Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1105აპ-24 ქ. თბილისი

დ. მ., 1105აპ-24 29 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. წ-ს, - - - და ი. ე-ას, - - - ბრალად ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობა; ა. გ-ს, - --, დ. გ-ს, - -- და გ. ჟ-ს, - - - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობაში დახმარება; მ. დ-ეს, - - - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება; ვ. ა-ეს, - - - ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, დ. ჯ-ას, - - - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2005 წლის 21 მარტს ბ. წ-მა დააფუძნა შპს “ვ-- კ--ია“, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროდ განისაზღვრა სარკინიგზო ვაგონების წარმოება და სარემონტო სამუშაოები. საწარმოს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მის ძირითად დამკვეთს წარმოადგენდა სს “ს-ს რ-“.

· საქმიანობის წარმოების პროცესში შპს “ვ-- კ--ის“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ბ. წ-მა განიზრახა სს “ს-ს რ-ის“ მიერ ვაგონების სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. აღნიშნული მიზნით, 2008 წლის შემოდგომაზე იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ იმდროინდელ გენერალურ დირექტორ ი. ე-ას და გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა. თავის მხრივ, ი. ე-ამ თანხმობა განაცხადა, რომ სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტი (შპს “ვ-- კ--ია“) სატენდერო წინადადებაში დააფიქსირებდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას თითოეული |ვაგონის შეკეთებისთვის, რაზეც სს “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელების მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნებოდა. თავის მხრივ, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორ დ. ჯ-ას და გააცნო ზემოხსენებული დანაშაულებრივი განზრახვა, რაზეც იგი დათანხმდა და შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის მიზნების მისაღწევად, ბ. წ-მა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა შპს “ვ-- კ--იის“ ხელმძღვანელი და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები - ვ. ა-ე, მ. დ-ე და ი. თ-ა.

· შეთანხმებისამებრ და ორგანიზებული ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე, მისმა წევრებმა - დ. ჯ-ამ (სს “ს-ს რ-”) და მ. დ-ემ (შპს “ვ-- კ--ია“) გააფორმეს 2008 წლის 27 ნოემბრის - ხელშეკრულება 974 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 32 325 112 აშშ დოლარით (53 336 434, 80 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 33 188 აშშ დოლარით (54 760, 2 ლარი) დღგ-ს გარეშე. ის კი აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისთვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომლის მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 24 175 848 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი განზრახვით, ჯგუფის წევრებმა - დ. ჯ-ამ და მ. დ-ემ ასევე გააფორმეს 2008 წლის 22 დეკემბრის №--- ხელშეკრულება 499 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 19 371 180 აშშ დოლარით (32 117 436, 40 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 38 820 აშშ დოლარით (64 363, 60 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისთვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ სრულად ჩაირიცხა შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე ჩარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 16 682 168 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები აგრძელებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედებას, სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე, დ. ჯ-ას, როგორც სს “ს-ს რ-ის“ წარმომადგენელსა და შპს “ვ-- კ--იის“ დირექტორ მ. დ-ეს შორის გაფორმდა 2011 წლის 11 აპრილის N№--- ხელშეკრულება 41 ცალი ვაგონცისტერნის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 353 999. 9 შვეიცარიული ფრანკით (2 496 640, 58 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 33 024, 39 აშშ შვეიცარიული ფრანკით (60 894 ლარი) დღგ-ს გარეშე, რაც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისთვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ სრულად იქნა შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე ჩარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომლის მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 1 228 433 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები კვლავ აგრძელებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედებას, სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებული ტენდერში გამარჯვების საფუძველზე დ. ჯ-ას, როგორც სს “ს-ს რ-ის“ წარმომადგენელსა და შპს “ვ-- კ--იის“ დირექტორ ვ. ა-ეს შორის გაფორმდა 2011 წლის 24 მაისის N- ხელშეკრულება 120 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალურ შეკეთებაზე. ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 3 335 305,2 შვეიცარიული ფრანკი (6 339 432 ლარი) დღგ-ს გარეშე, ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 27 794, 21 შვეიცარიული ფრანკით (51 828, 60 ლარი) დღგ-ს გარეშე, რაც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისთვის დასახელებული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 2 102 592 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· საერთო ჯამში, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 44 189 041 ლარის ოდენობით.

· ასევე, ბ. წ-ი, ი. ე-ა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები აგრძელებდნენ რა დანაშაულებრივ საქმიანობას, 2012 წლის გაზაფხულზე სს “ს-ს რ-ის“ მიერ ორჯერ გამოცხადდა ტენდერი სხვადასხვა ტიპის ვაგონების წარმოებასა და შეკეთებაზე, რომელიც, პრეტენდენტის მიერ ტექნიკური პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, ორიჯერ ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ამოძრავებდათ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზანი, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა საზოგადოების თანამდებობის პირებს – ა. გ-ს, დ. გ-ს და გ. ჟ-ს, მათ გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა, რომლის თანახმად, უნდა მოემზადებინათ შესყიდვის მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ვაგონების შესყიდვა-რემონტთან დაკავშირებით საბაზრო ღირებულებასთან ბევრად მაღალ ფასად, რაც შემდგომში შპს “---სთან“ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი გახდებოდა, რაზეც მათ თანხმობა განუცხადეს.

· ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა - ი. ე-ამ მიიღო რა დანაშაულებრივ ქმედებაში ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან დახმარების გარანტი, 2012 წლის 6 ივლისს, როგორც სს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გამოსცა №- დადგენილება, რომლითაც ზემოთ ხსენებულ პირებს დაევალათ შესყიდვების სააგენტოსთვის შესაბამისი მოთხოვნა-დაკვეთისა და ტექნიკური დავალების მიწოდება.

· შეთანხმებისამებრ, გ. ჟ-მა, დ. გ-მა და ა. გ-მა დაამზადეს 2012 წლის 6 ივლისით დათარიღებული, - შესყიდვის მოთხოვნა, რომელშიც საბაზრო ფასთან შედარებით ხელოვნურად გაზარდეს ოთხღერძიანი ნახევარვაგონების, ვაგონ-ბაქნებისა და დახურული ვაგონების კაპიტალური შეკეთების ღირებულება, რაც გახდა საფუძველი შესყიდვის მოთხოვნაში მითითებულ თანხებში, 2012 წლის 7 ივლისს გაფორმებულიყო -- ხელშეკრულება სს “ს-ს რ-სა“ და შპ.ს ,,ვ- კ-“ შორის. დასახელებულ ხელშეკრულებას სს “ს-ს რ-ის“ მხრიდან ხელი მოაწერა თავად ი. ე-ამ, ხოლო შპს “ვ-- კ--იის“ მხრიდან - ი. თ-ამ. საერთო ღირებულებად განისაზღვრა 68 642 238 აშშ დოლარი, რაც 20 819 682 ლარით აღემატებოდა დასახელებული მომსახურების შესრულების საბაზრო ღირებულებას.

· ბ. წ-მა 2005 წლის 21 მარტს დააფუძნა შპს “ვ-- კ--ია“, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროდ განისაზღვრა სარკინიგზო ვაგონების წარმოება და სარემონტო სამუშაოები. საწარმოს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მისი ძირითადი დამკვეთი იყო სს “ს-ს რ-“.

· საქმიანობის წარმოების პროცესში შპს “ვ-- კ--იის“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ბ. წ-მა განიზრახა სს “ს-ს რ-ის“ მიერ ვაგონების სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. აღნიშნული მიზნით, იგი 2008 წლის შემოდგომაზე დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ იმდროინდელ გენერალურ დირექტორ ი. ე-ას და გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა; თავის მხრივ, ი. ე-ამ თანხმობა განუცხადა, რომ სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტი (შპს “ვ-- კ--ია“) სატენდერო წინადადებაში დააფიქსირებდა, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას თითოეული ვაგონის შეკეთებისათვის, სს “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელების მხრიდან კი წინააღმდეგობა არ იქნებოდა. თავის მხრივ, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორს დ. ჯ-ას და გააცნო ზემოხსენებული დანაშაულებრივი განზრახვა, რაზეც იგი დათანხმდა და შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება წარმოადგენდა.

· ორგანიზებული ჯგუფის მიზნების მისაღწევად, ბ. წ-მა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა შპს “ვ-- კ--იის“ ხელმძღვანელი და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები -ვ. ა-ე, მ. დ-ე და ი. თ-ა.

· 2012 წლის გაზაფხულზე სს “ს-ს რ-ის“ მიერ ორჯერ გამოცხადდა ტენდერი სხვადასხვა ტიპის ვაგონების წარმოებასა და შეკეთებაზე, რომელიც პრეტენდენტის მიერ ტექნიკური პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო ორივეჯერ ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ამოძრავებდათ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მიზანი, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა საზოგადოების თანამდებობის პირებს – ა. გ-ს, დ. გ-ს და გ. ჟ-ს და გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა; მათ უნდა მოემზადებინათ შესყიდვის მოთხოვნა სხვადასხვა ტიპის ვაგონების შესყიდვა-რემონტთან დაკავშირებით საბაზრო ღირებულებასთან ბევრად მაღალ ფასად, რაც შემდგომში გახდებოდა შპს ,,ვ- კ-თან“ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი, რაზეც მათ თანხმობა განუცხადეს.

· ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა ი. ე-ამ მიიღო რა დანაშაულებრივ ქმედებაში ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან დახმარების გარანტი, 2012 წლის 6 ივლისს, როგორც სს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გამოსცა -- დადგენილება, რომლითაც ზემოხსენებულ პირებს დაევალათ შესყიდვების სააგენტოსათვის შესაბამისი მოთხოვნა-დაკვეთისა და ტექნიკური დავალების მიწოდება.

· შეთანხმებისამებრ, გ. ჟ-მა, დ. გ-მა და ა. გ-მა დაამზადეს 2012 წლის 6 ივლისით დათარიღებული -- შესყიდვის მოთხოვნა, რომელშიც საბაზრო ფასთან შედარებით ხელოვნურად გაზარდეს ოთხღერძიანი ნახევარვაგონების, ვაგონ-ბაქნებისა და დახურული ვაგონების კაპიტალური შეკეთების ღირებულება, რაც გახდა საფუძველი შესყიდვის მოთხოვნაში მითითებულ თანხებში, 2012 წლის 7 ივლისს გაფორმებულიყო - ხელშეკრულება სს “ს-ს რ-სა“ და შპს ,,ვ- კ-“ შორის. დასახელებულ ხელშეკრულებას სს “ს-ს რ-ის“ მხრიდან ხელი მოაწერა თავად ი. ე-ამ, ხოლო შპს “ვ-- კ--იას“ მხრიდან - ი. თ-ამ. საერთო ღირებულებად განისაზღვრა 68 642 238 აშშ დოლარი, რაც 20 819 682 ლარით აღემატებოდა დასახელებული მომსახურების შესრულების საბაზრო ღირებულებას.

· ბ. წ-მა 2005 წლის 21 მარტს დააფუძნა შპს “ვ-- კ--ია“, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროდ განისაზღვრა სარკინიგზო ვაგონების წარმოება და სარემონტო სამუშაოები. საწარმოს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მის ძირითად დამკვეთს წარმოადგენდა სს “ს-ს რ-“.

· საქმიანობის წარმოების პროცესში შპს “ვ-- კ--იის“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ბ. წ-მა განიზრახა სს “ს-ს რ-ის“ მიერ ვაგონების სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. აღნიშნული მიზნით, იგი 2008 წლის შემოდგომაზე დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ იმდროინდელ გენერალურ დირექტორ ი. ე-ას და გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა. თავის მხრივ, ი. ე-ამ თანხმობა განუცხადა, რომ სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტი (შპს “ვ-- კ--ია“) სატენდერო წინადადებაში დააფიქსირებდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას თითოეული ვაგონის შეკეთებისათვის, რაზეც სს “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელების მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნებოდა. თავის მხრივ, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორ დ. ჯ-ას და გააცნო ზემოხსენებული დანაშაულებრივი განზრახვა, რაზეც იგი დათანხმდა და შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება წარმოადგენდა.

· ორგანიზებული ჯგუფის მიზნების მისაღწევად ბ. წ-მა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა შპს “ვ-- კ--იის“ ხელმძღვანელი და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები - ვ. ა-ე, მ. დ-ე და ი. თ-ა.

· შეთანხმებისამებრ და ორგანიზებული ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე, მისმა წევრებმა დ. ჯ-ამ (სს “ს-ს რ-ა“) და მ. დ-ემ (შპს “ვ-- კ--ია“) გააფორმეს 2008 წლის 27 ნოემბრის - ხელშეკრულება - 974 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე, ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 32 325 112 აშშ დოლარით (53 336 434, 80 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 33 188 აშშ დოლარით (54 760,2 ლარი) დღგ-ს გარეშე, რაც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას, სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ სრულად იქნა შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე ჩარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომლის მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 24 175 848 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი განზრახვით, ჯგუფის წევრებმა დ. ჯ-ამ და მ. დ-ემ ასევე გააფორმეს 2008 წლის 22 დეკემბრის N- ხელშეკრულება 499 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 19 371 180 აშშ დოლარით (32 117 436,40 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 38 820 აშშ დოლარით (64 363,60 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელი თანხა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ს“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომლის მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო, ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 16 682 168 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები აგრძელებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით მოქმედებას, სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებული ტენდერში გამარჯვების საფუძველზე დ. ჯ-ას, როგორც სს “ს-ს რ-ის“ წარმომადგენელსა და შპს “ვ-- კ--იის“ დირექტორს მ. დ-ეს შორის, გაფორმდა 2011 წლის 11 აპრილის N№--- ხელშეკრულება 41 ცალი ვაგონცისტერნის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალურ შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 353 999, 9 შვეიცარიული ფრანკით (2 496 640, 58 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება -33 024, 39 შვეიცარიული ფრანკით (60 894 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარა აღემატებოდა იმ პერიოდისათვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ სრულად იქნა შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე ჩარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომლის მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 1 228 433 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· საერთო ჯამში, მ. დ-ის უშუალო მონაწილეობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 42 086 449 ლარის ოდენობით.

· ბ. წ-მა 2005 წლის 21 მარტს დააფუძნა შპს “ვ-- კ--ია“, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროდ განისაზღვრა სარკინიგზო ვაგონების წარმოება და სარემონტო სამუშაოები. საწარმოს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მისი ძირითადი დამკვეთი იყო სს “ს-ს რ-“.

· საქმიანობის წარმოების პროცესში შპს “ვ-- კ--იის“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ბ. წ-მა განიზრახა სს “ს-ს რ-ის“ მიერ ვაგონების სარემონტო სამუშაოებისათვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. აღნიშნული მიზნით, იგი 2008 წლის შემოდგომაზე დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ იმდროინდელ გენერალურ დირექტორ ი. ე-ას და გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა. მან თანხმობა განუცხადა, რომ სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტი (შპს “ვ-- კ--ია“) სატენდერო წინადადებაში დააფიქსირებდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას თითოეული ვაგონის შეკეთებისათვის, რაზეც სს “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელების მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნებოდა. თავის მხრივ, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორ დ. ჯ-ას და გააცნო ზემოხსენებული დანაშაულებრივი განზრახვა, რაზეც იგი დასთანხმდა და შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება წარმოადგენდა.

· ორგანიზებული ჯგუფის მიზნების მისაღწევად ბ. წ-მა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა შპს “ვ-- კ--იის“ ხელმძღვანელი და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები - ვ. ა-ე, მ. დ-ე და ი. თ-ა.

· შეთანხმებისამებრ და ორგანიზებული ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე, მისმა წევრებმა - დ. ჯ-ამ, როგორც სს “ს-ს რ-ის“ წარმომადგენელმა და ვ. ა-ემ, როგორც შპს “ვ-- კ--იის“ დირექტორმა, სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებული ტენდერში გამარჯვების საფუძველზე გააფორმეს 2011 წლის 24 მაისის N-- ხელშეკრულება, 120 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალურ შეკეთებაზე. ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 3 335 305,2 შვეიცარიული ფრანკი (6 339 432 ლარი) დღგ-ს გარეშე, ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 27 794,21 შვეიცარიული ფრანკით (52 828,60 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის დასახელებული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას, სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რომლის მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 2 102 592 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ბ. წ-მა 2005 წლის 21 მარტს დააფუძნა შპს “ვ-- კ--ია“, რომლის საქმიანობის ძირითად სფეროდ განისაზღვრა სარკინიგზო ვაგონების წარმოება და სარემონტო სამუშაოები. საწარმოს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, მის ძირითად დამკვეთს წარმოადგენდა სს “ს-ს რ-“.

· საქმიანობის წარმოების პროცესში შპს “ვ-- კ--იის“ ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ბ. წ-მა განიზრახა სს “ს-ს რ-ის“ მიერ ვაგონების სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. აღნიშნული მიზნით, იგი 2008 წლის შემოდგომაზე დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ იმდროინდელ გენერალურ დირექტორ ი. ე-ას და გაანდო დანაშაულებრივი განზრახვა; თავის მხრივ ი. ე-ამ თანხმობა განუცხადა, რომ სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტი (შპს “ვ-- კ--ია“) სატენდერო წინადადებაში დააფიქსირებდა საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მეტ თანხას თითოეული |ვაგონის შეკეთებისთვის, რაზეც სს “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელების მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნებოდა. თავის მხრივ, ი. ე-ა დანაშაულებრივად დაუკავშირდა სს “ს-ს რ-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორ დ. ჯ-ას და გააცნო ზემოხსენებული დანაშაულებრივი განზრახვა, რაზეც იგი დათანხმდა და შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება წარმოადგენდა.

· ორგანიზებული ჯგუფის მიზნების მისაღწევად ბ. წ-მა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა შპს “ვ-- კ--იის“ ხელმძღვანელი და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები - ვ. ა-ე, მ. დ-ე და ი. თ-ა.

· შეთანხმებისამებრ და ორგანიზებული ჯგუფის მიზნებიდან გამომდინარე, მისმა წევრებმა დ. ჯ-ამ (სს “ს-ს რ-“) და მ. დ-ემ (შ.პ.ს “ვ-- კ--ია“) გააფორმეს 2008 წლის 27 ნოემბრის -- ხელშეკრულება - ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 32 325 112 აშშ დოლარით (53 336 434, 80 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 33 188 აშშ დოლარით (54 760, 2 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 24 175 848 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი განზრახვით, ჯგუფის წევრებმა დ. ჯ-ამ და მ. დ-ემ ასევე გააფორმეს 2008 წლის 22 დეკემბრის №--- ხელშეკრულება 499 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 19 371 180 აშშ დოლარით (32 117 436, 40 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 38 820 აშშ დოლარით (64 363, 60 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ სრულად იქნა შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე ჩარიცხული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 16 682 168 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები აგრძელებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედებას, სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე დ. ჯ-ას, როგორც სს “ს-ს რ-ის“ წარმომადგენელსა და შპს “ვ-- კ--იის“ დირექტორ მ. დ-ეს შორის გაფორმდა 2011 წლის 11 აპრილის N№--- ხელშეკრულება 41 ცალი ვაგონცისტერნის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 353 999. 9 შვეიცარიული ფრანკით (2 496 640, 58 ლარი), ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 33 024, 39 აშშ შვეიცარიული ფრანკით (60 894 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისთვის აღნიშნული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 1 228 433 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· ორგანიზებული ჯგუფის წევრები კვლავ აგრძელებდნენ რა სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედებას, სს “ს-ს რ-ის“ მიერ გამოცხადებული ტენდერში გამარჯვების საფუძველზე დ. ჯ-ას, როგორც სს “ს-ს რ-ის“ წარმომადგენელსა და შპს “ვ-- კ--იის“ დირექტორს ვ. ა-ეს შორის გაფორმდა 2011 წლის 24 მაისის N-- ხელშეკრულება, 120 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის მსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალურ შეკეთებაზე. ხელშეკრულების საერთო თანხად განისაზღვრა 3 335 305,2 შვეიცარიული ფრანკი (6 339 432 ლარი) დღგ-ს გარეშე, ხოლო ერთეული ვაგონის ღირებულება - 27 794, 21 შვეიცარიული ფრანკით (52 828, 60 ლარი) დღგ-ს გარეშე, რომელიც აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის დასახელებული სამუშაოების საბაზრო ღირებულებას და სხვაობა წარმოადგენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელ თანხას.

· აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს “ს-ს რ-ის“ მიერ შპს “ვ-- კ--იის“ ანგარიშზე სრულად ჩაირიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, საიდანაც მხოლოდ ნაწილი მოხმარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი და საბაზრო ღირებულების თანხებს შორის სხვაობა - 2 102 592 ლარი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

· საერთო ჯამში, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 44 189 041 ლარის ოდენობით.

· საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, ი. თ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების - ბრალდებულის გარდაცვალების საფუძველზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით:

2.1. ბ. წ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. გაუქმდა ბ. წ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.3. გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიება და ბ. წ-ს უნდა დაუბრუნდეს პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.4. მ. დ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.5. გაუქმდა მ. დ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.6. გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიება და მ. დ-ეს უნდა დაუბრუნდეს პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.7. ვ. ა-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.8. გაუქმდა ვ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.9. გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიება და ვ. ა-ეს უნდა დაუბრუნდეს პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.10. ი. ე-ა გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.11. ი. ე-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და შეწყდა მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

2.12. დ. ჯ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.13. გაუქმდა დ. ჯ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.14. გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიება და დ. ჯ-ას უნდა დაუბრუნდეს პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.15. ა. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.16. ა. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.17. გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიება და ა. გ-ს უნდა დაუბრუნდეს პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.18. დ. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.19. გაუქმდა დ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.20. გ. ჟ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.21. გაუქმდა გ. ჟ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

2.22. გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული დამატებითი ღონისძიება და გ. ჟ-ს უნდა დაუბრუნდეს პასპორტი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2.23. გამართლებულებს - ბ. წ-ს, მ. დ-ეს, ვ. ა-ეს, ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ა. გ-ს, დ. გ-სა და გ. ჟ-ს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 ივნისის №- განჩინებით გაუქმდა:

2.24.1. ბ. წ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა:

1. ქ. თ-ი, ---, -- №- -ს მიმდებარედ (ნაკვ. -) არასასოფლო-სამეურნეო მიწა, ფართობი 962 კვ.მ, საკ. კოდი: -.

2. აგარაკი --ში, ა-ის ქუჩა, სასოფლო-სამეურნეო მიწა, დაზუსტებული ფართობი 884 კვ.მ, საკ. კოდი: --

3. 29 360 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. რ-ში, --, საკ. კოდი: --

4. ავტომობილი MERCEDES-BENZ S 550 2006, სახელმწიფო ნომრით --.

5. შპს “ვ-- კ--იის“ 100%-იან წილი.

6. ქ.თ-ი, -ის ქუჩაზე მექანიკურ, ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა „ა-ს“ შორის არასასოფლო-სამეურნეო მიწა 2 663 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით, საკ. კოდი: --

7. ქ.თ-ი, ჩ-ის ქუჩაზე მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა „ა-ს“ შორის (ნაკვეთი №15), არასასოფლო-სამეურნეო მიწა 300 კვ.მ, საკ. კოდი: --

8. ქ. თ-ი, -, ბინა №-, ფართი 89 კვ.მ, საკ. კოდი: --

9. ქ. თ-ი, - ფართით 18 კვ.მ, საკ. კოდი: --;

10. ქ. რ-ი, -- ფართი 57,1 კვ.მ, საკ. კოდი: ---

11. ბ-ი, -ი, - ქუჩა №-, საკარმიდამო მიწა 978 კვ.მ, სასტუმროს ფართი 200 კვ.მ და დამხმარე სათავსო 46,3 კვ.მ, საკ. --

12. ბ-ი, --ი, --, საკარმიდამო მიწა 510 კვ.მ, საკ. კოდი: -

13. ავტომობილი TOYOTA CAMRY CSI 2007 წლის, რუხი, სახ. № -

14. შპს „ვ--ის“ --) 80%-იანი წილი;

15. შპს ---ის“ (ს/ნ -) 30%-ანი წილი; სს „ე-ი ქ-ს“ (ს/ნ -) 60%-იანი წილი; შპს -ას“ --20%-იანი წილი.

2.24.2. იმავე განჩინებით გაუქმდა ვ. ა-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა:

1. ქ.თ-ი, -ის ქუჩა №-, ფართი 72,4 კვ.მ. საკ.კოდი -;

2. ქ. თ-ი, - გამზირი №- სართული -, ბინა - ფართი 131,6 კვ.მ, საკ.კოდი: -;

3. ქ.თ-ი, - - (ნაკვ.№-), კორპუსი N-, -- --, ფართი 60 კვ.მ, საკ.კოდი: -;

4. მ-ა, ს. ს., -ის მიმდებარე ტერიტორია, სასოფლო- სამეურნეო მიწა ფართობი 1 175 კვ.მ, საკ. კოდი: -

5. BMW X5 2008 წლის გამოშვება, თეთრი, სახ. №-;

6. შპს „ვ-ის“ (ს/ნ -) 10%-იანი წილი;

2.24.3. იმავე განჩინებით გაუქმდა მ. დ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა:

1. ქ.თ-ი, -, არასაცხოვრებელი ფართი 107კვ.მ., საკ. კოდი: -;

2. ქ. თ-ი, -მანსარდით, ფართი 338,06 კვ.მ, საკ. კოდი: --;

3. ლ-ის მუნიციპალიტეტი, - სასოფლო-სამეურნეო მიწა 2 478,11 კვ.მ, საკ. კოდი: -

4. OPEL VECTRA 1.6 1991 წლის, რუხი, სახ. №-;

5. MERCEDES-BENZ ML 320 2002 წლის, შავი, სახ. №-

6. შპს „ვ-ის“ (ს/ნ -) 10%-იანი წილი;

2.24.4. იმავე განჩინებით გაუქმდა დ. ჯ-ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა:

1. მ., .. სასოფლო-სამეურნეო მიწა 1500 კვ.მ, საკ. კოდი: -

2. ქ.თ-ი, -- მანსარდა 25 კვ.მ, საკ. კოდი: -

3. ქ.თ-ი, -), სარდაფი -- კორპუსის ქვეშ, ფართი 30 კვ.მ, საკ. კოდი: -

4. ქ. თ-ი, -, კორპუსი №- ბინა №--, ფართი 174 კვ.მ, საკ. კოდი: -;

5. მ., --ო, სასოფლო-სამეურნეო მიწა 1 500 კვ.მ, საკ. კოდი: -

6. BMW 530 D, 2007 წლის გამოშვება, სახ. №--

2.24.5. იმავე განჩინებით გაუქმდა ი. ე-ას საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს:

1. ბო-ის რაიონი, - - სართული -, ბინა №-, 31,7კვ.მ, საკ.კოდი: -;

2. VAZ 21093, 1999 წლის გამოშვება, სახ. №-

2.26. ბ. წ-ის, ი. ე-ას, ვ. ა-ის, დ. ჯ-ასა და მ. დ-ის სახელზე საქართველოში ფუნქციონირებად ბანკებში: სს “რ. ბ-ში“, სს „პ-ში“, სს „თ. -ში“, სს „ს-ს ბ-ი“, სს -ში“, სს --ში“, სს „ვ. --ში“, სს ქ. ბ-ში“, სს „პ. ბ-ში“, სს -ში, სს „ი-ში“, სს „ა-ის ს-ო ბ-ში“, სს „ზ. ბ-ი“, სს „პ. ბ-ში“, სს ,,კ. -ში“, სს „ხ. -ში“, სს „კ. გ- -ი“და სს ,,ბ. კ-ში“ გახსნილ ანგარიშებს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში, გარდა სახელფასო ანგარიშებისა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა - გიორგი ჯავარაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ბ. წ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მ. დ-ის - სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ვ. ა-ის - სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ი. ე-ას - სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, დ. ჯ-ას - სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ა. გ-ის - სსკ-ის 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, დ. გ-ის - სსკ-ის 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გ. ჟ-ის - სსკ-ის 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ დ. ჯ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. მ-მა შესაგებლით მოითხოვა პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

4.2. გამართლებულ ი. ე-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-მა შესაგებლით მოითხოვა პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. კასატორი - პროკურორი გიორგი ჯავარაშვილი ითხოვს გამართლებულების - ბ. წ-ის, მ. დ-ის, ვ. ა-ის, ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ა. გ-ის, დ. გ-ის, გ. ჟ-ის დამნაშავედ ცნობას მათთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს გამართლებულების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობას; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობაში დახმარებას.

7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღმდეგ“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.

8. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.

9. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება (პირველი ეპიზოდი).

9.1. ბრალდების მხარე ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ბ. წ-ს, მ. დ-ესა და ვ. ა-ეს ედავება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს “ს-ს რ-ასა“ და შპს “---ს“ შორის გაფორმებული ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში, სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

9.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის გ. დ-ას 2012 წლის 19 ნოემბრის პატაკი, რომლის თანახმად, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით, სს “ე---ასა“ და შპს “ვ----ას“ სს “ს-ს რ-ასთან“ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ დიდი ოდენობით მოგება, რაც ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას და რადგან ამავე კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ქმედებაში იკვეთება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, წერილის ავტორი ითხოვს რეაგირებას. ამავე წერილის საფუძველზე, 2012 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და რევიზია, ხოლო 2012 წლის 14 დეკემბრის N- ბრძანების საფუძველზე, შემოწმდა შპს “ვ-- კ--იის“ (ს/ნ -) გასვლითი საგადასახადო საქმიანობა, რაც მოიცავდა 2007 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 27 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში მოგებისა და ქონების გადასახადებს. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ შემოწმების მიზნით დამუშავდა შპს ,,ვ- კ-ა“ და სს “ს-ს რ-ას“ შორის გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულებები, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ და წლების მიხედვით (2007, 2008, 2009, 2010 და 2011 წლების საანგარიშო პერიოდი) დადგინდა როგორც “ვ-- კ--იის“ შემოსავლის ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც მას ჰქონდა მიღებული “ს-ს რ-იდან“, ასევე შპს “ვ-- კ--იის“ დამფუძნებლების მიერ 2007-2012 წლებში გატანილი დივიდენდები. საბოლოოდ რევიზიამ, 2013 წლის 3 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო შს/-, - ხელშეკრულებებში განსაზღვრული ერთი ერთეული სატვირთო ვაგონის კაპიტალური შეკეთების ფასსა და ექსპერტიზით დადგენილ ღირებულებას შორის არსებული სხვაობა - 44 189 043 ლარი და დასახლებული თანხა, ბრალდების შესახებ დადგენილებით მიჩნეულ იქნა სს “ს-ს რ-ის“ მიმართ მიყენებული ზიანის ოდენობად.

9.3. ამ ეპიზოდში ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ბ. წ-ის, მ. დ-ისა და ვ. ა-ის მამხილებელ მთავარ მტკიცებულებად საგადასახდო შემოწმების მასალებთან ერთად, ბრალდების მხარემ საქმეში წარმოადგინა ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2013 წლის 3 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის N- დასკვნა. სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებით ექსპერტიზას დაესვა რამდენიმე შეკითხვა.

9.4. ექსპერტიზამ განმარტა, რომ მათ 2008-2012 წლებში, შპს “ვ-- კ--იის“ მიერ სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ვაგონების შეკეთებისას ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ დაუდგენიათ, რადგან უცნობია ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოების მოცულობა. ამავე ეპიზოდის სადავო ოთხ ხელშეკრულებაზე დაადგინა, რომ 1) 2008 წლის 27 ნოემბრის - ხელშეკრულება გულისხმობს 974 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის კაპიტალურ შეკეთებას მსახურების ვადის გაგრძელებით, რომლის მიხედვით, ერთი ვაგონის კაპიტალურ შეკეთების ფასი შეადგენს 54760,2 ლარს, ხოლო ექსპერტიზით დადგენილი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულება შეადგენს 29 939 ლარს; 2) 2008 წლის 22 დეკემბრის N08-522 ხელშეკრულება გულისხმობს 499 ცალი დახურული ვაგონის კაპიტალურ შეკეთებას მსახურების ვადის გაგრძელებით, რომლის მიხედვით ერთი ვაგონის კაპიტალური შეკეთების ფასი შეადგენს 64 363,6 ლარს, ხოლო ექსპერტიზით დადგენილი დახურული ვაგონის კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულება შეადგენს 30 932,2 ლარს; 3) 2011 წლის 11 აპრილის - ხელშეკრულება გულისხმობს 41 ცალი ვაგონცისტერნის კაპიტალურ შეკეთებას (მსახურების ვადის გაგრძელებით), რომლის მიხედვით, ერთი ვაგონის კაპიტალური შეკეთების ფასი შეადგენს 60 894 ლარს, ხოლო ექსპერტიზით დადგენილი ვაგონცისტერნის კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულება შეადგენს 30932,2 ლარს; 4) 2011 წლის 24 მაისის - ხელშეკრულება გულისხმობს 120 ცალი ხორბალმზიდის კაპიტალურ შეკეთებას (მსახურების ვადის გაგრძელებით), რომლის მიხედვით, ერთი ვაგონის კაპიტალური შეკეთების ფასი შეადგენს 52 828,6 ლარს, ხოლო ექსპერტიზით დადგენილი ხორბალმზიდის კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულება შეადგენს 35307 ლარს. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცემისას, ექსპერტებმა, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გამოიკვლიეს გამოძიების მიერ წარდგენილ ხელშეკრულებებში მსგავსი ტიპის ვაგონების კაპიტალურ შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) მომსახურებაზე დაფიქსირებული ფასები, ხოლო მათი შეჯერებისა და გასაშუალოების შედეგად განსაზღვრეს ვაგონის კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულებები.

9.5. აღნიშნულ დასკვნას დაუპირისპირდა იმავე ექსპერტიზის ბიუროში, იმავე ექსპერტების მონაწილეობით, დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნა, რომლის მიხედვით, 2008 წლის --, 2011 წლის N- ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ერთეული ვაგონის კაპიტალური შეკეთების ღირებულებები - 54760,2 ლარი, 52828,6 ლარი, 60894 ლარი მიჩნეულ იქნა საბაზრო ღირებულებად. ამავე დასკვნით, ექსპერტებმა დახურულ ვაგონზე იხელმძღვანელეს 2013 წლის 2 ივლისის - დასკვნით მსგავსი ტიპის ვაგონებზე გაწეული კაპ.შეკეთების დანახარჯებით და დაადგინეს, რომ 2008 წლის - ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ერთეული ვაგონის კაპ.შეკეთების ღირებულება 64363,6 ლარი, 8,71-დან 38 პროცენტამდე მოგების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიჩნეული იქნეს მის საბაზრო ღირებულებად.

9.6. კიდევ ერთი დასკვნა, რომელიც დაცვის მხარემ საქმეში წარმოადგინა, არის 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნა, რომლითაც შესწორდა 2013 წლის 16 ივლისს გაცემულ ექსპერტიზის №- დასკვნაში გამოკვლეული ვაგონების კაპ.შეკეთებაზე გაწეული დანახარჯები და დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2013 წლის 16 ივლისის №- დასკვნაში გამოკვლეული სარემონტო ვაგონების მიწოდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის მოხდებოდა დაუკომპლექტებელ მდგომარეობაში და მოითხოვდა ისეთივე ფაქტიური ხარჯის გაწევას, რაც დაფიქსირდა 2013 წლის 2 ივლისის №- დასკვნით, შესაბამისად, ნახევარვაგონის კაპ.შეკეთებაზე გაწეული დანახარჯი 2008-2011 წლებში ურიკის ღირებულების გარეშე საშუალოდ იქნებოდა 39500+5876.32=45376.3 ლარი, ხორბალმზიდის კაპ.შეკეთებაზე გაწეული დანახარჯი 2008-2011 წლებში ურიკის ღირებულების გარეშე - 39200-5876.32=45076.32 ლარი, ვაგონ-ცისტერნის კაპ.შეკეთებაზე გაწეული დანახარჯი 2008-2011 წლებში ურიკის ღირებულების გარეშე - 39000+5876.32=44876.32 ლარი. ასევე, დამკვეთის მიერ წარდგენილი წერილისა და შეძენის დოკუმენტაციის თანახმად, 2008 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული - ხელშეკრულების ფარგლებში გასარემონტებელ დახურულ ვაგონებზე დამატებით იხარჯებოდა ხის მასალა (ერთ ერთეულ ვაგონზე 7მ3 ხის მასალა, ღირებულებით 320 ლარი 7 მ3 = 2240 ლარი), დახურული ვაგონის კაპ.შეკეთებაზე გაწეული დანახარჯი 2008-2011 წლებში ურიკის ღირებულების გარეშე საშუალოდ იქნებოდა 39200+5876.32+2240=47316.32 ლარი (ცხრილი №1). აღნიშნულს დაემატებოდა ვაგონკომპლექტი ურიკის ღირებულება, რომლის ფასი მერყეობს 700-დან 9000 ლარამდე.

9.7. ზემოაღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ი. კ-ამ, გ. ჩ-მა და გ. ქ-ემ, რომლებმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას ნათლად ახსნეს, თუ რატომ იყო განსხვავებული მათ მიერ გაცემულ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებში ვაგონების კაპიტალურ შეკეთებაზე (მსახურების ვადის გაგრძელებით) მითითებული საბაზრო ღირებულებები. მათვე ყურადღება გაამახვილეს 2008 წლის 9 ივლისს, შპს „ვ. კ-სა“ და სს --- შორის გაფორმებულ №- ხელშეკრულებაზე, რომელიც გამოძიების მიერ დანიშნული კვლევისას არ ყოფილა წარდგენილი და გავლენა იქონია 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნის გაცემისას ფასების განსაზღვრაზე. ექსპერტთა განმარტებით, №- ექსპერტიზის კვლევისას იხელმძღვანელეს ასევე 2013 წლის 2 ივლისის №- სასაქონლო ექსპერტიზისა და 2013 წლის 25 ივნისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთან არსებული ,,რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის და ინფრასტრუქტურის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, სადაც ტექნიკური პირობების მიხედვით განსაზღვრული იყო ვაგონის სახეობების მიხედვით კაპიტალური შეკეთების დროს (მსახურების ვადის გაგრძელებით) მასალათა ხარჯვის ნორმები.

9.8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის N- დასკვნა გამართლებულების - ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ბ. წ-ის, მ. დ-ისა და ვ. ა-ის ბრალეულობის შეფასების თვალსაზრისით, არ არის რელევანტური მტკიცებულება და არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს როგორც უტყუარი, ხოლო დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის სარწმუნოობასა და სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს უფრო სრულყოფილ და ყოველმხრივ კვლევას საკითხის ირგვლივ, თავსებადია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, აუდიტორული კომპანია შპს ,,ააფ-კონსალტინგის“ დასკვნასთან, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა შპს -სა“ და სს “ს-ს რ-ას“ შორის 2008 წლის 27 ნოემბრის შს/-, 2008 წლის 22 დეკემბრის ----- ხელშეკრულებათა ფარგლებში სხვადასხვა ტიპის 1 ერთეული სატვირთო ვაგონის მომსახურების ვადის გაგრძელებით კაპიტალური შეკეთების ფასები ასეთივე მომსახურების საბაზრო ღირებულებასთან. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ აუდიტორული შემოწმებისას შესწავლილ იქნა როგორც შპს „ვ- კ-სა“ და სს --ას“ (სომხეთის რეზიდენტი კომპანია) შორის 2008 წლის 9 ივლისს დადებული - ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საშუალოდ ერთი ვაგონის კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გახანგრძლივებით) ფასი შეადგენდა 37 000 აშშ დოლარს, ასევე, --“ შპს “ვ-- კ--იისთვის“ 2013 წლის 3 ივნისის წერილი, რომელშიც მოცემულია სატვირთო ვაგონების (მსახურების ვადის გახანგრძლივებით) კაპიტალური შეკეთებისას ძირითადი შემადგენელი ნაწილების შეცვლა-დაყენება და დამატებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ერთ ერთეულ სატვირთო ვაგონზე, რომელიც მერყეობდა 38000 აშშ დოლარიდან 45 100 აშშ დოლარამდე. უკრაინული კომპანია „პ-ს ვ. ქ-ის“ წერილით, სატვირთო ვაგონების (მსახურების ვადის გახანგრძლივებით) კაპიტალური შეკეთების ფარგლებში ძირითადი სხმული დეტალების, დამრტყმელი მოწყობილობების, წყვილთვლების ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს: ა) ნახევარვაგონზე 35 000 აშშ დოლარს; ბ) დახურულ ვაგონზე - 38 000 აშშ დოლარს; გ) ხორბალმზიდ ვაგონზე - 36 500 დოლარს. უკრაინული სახელმწიფო საწარმოს, „უ-ის“ 2013 წლის 19 აგვისტოს წერილით, სატვირთო ვაგონების მათი (მსახურების ვადის გახანგრძლივებით) ნახევარვაგონზე -11 წლით, ხორბალმზიდზე-15 წლით, დახურულ ვაგონზე 16 წლით კაპიტალური შეკეთების ფარგლებში მათი მიმდინარე (2013 წლის) საბაზისო თანხა შეადგენს 32800 აშშ დოლარს დღგ-ის გარეშე, იმ პირობით, თუკი არ ხდება ძირითადი სხმული დეტალების შეცვლა. ძირითადი სხმული დეტალების შეცვლის ღირებულება მერყეობს 7900 აშშ დოლარიდან 12000 აშშ დოლარამდე დღგ-ის გარეშე. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სარემონტო მომსახურების ღირებულება დღგ-ის გარეშე, როცა იცვლება ძირითადი სხმული დეტალები, მერყეობს 40700 აშშ დოლარიდან 44800 აშშ დოლარამდე; ასევე, ინახა რუსული კომპანია შპს -ის“ მიერ მის ოფიციალურ ვებ.გვერდზე გაცხადებული ფასები.

9.9. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმების საერთაშორისო ტენდერების ჩატარების ფაქტი ცალსახად ადასტურებს, რომ სს “ს-ს რ-ის“ მიერ დაცული იყო როგორც სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობა, ასევე საკანონმდებლო რეგულაციები, მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და ჯანსაღი კონკურენცია. ანალოგიური გარემოებებია დადასტურებული როგორც შპს --ის“ დასკვნით, რომელიც ეხება სატენდერო პროცედურებს, ასევე - ხელშეკრულებით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს - დადგენილებით, სავაგონო დეპარტამენტის უფროსის ლ. ბ-ის 2008 წლის 30 ივლისის მოხსენებითი ბარათით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს - დადგენილებით, სავაგონო დეპარტამენტის უფროსის ზ. ჯ-ას მიერ შპს “ს-ს რ-ის“ ინფრასტრუქტურის დირექტორ გ. გ-მი მიწერილი წერილით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს №- დადგენილებით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს №- დადგენილებით, სავაგონო დეპარტამენტის უფროსის ლ. ბ-ის მოხსენებითი ბარათით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს სხდომის №- ოქმითა და №- დადგენილებით, საერთაშორისო ტენდერით, - ხელშეკრულებით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს №- დადგენილებით, N292 საერთაშორისო ტენდერით, - ხელშეკრულებით, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს სხდომის №5 ოქმითა და დირექტორთა საბჭოს №- დადგენილებით, N- საერთაშორისო ტენდერით, შპს “ს-ს რ-ის“ სატენდერო კომისიის №- ოქმით, - ხელშეკრულებით, N- საერთაშორისო ტენდერითა და შპს “ს-ს რ-ის“ 2011 წლის 5 მაისის სატენდერო კომისიის №- ოქმით.

9.10. უსაფუძვლოა პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის მსჯელობა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებითაც. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოუწოდებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დააფუძნოს მოწმეების - ლ. ბ-ის, გ. გ-ის, ზ. თ-ის ჩვენებებს, თუმცა არ ითვალისწინებს იმ არსებით წინააღმდეგობებს, რასაც მათი ჩვენებები შეიცავს; ეს ჩვენებები წარმოშობს გადაულახავ ეჭვს, რაც არ შეიძლება გადაწყდეს ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ბ. წ-ს, მ. დ-ისა და ვ. ა-ის საუარესოდ. აქვე, დამატებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმეთა უმრავლესობა სასამართლოში დაკითხვისას განმარტავდა, რომ გამოძიებისათვის მათ მიერ მიცემული ჩვენებები იყო არასრული ან აზრობრივად შეცვლილი, ხოლო ნაწილის მიმართ, საქმეში წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის №- დასკვნით დადგინდა, რომ ზ. თ-სა და კორნელი ტაბატაძის გამოკითხვის ოქმები შესრულებულია ერთმანეთისაგან კოპირების გზით.

9.11. გასათვალისწინებელია მოწმე გ. რ-ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ სს --ში“ მუშაობდა 1978 წლიდან და სამუშაოდან 2005 წელს წავიდა ავთანდილ საყვარელიძის არასწორი მენეჯმენტის გამო. ქარხანაში დაბრუნების შემდეგ დახვდა არაერთი დაუსრულებელი პროექტი და ასობით დაშლილი ვაგონი, რომელიც საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ხელშეკრულებები მომსახურების მიღებაზე გაფორმებული იყო დაბალ ფასებში, რისთვისაც დამატებით სესხები იყო გამოტანილი ბანკიდან და ვერ სრულდებოდა -თან დადებული კონტრაქტები. მოწმემ გამორიცხა ქარხნის მხრიდან ძველი და გამოუსადეგარი ნაწილების ვაგონზე დაყენების შესაძლებლობა და ცალსახად განმარტა, რომ ქარხანა სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა მოქმედი ინსტრუქციების, ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური პირობების სრული დაცვით. ამასთან, თითოეული დეტალი, რომელიც იყო გამოსაცვლელი ან შესაკეთებელი, გადიოდა მკაცრ კონტროლს როგორც საამქროს ოსტატის, ასევე საამქროს უფროსის, წარმოების უფროსისა და ტექნიკური კონტროლის განყოფილების მხრიდან, ხოლო შეკეთებულ ვაგონს საბოლოოდ იბარებდა ქარხნისა და დამკვეთი კომპანიის თანამშრომლებისაგან შემდგარი კომისია. გ. რ-მა სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ მას დ. წ-ისგან არასდროს მიუღია უკანონო დავალება.

9.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე გ. რ-ის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი სს ,,ვ. ქ-ის“ თანამშრომელთა ერთობლივ განცხადებასთან სახელფასო დავალიანებებზე, ასევე ინფორმაციასთან კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოებაზე და 2008 წლის 29 აპრილის სგდ - შეთანხმებასთან.

9.13. რაც შეეხება ხელშეკრულების ფარგლებში შეკეთებული ვაგონების ხარისხსა და რეკლამაციის წესს, აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცლად და დეტალურად ისაუბრა გამართლებულმა დ. ჯ-ამ. მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია შესაბამისობაშია დ. ს-ის წერილთან, ასევე მოწმე ზ. პ-ის ჩვენებასთან.

9.14. საქმეში ასევე წარმოდგენილია გამოძიების ფარგლებში ჩატარებული 2013 წლის 4 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნა, რომლის თანახმად, წარდგენილი ცამეტი სატვირთო ვაგონიდან მხოლოდ ერთ იყო ახსნილი ფორმა „ვუ-23“ საწარმოო წუნის გამო, ორ ნახევარვაგონზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო გარე ძალების ზემოქმედების შედეგად და დანარჩენ ათზე გამოვლინდა ბზარები, გამოწვეული არასათანადო შედუღებით. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ზემომითითებულ დასკვნასთან ერთად, ყურადღებას შეაჩერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთან არსებული რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის ექსპერტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, შეკეთებული ვაგონის ყველა კვანძის ხარისხს და, შემდგომ, მთლიანად ვაგონის ტექნიკურ შესაბამისობას ამოწმებდა როგორც შპს “ვ-- კ--იის“ ტექნიკური კონტროლის აპარატი 18 სპეციალისტის, ასევე სს “ს-ს რ-ის“ სპეციალური კომისია 7 სპეციალისტის შემადგენლობით, ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ვაგონის დარეგისტრირება სარკინიგზო ადმინისტრაციების საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ცენტრალურ ბაზაში (ИВЦЖА). ამავე დასკვნით შპს “ვ-- კ--იის“ მიერ შეკეთებული ვაგონების ახსნა საზღვრის კვეთის არცერთ სადგურში არ დაფიქსირებულა. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა კომპანიის სხვა კონტრაქტებიც და გაირკვა, რომ შპს ,,ვ- კ-“ კაპიტალური შეკეთება მსახურების ვადის გაგრძელებით ჩატარებული აქვს ასევე -- (ЮКЖД) ათასამდე სატვირთო ვაგონზე; --- საკუთრებაში მყოფ 43 სატვირთო ვაგონსა და სს “ს-ს რ-ის“ ზემოთჩამოთვლილ სატვირთო ვაგონებზე. გაირკვა, რომ მხოლოდ სს “ს-ს რ-ის“ ვაგონებზე იყო შესული უმნიშვნელო წუნის შეტყობინება. რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან, ასევე კერძო კომპანიებიდან სარეკლამაციო შეტყობინება ვაგონების შეკეთების ხარისხზე არ დაფიქსირებულა. საბოლოოდ, ექსპერტების მიერ ვაგონების დათვალიერების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სატვირთო ვაგონები, რომელთაც შეკეთება ჩაუტარდათ მსახურების ვადის გაგრძელებით, სრულად აკმაყოფილებდნენ შს/08-503, შს/08-522, შს/11-098, შს/11-147 და შს/12-314 კონტრაქტებით განსაზღრულ მოთხოვნებს და შპს „ვაგონმშენებლ კომპანიაში“ მათი რემონტი შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების მიხედვით. “ვ-- კ--იის“ ტექნიკური კონტროლის აპარატი 18 სპეციალისტის შემადგენლობით, ასევე სს “ს-ს რ-ის“ სპეციალური კომისია 7 სპეციალისტის შემადგენლობით, აფორმებდა მიღება-ჩაბარების აქტს და მხოლოდ ამის შემდეგ არეგისტრირებდა --- ბაზაში (ИВЦЖА). ამავე დასკვნით, შპს “ვ-- კ--იის“ მიერ შეკეთებული ვაგონების ახსნა საზღვრის კვეთის არცერთ სადგურში არ დაფიქსირებულა. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა კომპანიის სხვა კონტრაქტებიც და გაირკვა, რომ შპს ,,ვ- კ-“ კაპიტალური შეკეთება მსახურების ვადის გაგრძელებით ჩატარებული აქვს ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზის (ЮКЖД) ათასამდე სატვირთო ვაგონზე; ,,ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაში მყოფ 43 სატვირთო ვაგონსა და სს “ს-ს რ-ის“ ზემოთჩამოთვლილ სატვირთო ვაგონებზე. ასე გაირკვა, რომ მხოლოდ სს “ს-ს რ-ის“ ვაგონებზე იყო შესული უმნიშვნელო წუნის შეტყობინება; რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან, ასევე კერძო კომპანიებიდან სარეკლამაციო შეტყობინება ვაგონების შეკეთების ხარისხზე არ დაფიქსირებულა. საბოლოოდ, ექსპერტების მიერ ვაგონების დათვალიერების შედეგად (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმდა და დათვალიერდა 80 ცალი ექსპლუატაციაში მყოფი ვაგონი) მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სატვირთო ვაგონები, რომელთაც შეკეთება ჩაუტარდათ მსახურების ვადის გაგრძელებით, სრულად აკმაყოფილებდა - და შს/- კონტრაქტებით განსაზღრულ მოთხოვნებს და შპს „ვ. კ-ში“ მათი რემონტი შესრულებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობების მიხედვით.

9.15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ საქმეზე გამოკვლეული რეკლამაციის აქტები, საჯარიმო სანქციები და კომპანიის ინიციატივით შეკეთებული ასეულობით ვაგონი თავისთავად გამორიცხავს სს “ს-ს რ-ასა“ და შპს “ვ-- კ--იას“ შორის რაიმე სახის უკანონო გარიგების არსებობას. ასევე როგორც წერილობითი მტკიცებულებების, ისე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შეპირისპირებით ვერ დადასტურდა გამოძიებით დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ სს “ს-ს რ-სა“ და შპს ,,ვ- კ-“ შორის გაფორმებულ სადავო ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასები აშკარად აღემატებოდა იმ პერიოდისათვის ამავე სამუშაოების საბაზრო ღირებულებებს, ხოლო სხვაობა იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მისათვისებელი თანხა. მეტიც, 2013 წლის 3 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნამ, რომელიც წარმოადგენს ბრალდების ძირითად მტკიცებულებას, პირველივე კითხვაზე გაცემული პასუხით (2008-2012 წლებში შპს ---ის“ მიერ სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი ვაგონების შეკეთებისას ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ დადგენილა, რადგან უცნობია ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოების მოცულობა) საფუძველი გამოაცალა კვლევის შედეგად დადგენილ გარემოებებს. გარდა ამისა, ექსპერტთა განმარტებით, 2013 წლის 3 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის გაცემისას საბაზრო ფასები განსაზღვრეს მხოლოდ გამოძიების მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში მსგავსი ტიპის ვაგონების კაპიტალური შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) მომსახურებაზე დაფიქსირებული ფასების გასაშუალოების შედეგად და არ გაითვალისწინეს ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიც იყო ანალოგიურ პერიოდში სავაგონო მასალების ბაზარზე არსებული ფასები და ვითარება, შესაკეთებელი ვაგონების მდგომარეობა და სხვა კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები, კაპიტალური შეკეთების დროს მასალათა ხარჯვის ნორმები და სავალუტო კურსის ცვლილება.

9.16. ამდენად, ცალსახაა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ბ. წ-ის, მ. დ-ისა და ვ. ა-ის ბრალეულობის დამადასტურებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც უპირობოდ ქმნის მათი გამართლების საფუძველს.

10. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მცდელობა (მეორე ეპიზოდი).

10.1. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გამართლებულების მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

10.2. სს “ს-ს რ-ასა“ და შპს -ას“ შორის 2012 წლის 7 ივლისს, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, დაიდო - ხელშეკრულება საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომელსაც სს “ს-ს რ-ის“ მხრიდან (როგორც შემსყიდველი) ხელს აწერს მისი გენერალური დირექტორი ი. ე-ა, ხოლო შპს “ვ-- კ--იიდან“ (როგორც მიმწოდებელი), ასევე გენერალური დირექტორი ი. თ-ა. ხელშეკრულების თანახმად, შპს -მ“ აიღო ვალდებულება, რომ მოქმედი ინსტრუქციების, ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური პირობების სრული დაცვით უნდა განახორციელოს 290 ცალი ახალი ხორბალმზიდი ვაგონის მოწოდება და სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 1207 ერთეული სატვირთო ვაგონის კაპიტალური შეკეთება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 68 642 238 აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულებას ერთვის და მის შესრულებას უზრუნველყოფს ერთი მხრივ, 2012 წლის 13 ივლისს გაცემული საბანკო გარანტია და მეორე მხრივ, იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც ძირითადი დოკუმენტის განუყოფელი ნაწილია: 1. დანართი ხელშეკრულების ადმინისტრირების შესახებ; 2. ხელშეკრულების საერთო პირობები; 3. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები; 4. ტექნიკური პირობები; 5. რეკლამაციის წესი; 6. ტექნიკური დავალება (ნახაზები); 7. ვაგონების მიწოდების გეგმა-გრაფიკი. ამავე ხელშეკრულების ჭრილში მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ სს “ს-ს რ-ასა“ და შპს “ვ-- კ--იას“ შორის დადებულ შეთანხმებას.

10.3. საქმეში წარმოდგენილი საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 აპრილის №- ბრძანებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ს-ს რ-“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება “ს-ს რ-დ“.

10.4. 2012 წლის 15 მაისის სს “ს-ს რ-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების №- სხდომის ოქმით დამტკიცდა სააქციო საზოგადოება “ს-ს რ-ის“ წესდება და სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრა სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის სფერო, კერძოდ, ტვირთვის ტრანსპორტირება, მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა; სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერირება და მართვა; ახალი სარკინიგზო ხაზების პროექტირება და მშენებლობა; არსებული მატერიალური აქტივების მიზნობრივი ექსპლუატაცია და მართვა; სამხედრო-სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვების ორგანიზება და განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე, ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც შეესაბამება კომპანიისა და აქციონერების ინტერესებს და აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. სს “ს-ს რ-ის“ მმართველი ორგანოებია: 1. აქციონერთა კრება; 2. სამეთვალყურეო საბჭო და 3. დირექტორთა საბჭო. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების დროს სს “ს-ს რ-ა“ ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის - დადგენილებით.

10.5. “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელი პირების მიერ 2011-2012 წლებში დაიგეგმა სავაგონო პარკის რეაბილიტაცია, რომლის აქტუალურობა განისაზღვრა როგორც ტვირთბრუნვისა და მზარდი გადაზიდვების მოცულობების გაზრდით, ასევე, სატვირთო ვაგონის პარკის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამავე მიზნით, პირველი ტენდერი შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭოს - დადგენილებით გამოცხადდა 2012 წლის 26 მარტს, რაც ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ შეთავაზებული იყო არაოპტიმალური ფასი (2012 წლის 24 აპრილის შპს “ვ---ის“ გენერალური დირექტორის - ი. თ-ას - წერილი). ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, დ. გ-მა, სატვირთო გადაზიდვების დირექტორ დ. ჯ-ას მიმართა წერილით, რომლის მიხედვით, -ზე გაზრდილი გადაზიდვების მოცულობის სატვირთო ვაგონებით უზრუნველსაყოფად, სატვირთო ვაგონების პარკის ხარისხობრივად და რაოდენობრივად გასაუმჯობესებლად საჭიროა როგორც ახალი ვაგონების შეძენა, ასევე საქარხნო პირობებში მსახურებით ვადაგასული ვაგონების კაპიტალური შეკეთება. ამავე წერილში ჩამონათვალის სახით მითითებულია: 1. 290 ახალი ხორბალმზიდი ერთეულის ღირებულება - არაუმეტეს 91 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; 2. 950 ახალი ვაგონ-ცისტერნის შესყიდვა ერთეულის ღირებულება არაუმეტეს 81 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; 3. არსებული პარკის შესანარჩუნებლად მსახურებით ვადაგასული 337 მოძრავი ვაგონის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება, ტექნიკური პირობების შესაბამისად, თითოეული ვაგონის შეკეთების ღირებულებით არაუმეტეს 38 960 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; 4. დაგდებული პარკის მსახურებით ვადაგასული უმოძრაო 770 ვაგონის საქარხნე პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური პირობების შესაბამისად მსახურების ვადის გაგრძელებით, ისეთი ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 3 წელი, ან დაექვემდებარებიან არსებული წესის მიხედვით მსახურების ვადის გაგრძელებას. თითოეული ვაგონის შეკეთების ღირებულებით არა უმეტეს 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სასურველია საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდეს ერთ ლოტად, ცალეკეულ ლოტზე არაოპტიმალური ფასების შეთავაზება და ამის შედეგად საერთო ღირებულების გაზრდის თავიდან ასაცილებლად. სატვირთო ვაგონების პარკის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2012 წლის 24 აპრილს, შპს “ს-ს რ-ის“ დირექტორთა საბჭომ №- დადგენილებით გადაწყვიტა საქონლისა და მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა, რომელიც მოიცავდა 290 ახალ ხორბალმზიდ ვაგონს; 950 ახალი ვაგონ-ცისტერნის შესყიდვას; ასევე, არსებული სავაგონო პარკის შესანარჩუნებლად მსახურებით ვადაგასული 337 მოძრავი ვაგონის საქარხნე პირობებში კაპიტალურ შეკეთებასა და სავაგონო პარკის აღსადგენად მსახურებით ვადაგასული 770 უმოძრაო ვაგონის საქარხნო პირობებში კაპიტალურ შეკეთებას.

10.6. 2012 წლის 3 მაისის №296 ოქმით დგინდება, რომ სს “ს-ს რ-ის“ სატენდერო კომისიამ, რომლის თავმჯდომარეს წარმოადგენს ვ. ა., დაამტკიცა სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი და სატენდერო კომისიის აპარატს დაავალა სატენდერო განცხადების გამოქვეყნება. 4 მაისს, სს “ს-ს რ-მ“ გამოცხადა საერთაშორისო ტენდერი სატვირთო ვაგონების კაპიტალური შეკეთების მომსახურებისა და ახალი ვაგონების შესყიდვის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ტენდერის დოკუმენტაციის პროექტში შევიდა არაერთი ცვლილება, მისი ჩატარების საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისი, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით, რომლებიც სრულად ასახავს ტენდერის მომზადების ეტაპებს და ეხება როგორც უშუალოდ სატვირთო ვაგონების კაპიტალური შეკეთების, ასევე, ახალი ვაგონების შესყიდვის სახეობებს, რაოდენობებსა და ფასს.

10.7. საბოლოოდ, 2012 წლის 4 მაისის საერთაშორისო ტენდერით შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა: 1. 290 ცალი (ახალი) ხორბალმზიდი ვაგონი; 2. 183 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 11 წლით გაგრძელებით და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 11 წელი; იმ პირობით, რომ რემონტის დროს ყოველი ლუქის ჩამოსასხმელი ხუფი უნდა შეიცვალოს ახლით; 3. 38 ცალი ოთხღერძიანი ვაგონცისტერნის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 16 წლით გაგრძელებით და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 16 წელი; 4. 95 ცალი ხორბალმზიდი ვაგონის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 15 წლით გაგრძელებით და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 15 წელი; 5. 8 ცალი ვაგონ-დუმპკარების საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 11 წლით გაგრძელებით და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 11 წელი; 6. 5 ცალი ვაგონ-ფიტინგის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 16 წლით გაგრძელებით და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 16 წელი. ამასთან, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ პირობებში მითითებული ფიტინგები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ ნახაზებს; 7. 8 ცალი ცემენტმზიდი ვაგონების საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 13 წლით გაგრძელებით და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 13 წელი; 8. 600 ცალი ოთხღერძიანი ნახევარვაგონის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 11 წლით გაგრძელებით (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმალური ვადით, მსახურების ვადის ორმაგ ვადამდე) და ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 3 წელი (შესაძლებელია დადგენილი წესით ვადაგაგრძელებული ურიკების დაყენება), რემონტის დროს ყოველი ლუქის ჩამოსასხმელი ხუფი უნდა შეიცვალოს ახლით; 9. 120 ცალი ვაგონ-ბაქნის (მოდელები 13-401, 13-4012) კაპიტალური შეკეთება მსახურების ვადის არანაკლებ 16 წლით გაგრძელებით (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმალური ვადით, მსახურების ვადის ორმაგ ვადამდე), დიაგნოსტიკით, ტექნიკური გადაწყვეტილების გაცემით და მოდერნიზაციით, კონტეინერების გადასაზიდ ბაქნებად (ფიტინგებიანი ბაქნები) გადაიარაღებით, ურიების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 3 წელი (შესაძლებელია დადგენილი წესით ვადაგაგრძელებული ურიკების დაყენება), მოდერნიზაციის პირობების და ტექნიკური პირობების შესაბამისად, რომლებიც რეგისტრირებული უნდა იყოს ИВ ЦЖА-ს ბაზაში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პროექტში მითითებული ფიტინგები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ ნახაზებს; 10. 150 ცალი დახურული ვაგონის საქარხნო პირობებში კაპიტალური შეკეთება ტექნიკური გადაწყვეტილებით მსახურების ვადის არანაკლებ 16 წლით გაგრძელებით (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმალური ვადით, მსახურების ვადის, ორმაგ ვადამდე) და ისეთი ურიკების დაყენებით, რომლებსაც მსახურების ვადა ექნებათ არანაკლებ 3 წელი (შესაძლებელია დადგენილი წესით ვადაგაგრძელებული ურიკების დაყენება).

10.8. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ტენდერის სავარაუდო ფასი წარმოდგენილია საერთო ღირებულებაში და დღგ-ს გარეშე შეადგენს 112 353 858 ლარს. საერთაშორისო ტენდერის მიუხედავად, რასაც ადასტურებს სს “ს-ს რ-ის“ სატენდერო კომისიის მიერ ამავე გარემოებაზე წარმოებული პროცედურები, მასში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ვ-მა კ-ამ“. 2012 წლის 4 მაისის საერთაშორისო ტენდერი ჩაიშალა; შპს “ვ-- კ--ია“, სს “ს-ს რ-ისათვის” საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის მე-13 მუხლის მე-3 პუქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად დისკვალიფიცირდა შესყიდვების პროცედურათაგან, რადგან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამებოდა სატენდერო წინადადებით განსაზღვრულს.

10.9. დ. გ-ის, გ. ჟ-ისა და ა. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში ძირითად დასადგენ გარემოებას წარმოადგენდა 2012 წლის 6 ივლისის №- დათარიღებულ შესყიდვის მოთხოვნა დაკვეთაში იყო თუ არა, საბაზრო ფასებთან შედარებით, გაზრდილი სატვირთო ვაგონების კაპიტალური შეკეთების ღირებულებები, რაც ორგანიზებული ჯგუფის წვერებისათვის შემდეგ მილიონობით ლარის მითვისების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ 2013 წლის 3 აპრილს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნა (ექსპერტები - ი. კ., გ. . გ. ქ.).

10.10. 2012 წლის 7 ივლისის - ხელშეკრულების ფარგლებში 4.3 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პოზიციებით არსებული ვაგონების კაპიტალური შეკეთებისას (მსახურების ვადის გაგრძელებით) დაფიქსირებული ფასები ექსპერტიზამ მიიჩნია საბაზრო ფასებთან შედარებით მაღალ ფასად. ამავე დასკვნაში, ექსპერტებმა გამოძიების მიერ მიწოდებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების შეჯერებისა და გასაშუალოების შედეგად განსაზღვრეს ვაგონის კაპ.შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) მომსახურეობაზე გასაწევი ღირებულებები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, თუ რის გამო მიიჩნიეს ექსპერტებმა დასახელებული მხოლოდ სამი ტიპის სატვირთო ვაგონის კაპიტალური შეკეთება საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მაღალ ფასად, სახელდობრ: „ხელშეკრულების მიხედვით, ხსენებული ვაგონების რემონტი გულისხმობდა სხვა ხელშეკრულებებთან შედარებით ნაკლებ ვალდებულებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ ვაგონების შეკეთებისას, შპს ,,ვ- კ-“ არ უწევდა ურიკის ან მის მაკომპლექტებელ ძირითად დეტალების შეძენაზე ხარჯების გაწევა და რკინიგზა თავად იყო ვალდებული მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი ურიკები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ექნებოდათ არანაკლებ 3 წელი, ან ექვემდებარებოდა ვადის გაგრძელებას 3 წლის ვადით. რაც შეეხება 2012 წლის 7 ივლისის - ხელშეკრულების 4.3 მუხლის 1, 2, 3, 4 და 5 პოზიციებზე მითითებულ სატვირთო ვაგონებს განმარტა, რომ ვინაიდან ამავე პოზიციებზე არსებული ვაგონების კაპიტალური შეკეთებისას (მსახურების ვადის გაგრძელებით) კომპანია იყენებდა ახალ ურიკებს, არ განსაზღვრულა მათი კაპიტალური შეკეთების ღირებულება ანუ მიიჩნია საბაზრო ღირებულებების შესაბამისად. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, 2013 წლის 5 აპრილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტმა დაიანგარიშა - ხელშეკრულების 4.3 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პოზიციებზე ვაგონების კაპიტალური შეკეთებისას (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა, რომელიც ჯამში შეადგენს - 20 819 682 ლარს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაში შეფასებულ საკითხებზე სასამართლოს ჩვენებები მისცეს დ. გ-მა, გ. ჟ-მა, ა. გ-მა და დ. ჯ-ამ, რომლებიც არ დაეთანხმნენ დასკვნით დადგენილ გარემოებებს და მასში მოყვანილ მსჯელობას.

10.11. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნა, რომელიც დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულია „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ (ექსპერტები: ი. კ., გ. ჩ., გ. ქ.). ექპერტმა ი. კ-ამ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დამკვეთის მიერ წარდგენილ იქნა როგორც სს “ს-ს რ-ასთან“ (ვაგონების კაპ. შეკეთებაზე მსახურების ვადის გაგრძელებით), ასევე სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, დირექტორთა საბჭოს 2008 წლის დადგენილებები, მოხსენებითი ბარათები. ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი ემთხვეოდა 2013 წლის 3 აპრილს გაცემულ დასკვნაში - კვლევისას გამოყენებულ ხელშეკრულებებს, გარდა 2008 წლის 9 ივლისს შპს „ვ. კო-სა“ და სს --ას“ შორის გაფორმებული - ხელშეკრულებისა. ი. კ-მ ასევე განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზის --ის კვლევისას არ ყოფილა წარდგენილი, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია ვაგონის კაპ.შეკეთების (მსახურების ვადის გაგრძელებით) ღირებულების განსაზღვრაზე და რომელთა მაჩვენებლები განსხვავდება ექსპერტიზის დასკვნა -–ში არსებულ კვლევის შედეგებისაგან. 2013 წლის 3 აპრილის სასაქონლო ექსპერტზის №- დასკვნასა და 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის №- დასკვნას შორის არსებულ განსხვავებულ მონაცემებთან დაკავშირებით იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს ექსპერტებმა გ. ჩ-მა და გ. ქ-ემ.

10.12. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის გაზიარებისა და დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის - დასკვნის გაუზიარებლობის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამომწურავად აქვს ნამსჯელი თითოეული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, რაც არ იწვევს გაურკვევლობას გამართლებულების ბრალეულობის დაუდასტურებლობის კუთხით. ასევე, გაქარწყლებულია ბრალდების მხარის ეჭვები დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებულ 2013 წლის 16 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზასა და გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ 2013 წლის 3 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს შორის არსებულ სხვაობასთან დაკავშირებით. ექსპერტების - ი. კ-ას, გ. ჩ-ის და გ. ქ-ის მიერ აღნიშნული სხვაობა ნათლად არის ახსნილი ჩვენებების მიცემისას.

10.13. საქმეში წარმოდგენილია დაცვის მხარის მიერ ჩატარებული, მსოფლიო ექვსეულში შემავალი აუდიტორული კომპანიის ,,Grant Thonton-ის“ დასკვნა და მისი გამცემი ექსპერტის - ნ. პ-ის ჩვენება, რაც გამოკვლეულ იქნა კანონის სრული დაცვით. დასკვნით დგინდება, რომ ,,Grant Thonton-ის“ სარკინიგზო სფეროში გააჩნია ანგარიშგების მომზადებისა და დასკვნების გაცემის მდიდარი გამოცდილება. დასკვნაში გადმოცემულია ბაზრის კვლევის ვრცელი და სრულყოფილი ანალიზი, რომელიც ეხება ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მათ საბაზრო ღირებულებებს ვაგონის სახეობების მიხედვით. შს - ხელშეკრულების ფარგლებში აუდიტორული კომპანიის კვლევის შედეგად დადგენილია, რომ სატვირთო ვაგონების კაპიტალური შეკეთების ფასები შესაბამის პერიოდში იყო საბაზრო ღირებულების ფარგლებში.

10.14. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ბრალდების ამ ეპიზოდშიც, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტაცია მოკლებულია უტყუარ, საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, კერძოდ:

10.15. ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის თანახმად, 2008 წლის შემოდგომაზე, სს “ს-ს რ-ის“ ხელმძღვანელმა ი. ე-ამ და შპს “ვ-- კ--იიდან“ მისმა ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა ბ. წ-მა ერთობლივად განიზრახეს სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. მათვე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებად ი. ე-ამ სს “ს-ს რ-იდან“ ჩააბა დ. ჯ-ა, ა. გ-ი, დ. გ-ი და გ. ჟ-ი, ხოლო შპს “ვ-- კ--იიდან“ ბ. წ-მა მასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები - ვ. ა-ე, მ. დ-ე და ი. თ-ა.

10.16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ 2012 წლის თებერვლის ბოლოს, ი. თ-ა ნ. გ-ას შეთავაზებით, რომელიც იმ პერიოდში იყო შპს „ვა. კ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დაინიშნა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მისი დირექტორობის პერიოდში კი, ბ. წ-ი კომპანიის მენეჯმენტში არ იყო ჩართული და შპს “ვ-- კ--იის“ შეხვედრებს ჭ-ის გამზირზე მდებარე ე.წ.,,პ-ის“ შენობაში, სადაც განთავსებული იყო კომპანიის ადმინისტრაციული ოფისი ესწრებოდნენ სამეთვაყურეო საბჭოს წევრი ნ.გ-ა და ასევე, ყოფილი ფინანსური პოლიციის უფროსი და თავდაცვის მინისტრი დ. კ., რაც ერთის მხრივ გამორიცხავს დ. წ-ის ბრალეულობას აღნიშნულ ეპიზოდში და მეორეს მხრივ, საფუძველს აცლის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ინკრიმინირებულ ქმედებას ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაზე, რომელიც შეიქმნა 2008 წლის შემოდგომაზე რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად, ვინაიდან ბ. წ-ი ი. თ-ას, რომელმაც 2012 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობა, ოთხი წლით ადრე ვერ ჩააბამდა დანაშაულებრივ საქმიანობაში. იგივე უნდა ითქვას ა. გ-ზე, რომელმაც “ს-ს რ-აში“ მუშაობა დაიწყო 2010 წლიდან.

10.17. საყურადღებოა, რომ დაცვის მხარემ სხდომაზე დაკითხულ ყველა მოწმეს დაუსვა შეკითხვა, ხომ არ ფლობდნენ ინფორმაციას ი. ე-ას მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედებების შესახებ და ხომ არ იყო მათთვის ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ (რომელშიც სხვა პირებთან ერთად ჩაბმული იყვნენ დ. გ-ი, გ. ჟ-ი და ა. გ-ი) სს “ს-ს რ-ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტები, რაზეც თითოეულმა მათგანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, განმარტეს, რომ, როგორც საერთაშორისო ტენდერები, ასევე ხელშეკრულებები გადიოდა არაერთ „ფილტრს“ და საჭიროებდა შეთანხმებას არა კონკრეტულ პირებთან, არამედ დირექტორთა საბჭოსთან, სამეთვალყურეო საბჭოსთან და სს --თან“, რომლებიც წარმოდგენენ საზოგადოების მართვის კოლეგიალურ ორგანოებს. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის ფაქტი, გამართლებულებმა შექმნეს თუ არა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა სტრუქტურა, თუ შეიქმნა ასეთი ორგანიზებული ჯგუფი, როდის და რა ვითარებაში შეიქმნა იგი და ვინ ხელმძღვანელობდა მას, ქმედების ჩადენამდე რა გეგმა შეიმუშავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა და რა ფორმით გაუკეთეს ორგანიზება ჯგუფის საქმიანობას.

11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ი. ე-ას, დ. ჯ-ას, ბ. წ-ის, მ. დ-ის, ა. გ-ის, დ. გ-ის, გ. ჟ-ისა და ვ. ა-ის მათთვის ბრალად შერაცხულ დანაშაულებში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გამართლებულების ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 19,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 19,25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე