Facebook Twitter

საქმე # 010100121005360148

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №977აპ-24 ქ. თბილისი

კ. რ. №977აპ-24 17 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის და მსჯავრდებულ რ. კ–ის ადვოკატების – ლ. ბ–ის და ნ. დ–ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-13, 25-ე მუხლებით და საქართველოს სსსკ-ის მე-10, 182-ე, 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის და მსჯავრდებულ რ. კ–ის ადვოკატების – ლ. ბ–ის და ნ. დ–ის – საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის განაჩენზე;

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების თაობაზე;

3. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე