საქმე # 190100123007443989
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №130აპ-25 ქ. თბილისი
ნ. რ. 130აპ-25 12 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. რ. ნ–ს, – პირადი ნომრით ..........., – ბრალად ედებოდა ყალბი ვალუტის გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, – გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
– 2023 წლის 1 მარტს, დაახლოებით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის შუალედში,
ქ. რ–ში, .........ების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში, რ. ნ–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფრად, სხვა პირებთან ერთად, მ. ა–გან 4 სული ცხვრის შეძენის დროს გაასაღა 4 ცალი ყალბი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებული ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურასთან შეუსაბამო, 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა ნომრებით: .........; .........; ..........; ........;
- 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ ჩ–ს ცენტრალური საავტომობილო გზის პირას, რ. ნ–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად, ო. ს–ისგან კარტოფილისა და ფორთოხლის შეძენის დროს გაასაღა 1 ცალი ყალბი - ..........ების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურასთან შეუსაბამო, 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა ნომრით: .........;
- 2023 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ს–ს მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორში, რ. ნ–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფრად, სხვა პირებთად ერთად, ს. მ–ისგან 10 სული ცხვრის შეძენის დროს გაასაღა 10 ცალი ყალბი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებული ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურასთან შეუსაბამო, 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა ნომრებით: .............; ..................; .................; .....................; ...................; ..................; ...............; .............; .....................; .........................;
1.2. მ. ნ–ს, – პირადი ნომრით ..........., – ბრალად ედებოდა:
1.2.1. ყალბი ვალუტის გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, – გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2023 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის შუალედში, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ს მიმდებარედ, მინდორში, მ. ნ–მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად, ა. ა-სგან 8 სული ცხვრის შეძენის დროს გაასაღა 8 ცალი ყალბი - ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურასთან შეუსაბამო, 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა ნომრებით: .............; ..................; .................; .....................; ...................; ..................; ...............; .............;.
1.2.2. ყალბი ვალუტის შენახვა, გასაღების მიზნით, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, ქალაქ თ–ში, ლ–ს დასახლების .. მიკრორაიონის N....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ნ–ი, გასაღების მიზნით ინახავდა 1 ცალ ყალბ - ...........ების ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურასთან შეუსაბამო, 50 დოლარიან კუპიურას ნომრით: ...... და 9 ცალ ყალბ - ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურების შეუსაბამო 200 ევროიან კუპიურებს ნომრით ............. აღნიშნული ყალბი ვალუტა ამოღებულია ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2023 წლის 11 აპრილს 20:00 საათიდან 20:45 სააამდე დროის შუალედში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
2.1. რ. ნ–ის მიმართ:
2.1.1. საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1.2. რ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.3. რ. ნ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1.4. რ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.5. რ. ნ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.1.6. რ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ. ნ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.1.8. რ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 11 აპრილიდან;
2.2. მ. ნ–ის მიმართ:
2.2.1. საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
2.2.2. მ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.3. მ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მ. ნ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.5. მ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 11 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ მოითხოვა რ. ნ–ისა და მ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.2. მსჯავრდებულმა რ. ნ–მა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება;
3.3. მსჯავრდებულმა მ. ნ–მა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება;
3.4. მსჯავრდებულების რ. ნ–ისა და მ. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ–ემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენს და დამატებით წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარს (დაცვის მხარეს დამატებითი სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია).
4. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ ვერ შეძლო დაედასტურებინა რ. ნ–ის და მ. ნ–ის მიერ ყალბი ვალუტის ჯგუფურად გასაღების ფაქტი (იხ.: 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომის ოქმი 14:14:55-14:17:20).
4.1. აპელანტი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ადგილზე თათბირით მიღებული საოქმო განჩინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მაგრამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. რ. ნ–ის მიმართ:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5.1.2. რ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 1 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.3. რ. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5.1.4. რ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.5. რ. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
5.1.6. რ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 5 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე სასჯელის განახევრების შედეგად, რ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.1.8. რ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 11 აპრილიდან;
5.2. მ. ნ–ის მიმართ:
5.2.1. საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;
5.2.2. მ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2.3. მ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობისას, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე სასჯელის განახევრების შედეგად, მ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2.5. მ. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 11 აპრილიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში. კერძოდ:
6.1. რ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად;
6.2. მ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – განსაზღვრას, სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს რ. ნ–ისა და მ. ნ–ის დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანი არ არის მ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.
8.2. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ასევე რ. ნ–ის მიერ მ. ა-ზე, ო. ს–სა და ს. მ–ზე, ხოლო მ. ნ–ის მიერ ა. ა-ვზე ყალბი ვალუტის გასაღება. მხარეთა შორის დავის საგანია მითითებული ქმედებები რ. ნ–მა და მ. ნ–მა ჩაიდინეს თუ არა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულების რ. ნ–ის (სამი ეპიზოდი) და მ. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულების: ო. ს–ის, მ. ა–ს, ს. მ–ს, ა. ა–სის ჩვენებები, მოწმეთა: ნ. ლ–ს, ქ. მ–ს, ე. ჯ–ს, ჩვენებები და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენი მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება რ. ნ–ისა და მ. ნ–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
12. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას რ. ნ–ისა და მ. ნ–ის მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის შესახებ და ითვალისწინებს დაზარალებულთა მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას გაკეთებულ განმარტებებს. კერძოდ,
12.1. დაზარალებულმა ო. ს–მა განმარტა, რომ ძირითადად ესაუბრებოდა მძღოლი, რომელიც სხდომის დარბაზშიც ამოიცნო და იყო რ. ნ–ი. რ. ნ–მა და თანმხლებმა პირებმა, პროდუქტების ჩაწყობის შემდეგ, ერთმანეთს „რაღაც“ ა–დ გადაულაპარაკეს და გაიცინეს;
12.2. დაზარალებულ მ. ა– ჩვენების თანახმად, გარიგების პროცესში, მას რ. ნ–ის გარდა, მისი თანმხლები სამი პირიც ესაუბრებოდა, თუმცა თანხა გადაუხადა მძღოლმა. რომელიც გამოკითხვის შემდეგ ამოიცნო და იყო რ. ნ–ი (იხ. 2023 წლის 11 აპრილის ამოცნობის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 28-37)
12.3. ს. მ-მა განმარტა, რომ გარიგებაში, შემდეგ ცხვრების დაჭერაში და მანქანაში ჩასმაში მონაწილეობდა ყველა პირი, თუმცა, თანხა გადასცა და აქტიურობდა რ. ნ–ი.
12.4. დაზარალებულ ა. ა–ს განმარტებით, მ. ნ–ი თავდაპირველად მარტო იყო მასთან მისული, ხოლო 15-20 დღის შემდეგ სხვა პირთან ერთად და თანხაც მან გადაუხადა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებებით ვერ დგინდება რ. ნ–ისა და მ. ნ–ის თანხმხლები პირების როლი ყალბი ვალუტის გასაღების პროცესში. დაზარალებულთა განმარტებით, ყველა ეპიზოდში თანხას ისინი სწორედ მსჯავრდებულებისაგან იღებდნენ. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ რ. ნ–ისა და მ. ნ–ის თანხმხლები პირები (რომელთა ვინაობაც გამოძიების ფარგლებში არ დადგენილა) ინფორმირებულნი იყვნენ რ. ნ–ისა და მ. ნ–ის მიერ ცხვრებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტის ყალბი ვალუტის გამოყენებით შეძენაზე. რ. ნ–სა და თანხმლებ პირებს შორის კომუნიკაცია პროდუქტის ჩალაგების შემდეგ თუ თანხმლებ პირთა ჩართულობა გარიგებაში მოცემულ შემთხვევაში(სხვა მტკიცებულებების არ არსებობის) per se არ ადასტურებს თანმხლები პირების მიერ არც თანხის სიყალბის შეცნობას და არც მის გასაღებაზე შეთანხმებას. შესაბამისად, ავტომატურად დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს მსჯავრდებულების თანმხლებ პირთა ჩართულობა გარიგების პროცესში.
14. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. ნ–ისა (სამი ეპიზოდი) და მ. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – ყალბი ვალუტის გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს მსჯავრდებულების სასარგებლოდ.
15. რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ კასატორის მოთხოვნას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
16. საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს: თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
16.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, თითოეული დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება/არგუმენტი, რაც არ იყო/არასათანადოდ იყო შეფასებული გასაჩივრებულ განაჩენში და თავისთავად ან სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
16.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა რ. ნ–მა ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაული (სამი ეპიზოდი), არ არის ნასამართლევი, მტკიცებულებათა ნაწილი ცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და მათ არ აქვთ პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ.
16.1.2. მ. ნ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე და მძიმე განზრახი დანაშაულები, მტკიცებულებათა ნაწილი ცნო უდავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია და მას არ აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ.
17. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით რ. ნ–ისა და მ. ნ–ის მიმართ გამოყენებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე დამატებით აღარ იმსჯელებს.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე