Facebook Twitter

საქმე # 020141224010143525

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№221-25 3 თებერვალი, 2025 წელი

კ. ჯ. 221-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. კ–ის საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით ჯ. კ–ი, – პირადი ნომერი ........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.3. საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ჯ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

1.5. ჯ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 27 იანვრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2024 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. კ–ის პირადი საქმე.

5. საქმეში წარმოდგენილია: ჯ. კ–ის თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი;

5.1. ასევე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2024 წლის 22 ოქტომბრის სატელეფონო შეტყობინების აქტი, რომლის თანახმად, დაზარალებულმა – ნ. ა–მა სატელეფონო კომუნიკაციისას უარი განაცხადა ჯ. კ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე (ტ. N1; ს.ფ. 9).

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. კ–ის მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. კ–მა. კასატორი ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის თანხმობა, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჯ. კ–ი მსჯავრდებულია: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

4. საკასაციო სასამართლო ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა), ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), ამავე მუხლის მე-5 პუნქტის (მათ შორის, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა) და იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული – ნ. ა–ი არ არის თანახმა ჯ. კ–ის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, ჯ. კ–ის მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

4.1. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამნისტიის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად ადგენს კუმულაციურად ორ პირობას (საქმის მასალებში წარმოდგენილი უნდა იყოს): 1. მსჯავრდებულის თანხმობას, მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე დამცავი ორდერის გამოცემაზე; 2. შესაბამის საქმეზე დაზარალებულის/დაზარალებულების თანხმობების არსებობას მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე. შესაბამისად, ერთ-ერთი პირობის არარსებობის შემთხვევაში, არ გამოიყენება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი.

4.2. ამდენად,, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის იმპერატიული ხასიათის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების შესაძლებლობას, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელებთან მიმართებით.

5. რაც შეეხება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე−1443 მუხლებით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამსუბუქოს ის სასჯელი, რომელზეც არ ვრცელდება აღნიშნული ამნისტია.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2024 წლის 22 ოქტომბრის სატელეფონო შეტყობინების აქტის (რომლის თანახმად, დაზარალებულმა – ნ. ა–მა სატელეფონო კომუნიკაციისას უარი განაცხადა ჯ. კ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებაზე) გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას დაზარალებულის თანხმობად მიჩნეული იქნეს საპროცესო შეთანხმების დადების მიზნებისათვის 2021 წლის 30 ნოემბრის თანხმობის წერილი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით (ამ დროისათვის არ იყო მიღებული განსახილველი ამნისტიის აქტი) დაზარალებული თანახმა იყო ჯ. კ–ის მიმართ გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათი და გაფორმებოდა საპროცესო შეთანხმება (ტ. N1; ს.ფ. 27).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. კ–ის მიმართ არ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ჯ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე