საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№271-25 10 თებერვალი, 2025 წელი
ჩ-ი ზ., 271-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ზ. ჩ- --, (.... ნასამართლობის არმქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. შ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს-ის, გ. კ-ის და ი. გ-ის ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ კ. გ-ის ეპიზოდი) და განესაზღვრა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ნ. ფ-ის ეპიზოდი) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: მ. ბ-ის, უ. გ-ის, ნ. ს-ის, ლ. ჩ-ის, რ. ს-ის ეპიზოდები) და მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ზ. ჩ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 05 თებერვლის 02:30 საათიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენში და ზ. ჩ- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. შ-ის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს-ის, გ. კ-ის და ი. გ-ის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (კ. გ-ის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, ხოლო 1 წელი და 4 თვე – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ფ-ის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: მ. ბ-ის, უ. გა-ის, ნ. ს-ის, ლ. ჩ-სა და რ. ს-ის ეპიზოდები) – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2-2 წელი –ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და ზ. ჩ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 05 თებერვლიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2024 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს პირადი საქმე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მოქმედება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის დანაწესის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით პროპორციულად და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჩ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ მისთვის დანიშნულ პირობით სასჯელზე უნდა გავრცელებულიყო ამნისტიის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება და 1 წლით უნდა შემცირებოდა პირობითი მსჯავრი, რის გამოც, ითხოვს პირობითი სასჯელის 1 წლით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა 180-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი დანიშნული აქვს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის ერთობლივად. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. ჩ-სათვის დანიშნულ სასჯელზე სწორად გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი შეღავათი სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების თაობაზე („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია).
4. რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის გამოყენებით პირობითი სასჯელის განახევრების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად; ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული. კანონის ზემომითითებული დანაწესზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს სწორად შეუმცირდა ერთი მეექვსედით როგორც რეალური, ისე – პირობითი სასჯელი, ვინაიდან 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზ. ჩ. არ იყო პირობით მსჯავრდებული ან პირობით ვადამდე გათავისუფლებული.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ნ. სანდოძე