საქმე # 330100124008703583
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1127აპ-24 ქ. თბილისი
ა. ლ. 1127აპ-24 12 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ მ. ყ–ას და არასრულწლოვან მსჯავრდებულ ლ. ა–ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, ამკ-ის მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 81-ე, 269-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 274-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია
ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მ. ყ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
3.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – ამკ-ის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 4 თვით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – ამკ-ის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 4 თვით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – შინაპატიმრობა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვით და 18 დღით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – ამკ-ის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 4 თვით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ამკ-ის 76-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 4 თვით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ყ–ას, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით მ. ყ–ასთვის დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
4.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ზ–ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს რ... ჯ...ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს გ... რ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი –თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს „უ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „უ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს „ნ... ტ...ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ქ... გ...ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მ. ყ–ას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი (პუნქტი 3.6.) შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა – 9 თვით და 18 დღით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, მ. ყ–ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით.
6. მ. ყ–ას სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 2 აპრილიდან (დღეის მდგომარეობით მოხდილია).
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, მ. ყ–ას, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც, სასჯელის ნაწილს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთას – 2024 წლის 11 სექტემბრიდან იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ჩათვლილი აქვს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ყ–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია.
9. ლ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
9.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – შინაპატიმრობა 9 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 7 თვით და 6 დღით;
9.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვით და 18 დღით;
9.3. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 8 თვით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვით და 24 დღით;
9.4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – შინაპატიმრობა 1 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს შინაპატიმრობა 9 თვით და 18 დღით;
9.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვით და 18 დღით;
9.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ამკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვით და 18 დღით;
9.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ა–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვით და 24 დღით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით ლ. ა–ისთვის დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
10.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ზ–ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს რ... ჯ...ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს გ... რ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „უ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ლ. ა–ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს რ... ჯ...ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისგან;
10.6. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს გ... რ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.7. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (შპს „ნ... ტ...ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.8. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს გ... რ...ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და 18 დღით;
10.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით ლ. ა–ისთვის დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ:
11.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 1 თვით და 18 დღით;
11.2. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩათვლილი აქვს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით), „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს 1/5-ით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 7 თვით და 6 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 4 თვით და 24 დღით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
11.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 7 თვით და 6 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 4 თვით და 24 დღით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი, 4 თვე და 24 დღე;
11.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელი და ლ. ა–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 7 თვით და 6 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 4 თვით და 24 დღით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი, 4 თვე და 24 დღე;
11.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, განაჩენის 9.7. პუნქტში მითითებული, ლ. ა–ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 8 თვით და 24 დღით – შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა და ლ. ა–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 7 თვით და 6 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 4 თვით და 24 დღით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი, 4 თვე და 24 დღე.
13. ლ. ა–ს სასჯელი აეთვალოს 2024 წლის 15 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს 2024 წლის 2 აპრილიდან 2024 წლის 14 მაისის ჩათვლით, ასევე, – 2024 წლის 25 იანვრიდან 2024 წლის 27 იანვრის ჩათვლით პერიოდი.
14. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
15. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, ლ. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც, სასჯელის ნაწილი –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით – განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, სჩათვლილი აქვს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
16. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია.
17. ლაზერული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; სხვა ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
18. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს ამკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
19. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე