Facebook Twitter

საქმე N 190141124010163460

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №481-25 27 მარტი, 2025 წელი

გ–ე კ., N481-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ–სის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 7 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მსჯავრდებულ კ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით, კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 6000 ლარი. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

კ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2020 წლის 19 იანვრიდან 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ შეეცვალა პირობითი მსჯავრით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი, ჯარიმა - 6000 ლარი ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (12 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 4 სექტემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და კ. გ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების მოუხდელი ნაწილებიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 6 წელი და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში კ. გ–ს მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 6 ოქტომბრიდან 2022 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით, კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელად განესაზღვრა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ. გ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

კ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 26 იანვრიდან 2023 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით (ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში), კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა კ. გ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 29 მარტიდან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ, თ. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: კ. გ–ე გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რომელიც აღსრულდა და შთანთქმულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით;

10. კ. გ–ს 1/6-ით (ერთი მეექვსედით) შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი იყო პირობით და კვლავ პირობით ჩაითვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის N1-297-21 განაჩენით) და 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გამოყენებით განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე განაჩენით მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 6000 ლარი დარჩა უცვლელად; უცვლელად დარჩა ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

11. კ. გ–ე გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან (რაც ჩათვლილი იყო პირობით); მასვე, 1/6-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი იყო პირობით) და 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის N1-850-22 განაჩენით ჩათვლილი იყო პირობით); ამავე განაჩენით კ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით კ. გ–სეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის N1-850-22 განაჩენით ჩათვლილი იყო პირობით);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის N1-78-20 განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 6000 ლარი და ძირითად სასჯელად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით კვლავ ჩათვლილი იყო პირობით და დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 6000 ლარი.

12. კ. გ–სეს 1/6-ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით: 1) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით (რაც ჩათვლილი იყო პირობით) და 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2) საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (12 ეპიზოდი) თითოეულ ეპიზოდში განსაზღვრული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი იყო პირობით) და 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გამოყენებით და თითოეულ ეპიზოდში განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა და ამნისტიის შედეგად შემცირებულმა სასჯელმა შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული ძირითადი სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - 6000 ლარი ჯარიმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით აღსრულებულია და კვლავ ჩათვლილია პირობით);

13. კ. გ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელებზე არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.

14. კ. გ–ს 1/6-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) თითოეულ ეპიზოდში დანიშნული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნულ და ამნისტიის შედეგად შემცირებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელებიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

უცვლელად დარჩა ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებულ კ. გ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2023 წლის 29 მარტიდან.

მსჯავრდებულ კ. გ–ს პირად საქმეში წარმოდგენილი განაჩენები/განჩინებები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართა მსჯავრდებულმა კ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კ. გ–ე რამდენჯერმეა ნასამართლევი და სხვადასხვა დროს სასჯელი დანიშნული აქვს, როგორც სასჯელთა შთანთქმის, ასევე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, სასამართლო თითოეულ განაჩენთან მიმართებით დამოუკიდებლად იმსჯელებს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე, კერძოდ:

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).

5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა). მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

6. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი უნდა გავრცელდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელებზე, და, კ. გ–სე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელებისგან.

7. კ. გ–ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენის შემდგომ, მსჯავრდების ყველა ეპიზოდში იყო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და მომდევნო ქმედებების ჩადენისას ითვლებოდა ნასამართლევ პირად, ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ცნობილმა შპს „ო. ნ-მ“ სასამართლოს წინაშე განაცხადა უარი კ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე, კ. გ–ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპეუნქტით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (12 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ (დამატებულ) სასჯელებზე უნდა გავრცელდეს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი – სასჯელის 1/6-ით შემცირება.

8. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისისა და 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, მათზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით, კ. გ–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, რაც ასევე მოიცავს წინა განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (რაზეც ამნისტიის კანონი არ ვრცელდება) და საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19,177-ე და 177-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დანიშნულ სასჯელსაც, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 1/6-ით შემცირება უნდა გავრცელდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე წინა განაჩენიდან დამატებულ სასჯელში (2 წლით თავისუფლების აღკვეთა) საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19,177-ე და 177-ე მუხლებით განსაზღვრულ პროპორციულ წილზე – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთაზე.

10. საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ ამნისტიის აქტი დამყარებულია ჰუმანიზმის პრინციპზე და კანონის მიღება ხდება მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული (სასჯელის 1/6 -ით შემცირება) არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ მოცემული კანონის გავრცელების ფარგლებში მოხდა კ. გ–ს მდგომარეობის დამძიმება, ვინაიდან საბოლოოდ, ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათების სწორად გამოყენება მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, მათ შორის კ. გ–სათვის დანიშნულ და საბოლოოდ, მოსახდელ სასჯელს მნიშვნელოვნად ამცირებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. გ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. გ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. კ. გ–ე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისგან და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კ. გ–ს 1/6-ით შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპეუნქტით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (12 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული (დამატებული) სასჯელები.

5. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კ. გ–ს 1/6-ით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულ ეპიზოდში განესაზღვროს 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 მარტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ. გ–ს განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლშიც საქართველოს სსკ-ის 260-ე, 19,177-ე და 177-ე მუხლებით განსაზღვრული პროპორციულ წილი (1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა) შემცირდეს 1/6-ით (2 თვითა და 20 დღით) და დაემატოს 1 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს 7 წლით, 7 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა;

კ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 29 მარტიდან;

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის, 2020 წლის 31 იანვრის, 2021 წლის 4 ივნისის, 2022 წლის 22 დეკემბრისა და 2023 წლის 6 თებერვლის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განაჩენები დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე