Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№188აპ-25 10 მარტი, 2025 წელი

კ-ე ლ., 188აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. ფ-ისა და ე. ო-ის –განცხადება, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 მაისის განაჩენით ლ. კ-ე, დაბადებული -- წელს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ლ. კ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 3 სექტემბრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ლ. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მიემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიის გამოყენებით შეუმცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და ლ. კ-ეს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 3 სექტემბრიდან. მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი 3 თვით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. კ-ემ და მისმა ადვოკატებმა: მ. ფ-ემ და ე. ო-ემ.

4. 2025 წლის 7 მარტს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ლ. კ-ე და მისი ადვოკატები შუამდგომლობენ, განუხილველად დარჩეს მათი საკასაციო საჩივარი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ლ. კ-ესა და მისი ინტერესების დამცველების – მ. ფ-ისა და ე. ო-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველების – მ. ფ-ისა და ე. ო-ის – საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორთა მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე