,ქურდული სამყაროს’’ ინტერესების სასარგებლოდ დატოვება. ამ მიზნით, ა. ჯ–ი 2021 წლის აპრილში მობილური ტელეფონის საშუალებით სისტემატურად უკავშირდებოდა ბ. დ–ს, კატეგორიულად სთხოვდა ს. ა–ის ვალის ა. ჯ–ისთვის გადახდას, რასაც ქურდული სამყაროს თანხად განიხილავდა და, უარის შემთხვევაში, მას ჯანმრთელობის დაზიანებითა და ძალადობრივი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

1.1.3. ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ.... ქუჩაზე, ბ.... „ა...“ აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს, ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მიუღებლობის მოტივით, 2021 წლის 9 მარტის განაჩენით ძალადობისთვის ნასამართლევმა ა. ჯ–მა სხეულის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკური ტკივილი მიაყენა მ. მ–ოვს.

1.1.4. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით (ნარკოტიკული დანაშაული, თავი XXXIII) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა ა. ჯ–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,015167 გრამი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი’’, რასაც უკანონოდ ინახავდა 2021 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, ქ.... მდებარე, ,,ბ–ის’’ სახელობის კლინიკის N...-ე პალატაში მკურნალობისას, მისსავე საწოლთან მოთავსებულ პირად ნივთებში.

1.2. გ. ჭ–ეს, – პირადი ნომერი .... – ბრალად ედებოდა:

1.2.1. ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. ჭ–ისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი და აღიარებული სპეციალური წესები, რომლის თანახმად ადამიანი, რომელიც თავისი შრომით შოულობს ფულს, ვალდებულია გადაიხადოს მოთხოვნილი თანხა ქურდული სამყაროსადმი პატივისცემის გამოსახატად, ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე. გ. ჭ–ე დანაშაულებრივ კავშირშია ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მათ შორის, კანონიერ ქურდ შ. ა–თან, რომელთაგან მიღებული მითითებების თანახმად, ის აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კერძოდ, იგი სისტემატურად ხვდება და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით უკავშირდება სხვადასხვა პირებს, მოითხოვს მათგან სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხებს ქურდული სამყაროს დასაფინანსებლად, დაზარალებულების დაშინებით ცდილობს ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მატერიალური სარგებლის მიღებას, გადასცემს ქურდული სამყაროს წევრების მოთხოვნას, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასჯის სასტიკი მეთოდების შესახებ ინფორმაციას და ცდილობს კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ზრდასა და გამყარებას საზოგადოებაში. ქურდული სამყაროს მიზნებისათვის გ. ჭ–ე ცდილობს გავლენის მოპოვებას, პირების შემოკრებას ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღიარებს ქურდულ სამყაროს და აღიარება არის ორმხრივი, ცდილობს გაატაროს ქურდული წესები, აიძულებს ხალხს ამ წესების და მისი მიმდევარი ავტორიტეტების მორჩილებას, ქურდული წესების დაცვით ცდილობს საქმეების გარჩევას და უკანონო ქმედებებიდან მიღებული შემოსავლის ქურდული სამყაროსთვის შეწირვას.

1.2.1.1. ქურდული სამყაროს გაგებით, დადგენილია ადამიანების სხვადასხვა კატეგორიები, რომელთაგანაც ნაწილი მისაღებია კრიმინალური ავტორიტეტებისთვის, ხოლო ნაწილი –მიუღებელი. მაგალითად, ქურდული სამყაროსთვის მიუღებელია ისეთი პირი, რომელსაც წარსულში ეცვა სახელმწიფო უწყების ფორმა, კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ემორჩილებოდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დადგენილ წესრიგს და პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს. გ. ჭ–ეს მიაჩნია, რომ ქურდული სამყაროს თვითაღიარებული წესები ამგვარი ადამიანების შეურაცხყოფისა და ჩაგვრის უფლებას აძლევს, რის გამოც ის ფიზიკურად უსწორდება წარსულში გ. ჭ–ისთვის მიუღებელი ბრალდებით ნასამართლევ პირებს; ასევე თავს ესხმის მშრომელ მოქალაქეებს, რითაც ცდილობს სახელმწიფოში დადგენილი წესრიგისა და მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და ქურდული სამყაროსთვის მისაღები ალტერნატიული ,,წესრიგის“ შექმნას. კერძოდ:

1.2.1.1.1. 2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ.... ქუჩაზე, ბ.... „ა...“ აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს, ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მიუღებლობის მოტივით, გ. ჭ–ემ თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა მ. მ–ოვს ამ უკანასკნელის დამცირების მიზნით.

1.2.1.1.2. ასევე, 2021 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.... მდებარე შპს ,,რ–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, მენეჯერთან გ. გ–ესთან მივიდნენ მ. მ–ე და გ. ჭ–ე და ბენზინის უფასოდ ჩასხმა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. აღნიშნული ქმედება გ. ჭ–ემ მიიღო, როგორც ,,ქურდების’’ უპატივცემულობა, რის გამოც მ. მ–ე და გ. ჭ–ე ჯგუფურად თავს დაესხნენ გ. გ–ეს და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმების შედეგად ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.

1.2.2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.... მდებარე შპს ,,რ–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, მენეჯერთან გ. გ–ესთან მივიდნენ მ. მ–ე და გ. ჭ–ე და ბენზინის უფასოდ ჩასხმა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. აღნიშნული ქმედება გ. ჭ–ემ მიიღო, როგორც ,,ქურდების’’ უპატივცემულობა, რის გამოც მ. მ–ე და გ. ჭ–ე ჯგუფურად თავს დაესხნენ გ. გ–ეს და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმების შედეგად ფიზიკური ტკივილი მიაყენეს.

1.3. გ. ჯ–ეს, – პირადი ნომერი 1..., – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. ჯ–ისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი და აღიარებული სპეციალური წესები, რომლის თანახმად ადამიანი, რომელიც თავისი შრომით შოულობს ფულს, ვალდებულია გადაიხადოს მოთხოვნილი თანხა ქურდული სამყაროსადმი პატივისცემის გამოსახატად, ნებისმიერ დროს, მოთხოვნისთანავე. გ. ჯ–ე დანაშაულებრივ კავშირშია ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, მათ შორის, კანონიერ ქურდ შ. ა...თან, რომელთაგან მიღებული მითითებების თანახმად, ის აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კერძოდ, იგი სისტემატიურად ხვდება და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით უკავშირდება სხვადასხვა პირებს, მოითხოვს მათგან სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხებს ქურდული სამყაროს დასაფინანსებლად, დაზარალებულების დაშინებით ცდილობს ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მატერიალური სარგებლის მიღებას, გადასცემს ქურდული სამყაროს წევრების მოთხოვნას, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასჯის სასტიკი მეთოდების შესახებ ინფორმაციას და ცდილობს კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ზრდასა და გამყარებას საზოგადოებაში. ქურდული სამყაროს მიზნებისათვის გ. ჯ–ე ცდილობს გავლენის მოპოვებას, პირების შემოკრებას ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღიარებს ქურდულ სამყაროს და აღიარება არის ორმხრივი, ცდილობს გაატაროს ქურდული წესები, აიძულებს ხალხს ამ წესების და მისი მიმდევარი ავტორიტეტების მორჩილებას, ქურდული წესების დაცვით ცდილობს საქმეების გარჩევას და უკანონო ქმედებებიდან მიღებული შემოსავლის ქურდული სამყაროსთვის შეწირვას. კერძოდ:

1.3.1. ც. ც–ის მაღაზიაში მოლარე-ოპერატორად მუშაობისას თ. ე–ს აღმოაჩნდა დანაკლისი 6 000 ლარის ოდენობით, რომლის ამოღებასაც მაღაზიის მეპატრონე თავად ვერ ახერხებდა. ვალის ამოღებაში ,,ქურდული წესებით’’ დახმარების თხოვნით მან გ. ჯ–ეს მიმართა, რომელიც თ. ე–ის ყოფილ მეუღლეს – გ. მ–ეს დაუკავშირდა და ვალის გადახდას აიძულებდა. გ. ჯ–ემ თანხის ნაწილი – 1000 ლარის ოდენობით, გ. მ–ეს, 2021 წლის მარტში, საკუთარი დედის-დ. ჯ–ის ანგარიშზე ჩაარიცხინა.

1.3.2. 2019 წელს, შპს ,,მ–ის’’ დირექტორ კ. ლ–ს, საგზაო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით დაქირავებული ყავდა საგზაო კომპანიის თანამშრომლები, მათ შორის, ე. ბ–ი, რომლის სახელფასო დავალიანებაც დროულად ვერ დაფარა. ე. ბ–მა აღნიშნული დავის მოსაგვარებლად გ. ჯ–ეს მიმართა. 2021 წლის თებერვლის თვეში გ. ჯ–ემ ,,ქურდული’’ ავტორიტეტის გამოყენებითა და დავების სახელმწიფოს მიერი მეთოდებით გადაწყვეტის უარყოფით, ვალის ნაწილი ამოიღო და ე. ბ–ს დაუბრუნა, ხოლო ნაწილი – დაიტოვა საქმის ,,ქურდულად’’ მოგვარების სანაცვლოდ.

1.4. ზ. ა–ს, – პირადი ნომერი ...., – ბრალად ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: ზ. ა–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტისთვის კრებს თანხებს, ასევე ხშირი კავშირი აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მათ შორის, კანონიერ ქურდ ფ. კ–თან. თავის მხრივ, ზ. ა–ი არის კრიმინალური ავტორიტეტი, ქურდული სამყაროს მხარდამჭერი და ქურდული ტრადიციების დამცველი. ზ. ა–ი მოქალაქე დ. ო–ს ბ–ი ა–ის დახმარებით ეკონტაქტებოდა და ავალდებულებდა, რომ როდესაც მანქანას გაყიდიდა, აღებული ფულის ნაწილი გადაერიცხა ზ. ა–ისთვის, ქურდული სამყაროს მიზნებისთვის. ზ. ა–ი ბ–ი ა–ის დახმარებით და მისივე დავალებით სხვადასხვა ოდენობის თანხებს აწერდა პირებს, რაც ირიცხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ,,ქურდული’’ ცხოვრებით. აღნიშნულ პირებს უფლება არ ჰქონდათ ეკითხათ გადახდილი თანხების მიზნობრიობა და დანიშნულება ან პრეტენზია გამოეთქვათ რაიმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებინებდნენ ,,ქურდული’’ წესების შესაბამისად. ზ. ა–ი უკავშირდებოდა იერარქიულად მათზე მაღლა მდგომ ქურდს, ფ. კ–ს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ დავების ,,ქურდული’’ წესით მოსაგვარებლად. ზ. ა–ი მოითხოვდა ი. ხ–ის მიერ ტოტალიზატორში მოგებული მანქანის რეალიზაციის შემდეგ, თანხის ,,კანონიერ ქურდებამდე’’ მიტანას. ამ მიზნით ზ. ა–ის მითითებით ბ–ი ა–ი პირადად ხვდებოდა ი. ხ–ს და მოითხოვდა, რომ მანქანის გაყიდვის შედეგად აღებული თანხიდან 10 000 მიეცა ზ. ა–ისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების მიზნით (თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნით), 5 000 უნდა მიეცა ,,კანონიერ ქურდ’’ ფ. კ–თან გადასაგზავნად, ხოლო 5 000 სხვა კრიმინალური ავტორიტეტებისთვის, ვისთან უშუალო კავშირშიც არის ზ. ა–ი.

1.5. ბ–ი ა–ს, – პირადი ნომერი .... – ბრალად ედებოდა:

1.5.1. ქურდული სამყაროს წევრობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: ბ–ი ა–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტისთვის, ზ. ა–ისთვის კრებს თანხებს, ასევე ხშირი კავშირი აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მათ შორის, კანონიერ ქურდ ფ. კ–თან. თავის მხრივ, ბ–ი ა–ი არის კრიმინალური ავტორიტეტი, ქურდული სამყაროს მხარდამჭერი და ქურდული ტრადიციების დამცველი. ბ–ი ა–ი მოქალაქე დ. ო–ს ავალდებულებდა, რომ როდესაც მანქანას გაყიდიდა, აღებული ფულის ნაწილი გადაერიცხა ბ–ი ა–ისთვის, რომელიც არის ქურდული სამყაროს მხარდამჭერი, კავშირი აქვს კანონიერ ქურდებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ამ შემთხვევაში ბ–ი ა–ი კავშირს ამყარებდა ციხეში მყოფ ზ. ა–თან (პ..) რომელიც არის კრიმინალური სამყაროს წევრი, ნასამართლევი და სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში ფულადი თანხის გამოძალვის ბრალდებით. ბ–ი ა–ი ზ. ა–თან შეთანხმებით სხვადასხვა ოდენობის თანხებს აწერდა პირებს, რაც ირიცხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ,,ქურდული’’ ცხოვრებით. აღნიშნულ პირებს უფლება არ ჰქონდათ ეკითხათ გადახდილი თანხების მიზნობრიობა და დანიშნულება ან პრეტენზია გამოეთქვათ რაიმეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებინებდნენ ,,ქურდული’’ წესების შესაბამისად.

1.5.1.1. ბ–ი ა–ი ზ. ა–თან ერთად უკავშირდება იერარქიულად მათზე მაღლა მდგომ ქურდს, ფ. კ–ს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ დავების ,,ქურდული’’ წესით მოსაგვარებლად.

1.5.1.2. ბ–ი ა–ი ზ. ა–ის დავალებით უზრუნველყოფდა ი. ხ–ის მიერ ტოტალიზატორში მოგებული მანქანის რეალიზაციის შემდეგ თანხის ,,კანონიერ ქურდებამდე’’ მიტანას, რისი წინააღმდეგიც იყო დაზარალებული ი. ხ–ი. ამ მიზნით ბ–ი ა–ი პირადად ხვდებოდა ი. ხ–ს და მოითხოვდა, რომ მანქანის გაყიდვის შედეგად აღებული თანხიდან 10 000 ლარი უნდა გადასცემოდა ზ. ა–ის პირადი მიზნებისათვის, 5 000 უნდა მიეცა ,,კანონიერ ქურდ’’ ფ. კ–თან გადასაგზავნად, ხოლო 5 000 სხვა კრიმინალური ავტორიტეტებისთვის, ვისთან უშუალო კავშირშიც არის ბ–ი ა–ი.

1.5.2. მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: ბ–ი ა–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 13,35 გრამი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება-გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა დ–ში მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2021 წლის 8 ივლისამდე პერიოდში.

1.5.3. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში: ბ–ი ა–მა დ–ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში 2021 წლის გაზაფხულიდან ამავე წლის 8 ივლისამდე პერიოდში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 54,8 გრამი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფი.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით:

2.1. ზ. ა–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დ–ი ო–ის ბრალდების ნაწილში და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

2.1.1. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 1 თვით;

2.1.3. ზ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2022 წლის 6 აპრილიდან;

2.1.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზ. ა–ს 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

2.2. ბ–ი ა–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დ–ი ო–ის ბრალდების ნაწილში და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

2.2.1. ბ–ი ა–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

2.2.2. ბ–ი ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.2.2.1. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.2.2.2. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი;

2.2.2.3. საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი;

2.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ–ი ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.2.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბ–ი ა–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2.2.5. ბ–ი ა–ს სასჯელის ვადა აეთვლა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან;

2.3. ა. ჯ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2.3.1. ა. ჯ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი მ. მ–ის ბრალდების ნაწილში (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილი) და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

2.3.2. ა. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.3.2.1. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.3.2.2. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.3.2.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ა. ჯ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამასთან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სამართლის 2021 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით;

2.3.5. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა. ჯ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, 15 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.3.6. ა. ჯ–ს დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.

2.4. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2.4.1. გ. ჭ–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.4.2. გ. ჭ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

2.4.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. ჭ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სამართლის 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ჭ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

2.4.4. გ. ჭ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნისა დრო 2020 წლის 2 სექტემბრიდან 2020 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით;

2.5. გ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

2.5.1. გ. ჯ–ეს დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან;

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

3.1. პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც მოითხოვა გ. ჭ–ის დამნაშავედ ცნობა – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (გ. გ–ის ეპიზოდი); ბ–ი ა–ის დამნაშავედ ცნობა – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით; ა. ჯ–ის დამნაშავედ ცნობა – საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა (მ. მ–ოვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (მ. მ–ს ეპიზოდი). იმავდროულად მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

3.2. მსჯავრდებულ გ. ჭ–ისა და ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ფ. ს–მა, ასევე ა. ჯ–ის ადვოკატმა გ. ს–მ, მსჯავრდებულების – ზ. ა–ის და ბ–ი ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. გ–მა, მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. მ–მა, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. მ–მა დასკვნით სიტყვაში მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, იმავდროულად, ალტერნატივის სახით ითხოვა – გ. ჯ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 2233 მუხლის მე-2 ნაწილზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენში, გ. ჭ–ის მიმართ, კერძოდ:

4.1. გ. ჭ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

4.2. გ. ჭ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

4.3. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ გ. ჭ–ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებულია;

4.4. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულ გ. ჭ–ეს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელიც ითხოვს: გ. ჭ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (გ. გ–ის ეპიზოდი); ბ–ი ა–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით; ა. ჯ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა (მ. მ–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (მ. მ–ოვის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას. იმავდროულად, მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5.2. მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ადვოკატმა გ. ს–მ, მსჯავრდებულების – ზ. ა–ის და ბ–ი ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. გ–მა, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.

5.3. მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. მ–მა, რომელიც ითხოვს გ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებას.

5.4. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულების ზ. ა–ის და ბ–ი ა–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. გ–მა, რომელიც ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრი, იმავდროულად, ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 8 და 14 ნოემბერს ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ს–მ წარმოადგინა განცხადებები და ა. ჯ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით დაზარალებულების თანხმობები, კერძოდ:

6.1. სპს ,,ფ–ის“ ადმინისტრაციის 2024 წლის 5 ნოემბრის წერილი, რომლის თანახმადაც შპს ,,ფ–-ის“ ადმინისტრაცია თანახმაა ა. ჯ–ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;

6.2. დაზარალებულ ა... ა...ის სანოტარო წესით დამოწმებული 2024 წლის 7 ნოემბრის განცხადება, რომლის თანახმად: იგი დაზარალებულად იყო ცნობილი ა. ჯ–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც ა. ჯ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. ვინაიდან ამჟამად მას (ა... ა...ს) პრეტენზია არ აქვს, იგი თანახმაა ა. ჯ–ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;

6.3 დაზარალებულ ლ– ა...-ის სანოტარო წესით დამოწმებული 2024 წლის 12 ნოემბრის განცხადება/თანხმობა, რომლის თანახმად: იგი დაზარალებულად იყო ცნობილი ა. ჯ–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც ა. ჯ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. ვინაიდან ამჟამად მას (ა... ა...ს) პრეტენზია არ აქვს, იგი თანახმაა ა. ჯ–ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი და გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: პროკურორმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების/გამართლებულის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე მათთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას; დაცვის მხარე, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ადვოკატი გ. ს–, მსჯავრდებულების – ზ. ა–ის და ბ–ი ა–ის ადვოკატი – ნ. გ–ი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულოდ ცნობას, იმავდროულად მსჯავრდებულის ზ. ა–ის და ბ–ი ა–ის ადვოკატი – ნ. გ–ი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრი; ხოლო მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – დ. მ–ი ითხოვს – გ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებას, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

2.1. გარდა ამისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 8 და 14 ნოემბერს შემოვიდა ა. ჯ–ის ადვოკატის – გ. ს–ს განცხადებები, რომლებსაც ერთვის დაზარალებულების განცხადებები, ა. ჯ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას: გ. ჭ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ–ის ეპიზოდი); ა. ჯ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილითა (მ. მ–ოვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (მ. მ–ოვის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის, ასევე – ზ. ა–ისა და ბ–ი ა–ის დ–ი (დ–) ო–ის ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და ბ–ი ა–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ (ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილისა).

3.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებულების ნაწილობრივ გამართლება, ბ–ი ა–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება, ხოლო გ. ჭ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა განაპირობა და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ბრალდების ამ ნაწილში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მსჯავრდებულებისა და გამართლებულის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც ეთანხმება.

4. კასატორი ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ჭ–ის – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. კასატორის მტკიცებით გ. ჭ–ე, გ. ჯ–ე და ა. ჯ–ი ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს წარმოადგენენ და შეიძლება ითქვას, რომ ერთსა და იმავე დავებს, გარჩევებსა და იდეებს ემსახურებიან. ამასთან, ხშირ შემთხვევაში ა. ჯ–ი და გ. ჭ–ე კრებსებში ერთსა და იმავე თემებზეც საუბრობენ და ერთმანეთთან დიალოგებით ქმნიან ქურდული სამყაროს წევრობის შემადგენლობის აუცილებელ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ, ა. ჯ–ი დამნაშავედ ცნო, ხოლო გ. ჭ–ე არა, რაც კასატორის მტკიცებით, ქმნის უსამართლობის განცდას, მათ შორის, მსჯავრდებულებშიც, რადგან თითქმის ერთგვაროვანი მტკიცებულებების საფუძველზე, ერთი პირი უდანაშაულოდ მიიჩნია სასამართლომ, ხოლო დანარჩენები – დამნაშავეებად.

4.1. პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებების თანახმად, ბრალდების მხარე ა. ჯ–ს ქურდული სამყაროს წევრობის ჩადენას ედავება, მათ შორის, მ. მ–ს ეპიზოდთან მიმართებით (2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ.... ქუჩაზე, ბ.... „ა...“ აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს, ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მიუღებლობის მოტივით, ა. ჯ–მა სხეულის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკური ტკივილი მიაყენა მ. მ–ოვს), ისევე როგორც გ. ჭ–ეს (2021 წლის 15 მარტს, დაახლოებით 12:50 საათზე, ქ.... ქუჩაზე, ბ.... „ა...“ აფთიაქის მოპირდაპირე მხარეს, ,,ქურდული სამყაროსათვის’’ მიუღებლობის მოტივით, გ. ჭ–ემ თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა მ. მ–ოვს ამ უკანასკნელის დამცირების მიზნით). გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, აღნიშნულ ეპიზოდში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება გ. ჭ–ისა და ა. ჯ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. მ–ოვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (გვ. 105, §5.24-5.25).

4.2. იმავდროულად, პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებების თანახმად, გ. ჭ–ეს ბრალი ედებოდა ქურდული სამყაროს წევრობის ჩადენაში ასევე გ. გ–ის ეპიზოდში (2021 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.... მდებარე შპს ,,რ–ის“ ბენზინგასამართ სადგურზე, მენეჯერთან გ. გ–ესთან მივიდნენ მ. მ–ე და გ. ჭ–ე და ბენზინის უფასოდ ჩასხმა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. აღნიშნული ქმედება გ. ჭ–ემ მიიღო, როგორც ,,ქურდების’’ უპატივცემულობა, რის გამოც მ. მ–ე და გ. ჭ–ე ჯგუფურად თავს დაესხნენ გ. გ–ეს და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას). გ. გ–ისა და მ. მ–ის ჩვენებებისა და „რ–ის“ ავტოგასამართი სადგურის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ გ. ჭ–ის ქმედებაში, გ. გ–ის ეპიზოდთან მიმართებით, დაადგინა, რომ ასევე არ არის საქართველოს სსკ-ის 2231-ი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და გ. ჭ–ე ბრალდების ამ ნაწილში გაამართლა (გვ. 105-106, §5.26-5.28), რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ამასთან, განსახილველი საქმის ფარგლებში ბრალდების მხარე არ ედავებოდა მ. მ–ეს საქართველოს სსკ-ის 2231-ი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენას.

5. პროკურორის პოზიცია მსჯავრდებულების/გამართლებულის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე (გასაჩივრებულ ნაწილში), არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

6. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნებს მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის ან/და მსჯავრდებულ გ. ჯ–ის შემთხვევაში მისი საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების შესახებ. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. ჯ–ის, გ. ჯ–ის, ზ. ა–ისა და ბ–ი ა–ის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ, მათ შორის, მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ადვოკატმა – გ. ს–მ და მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ადვოკატმა – დ. მ–მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.

7. კასატორი ადვოკატის – გ. ს–ს პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომები ძირითადად მიმდინარეობდა დისტანციურად, რა დროსაც მხარეები სხდომის დარბაზში ცხადდებოდნენ, ხოლო მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულებიდან ერთვებოდნენ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილებს, რომელთა თანახმად, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვირუსული (COVID-19) მდგომარეობიდან, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში გასაყვან ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა რაოდენობიდან გამომდინარე, ბრალდებულები ვერ იქნენ წარდგენილნი უშუალოდ სასამართლოში (ტ. N20; ს.ფ. 36 (2021 წლის 7 ოქტომბრის სხდომა), 52 (2021 წლის 21 ოქტომბრის სხდომა), 65 (2021 წლის 28 ოქტომბრის სხდომა), 126 (2021 წლის 18 ნოემბრის სხდომა), 140 (2021 წლის 22 ნოემბრის სხდომა), 221 (2021 წლის 9 დეკემბრის სხდომა), ტ. N21; ს.ფ. 190 (2022 წლის 3 თებერვლის სხდომა), 276 (2022 წლის 10 თებერვლის სხდომა), 281 (2022 წლის 14 თებერვლის სხდომა), ტ. N22; ს.ფ. 8 (2022 წლის 17 თებერვლის სხდომა), 64 (2022 წლის 21 თებერვლის სხდომა); ასევე – 2022 წლის 21 მარტს სასამართლო სხდომაზე მოსამართლის განმარტებას, რომ პენიტენციური დაწესებულების მიერ სასამართლოს ეცნობა, რომ ბრალდებულების ბადრაგირება სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა მეტეოროლოგიური პირობების (თოვლის) გამო; იმავდროულად, სასამართლომ მხარებს განუცხადა, რომ ყოველ მომდევნო სხდომაზე სასამართლოს მხრიდან მოთხოვნილი იქნებოდა ბრალდებულების სასამართლო სხდომაზე ბადრაგირება, რაც ასევე დასტურდება საქმეში არსებული სასამართლოს მიმართვებით (14:42:17).

7.1. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ დისტანციურად მიმდინარე პროცესებში ბრალდებულებს არ ესმოდათ სხდომის მიმდინარეობისას ხმა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ (სხდომის ოქმებიდან) ცალკეულ შემთხვევებში ნამდვილად იკვეთება ხმასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები, ასევე იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომებში მონაწილეობდნენ ადვოკატები.

7.2. საქართველო სსსკ-ის 3325-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი უშვებს შესაძლებლობას, სასამართლო სხდომა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოწმე დაიკითხოს დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც კანონის დარღვევად ვერ შეფასდება. იმავდროულად, საქართველო სსსკ-ის 3325-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით გამართვის შემთხვევაში მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს სხდომის დისტანციურად გამართვაზე მასზე უშუალოდ დასწრების სურვილის მოტივით.

8. გ. ს–ს პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ა. ჯ–ის ადვოკატების სასამართლო სხდომიდან გაძევების შემდეგ, იმის გამო, რომ ახლადდანიშნულ ადვოკატებს სასამართლომ არ მისცა საქმის გასაცნობად დრო, რის გამოც ისინი თავად ბრალდებულმა აიცილა, რის შემდეგაც ა. ჯ–ი დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა დაცვის მხარის მიერ დასაკითხ პირთა სიაში მითითებული მოწმეების სათანადოდ დაკითხვას, ხოლო მოსამართლემ უარი განაცხადა გაძევებული ადვოკატების დაბრუნებაზე, ამასთან, ბრალდებულებს განუმარტა, რომ თუ შემდეგ სასამართლო სხდომაზე არ წარადგენდნენ მოწმეებს, სასამართლო გადავიდოდა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, რაც შეასრულა კიდეც, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

8.1. 2022 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა. ჯ–მა განმარტა, რომ იგი ტოვებს სასამართლო პროცესს, იმავდროულად, მოუწოდა ადვოკატებს, ანალოგიურად მოქცეულიყვნენ. ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, ის აპროტესტებს, იმ გარემოებას, რომ არ ხდება ბრალდებულების სასამართლო სხდომაზე ბადრაგირება, რის გამოც ვერ ახერხებენ ადვოკატებთან კონსულტირებას (14:46:48). მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ უშუალოდ ბრალდებულებს უფლება აქვთ დატოვონ სასამართლო სხდომის დარბაზი, თუმცა მათივე მოწოდების საფუძველზე, ადვოკატების იგივე ქმედება, ჩაითვლება სასამართლოს უპატივცემულობად, რასაც მოჰყვება შესაბამისი ზომები. იმავდროულად, განმარტა, რომ სასამართლო სხდომა წინა სამუშაო დღეს სწორედ იმ მიზნით არ ჩატარდა, რომ ბრალდებულებს ჰქონოდათ ადვოკატებთან კომუნიკაციისა და კონსულტაციის მიღების საშუალება (15:04:48).

8.1.1. მოსამართლის არაერთი განმარტების/მოწოდების მიუხედავად, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ბრალდებულის მოწოდებისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უნდა დატოვონ სხდომის დარბაზი; აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსამართლემ ადვოკატები – ნ. გ–ი, გ. ს– და ფ. ს–ი გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, სხდომის თავმჯდომარის კანონიერი მითითების დაუმორჩილებლობის და სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო (15:09:14).

8.2. 2022 წლის 22 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო არის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, კერძოდ, სასამართლო იკვლევს დაცვის მხარის მტკიცებულებებს;

8.2.1. ადვოკატმა თ. ა–მ განმარტა, რომ გ. ჭ–ის დის თხოვნით ჩაერთო საქმეში, როგორც გ. ჭ–ისა და ა. ჯ–ის ადვოკატი. საქმის მოცულობიდან გამომდინარე ითხოვა საქმის გონივრული ვადით – 3 კვირით – გადადება, საქმის მასალების გასაცნობად და ბრალდებულებთან პოზიციის შესათანხმებლად (14:05:23). სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის 3 კვირით გადადების თაობაზე და განმარტა, რომ სხდომა გაგრძელდებოდა მომდევნო დღეს, ვინაიდან მხარეებთან შეთანხმებული იყო კონკრეტული გრაფიკი, რომლის შესაბამისად, დაცვის მხარეს მტკიცებულებების გამოსაკვლევად გამოეყო მიმდინარე კვირა, რის შემდეგაც სასამართლო უნდა გადასულიყო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე და რომელსაც არღვევდა დაცვის მხარე; სასამართლომ ადვოკატს განუმარტა საქართველოს სსსკ-ის 42-ე მუხლის შინაარსი (ადვოკატის მიერ დაცვის მოვალეობის შესრულების ხანგრძლივად შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო განხილვის გადადება დაუშვებელია, თუ ეს იწვევს სასამართლო განხილვის გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას).

8.2.3. იმავე სხდომაზე, სასამართლომ არ დაკმაყოფილა ბრალდებულ ზ. ა–ის შუამდგომლობა მისი ადვოკატის – ნ. გ–ის სხდომაზე დაბრუნების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, ზ. ა–ის ინიციატივით მისი ინტერესების დაცვა გააგრძელა ადვოკატმა თ. ჭ–ემ.

8.2.4. ადვოკატმა თ. ჭ–ემ დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადების შესახებ, საქმის მასალების გაცნობისა და ბრალდებულთან პოზიციების შეთანხმების მიზნით. სასამართლომ სხდომა გადადო 2022 წლის 23 მარტამდე.

8.3. 2022 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა თ. ჭ–მ განმარტა, რომ 22 მარტს (მიმდინარე დღის წინა დღე) პროცესის შემდეგ და 23 მარტს (მიმდინარე დღე) დილის საათებში, სასამართლო პროცესამდე ვერ მოახერხა ბრალდებულის ნახვა, შესაბამისად, ითხოვა ბრალდებულთან კომუნიკაციისათვის დრო. ადვოკატმა თ. ა...მ ასევე ითხოვა გონივრული ვადა – მინიმუმ ერთი კვირა – საქმის მასალების გასაცნობად.

8.3.1. სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა საქმის ერთი კვირით გადადების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. იმავდროულად, დაცვის მხარეს მისცა ვადა ბრალდებულებთან შესახვედრად და ამ მოტივით საქმის განხილვა გადაიდო 2022 წლის 25 მარტის 12:30 საათამდე (14:43:10).

8.4. 2022 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა ა. ჯ–მა, გ. ჭ–ემ და ზ. ა–მა განმარტეს, რომ ადვოკატები მისულები იყვნენ მათთან შესახვედრად, თუმცა მათ საქმის გარემოებები არ იციან, შესაბამისად, ითხოვეს გაძევებული ადვოკატების დაბრუნება და ახალი ადვოკატების აცილება;

8.4.1. ბრალდებულების შუამდგომლობა ადვოკატების სხდომაზე დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა; იმავდროულად, ადვოკატები – თ. ა... და თ. ჭ–ე აცილებულები იქნენ სისხლის სამართლის საქმიდან. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ვერ შეძლებდნენ მოწმის დაკითხვას. სასამართლომ ბრალდებულებს მისცა ვადა მათი (ბრალდებულების) დაკითხვისათვის მოსამზადებლად და სხდომა გადაიდო 2022 წლის 28 მარტის 12:30 საათამდე.

8.5. 2022 წლის 28 მარტის სასამართლო სხდომაზე ა. ჯ–ისა და ზ. ა–ის შუამდგომლობა ადვოკატების სხდომაზე დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბრალდებულ გ. ჯ–ის შუამდგომლობა რ. რ–ის სხდომაზე დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა.

8.6. 2022 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე ა. ჯ–მა დააყენა შუამდგომლობა მისი მტკიცებულებების გამოკვლევის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და გამოიკვლია.

8.7. იმავე სხდომაზე ა. ჯ–მა იშუამდგომლა სხდომის გადადება, იმ მოტივით, რომ ადვოკატებმა მოსამართლის განკარგულება გაძევების თაობაზე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში და ითხოვა სხდომის გადადება სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის გადაწყვეტამდე, რათა იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდებოდა დაცვის მხარის საჩივარი და სხდომაზე დაბრუნდებოდნენ ადვოკატები, მისცემოდა საშუალება ადვოკატის თანდასწრებით მიეცა ჩვენება. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომა გადაიდო 2022 წლის 30 მარტამდე.

8.8. 2022 წლის 30 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განმარტა, რომ ადვოკატების სასამართლო სხდომიდან გაძევების თაობაზე, განკარგულებები სააპელაციო სასამართლომ დატოვა ძალაში.

8.8.1. ზ. ა–მა, გ. ჭ–ემ და ა. ჯ–მა უარი თქვეს ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე. სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულების მოთხოვნა, ემსახურებოდა სასამართლო განხილვის გაჭიანურებას, ისევე როგორც წინა სხდომაზე მსჯავრდებულების მიერ ადვოკატების იძულება სხდომა დაეტოვებინათ (რითიც სასამართლოს მიმართ გამოახატვინეს აშკარა უპატივცემულობა) იმის მიუხედავად, რომ მოსამართლემ გააფრთხილა ბრალდებულები/ადვოკატები ადვოკატების მიერ სხდომის დატოვების შემთხვევაში მათი გაძევებს თაობაზე, ამასთან, სხვა ადვოკატები (რომლებიც ბრალდებულებმა მოიწვიეს ძველი ადვოკატების გაძევების შემდეგ) მათ აიცილეს, იმ მოტივით, თითქოს საქმეს არ იცნობდნენ. შესაბამისად, მათ მიერ თავის შეკავება ჩვენების მიცემაზე, სასამართლოს მიერ აღქმული იქნება, როგორც უარი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის შემდეგ სასამართლო გადავიდა დასკვნითი სიტყვების სტადიაზე.

8.9. 2022 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომაზე ა. ჯ–ს, გ. ჭ–ეს, გ. ჯ–ეს, ბ–ი ა–ს და ზ. ა–ს დაენიშნათ ადვოკატები სახაზინო წესით.

8.10. 2022 წლის 1 აპრილის სასამართლო სხდომაზე ა. ჯ–ის და გ. ჭ–ის ადვოკატს – ნიკა გუჯაბიძეს დასკვნითი სიტყვის ეტაპისათვის მიეცა დრო – 2022 წლის 5 აპრილამდე, რასაც ადვოკატი დათანხმდა (15:50:27; 15:51:15).

8.11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ს–მ დააყენა შუამდგომლობა მოწმეების: ლ. ა...---ისა და ლ. ო–ის, ასევე მსჯავრდებულ ა. ჯ–ის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე (ტ. N26; ს.ფ. 18-21; სასამართლო სხდომის ოქმი: 27.02.2023; 14:13:05), რაც სასამართლომ დააკმაყოფილა (ტ. N26; ს.ფ. 22-28; სასამართლო სხდომის ოქმი: 27.03.2023; 15:31:04) და დაცვის მხარე არ შეზღუდულა/მიეცა უფლება სასამართლოს წინაშე დაეკითხა მის მიერ მოთხოვნილი მოწმეები; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება (რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს) გამოკვლეული იყო მსჯავრდებულების და მათი ადვოკატების (რომელთა გაძევებაც მოხდა მოგვიანებით) მონაწილეობით.

8.12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმის მასალების შესწავლით არ დგინდება, რომ სამართალწარმოების ფარგლებში (მთლიანობაში, მათ შორის, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის გათვალისწინებით) დაცვის მხარეს შეეზღუდა დაცვის უფლების განხორციელება ანდა არ მიეცა სისხლის სამართლის საქმისათვის/დაცვის უფლების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე მტკიცებულების არსებითად გამოკვლევის ანდა წარმოდგენის შესაძლებლობა (მათ შორის, დაცვის მხარე კასატორებივე სადავოდ არ ხდიან აღნიშნულს).

9. ა. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ს–ს მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ბ. დ–მა სასამართლო სხდომაზე გამორიცხა ა. ჯ–ის ბრალეულობა; იგი მას არ დამუქრებია და შესაბამისად, არც შიში გასჩენია, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული მოწმის ჩვენებას, რომ წინა საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე ფიქრია გურული სთხოვდა იმ ვალს, რომელსაც თავად არ ეთანხმებოდა (14:47:40). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2021 წლის მარტში თუ აპრილში ერთხელ თუ ორჯერ დაუკავშირდა ა. ჯ–ი და მოსთხოვა ფული, მიუხედავად იმისა, რომ უხსნიდა ვალის არარსებობას, ა. ჯ–ი ეუბნებოდა, რომ ვალის არსებობას დაუმტკიცებდა, რაზეც უპასუხა, რომ ,,ვალის დამტკიცება“, მისი არარსებობის პირობებში, მისი (ბ. დ–ის) გაგებით ნიშნავდა მის დაჩაგვრას და აღიარებას – ,,მქონია ვალი“. იმავდროულად, მოწმემ დაადასტურა ა. ჯ–ის ნათქვამი ,,ტკივილები მოგემატება, ტკივილები შენ მერე ნახე” (14:53:18; 15:06:30). ა. ჯ–ის მასთან დიალოგი ასახულია აუდიოჩანაწერებში, შესაბამისად, მის სიტყვებში იყო თუ არა მუქარა, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუმცა ,,ფაქტია, რომ დარეკა … ერთი-ორჯერ დარეკა” (15:23:30; 16:28:15). მომხდარიდან გამომდინარე ა. ჯ–ზე ნაწყენი და უკმაყოფილო არის, თუმცა დაზარალებულად ვერ ჩათვლის თავს (16:21:04). მოწმემ განმარტა, რომ ა. ჯ–ის მხრიდან ფულის მოთხოვნა და ფრაზები ,,ტკივილები გექნება“ – იყო, მაგრამ მისი მხრიდან უზრდელობას არ ჰქონია ადგილი, თუმცა ,,მოთხოვნაში იგრძნობოდა ისეთი რამ, რაც მე არ მსიამოვნებდა“ (16:22:13). ასევე განმარტა, რომ ფრაზა: ,,შენთან ლაპარაკს ესე აზრი არ აქვს, მითხარი სად ხარ, მოვალ და პირადად აგიხსნი სიტუაციას, რა პოლიცია, რის პოლიცია, ჩვენ მოგექცევით სამართლიანად და იმაზე მეტს არ გადაგახდევინებთ, რამდენიც მოსატანი გაქვს“, ასევე ,,ა. ჯ–ი მეუბნებოდა, რომ ,,მანახებდა“ თუ რას მიზამდა და საუბარი მიჰყავდა იმისკენ, რომ პირადად შემხვდებოდა და დამიმტკიცებდა თუ როგორ მივცემდი 3300 დოლარს“, ბუნდოვნად ახსოვს და თუ ეს გამოკითხვის ოქმშიცაა მითითებული, ასე იქნებოდა (15:59:11). ჩანაწერში დაფიქსირებული ა. ჯ–ისადმი მისი დასმული კითხვა, პოლიციელი ხომ არ არის არ ახსოვს და არ იცის რატომ დაუსვა მსგავსი შეკითხვა (16:18:03). ადვოკატის კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი კლინიკაში იმყოფებოდა, როდესაც გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ (16:15:30), მაშინ როცა გამოკითხვის ოქმში დააფიქსირა, რომ აღნიშნული ტელევიზიის საშუალებით გახდა მისთვის ცნობილი, მოწმემ განმარტა, რომ მას არ ახსოვს მსგავსი ინფორმაცია თქვა თუ არა (16:19:58). ასევე, ა. ჯ–ის კითხვაზე, პოლიციაში თავად მივიდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თუ გამომძიებლები მივიდნენ მასთან, მოწმემ განმარტა, რომ რეალურად აღნიშნული დეტალი კარგად არ ახსოვს, იქიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველად, როდესაც ფიქრია გურულმა ძალიან შეაწუხა არარსებული ვალის მოთხოვნით, იძულებული გახდა პოლიციაში წასულიყო (16:28:59).

9.1. ამდენად, მოწმე ბ. დ–ის ჩვენებით დასტურდება, როგორც ფულის – არარსებული ვალის – დაბრუნების მოთხოვნა, რა დროსაც ეუბნებოდა, რომ ვალის არსებობას დაუმტკიცებდა, რაც მოწმის განმარტებით ნიშნავდა მის დაჩაგვრას; ასევე, მსჯავრდებულის ნათქვამი – ,,ტკივილები მოგემატება, ტკივილები შენ მერე ნახე”; ,,მოთხოვნაში იგრძნობოდა ისეთი რამ, რაც მე არ მსიამოვნებდა“.

10. გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები ა. ჯ–ს არ ეკუთვნოდა და გამომძიებლებმა ამოღებულ ნივთებზე შესაძლოა გადაიტანეს მისი ბიოლოგიური მასალა (კერძოდ, ა. ჯ–ის პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე, მასთან მივიდა პოლიციელი, რომელმაც გაჩხრიკა და უსაფრთხოების (პირში ბასრი საგანი ხომ არ ჰქონდა) მიზნით თითებით ჩაუწია ქვედა ტუჩი, ვითომ რაიმეს ათვალიერებდა. აღნიშნულის შემდეგ პოლიციელმა დაუყონებლივ დაიწყო მისი პირადი ნივთების ჩხრეკა. ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მას არაფერი ჰქონდა, მშვიდად იყო, თუმცა ცოტა ხანში პოლიციელმა თქვა, რომ რაღაც იპოვა. პოლიციელი იდგა ა. ჯ–სა და მოპირდაპირედ მწოლიარე პაციენტის საწოლებს შორის და იმავე ხელში, რომლითაც მას პირის ღრუ დაუთვალიერა ხელში ეჭირა შპრიცები. ვინაიდან ა. ჯ–ს გაუჩნდა ეჭვი, რომ პოლიციელები ჩხრეკის ოქმში ჩაწერდნენ ვითომ შპრიცები მისი ნივთებიდან ამოიღეს, მოითხოვა ოქმის წაკითხვა, თუმცა აღნიშნულის საშუალება არ მისცეს) სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, აღნიშნულ სადავო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მოწმის – ს. კ–ის (ქირურგი) ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ კლინიკაში ა. ჯ–ი მკურნალობას გადიოდა კ. გ–ის სახელითა და გვარით, რა დროსაც მათთან მივიდნენ საქართველოს შსს თანამშრომლები და ითხოვეს ა. ჯ–ის ნახვა (14:03:31). პოლიციელებმა პალატაში მისი (ს. კ–ის) თანდასწრებით ჩაატარეს ჩხრეკა (14:05:40). ერთ-ერთი ჩანთიდან, რომელიც საწოლთან მდგარ სკამთან იდო, ამოიღეს საინექციო შპრიცები და ფლაკონი, რომელიც პირდაპირ პაკეტში ჩადეს და დალუქეს (14:53:48). ა. ჯ–მა განმარტა თუ არა ამოღებული შპრიცებისა და ფლაკონების წარმომავლობასთან დაკავშირებით რაიმე, არ ახსენდება/ასეთი არ ყოფილა (14:26:37). მოწმემ დაადასტურა, რომ მას პოლიციელები პალატაში არ დახვდნენ, მათ დერეფანში შეხვდა და პალატაში ერთად შევიდნენ, თუმცა მასთან შეხვედრამდე პოლიციელები იყვნენ თუ არა ნამყოფები პალატაში, არ იცის. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს თავად პალატიდან არ გასულა და მთელი დროის განმავლობაში იქ იყო. ჩხრეკის დაწყებამდე კლინიკის თანამშრომელს სთხოვეს ხელთათმანების მიტანა, რომლებიც პოლიციელებმა ჩაიცვეს, რის შედეგაც დაიწყეს ნივთების შემოწმება (14:35:00).

10.1. ამდენად, გამომძიებლების ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობისა (რაზეც უთითებს დაცვის მხარე) და იმის მიუხედავად, რომ პირადი ჩხრეკის 2021 წლის 8 ივლისის ოქმის თანახმად, ა. ჯ–ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა კლინიკის N... პალატაში 2021 წლის 8 ივლისს, 05:20-05:35 საათების შუალედში (ტ. N4; ს.ფ. 69-73), ხოლო პალატის ჩხრეკის 2021 წლის 8 ივლისის ოქმის თანახმად, კლინიკის N... პალატის ჩხრეკა ჩატარდა 2021 წლის 8 ივლისს, 05:45-06:05 საათების შუალედში (ტ. N4; ს.ფ. 76-82), რაც შესაბამისობაშია ა. ჯ–ის განმარტებასთან, რომ მის მიმართ პალატაში ჯერ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, ხოლო შემდეგ პალატისა და იქ არსებული ნივთების; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მართალია ჩხრეკაში მონაწილე ნეიტრალურმა მოწმემ – ს. კ–მა (ქირურგი) ვერ მიუთითა იმ ჩანთის კუთვნილება (კონკრეტულად რომელ პაციენტს ეკუთვნოდა), საიდანაც ამოიღეს საინექციო შპრიცები და ფლაკონი, იმ პირობებში, როდესაც პალატაში იმ მომენტისათვის სხვა პაციენტებიც იწვნენ, თუმცა მანვე დაადასტურა, რომ პალატაში ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ა. ჯ–ს რაიმე განმარტება, მათ შორის, ამოღებული ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ამასთან, მოწმისათვის ასევე არ დაუსვამთ (მათ შორის, არც დაცვის მხარეს; მათ შორის, ა. ჯ–ის ადვოკატს – გ. ს–ს, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ სასამართლო სხდომაში (იგი მოგვიანებით იქნა გაძევებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან) და რომელმაც სასურველი კითხვები დაუსვა მოწმე ს. კ–ს) კითხვა მოითხოვა თუ არა ა. ჯ–მა პალატის ჩხრეკის ოქმის გაცნობა, რაზეც მსჯავრდებულის განმარტებით პოლიციელები არ დასთანხმდნენ, იმ არგუმენტაციით, რომ ეს მას არ ეხებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი პოლიციელებთან ერთად შევიდა პალატის გასაჩხრეკად, რა დროსაც კლინიკის თანამშრომლებს მოატანინეს ხელთათმანები, რომლებიც პოლიციელებმა ჩაიცვეს. ამასთან, კატეგორიულად განმარტა, რომ ამოღებული ნივთები ამოღებისთანავე დაილუქა.

10.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 219, 220-ე მუხლებს და ასევე დაცვის მხარის პრეტენზიის გათვალისწინებით (რომ გამოძიების დასასრულს, მაშინ როცა ერთი სამუშაო დღე იყო დარჩენილი მტკიცებულებების გაცვლამდე, ა. ჯ–ს წარუდგინეს ახალი ბრალდება სხვადასხვა ეპიზოდებში, რის გამოც დაცვის მხარისათვის არ იყო დარჩენილი საკმარისი დრო ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოსაპოვებლად; საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით, ითვალისწინებს: ბოლნისის რაიონული სასამართლოს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 2021 წლის 10 ივლისის განჩინებით სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნოს 2021 წლის 30 აგვისტოს (ტ. N4; ს.ფ. 330-341); პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მათ შორის, ა. ჯ–ს ახალი (ბოლო) ბრალდება წარედგინა 2021 წლის 18 აგვისტოს (ტ. N8; ს.ფ. 276-280); ბოლნისის რაიონული სასამართლოს ოქმის თანახმად, წინასასამართლო სხდომა გაიმართა 2021 წლის 30 აგვისტოს (ტ. N19; ს.ფ. 178)) ასევე – საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილს და იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ უთითებს (საქმის მასალებითაც არ დასტურდება), რომ მისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური დაბრკოლების გამო, ვერ შეძლო მისთვის სასურველი მტკიცებულების – მოწმეების (მაგალითად, ჩხრეკისას პალატაში მყოფი სხვა პაციენტების) არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვის მოთხოვნა/შუამდგომლობის დაყენება, მით უფრო, რომ მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო კონკრეტულ მოწმეთა მიერ დაცვის მხარისათვის სადავო საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციის შესაძლო ფლობა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად: 2021 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გ. ს–მ დააყენა შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შესახებ (ტ. N20; ს.ფ. 43-51; 15:48:26).

10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

11. გარდა ამისა, დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს მ. მ–ს ეპიზოდთან მიმართებით გარკვეულ საკითხებზე, თუმცა საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც ა. ჯ–ი, ასევე – გ. ჭ–ე მ. მ–ს ეპიზოდში გამართლდნენ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით დაცვის მხარე კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე.

12. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. მ–ის მოთხოვნას, გ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების თაობაზე, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს:

12.1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსები თანხვდენილია მოწმე ც. ც–ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ თ. ე. მუშაობდა მის მაღაზიაში, რა დროსაც აღმოჩნდა დანაკლისი – 7000 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მოუყვა, მისი რძლის დეიდაშვილს – გ. ჯ–ეს და სთხოვა დახმარება. გ. ჯ–ეც შეჰპირდა დახმარებას. შემდეგ რა მოხდა არ იცის, გ. მ–ისაგან აღებული 1 000 ლარი მისთვის გ. ჯ–ეს არ დაუბრუნებია. მოწმემ განმარტა, რომ მას აქვს გ. ჯ–ის ვალი, თუმცა მასა და გ. ჯ–ეს შორის შეთანხმება, რომ თ. ე–ისაგან ამოღებული თანხა გ. ჯ–ეს თავისთვის დაეტოვებინა – არ ყოფილა.

12.1.1. მოწმე გ. მ–ემ დაადასტურა, რომ მისი ყოფილი მეუღლე თ. ე– იყო ც. ც–ის მაღაზიის გამყიდველი, რა დროსაც მაღაზიას დაედო ვალები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლნისში შეხვდა გ. ჯ–ეს. მსჯავრდებულმა უთხრა გადაეხადა ვალი. გ. მ–ეს უნდოდა თანხის გადახდა, ვინაიდან თ. ე–სთან შერიგება სურდა. გ. მ–ემ გ. ჯ–ის დედას ჩაურიცხა 1 000 ლარი, რაც გ. ჯ–ის განმარტებით დედამისს უნდა გადაეცა ც. ც–ისათვის. მოწმის განმარტებით, ც. ც–ისათვის გადასაცემი თანხა გ. ჯ–ის დედას იმიტომ ჩაურიცხა, რომ არ იმყოფებოდა და კიდევ სამი დღე ვერ ჩამოვიდოდა ბოლნისში, შესაბამისად, ციცინო ც–ს ვერ ნახავდა.

12.1.2. მოწმე დ. ჯ–ემ განმარტა, რომ მსჯავრდებული გ. ჯ–ე მისი შვილია. გ. ჯ–ემ სთხოვა ბანკიდან გამოეტანა გ. მ–ის მიერ ჩარიცხული 1000 ლარი, ვინაიდან იგი ც. ც–ის მაღაზიაში იყო მისატანი. თანხა გ–მ წაიღო, თუმცა მიუტანა თუ არა ც–ს, არ იცის.

12.2. სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია თანხვდენილია მოწმე ე. ბ–ის ჩვენებასთან და კ. ლ–ის გამოკითხვის ოქმის შინაარსთან. კერძოდ:

12.2.1. მოწმე ე. ბ–მა დადასტურა, რომ იგი მუშაობდა „მ–ი ...-ში“, კ. ლ–თან. კომპანია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვეღარ უხდიდა ხელფასს და დავალიანებამ შეადგინა 3000 ლარი. ე. ბ–მა თანხის ამოღებაში დამხარება სთხოვა გ. ჯ–ეს. დაახლოებით ერთ თვეში გ. ჯ–ემ მიუტანა 600 ლარი.

12.2.3. კ. ლ–ის გამოკითხვის ოქმით (რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის გარდაცვალების გამო) დასტურდება, რომ გ. ჯ–ემ ე. ბ–ს საკითხთან დაკავშირებით მართლაც მიმართა კ. ლ–ს. კერძოდ, მისი კომპანია თანამშრომლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ უხდიდა ხელფასს, მათ შორის, ე. ბ–ის მიმართაც დაუგროვდა დავალიანება. ბოლნისში ყოფნის პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა გ. ჯ–ეს შესახებ, რომელიც ქუჩაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით და მეტსახლად ეძახდნდნ ხ–ას“. დაახლოებით 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, სატელეფონო საუბრის დროს გ. ჯ–მ (ხ–ამ) ჰკითხა ე. ბ–ის მიმართ კომპანიის დავალიანების თაობაზე. ამ საკითხზე მათ შორის რამდენჯერმე შედგა საუბარი, პირველი საუბრისას გ. ჯ–ეს აინტერესებდა როდის გადაიხდიდა ე. ბ–ის დავალიანებას. მანვე უთხრა, რომ მისთვის ცნობილი იყო, ის გარემოება, რომ დასაქმებულ პირებს, რომლებსაც ვერ გადაუხადა ხელფასი სასამართლოში ჰქონდათ შეტანილი სარჩელი და ითხოვდნენ თანხის ანაზღაურებას, შესაბამისად, შესთავაზა პრობლემის მოგვარება, მათ შორის, შეტანილი საჩივრების უკან გამოტანაში დახმარების გზით. ერთ-ერთი ასეთი საუბრისას გ. ჯ–ემ (ხ–მ) უთხრა შეძლებისდაგვარად დროულად მიეცა ე. ბ–ისთვის დავალიანება. კ. ლ–ი დაუკავშირდა გ. ჯ–ს (ხ–ა) და უთხრა, რომ თანხის მიცემა არ შეეძლო, თუმცა სთხოვა ე. ბ–ისთვის ეთქვა, რომ კომპანიის ნაქირავებ სადგომზე გაჩერებული იყო სატვირთო ავტომანქანა ე.წ. ,,კამაზი“, რომელშიც იდგა შესაკეთებელი ძრავი, ე. ბ–ს შეეძლო ამოეღო ძრავი, გაეყიდა და მიღებული თანხა ჩაეთვალა ვალში. მისთვის უცნობია ვინ ამოიღო „კამაზიდან“ ძრავი, რომლის ღირებულება იქნებოდა დაახლოებით 1000-1500 ლარი.

12.2.4. მოწმე გ. ჯ–ემ (გ. ჯ–ს ძმა) განმარტა, რომ ე. ბ–ის სახელფასო დავალიანებაზე არაფერი იცის, თუმცა მისი საამქროს ტერიტორიაზე მიიტანეს ავტომანქანის დიდი (6 კაცს გადაჰქონდა ის ავტომანქანის ძარიდან) დაზიანებული ძრავა. ამ დროს თვითონაც და მისი ძმაც იქ იყვნენ.

12.3. გარდა ამისა ბარალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ გ. ჯ–ეს დახმარების მიზნებით მიმართავენ სხვა პირებიც, მათ შორის: გ. ჯ–ეს უკავშირდება ვინმე მახო გიგანი და სთხოვს, რომ გ. ჯ–ე ჩაერიოს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში (კრებსი N....; ფონოგრამა ....., ტ. N12, ს.ფ. 180-182); გ. ჯ–ე თანამოსაუბრეს უყვება, რომ კონკრეტული კონფლიქტი ითვლება ქურდებისათვის შეურაცხყოფის მიყენებად – ,,ქურდებს მიაყენენ შეურაცხყოფა“. საუბარში შეეხება იმ საკითხს, რომ შ. ა...ს აუხსნა ვითარება და მოუთხრო გარესამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების შინაარსზე (ფაილი ...., დროის შუალედი 02:35:00-02:37:40. ტ. N5, ს.ფ. 28); გ. ჯ–ე თანამოსაუბრეს ესაუბრება მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის თაობაზე. მისი აზრით, ინვესტორი მოიქცა არასწორად („ივირთხა“), რის გამოც საქმეში ჩარია ქურდები და ქურდული გარჩევის შედეგად მიწის ნაკვეთიც დაისაკუთრა და ინვესტორს ფულიც წაართვა, რითაც ავტომანქანა შეიძინა (RECO033 დროის შუალედი 04:34:30-04:40:00. ტ. N5, ს.ფ. 39); გ. ჯ–ე თანამოსაუბრეს ესაუბრება ვინმე ,,კ–ს“ თემაზე. კერძოდ, როდესაც კ-ს ჰკითხეს მისი გაგების და ცხოვრების წესის შესახებ, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ არის ,,კაი ბიჭი“ და მომავალი ქურდი. ამავე საუბარში გ. ჯ–ე თანამოსაუბრეს უყვება, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის გარკვევის დროს, კონფლიქტის მონაწილემ მას უთხრა, რომ საკითხის გასარკვევად პირადად ესაუბრა ქუთაისელ კანონიერ ქურდს ,,კ–ს“. გ. ჯ–ე აღნიშნავს, რომ მან იცოდა, რომ ეს პიროვნება არ იყო ქურდი, ამიტომ, მეტი სიზუსტისთვის სპეციალურად დარეკა საბერძნეთში კანონიერ ქურდებთან. ასევე, ქუთაისში კანონიერ ქურდებთან. მათ დაუდასტურეს, რომ ასეთი ნამდვილად იყო ქუთაისში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჯ–ე აკეთებს დასკვნას, რომ კონკრეტულ საკითხში ჩარეული იყო კანონიერი ქურდი და შესაბამისად, იმ პიროვნების შეთავაზებაზე, რომ მას და გ. ჯ–ეს გადაეწყვიტათ კონკრეტული საკითხი - გ. ჯ–ე კატეგორიულ უარს ეუბნება და განუმარტავს, რომ თუკი, და ვინაიდან, საკითხზე ქურდთან იყო ნალაპარაკები მისი ჩარევა ამ საკითხში უადგილო იყო – ,,ქურდი გყავს საქმის კურსში და მე გადავწყვიტო აქ?“ (RECO043 დროის შუალედი 00:32:00-01:05:00. ტ. N5, ს.ფ. 46-55).

12.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ. ჯ–ის საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შესახებ, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილისა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ჯ–ეს კავშირი აქვს ,,ქურდული სამყაროს“ წევრებთან (მათ შორის, შ. ა...თან სხვადასხვა დავებთან დაკავშირებით), ამასთან, მას, როგორც კრიმინალურ ავტორიტეტსა და ,,ქურდული სამყაროს“ წევრს მიმართავენ დასახმარებლად. გ. ჯ–ე კი, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ წევრი, აქტიური ქმედებებით (საქმის გარჩევებით და ა.შ) ახდენს ,,ქურდული სამყაროს“ გაძლიერებას.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების – ზ. ა–ისა და ბ–ი ა–ის ადვოკატის – ნ. გ–ის მტკიცებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ითვალისწინებს:

13.1. ი. ხ–ის ჩვენებას, რომ მას შემდეგ, რაც 2021 წელს გათამაშებაში მოიგო ავტომანქანა, ციხიდან დაუკავშირდა ზ. ა–ი, დაუსახელა კანონიერი ქურდის – ფირო კ–ის სახელი და უთხრა, რომ მისთვის უნდა მიეცათ 10 000 ლარი. ი. ხ–ის განმარტებით ზ. ა–მა დაავალა ბ–ი ა–თან შეხვედრა და უთხრა, რომ ის აუხსნიდა და ეტყოდა ყველაფერს. იგი მართლაც შეხვდა ბ–ი ა–ს, რომელმაც უთხრა, რომ ი. ხ–ს 5 000 ლარი უნდა მიეცა ზ. ა–ისათვის, ხოლო 10 000 ლარი უნდა მიეცა ფ. კ–ისათვის. ი. ხ–ის განმარტებით მას აღნიშნული თანხმა უნდა მიეცა მოგებული ავტომანქანის გაყიდვით მიღებული ფულადი თანხით. ი. ხ–ს ზ. ა–ის დავალებით, როგორც მოგებული ავტომანქანის გადაცემაზე, ისე გაყიდვაზე ბ–ი ა–ი უნდა ჰყოლოდა თან, რათა აღებული ფულის შესახებ სცოდნოდა ზ. ა–ს. ასევე, მას შემდეგ რაც ავტომანქანას გაყიდიდა, ი. ხ–ს ფ. კ–ისათვის გადასაცემი თანხა უნდა გადაეცა ბ–ი ა–ისთვის. ი. ხ–მა კატეგორიულად დაადასტურა, რომ ავტომანქანა მოიგო თავად და აღნიშნული მისი რეალიზაციის შედეგად აღებული თანხის ფ. კ–ისათვის მიცემა არც სურდა და არც აპირებდა.

13.2. დაზარალებულის ჩვენება, რომ ზ. ა–ი მოითხოვდა მის მიერ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილის ,,კანონიერ ქურდებამდე’’ მიტანას, დადასტურებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, მათ შორის:

13.2.1. ზ. ა–ი ატყობინებს ბ–ი ა–ი, რომ მისმა ნათესავმა (ი. ხ–ი) „რენჯ როვერი“ მოიგო. აღნიშნულზე ზ. ა–ი მას პასუხობს, რომ ეს მისთვის ცნობილია და რომ ეს ამბავი უნდა გახმაურდეს ისე, რომ ავტომანქანა თითქოს ზ. ა–მა მოიგო. აღნიშნულის მიზეზად ზ. ა–ი ასახელებს იმ გარემოებას, რომ სხვაგვარად, მის ნათესავს წილს წაართმევენ და ეს მას არ აწყობს, ვინაიდან იმ მანქანის ღირებულებიდან თვითონ აპირებს 20 000-ის აღებას. ამის შემდეგ არიგებს ბ–ი ა–ს, რომ შეხვდეს ი. ხ–ს და აუხსნას სიტუაცია, რომ ზ. ა–ის გარეშე არანაირი მოქმედებები არ განახორციელოს მოგებულ ავტომანქანასთან მიმართებით (ფონოგრამა ....., ტ. N11. ს.ფ. 72-76);

13.2.2. ზ. ა–ი ატყობინებს ბ–ი ა–ს, რომ ი. ხ–ს ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან მოსთხოვა 10 000 ლარის მიცემა და ი. ხ–ი აღნიშნულზე თანახმაა. ბ–ი ა–ი საქმის კურსში აყენებს ზ. ა–ს, რომ მისი დავალების შესაბამისად ესაუბრა ი. ხ–ს და აუხსნა, რომ ზ. ა–ისათვის 20 000 ლარის მიცემით, ის შეინარჩუნებს ავტომანქანის ღირებულების დანარჩენ თანხას. ამასთან, 20 000 ლარიდან 10 000 ლარი ზ. ა–ის მიერ საჩუქრად წავა მათ „ძმასთან“. ამასთან, ი. ხ–ს აუხსნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უფრო მეტ თანხას „შეაწერენ“ და გაცილებით მეტს დაკარგავს (ფონოგრამა 1428353942, ტ. N11. ს.ფ. 82; ფონოგრამა 1428373050, ტ. N11. ს.ფ. 104-106)).

13.2.3. ზ. ა–ი და ბ–ი ა–ი საუბრობენ ი. ხ–ის მიერ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის გაყიდვით მიღებული თანხის თაობაზე. ზ. ა–ი საქმის კურსში აყენებს ბ–ი ა–ს, რომ ი. ხ–მა უთხრა, რომ ავტომანქანის ღირებულება არის 28 000 აშშ დოლარი და საბოლოოდ შეიძლება აიღოს მხოლოდ 80 000 ლარი. აღნიშნულზე, ზ. ა–ის განმარტებით, მან კატეგორიულად მოსთხოვა ი. ხ–ს, რომ რაც არ უნდა გადაუხადონ ავტომანქანაში, ყველა შემთხვევაში მან მისგან უნდა მიიღოს 20 000 ლარი. ასევე, ზ. ა–ი საუბრობს, რომ ი. ხ–მა შესთავაზა არა 20, არამედ 15 ათასი ლარი, რაზეც მან უარი განუცხადა და ი. ხ–ს კატეგორიულად მოსთხოვა 20 000 ლარი (ფონოგრამა 1428499203, ტ. N11. ს.ფ. 146-148).

13.2.4. ი. ხ–ს ესაუბრება ზ. ა–ი, რომელიც ხ–ისგან ითხოვს, რომ მოგებული ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ „იმათ ფულს“ მაშინვე ცალკე გადადებს, შემდეგ დაურეკავს მათ და ფულს აჩუქებს. ამასთან, ზ. ა–ი ი. ხ–ს აფრთხილებს, რომ „ნათქვამია“, რომ 10 000 ლარს „მათ“ ჩუქნიან და ეს ჩუქება ყოველ მიზეზ გარეშე უნდა მოხდეს. ამასთან, ზ.ა–ი ი.ხ–ს არწმუნებს, რომ მოგებული ნივთია, „ჰაერიდან“ წამოვიდა ეს ფული და ასი ათასს რომ აიღებს, ოცი ათასი გვერდზე გადადოს და ამით მას არაფერი მოაკლდება (კრებსი 3013, ფონოგრამა ......, ტ. N15. ს.ფ. 194 (197)),.

13.2.5. ზ. ა–ი სთხოვს ი. ხ–ს (ფონოგრამა ......, ტ. N15. ს.ფ. 313), რომ ოთხ დღეში მოიცილოს (ანუ გაყიდოს) ავტომობილი, შემდეგ დაურეკავენ და თანხას გადასცემენ ადრესატს. ამასთან, ეს მოხდება იმგვარად, რომ თანხის მიმღებს ეცოდინება, რომ თანხა მასთან საჩქაროდ მიდის ი. ხ–ისგან და ზ. ა–ისგან.

13.2.6. ზ. ა–ი და ბ–ი ა–ი ესაუბრებიან ი. ხ–ს და უხსნიან სიტუაციას, რომ მის მიერ მოგებული ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან 10 000 ლარი უნდა მისცენ „დ––ს“, რათა დაცულები იყვნენ ყველანაირი მოსალოდნელი შარისგან (ფონოგრამა......., ტ. N11. ს.ფ. 116).

13.3. მოწმე ლ. მ–მა (მუშაობს შს რ–ს პოლიციის სამმართველოში) განმარტა, რომ ზ. ა–ის საუბრებში ფიგურირებდა კანონიერი ქურდი „ფ–ი“. ამ სახელით ერთადერთი ქურდი ფიგურირებს მათ ხელთ არსებულ მონაცემებში და ეს არის კანონიერი ქურდი ფ. კ–ი. აღნიშნულს მოწმე ი. ხ–იც ადასტურებდა გამოკითხვის ოქმში, რომელიც განმარტავდა, რომ ზ. ა–ს მისთვის ფულის გამორთმევა ამ ფულის შემდგომ ფ. კ–ისათვის მისაცემად უნდოდა. ფ. კ–ი წარმოშობით დ––ია და ზ. ა–ი თავის საუბრებშიც მიუთითებდა „დ––ზე“. ასევე, მოწმე ლ. გ–მა (მუშაობს შსს ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში) განმარტა, რომ საუბარში ხშირად ახსენებდა „ფ–ას“, „ფ–“, „დ––ს“ – მასალათა ერთობლიობით დგინდებოდა, რომ იგულისხმებოდა კანონიერი ქურდი. ზ. ა–ს კანონიერი ქურდი ფ. კ–ი ჰყავს ნახსენები.

13.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ზ. ა–ი არის კრიმინალური ავტორიტეტი და ,,ქურდული სამყაროს“ წევრი. ზ. ა–ს კავშირი აქვს/უკავშირდება კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მათ შორის, კანონიერ ქურდ ფ. კ–თან. ზ. ა–ი მოითხოვდა ი. ხ–ის მიერ ტოტალიზატორში მოგებული მანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ნაწილის ,,კანონიერ ქურდებამდე’’ მიტანას. ამ მიზნით ზ. ა–ი სატელეფონო საუბრებში პირადად მოითხოვდა ი. ხ–ისაგან, რომ ავტომანქანის გაყიდვის შედეგად აღებული თანხიდან 10 000 ლარი მისცეს ,,კანონიერ ქურდ’’ ფ. კ–თან გადასაგზავნად. თავის მხრივ, ბ–ი ა–ისათვის ცნობილი იყო რა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ზ. ა–ისთვის, რომელიც არის კრიმინალური ავტორიტეტი, ქურდული სამყაროს მხარდამჭერი და ქურდული ტრადიციების დამცველი, ბ–ი ა–ი, ზ. ა–ის დავალებით, უზრუნველყოფდა ი. ხ–ის მიერ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ თანხის ,,კანონიერ ქურდებამდე’’ მიტანაში დახმარებას, რისი წინააღმდეგიც იყო დაზარალებული ი. ხ–ი. ამ მიზნით ბ–ი ა–ი პირადად ხვდებოდა ი. ხ–ს და ზ. ა–ის დავალების შესაბამისად, მისგან მოითხოვდა, რომ მანქანის გაყიდვის შედეგად აღებული თანხიდან 10 000 ლარი უნდა მიეცა ,,კანონიერ ქურდ’’ ფ. კ–თან გადასაგზავნად. ამავე მიზნით, ზ. ა–ის მითითებით, ბ–ი ა–ი ხვდებოდა ი. ხ–ს, რომ 5 000 ლარი მიეცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ზ. ა–ის გათავისუფლების მიზნით (თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლის მიზნით).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ჩხრეკის ოქმებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – ა. ჯ–მა, გ. ჯ–ემ, ზ. ა–მა და ბ–ი ა–მა ჩაიდინეს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.

15.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

16. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტს (ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა) და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს (მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო).

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა – ჯარიმა 3000 ლარი. ასევე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა უფლებები.

17.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი) ზ. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

17.2.1. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

17.2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

17.2.3. საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;

17.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით შთანთქა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და საბოლოოდ ზ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

17.2.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთამ 6 წლით) სრულად შთანთქა წინა – 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან – 2019 წლის 10 ივლისიდან;

17.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ა–ის ადვოკატ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

17.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით (,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების თაობაზე):

17.4.1. მსჯავრდებული ზ. ა–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;

17.4.2. მსჯავრდებულ ზ. ა–ს გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; სასჯელის ვადა აეთვალა – 2019 წლის 10 ივლისიდან;

17.4.3. ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, ზ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

18. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებული ზ. ა–ი გათავისუფლდა, ამ ნაწილში მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების საფუძველი არ არსებობს;

19. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი) ზ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – 3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე;

19.1. რაც შეეხება ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის) და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ (თავისუფლების აღკვეთა 6 წლით) და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, შემცირებულ სასჯელს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით), ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის (გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა)), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის (პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის) და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ზ. ა–ს დაენიშნა ერთი სასჯელი, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროისათვის, მათ შორის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინების თანახმად, ნასამართლევი იყო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, ზ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

19.2. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენის (რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი) შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ ვრცელდება ამნისტია, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ზ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

19.3. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე−226-ე მუხლებით) თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაშიც მსჯავრდებულია იგი მიმდინარე/განსახილველ საქმეში, ხოლო წინა განაჩენით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით დადგენილი საბოლოო სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შემდგომ საბოლოოდ არ შეცვლილა (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე არ ვრცელდება ამნისტია, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ზ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით), საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის კანონების გამოყენების შემდგომ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 1 თვით, რომლის ათვლაც ზ. ა–ს უნდა დაეწყოს – 2022 წლის 6 აპრილიდან.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა), შესაბამისად, აღნიშნული კანონი ვერ გავრცელდება განსახილველი საქმის ფარგლებში ბ–ი ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – ჯარიმაზე.

21. საკასაციო სასამართლო ა. ჯ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით ითვალისწინებს, რომ:

21.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით ა. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

21.1.1. აღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ განაჩენთან მიმართებით არ იმსჯელებს.

21.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

21.3. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით დაზარალებულად ცნობილი პირების/ორგანიზაციის თანხმობები, რომ ა. ჯ–ის მიმართ გავრცელდეს ამნისტია, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. ჯ–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით თავისუფლების აღკვეთისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან.

22. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით) თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რაშიც მსჯავრდებულია იგი მიმდინარე/განსახილველ საქმეში;

22.1. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად მიმდინარე საქმის ფარგლებში შეეფარდა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). განსახილველ შემთხვევაში ა. ჯ–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონის მითითებული პუნქტის შეღავათი.

22.2. , „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლი, იმავდროულად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი არ არის გათვალისწინებული მე-7 მუხლით, აღნიშნული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით უნდა შემცირდეს 1/6-ით და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წელი და 2 თვე, რაც გავლენას ვერ მოახდენს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პროკურატურის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ქეთევან სონიძის, მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ს–ს, მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. მ–ის, მსჯავრდებულების – ზ. ა–ისა და ბ–ი ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენი, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პროკურატურის ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ა. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. მსჯავრდებულების – ზ. ა–ისა და ბ–ი ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ზ. ა–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით გაუნახევრდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

5.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი) ზ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე –3 წლით თავისუფლების აღკვეთაზე;

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი) ზ. ა–ს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენში ზ. ა–ის მიმართ შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

7. ზ. ა–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი დ–ი ო–ის ბრალდების ნაწილში და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდეს;

7.1. ზ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ი. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

7.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის კანონების საფუძველზე, შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 1 თვით;

7.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზ. ა–ს 15 წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

7.4. ზ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალოს – 2022 წლის 6 აპრილიდან.

8. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ა. ჯ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის – მოხდისაგან;

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება ა. ჯ–ის მიმართ, კერძოდ:

9.1. ა. ჯ–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

9.2. ა. ჯ–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მ. მ–ოვის ეპიზოდი) და გამართლდეს;

9.3. ა. ჯ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

9.3.1. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

9.3.2. საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

9.3.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აღნიშნული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით შემცირდეს 1/6-ით და ამ ნაწილში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წელი და 2 თვე;

9.3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

9.3.5. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა. ჯ–ს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

9.3.6. ა. ჯ–ს დანიშნული სასჯელის ვადა აეთვალოს – 2021 წლის 8 ივლისიდან;

10. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი