საქმე # 330100124009223053
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1297აპ-24 ქ. თბილისი
ს დ. №1297აპ-24 31 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ დ. ს–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, ამკ-ის მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 69-ე, 73–76-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 81-ე, 269-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 274-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. დ. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 თვით. 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. ს–ი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისგან;
4. დ. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ამკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით. დ. ს–ს ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. ს–ს 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
6. დ. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ამკ-ის 76-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით. დ. ს–ს ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დ. ს–ს 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ამკ-ის 74-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
9. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან დ. ს–ს დაევალოს სარეაბილიტაციო პროგრამა „ცხოვრებისეულ ფასეულობებში“, ასევე – საგანმანათლებლო, დანაშაულთან დაკავშირებულ პროგრამებში ჩართვა;
10. ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
12. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ამკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე