Facebook Twitter

¹3-გან-14-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინების განმარტების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. გ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ..... მდებარე აწ გარდაცვლილი მამის _ ე. გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან სამკვიდრო წილის გამოყოფა. ა. გ-მა შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სამკვიდრო სახლიდან 9/16 წილის გამოყოფა, როგორც ე. გ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ. სასამართლოს ასევე მიმართეს ვ., ს., ჟ., თ., ი. და დ. გ-ებმა, როგორც მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. თითოეულმა პრეტენზია განაცხადა სადავო სახლის ლიტ “ბ-ბ1”-ის ¹1 ოთახისა და ¹3 შემინული აივნის 1/16 წილზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ბ-ბ1” ნაგებობის თანამშენებლად; ასევე ცნობილ იქნა მესაკუთრედ ლიტ. “ბ-ბ1” ნაგებობის ¹1, ¹5, დამხმარე სათავსოს ¹3 ოთახების და ავტოფარეხის მესაკუთრედ; უარი ეთქვა ლიტ “ა” ნაგებობიდან სამკვიდრო წილის გამოყოფაზე უსაფუძვლობის გამო. ა. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლიტ “ა” ნაგებობიდან საკუთრების უფლებით გამოეყო 1/2½იდეალური წილი. მესამე პირებს ი., დ., ს., ჟ., თ. და ვ. გ-ებს სამკვიდრო წილის გამოყოფაზე ლიტ “ბ-ბ1” ნაგებობიდან უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო.

ა., ი., ვ., დ., ს., ჟ. და თ. გ-ებმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა., ი., ვ., დ., ს., თ. და ჟ. გ-ების სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება;

გაუქმდა გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შ. გ-ის თანაამშენებლად ცნობის შესახებ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ბ-ბ1” ნაგებობაზე; ასევე გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები, ხოლო მესამე პუნქტი დარჩა უცვლელი;

დაკმაყოფილდა ა. გ-ის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ლიტერ “ბ-ბ1”-ის ¹1 ოთახის (ფართი 21,15 კვ.მ.) და ¹3 დამხმარე სათავსოს (ფართით 12,85 კვ.მ.) მესაკუთრედ 8/16 წილზე, ხოლო კანონისმიერ მემკვიდრედ - 1/16 წილზე;

ვ., ს., ი., ჟ. და თ. გ-ები ცნობილ იქნენ ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტერ “ბ-ბ1”-ის ¹1 ოთახისა და ¹3 დამხმარე ფართის კანონისმიერ მემკვიდრეებად (5 X 1/16). თითოეული მათგანი – 1/16 წილზე.

შ. გ-ი ცნობილი იქნა კანონისმიერ მემკვიდრედ სადავო სახლის “ბ-ბ1”-ის ¹1 ოთახისა და ¹3 დამხმარე სათავსოს 2/16 წილზე.

გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ. გ-ს დაეკისრა ა. გ-ის სასარგებლოდ 30 ლარი.

შ. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი.

ვ. გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინების განმარტება, იმგვარად, რომ დადგენილებით ნაწილში მიეთითოს, რომ შ. გ-ი მოსარჩელეა, ხოლო ვ. გ-ი – მესამე პირი.

საკასაციო პალატა გაეცნო ვ. გ-ის განცხადებას და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი შემდეგი პირობით: ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ. “ბ-ბ1”-ის ¹1 საცხოვრებელი ოთახი და ¹3 დამხმარე სათავსო საკუთრების უფლებით აღირიცხოს შ. გ-ის სახელზე; შ. გ-მა უზრუნველყოს ¹3 სათავსოს _ შუშაბანდის ორი ფანჯრის ამოშენება იატაკიდან 1 მეტრისა და 60 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ფანჯრის ზემოთ გისოსების დამაგრება საკუთარი ხარჯით განჩინების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

პალატა თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა განიმარტოს, მორიგება რომელ მხარეებს შორის მოხდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. გ-ის განცხადებას დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტოს შემდეგნაირად: მოსარჩელე – შ. გ-ს, მოპასუხე ა. გ-ს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს ვ. გ-ს, თ. გ-ს, ს. გ-ს, ჟ. გ-ს, ი. გ-ს შორის დამტკიცდეს მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით: ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიტ. “ბ-ბ1”-ის ¹1 საცხოვრებელი ოთახი და ¹3 დამხმარე სათავსო საკუთრების უფლებით აღირიცხოს შ. გ-ის სახელზე; შ. გ-მა უზრუნველყოს ¹3 სათავსოს _ შუშაბანდის ორი ფანჯრის ამოშენება იატაკიდან 1 მეტრისა და 60 სმ-ის სიმაღლეზე, ხოლო ფანჯრის ზემოთ გისოსების დამაგრება საკუთარი ხარჯით განჩინების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.