საქმე # 190100124009494269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №45აპ-25 ქ. თბილისი
კ. გ. 45აპ-25 12 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე