Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3-6-03 29 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ც-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 და 27 სექტემბრის განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით ვ. ც-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ვ. ც-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე თ. კ-ემ ვ. ც-ას საკასაციო საჩივრის განხილვაში ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა, კერძოდ როცა 2002წ. 22 თებერვლის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 სექტემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განჩინება ბათილად იქნა ცნობილი, რადგან 2002წ. 22 თებერვლის განჩინებას ხელს აწერდა ის მოსამართლე, რომელსაც საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და მოცემულ შემთხვევაში განახლდა საკასაციო საჩივრის წარმოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვ. ც-ამ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2002წ. 27 სექტემბერს მიღებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რადგან მოსამართლე თ. კ-მ ერთხელ უკვე განიხილა მისი საკასაციო საჩივარი და უფლება არ ჰქონდა მეორეჯერ განეხილა.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ვერ იქნება გაზიარებული ვ. ც-ას პრეტენზია, რომ სსსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო სასამართლოში ან და პირველი ინსტანციის სასამართლოში. საქმის მასალების მიხედვით მოსამართლე თ. კ-ეს მხარეთა შორის არსებული დავის განხილვაში მონაწილეობა მიღებული აქვს მხოლოდ საკასაციო ინსტანციაში და ერთი და იგივე სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობა არ არის აკრძალული მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ვ. ც-ას განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე, 408 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ც-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.