საქმე N 330141224010248239
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №41I -25 ქ. თბილისი
ს. ლ., 41I -25 6 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ს-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ლ. ს., – დაბადებულის ..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 19 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა – 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-თ და განესაზღვრა – 28 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2009 წლის 21 თებერვლიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 სექტემბრის განაჩენსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება: ლ. ს.ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს – 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელიდან – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელიდან – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ლ. ს.ს განესაზღვრა – 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2009 წლის 21 თებერვლიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2014 წლის 28 მარტის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განაჩენით ლ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ლ. ს.ს საბოლოოდ განესაზღვრა – 20 წლით, 3 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2014 წლის 13 მაისიდან.
5. 2024 წლის 18 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. ს-ს პირადი საქმე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენში და მსჯავრდებულ ლ. ს-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ მოსახელად განესაზღვრა – 20 წლით, 1 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაშიც ჩაეთვალა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, 75 დღით შემცირებული სასჯელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენი, სასჯელის ათვლის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ს-მ, რომელიც ითხოვს, სასამართლომ მოიპოვოს დაზარალებულ ტარიელ გულორდავას პოზიცია, თანახმაა თუ არა იგი, რომ ლ. ს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, მთლიანად გათავისუფლდეს სასჯელისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით. აქედან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია ლ. ს., „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.
3. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
4. შესაბამისად, ვიდაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულის თანხმობა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, ლ. ს.ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით მოსახდელი სასჯელი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მართებულად შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, აქედან გამომდინარე, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელ სასჯელად დარჩა – 20 წლით, 1 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაშიც ჩაეთვალა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, 75 დღით შემცირებული სასჯელი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ს-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. გაჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი