საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №15I-25 თბილისი
ზ. გ., 15I-25 27 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ-ის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ზ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. ზ-ე, -, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ზ-ეს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით (რომლითაც გ. ზ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით) შეფარდებული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის – მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ზ-ეს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2017 წლის 5 აპრილიდან.
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე – 12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – განაჩენთა ერთობლიობით დამატებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და, საბოლოოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ზ-ეს განესაზღვრა 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2017 წლის 5 აპრილიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა – გ. ზ-ემ, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ითხოვს მის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე განაჩენთა ერთობლიობით დამატებული 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან სრულად გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია მართებულად არ გაავრცელა, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა) გათვალისწინებულ დანაშაულებზე არ ვრცელდება; ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე – 12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – განაჩენთა ერთობლიობით დამატებული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირა და, საბოლოოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ზ-ეს განუსაზღვრა 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ზ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე – 12 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – განაჩენთა ერთობლიობით დამატებული 2 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.
4. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ზ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ზ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე