Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №46I-25 თბილისი

დ-ი ლ., 46I-25 14 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. დ-ისა და მისი ადვოკატის – ვ. ს-ის – საჩივრები ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის ოქტომბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ლ. დ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით: ლ. დ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის ეპიზოდი); ლ. დ-ი, -- (პირადი №-), ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. დ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2019 წლის 11 იანვრიდან.

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით: მსჯავრდებულ ლ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის პოლიციისა და ვ. ა-ის ავტომანქანების ეპიზოდებისათვის შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. დ-ს განესაზღვრა 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2019 წლის 11 იანვრიდან.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. დ-მა და მისმა ადვოკატმა – ვ. ს-ემ, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის სრული მოცულობით გავრცელებას. ამასთან, ადვოკატმა წარმოადგინა დაზარალებულ ვ. ა-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეფარდებული სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია; ხოლო „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

4. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის პოლიციისა და ვ. ა-ის ავტომანქანების ეპიზოდებისათვის შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია მართებულად არ გაავრცელა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის პოლიციისა და ვ. ა-ის ავტომანქანების ეპიზოდებისათვის შეფარდებული სასჯელები, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირა 1/6-ით, ვინაიდან არ იყო წარდგენილი დაზარალებულ ვ. ა-ის თანხმობა მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების შესახებ, ხოლო მეორე დაზარალებულ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.

5. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულის ადვოკატმა საკასაციო პალატაში წარმოადგინა დაზარალებულ ვ. ა-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებული ლ. დ-ი უნდა გათავისუფლდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდისათვის შეფარდებული (2 წლით თავისუფლების აღკვეთა), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული (1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა) და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანარჩენ სასჯელებზე ნაწილობრივ დამატებული 10 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. დ-ისა და მისი ადვოკატის – ვ. ს-ის – მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. დ-ისა და მისი ადვოკატის – ვ. ს-ის – საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინება და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს:

2.1. მსჯავრდებული ლ. დ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდისათვის შეფარდებული (2 წლით თავისუფლების აღკვეთა), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული (1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა) და სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანარჩენ სასჯელებზე ნაწილობრივ დამატებული 10 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

2.2. მსჯავრდებულ ლ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1/6-ით შეუმცირდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდისათვის შეფარდებული – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. მსჯავრდებულ ლ. დ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცვის პოლიციისა და ვ. ა-ის ავტომანქანების ეპიზოდებისათვის შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდეს;

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ა-ის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელის ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაცვის პოლიციის ავტომანქანის ეპიზოდი) შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის პროპორციული ნაწილი – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. დ-ს განესაზღვროს 8 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს დაკავებიდან – 2019 წლის 11 იანვრიდან;

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე