Facebook Twitter

საქმე # 010100123007595995

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1260აპ-24 ქ. თბილისი

გ–ი გ., 1260აპ-24 21 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. წ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

გ. გ–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და, საბოლოოდ, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 4 (ოთხი) თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

გ. გ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 7 ივნისიდან.

გ. გ–ს დაევალა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და პრობაციის ბიუროს თანხმობის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–მა ჩაიდინა: ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

გ. გ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 6 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, გ–ს ქუჩის ..-ში მდებარე რესტორან „......“ გ. გ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ჟ. ზ–სას კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული მობილური ტელეფონით, სამუხტით, ყურსასმენით, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

ü 2023 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში, წ–სა და ბ–ს ქუჩების კვეთის მიმდებარედ, გ. გ–მა ხელის სახის არეში დარტყმით იძალადა თ. კ–ზე, ხოლო ხელის წელის არეში დარტყმით – თ. კ–ზე. ძალადობის შედეგად, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის 7 ივნისს, ღამის საათებში, ბ–ში კ–ს ქუჩის ..-ში მდებარე კაფე-ბარ „მ–ს” მიმდებარედ, გ. გ–მა თავის სახის არეში დარტყმით იძალადა ე. მ–ზე, რომელმაც, ძალადობის შედეგად, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. წ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. წ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წელი და 4 (ოთხი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი და 8 (რვა) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით, საიდანაც 2 (ორი) წელი, 9 (ცხრა) თვე და 10 (ათი) დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 20 (ოცი) დღე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. გ–ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით, საიდანაც 10 (ათი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 10 (ათი) თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად – 1 (ერთი) წლის და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. გ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წელი, 9 (ცხრა) თვე და 10 (ათი) დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 20 (ოცი) დღე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, დაემატა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 2 (ორი) თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 (ორი) წელი, 9 (ცხრა) თვე და 10 (ათი) დღე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 20 (ოცი) დღე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ცნობად იქნა მიღებული, რომ გ. გ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია.

მსჯავრდებულ გ. გ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 7 ივნისიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში გ. გ–ს ყოფაქცევის კონტროლი და მისი დახმარება დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ გ. გ–ს დაევალა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 5 დღის ვადაში, გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. წ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის არაერთ შემამსუბუქებელ გარემოებაზე, კერძოდ, მან თავიდანვე აღიარა ბრალად შერაცხილი დანაშაულები, საქმის მასალების დიდი ნაწილი გახადა უდავოდ, ზიანი აუნაზღაურა ორ დაზარალებულს, რომელთაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვდნენ არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებას. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგენს ძარცვის ეპიზოდში დაზარალებულის თანხმობას, რათა მსჯავრდებულის მიმართ სრული მოცულობით გავრცელდეს ამნისტიის კანონი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (გ. გ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებების დიდი ნაწილი მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი გარემოებები, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია, მის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი და დანაშაულთა სიმრავლე, ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები რამდენიმე დაზარალებულის მიმართ), რის საფუძველზეც, გ. გ–ს განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნებსა და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ გაავრცელა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოება და თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. ამდენად, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძვლები საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

11. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგენს დაზარალებულის თანხმობას, რათა მსჯავრდებულის მიმართ სრული მოცულობით გავრცელდეს ამნისტიის კანონი, დაცვის მხარეს არც სააპელაციო და არც - საკასაციო განხილვის დღემდე, წარმოუდგენია რომელიმე დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების შესახებ, რის შესაბამისადაც, გ. გ–ს მიმართ კანონიერად გავრცელდა მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ერთი მეექვსედით შეუმცირა დანიშნული სასჯელები. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, გ. გ–ს მიმართ, წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელზე – ჯარიმაზე – არ ვრცელდება ამნისტიის კანონი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. წ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი