საქმე # 330100120003826818
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №965აპ-24 ქ. თბილისი
ო. თ. 965აპ-24 10 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას, მსჯავრდებულ ლ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ნ–ის, მსჯავრდებულების – თ. ო–ის და მ. გ–ის – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ტ. კ–ის, მსჯავრდებულების – ი. ნ–ის და გ. დ–ის – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ს–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ზ. ტ–ს (პირადი №.............) ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ნ. ო–ს (პირადი №..........) ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, სხვა პირზე გავლენის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3. გ. ბ–ს (პირადი ..........), ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, სხვა პირზე გავლენის მოხდენის მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.4. კ. ბ–ს (პირადი №............) ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, სხვა პირზე გავლენის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.5. ზ. თ–ს (პირადი №..........) ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებით სხვა პირზე გავლენის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.6. ი. ნ–ს (პირადი №................) ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, სხვა პირზე გავლენის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.7. ი. ბ–ას (პირადი №..............) ბრალად ედებოდა:
1.7.1. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.7.2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
1.8. გ. ბ–ს (პირადი №.............) ბრალად ედებოდა:
1.8.1. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელებით სხვა პირზე გავლენის მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.8.2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
1.9. მ. გ–ეს (პირადი №..............) ბრალად ედებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.10. გ. დ–ს (პირადი ...............) ბრალად ედებოდა:
1.10.1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.10.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
1.11. ლ. ლ–ს (პირადი №............) ბრალად ედებოდა:
1.11.1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.11.2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
1.12. თ. ო–ს (პირადი №...............) ბრალად ედებოდა:
1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი);
2. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
3. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);
1.13. გ. ღ–ს (პირადი №..........., ძებნილი) ბრალად ედებოდა „კანონიერი ქურდობა“, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით, ზ. ტ–ის, ნ. ო–ის, გ. ბ–ის, კ. ბ–ის, ზ. თ–ის, ი. ნ–ის, ი. ბ–ას, გ. ბ–ის, მ. გ–ის, გ. დ–ის, ლ. ლ–ის, თ. ო–ის და გ. ღ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2.1. თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, სისტემატური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. ასევე, აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად.
2.2. 2020 წლის 25 იანვარს, გ. დ–მა საკუთარ სახლში, მდებარე: ..... მე–... მ/რაიონი, მე.. კორპუსი, ბინა №..–ში, თ. ო–სა და ლ. ლ–თან ერთად, ბ. ა–ს მოუწყვეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“. მათ უთხრეს, რომ ბ. ა–ის მიერ თ. ო–ისგან ნასესხები თანხით დაინტერესებული იყო ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გ. ღ–ი. მათ, თავისი და გ. ღ–ის კრიმინალური ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებით, აგრეთვე – მუქარითა და დაშინებით, მოსთხოვეს იანვრის პროცენტის – 7500 აშშ დოლარის – დაუყოვნებლივ გადახდა. გარდა ამისა, პროცენტის თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ ტელეფონით ასაუბრეს ე.წ. „კანონიერ ქურდ“ გ. ღ–ს. მას შემდეგ, რაც ბ. ა–მა განაცხადა, რომ თანხა თან არ ჰქონდა, თ. ო–მა სცემა მას და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, რის შემდეგაც, გ. დ–სა და ლ. ლ–თან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. მათ ბ. ა–ი გაათავისუფლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ გ. ბ–მა ლ. ლ–ს გადასცა მოთხოვნილი თანხა. ასევე, „ქურდული გარჩევის“ შედეგად ბ. ა–ი დაავალდებულეს, რომ ყოველი თვის 25 რიცხვში გადაეხადა სესხის პროცენტი. 2020 წლის 24 თებერვალს ლ. ლ–მა და თ. ო–მა ბ. ა–ს, მისი შვილის მეგობრების – ლ. ქ–ის და ი. ნ–ის (მეტსახელად „პ–ა“) – თხოვნით, თავდებობით და ე.წ. „კანონიერ ქურდ“ გ. ღ–თან შეთანხმებით, 2020 წლის 5 მარტის ჩათვლით გადაუვადეს თებერვლის პროცენტის გადახდა.
2.3. 2020 წლის 5 მარტს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, თ. ო–მა, ლ. ლ–მა და გ. დ–მა ბ. ა–ს კვლავ მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“. აღნიშნულ გარჩევას „კანონიერი ქურდის“ – გ. ღ–ის – დავალებითა და მოთხოვნით ესწრებოდნენ ი. ნ–ი და ლ. ქ–ი. თ. ო–მა, ლ. ლ–მა და გ. დ–მა თავისი და კანონიერი ქურდის კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ასევე, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური დაზიანების მუქარით ბ. ა–ს მოსთხოვეს პროცენტი დაუყოვნებლივ გადაეხადა, რომელიც განკუთვნილი იყო „კანონიერი ქურდების“ – მ. ლ–სის, გ. ღ–ისა და ვ. კ–ისათვის. ბ. ა–მა განაცხადა, რომ მას თანხა ფიზიკურად არ ჰქონდა და ვერ გადაიხდიდა. ამის გამო, თ. ო–მა, გ. დ–სა და ლ. ლ–თან წინასწარი შეთანხმებით, ბ. ა–ს კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი ბ. ა–ს აიძულებდნენ, დაუყოვნებლივ გადაეხადა თვის პროცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბ. ა–ი ვერ დატოვებდა სახლს. თ. ო–მა კვლავ დაურეკა „კანონიერ ქურდს“ გ. ღ–ს, რომელსაც მოახსენა არსებული ვითარება და შეუთანხმა მიღებული გადაწყვეტილება. გ. ღ–ი დაეთანხმა თ. ო–ს და თვითონაც ესაუბრა ტელეფონით ბ. ა–ს, რომელსაც უთხრა, რომ აღნიშნული ფული იყო მისი და სხვა „კანონიერი ქურდების“, შესაბამისად, უნდა გადაეხადა სრულად და დროულად. როდესაც ლ. ქ–ი დარწმუნდა, რომ ბ. ა–ი იმ საღამოს ვერ გადაიხდიდა პროცენტს, მან საკუთარი თანხა – 7500 აშშ დოლარი – გადაუხდა თ. ო–ს, რის შემდეგაც ბ. ა–ი ბინიდან გაუშვეს. ასევე, თ. ო–მა, „კანონიერ ქურდ“ გ. ღ–ის გადაწყვეტილებით, ბ. ა–ი დაავალდებულა, ორ თვეში სრულად დაეფარა დავალიანება – 50 000 აშშ დოლარი.
2.4. 2019 წლის შემოდგომაზე, გ. ბ–მა, ბ. შ–ის შუამავლობით, ზ. თ–ს 11 000 აშშ დოლარად მიჰყიდა, მის მიერ დალომბარდებული “MERCEDES-BENZ VIANO”-ს მოდელის ავტომანქანა. შეთანხმების თანახმად, ზ. თ–ს 9 000 აშშ დოლარი უნდა გაესტუმრებინა ლომბარდისა და სხვადასხვა ხარჯების სახით, ხოლო, 2050 აშშ დოლარი და მისი კუთვნილი დამტვრეული ავტომანქანა უნდა გადაეცა ბ–თვის. ზ. თ–მა გ. ბ–ს გადაუხადა მხოლოდ 400 აშშ დოლარი, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკანვე დაუბრუნა მისივე კუთვნილი ავტომანქანა და მოსთხოვა ლომბარდის გაზრდილი დავალიანების დაფარვა. აღნიშნულით განაწყენებულმა გ. ბ–მა და მისმა მამამ – კ. ბ–მა, „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს – ლ. ლ–ს და თ. ო–ს. თავის მხრივ, ზ. თ–მა „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თავისი ნაცნობის – გ. ბ–ის მეშვეობით, მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრ მ. გ–ეს. მხარეების მონაწილეობით შემდგარი ქურდული გარჩევის შედეგად, გ. ბ–ის სასარგებლოდ, 2050 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა ბ. შ–ეს, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა გ. ბ–ის პრეტენზიები სათანადოდ არ აცნობა ზ. თ–ს. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბ. შ–ემ, თავისი ნაცნობის ი. ბ–ას მეშვეობით, „ქურდული წესების“ შესაბამისად საკითხის განმეორებით განხილვისა და გადაწყვეტისთვის მიმართეს ლ. ლ–სა და თ. ო–ს. 2020 წლის 8 და 17 მარტს, თ. ო–მა, ლ. ლ–მა და მ. გ–ემ, „ქურდული წესების“ შესაბამისად მოდავე მხარეებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობით, მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“, რა დროსაც თ. ო–მა სცემა ბ. შ–ეს. ამასთან, „ქურდული გარჩევის“ გზით თ. ო–მა, ლ. ლ–მა და მ. გ–ემ სადავო თანხიდან 500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს ბ. შ–ეს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა – ზ. თ–ს. „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა ბ. შ–ემ გადასცა კ. ბ–ს. ზ. თ–ის მიერ დაკისრებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 26 მარტს, გ. დ–მა თ. ო–თან და ლ. ლ–თან შეთანხმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. თ–ს და კ. ბ–ისათვის გადასაცემად გამოართვა 100 აშშ დოლარი.
2.5. 2020 წლის იანვარში, ი. ნ–სა და მის ნაცნობ ნ. ო–ს შორის წარმოიშვა დავა, ი. ნ–ის კუთვნილი, გაყიდული ავტომანქანის თანხასთან დაკავშირებით. დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ი. ნ–ი დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წევრებს – თ. ო–ს და ლ. ლ–ს, რომლებსაც სთხოვა, რომ „კანონიერი ქურდი“ გ. ღ–ი ჩაეყენებინათ საქმის კურსში. აღნიშნული პირები დათანხმდნენ და აღუთქვეს დახმარება. თავის მხრივ, ნ. ო–მა დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრს – ზ. ტ–ს, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა „კანონიერი ქურდი“ – ლ. დ–ი. 2020 წლის 1 აპრილს, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ. დ–ი თ. ო–თან და ლ. ლ–თან შეთანხმებით, ი. ნ–თან ერთად შეხვდა ზ. ტ–ს, რა დროსაც „ქურდული გარჩევით“ განიხილეს სადავო საკითხი. ამასთან, გ. დ–მა, ინტერნეტ საკომუნიკაციო აპლიკაციის „ტ–ს“ საშუალებით, ზ. ტ–ი ასაუბრა „კანონიერ ქურდ“ გ. ღ–ს, რომელმაც დავა „ქურდული წესების“ შესაბამისად განიხილა. მისი გადაწყვეტილებით, მანქანა უნდა გადაფორმებულიყო ი. ნ–ის სახელზე, ან ნ. ო–ს ი. ნ–ისთვის უნდა გადაეცა 1400 აშშ დოლარი. ზ. ტ–მა თანხმობა განაცხადა და „კანონიერი ქურდის“ აღნიშნული გადაწყვეტილება გადასცა ნ. ო–ს. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ნ. ო–ი, ზ. ტ–ის მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა „კანონიერ ქურდ“ ლ. დ–ს, რომელმაც მოითხოვა დავის გადაწყვეტით დაინტერესებული ყველა პირის მასთან დაკავშირება, რაც ზ. ტ–მა აცნობა გ. დ–ს. ამით განაწყენებულმა „კანონიერმა ქურდმა“ – გ. ღ–მა – გადაწყვიტა, რომ სადავო ავტომობილი თ. ო–ს, ლ. ლ–ს და გ. დ–ს ჩაებარებინათ დამშლელ პუნქტში და აღებული თანხიდან 1400 აშშ დოლარი მიეცათ ი. ნ–ისთვის, ხოლო დანარჩენი მოეხმარათ თავად. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად, გ. დ–მა, ლ. ლ–მა და თ. ო–მა სადავო ავტომობილი გამოართვეს ი. ნ–ს და დააყენეს თ. ო–ის კუთვნილ ავტოფარეხში, მდებარე: ქ. თ–ში, ........ას ქუჩის N..-ში, საიდანაც ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
3.1. ზ. ტ–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
3.1.1. ზ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.2. ნ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.3. გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.4. კ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.5. ზ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.6. ი. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.7. ი. ბ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.7.1. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.7.2. საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.7.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ბ–ას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.8. გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.8.1. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
3.8.2. საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
3.8.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ბ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.9. მ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.10. გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.10.1. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.10.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით;
3.10.3. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით;
3.10.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. დ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.11. ლ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.11.1. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.11.2. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით;
3.11.3. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით;
3.11.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. ლ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.12. თ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.12.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ბ. ა–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თ. ო–ი გათავისუფლდა ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
3.12.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ბ. შ–ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თ. ო–ი გათავისუფლდა ამ მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან;
3.12.3. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.12.4. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით;
3.12.5. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით;
3.12.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ. ო–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით (სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2020 წლის 20 მაისიდან).
3.13. გ. ღ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, სისტემატური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდებთან“ და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, თავისი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში.
4.2. 2020 წლის 25 იანვარს, გ. დ–მა საკუთარ სახლში, მდებარე: ..... მე–... მ/რაიონი, მე.. კორპუსი, ბინა №..–ში, თ. ო–სა და ლ. ლ–თან ერთად, ბ. ა–ს მოუწყვეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“. მათ უთხრეს, რომ ბ. ა–ის მიერ თ. ო–ისგან ნასესხები თანხით დაინტერესებული იყო ე.წ. „კანონიერი ქურდი“ – გ.. მათ თავიანთი და ვინმე გ–ს კრიმინალური ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებით, აგრეთვე, მუქარითა და დაშინებით, მოსთხოვეს იანვრის თვის პროცენტის – 7500 აშშ დოლარის – დაუყოვნებლივ გადახდა. გარდა ამისა, პროცენტის თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ ტელეფონით ასაუბრეს ე.წ. „კანონიერ ქურდს“. მას შემდეგ, რაც ბ. ა–მა განაცხადა, რომ თანხა თან არ ჰქონდა, თ. ო–მა სცემა მას და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, რის შემდეგაც გ. დ–სა და ლ. ლ–თან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. მათ ბ. ა–ი გაათავისუფლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ, გ. ბ–მა, ლ. ლ–ს გადასცა მოთხოვნილი თანხა. ასევე, „ქურდული გარჩევის“ შედეგად ბ. ა–ი დაავალდებულეს, რომ ყოველი თვის 25 რიცხვში გადაეხადა სესხის პროცენტი. 2020 წლის 24 თებერვალს, ლ. ლ–მა და თ. ო–მა ბ. ა–ს, მისი შვილის მეგობრების – ლ. ქ–ის და ი. ნ–ის (მეტსახელად „პ–სა“) თხოვნით და თავდებობით და ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, 2020 წლის 5 მარტის ჩათვლით გადაუვადეს თებერვლის პროცენტის გადახდა.
4.3. 2020 წლის 5 მარტს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, თ. ო–მა, ლ. ლ–მა და გ. დ–მა ბ. ა–ს კვლავ მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“. აღნიშნულ გარჩევას „კანონიერი ქურდის“ – ვინმე გ–ს დავალებითა და მოთხოვნით ესწრებოდნენ ი. ნ–ი და ლ. ქ–ი. თ. ო–მა, ლ. ლ–მა და გ. დ–მა თავისი და „კანონიერი ქურდის“ კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ასევე, – ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური დაზიანების მუქარით მოსთხოვეს ბ. ა–ს პროცენტის დაუყოვნებლივ გადახდა, რომელიც განკუთვნილი იყო „კანონიერი ქურდებისთვის“. ბ. ა–მა განაცხადა, რომ მას თანხა ფიზიკურად არ ქონდა და ვერ გადაიხდიდა. ამის გამო, თ. ო–მა, გ. დ–სა და ლ. ლ–თან წინასწარი შეთანხმებით, ბ. ა–ს კვლავ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი, ბ. ა–ს აიძულებდნენ, დაუყოვნებლივ გადაეხადა თვის პროცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბ. ა–ი ვერ დატოვებდა სახლს. თ. ო–მა კვლავ დაურეკა ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – ვინმე გ–ს, რომელსაც მოახსენა არსებული ვითარება და შეუთანხმა მიღებული გადაწყვეტილება. გ. დაეთანხმა თ. ო–ს და თვითონაც ესაუბრა ტელეფონით ბ. ა–ს, რომელსაც უთხრა, რომ აღნიშნული ფული იყო მისი და სხვა „კანონიერი ქურდების“, შესაბამისად, უნდა გადაეხადა სრულად და დროულად. როდესაც ლ. ქ–ი დარწმუნდა, რომ ბ. ა–ი იმ საღამოს ვერ გადაიხდიდა პროცენტს, მან საკუთარი თანხა 7500 აშშ დოლარი გადაუხადა თ. ო–ს, რის შემდეგაც ბ. ა–ი ბინიდან გაუშვეს. ასევე, თ. ო–მა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილებით, ბ. ა–ი დაავალდებულა, ორ თვეში სრულად დაეფარა დავალიანება – 50 000 აშშ დოლარი.
4.4. 2019 წლის შემოდგომაზე, გ. ბ–მა, ბ. შ–ის შუამავლობით, ზ. თ–ს 11 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მის მიერ დალომბარდებული “MERCEDES-BENZ VIANO”-ს მოდელის ავტომანქანა. შეთანხმების თანახმად, ზ. თ–ს 9 000 აშშ დოლარი უნდა გაესტუმრებინა ლომბარდისა და სხვადასხვა ხარჯების სახით, ხოლო, 2050 აშშ დოლარი და მისი კუთვნილი, დამტვრეული ავტომანქანა უნდა გადაეცა ბ–თვის. ზ. თ–მა გ. ბ–ს გადაუხადა მხოლოდ 400 აშშ დოლარი, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკანვე დაუბრუნა მისივე კუთვნილი ავტომანქანა და მოსთხოვა ლომბარდის გაზრდილი დავალიანების დაფარვა. აღნიშნულით განაწყენებულმა მამა-შვილმა – გ. და კ. ბ–ებმა – „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს – ლ. ლ–ს და თ. ო–ს. თავის მხრივ, ზ. თ–მა „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თავისი ნაცნობის – გ. ბ–ის – მეშვეობით, მიმართა ქურდული სამყაროს წევრს – მ. გ–ეს. მხარეების მონაწილეობით შემდგარი „ქურდული გარჩევის“ შედეგად გ. ბ–ის სასარგებლოდ 2050 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა ბ. შ–ეს, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა გ. ბ–ის პრეტენზიები სათანადოდ არ აცნობა ზ. თ–ს. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბ. შ–ემ, თავისი ნაცნობის – ი. ბ–ას – მეშვეობით, „ქურდული წესების“ შესაბამისად საკითხის განმეორებით განხილვისა და გადაწყვეტისთვის მიმართეს ლ. ლ–სა და თ. ო–ს. 2020 წლის 8 და 17 მარტს, თ. ო–მა, ლ. ლ–მა და მ. გ–ემ, „ქურდული წესების“ შესაბამისად მოდავე მხარეებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობით, მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“, რა დროსაც თ. ო–მა სცემა ბ. შ–ეს. ამასთან, „ქურდული გარჩევის“ გზით თ. ო–მა, ლ. ლ–მა და მ. გ–ემ სადავო თანხიდან 500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს ბ. შ–ეს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა – ზ. თ–ს. „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა ბ. შ–ემ გადასცა კ. ბ–ს. ზ. თ–ის მიერ დაკისრებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 26 მარტს, გ. დ–მა თ. ო–სა და ლ. ლ–თან შეთანხმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზ. თ–ს და კ. ბ–ისათვის გადასაცემად გამოართვა 100 აშშ დოლარი.
4.5. 2020 წლის იანვარში, ი. ნ–სა და მის ნაცნობ ნ. ო–ს შორის წარმოიშვა დავა, ი. ნ–ის კუთვნილი, გაყიდული ავტომანქანის თანხასთან დაკავშირებით. დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ი. ნ–ი დაუკავშირდა ქურდული სამყაროს წევრებს თ. ო–ს და ლ. ლ–ს, რომლებსაც სთხოვა, რომ „უფროსი ძმა“ – გ.– ჩაეყენებინათ საქმის კურსში. აღნიშნული პირები დასთანხმდნენ და აღუთქვეს დახმარება. თავის მხრივ, ნ. ო–მა დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, მიმართა „კანონიერ ქურდს“. 2020 წლის 1 აპრილს, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ. დ–ი თ. ო–სა და ლ. ლ–თან შეთანხმებით, ი. ნ–თან ერთად, შეხვდა ზ. ტ–ს, რა დროსაც „ქურდული გარჩევით“ განიხილეს სადავო საკითხი. ამასთან, გ. დ–მა, ინტერნეტსაკომუნიკაციო აპლიკაციის – „....–ს“ – საშუალებით, ზ. ტ–ი ასაუბრა ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – ვინმე გ–ს, რომელმაც დავა ქურდული წესების შესაბამისად განიხილა. მისი გადაწყვეტილებით, მანქანა უნდა გადაფორმებულიყო ი. ნ–ის სახელზე ან ნ. ო–ს ი. ნ–ისთვის უნდა გადაეცა 1400 აშშ დოლარი. ზ. ტ–მა „კანონიერი ქურდის“ აღნიშნული გადაწყვეტილება გადასცა ნ. ო–ს. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ნ. ო–მა ზ. ტ–ს გადასცა, რომ დავის გადაწყვეტით დაინტერესებული ყველა პირი დაკავშირებოდა ნ. ო–ის მხრიდან ჩართულ კრიმინალურ ავტორიტეტს, რაც ზ. ტ–მა აცნობა გ. დ–ს. ამით განაწყენებულმა „კანონიერმა ქურდმა“ გ-მ გადაწყვიტა, სადავო ავტომობილი თ. ო–ს, ლ. ლ–ს და გ. დ–ს ჩაებარებინათ დამშლელ პუნქტში და აღებული თანხიდან 1400 აშშ დოლარი მიეცათ ი. ნ–ისთვის, ხოლო დარჩენილი თანხა მოეხმარათ თავად. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გ. დ–მა, ლ. ლ–მა და თ. ო–მა სადავო ავტომობილი გამოართვეს ი. ნ–ს და დააყენეს თ. ო–ის კუთვნილ ავტოფარეხში, მდებარე: ქ. თ–ში, .....ას ქუჩის N..-ში, საიდანაც ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ.
4.6. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ღ–ის მიერ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით პირთა გარკვეული ჯგუფის მართვა და ორგანიზება, ასევე – ნებისმიერი ფორმით „ქურდული სამყაროს“ მართვა და ორგანიზება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ირინე ჩოჩიამ – მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება გ. ღ–ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი).
5.2. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ გ. ღ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა. დამცველი არ დაეთანხმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის (გ. ღ–ის გამართლების ნაწილში) უცვლელად დატოვება.
5.3. მსჯავრდებულ ზ. ტ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა– ბ–ემ, მსჯავრდებულ ნ. ო–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ბ. ბ–მა, მსჯავრდებულების: გ. ბ–ის და კ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – კ. ა–მა, მსჯავრდებულების: ზ. თ–ის და გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ჭ–მ, მსჯავრდებულების: გ. დ–ის და ი. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს–ემ, მსჯავრდებულ ი. ბ–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ც. ტ–მ, მსჯავრდებულების თ. ო–ის და მ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ტ. კ–ემ და ჯ. კ–მა, მსჯავრდებულ ლ. ლ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. ნ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულების მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად – გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5.4. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
7.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – ირინე ჩოჩიამ – მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება გ. ღ–ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი), შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
7.1.1. ფარულ აუდიოჩანაწერებში ბრალდებულები ახსენებენ, რომ, იმ „კანონიერ ქურდს“, რომელიც ესაუბრა ბ. ა–ს, გარდაეცვალა მამა. იმავდროულად, გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ღ–ის მამა სწორედ იმ პერიოდში გარდაიცვალა, რა დროსაც ფონოგრამებში საუბრობენ;
7.1.2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დადგინდა, რომ თ. ო–ი ხშირად ესაუბრება ნ. ღ–ს და რ. ნ–ეს, ასევე – პერიოდულად თანხებს ურიცხავს ნ. ღ–ს. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ღ–ის ყოფილი მეუღლე არის რ. ნ–ე, ნ. ღ–ი კი – მათი შვილი;
7.1.3. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიომასალებით ირკვევა, რომ გ. ღ–ი საზღვარგარეთ არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ქ. მ–სთან, ვისთვისაც თ. ო–ს და ლ. ლ–ს გაგზავნილი აქვთ ფულადი თანხა;
7.1.4. თ. ო–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება მისი კონტაქტი “..........”-სთან (ბრალდების მხარის განმარტებით, გ. ღ–ი), ვისთვისაც გადაგზავნილი აქვს ბ. ა–ის ავტომანქანისთვის გადაღებული ვიდეო; ასევე, ხმოვანი შეტყობინებებით დასტურდება, რომ თ. ო–ს მამაკაცთან, რომელსაც მიმართავს გ–ს სახელით, გაგზავნილი აქვს ქ. მ–თან თანხების გადაგზავნის დამადასტურებელი ქვითრის ფოტოები.
8. მსჯავრდებულების გ. დ–ის და ი. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ს–ე, მსჯავრდებულ ლ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ნ–ი, მსჯავრდებულების თ. ო–ის და მ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ტ. კ–ე ითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულოდ ცნობას.
8.1. ადვოკატების – ნ. ს–ის და ნ. ნ–ის – არგუმენტები:
8.1.1. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებებს საფუძვლად არ უდევს პირდაპირი მტკიცებულება; წარმოდგენილი მტკიცებულებებით გ. დ–ის, ი. ნ–ის და ლ. ლ–ის შემხებლობა „ქურდულ სამყაროსთან“ არ დასტურდება; გ. ღ–ის უდანაშაულოდ ცნობა დასახელებული მსჯავრდებულის გამართლების საფუძველია.
8.2. ადვოკატ ტ. კ–ის არგუმენტები:
8.2.1. დაზარალებულ ბ. ა–ის ჩვენება არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება მისივე მეუღლის ჩვენებას; ბ. ა–ის ცემის მსჯავრდების ნაწილში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის მიერ განცდილ ტკივილს დაადასტურებს; „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის აუცილებელია „ქურდულმა სამყარომ“ აღიაროს პირი, თ. ო–ის შემთხვევაში კი ამას ადგილი არ ჰქონია; გ. ღ–ის უდანაშაულოდ ცნობა, თ. ო–ის გამართლების საფუძველია; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში; მ. გ–ის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს ერთადერთი მოწმის, ბ. შ–ის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, რომელიც მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ იყო მიცემული; გამოკვლეულ ფარულ ჩანაწერებში, სადაც მ. გ–ე მონაწილეობს, საუბარი არაა „ქურდული სამყაროს“ თემაზე; ბ. შ–ესთან მ. გ–ის ამოცნობის ჩაუტარებლობით დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა.
9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ (გ. ღ–ის გამართლების ნაწილში) და მსჯავრდებულების: გ. დ–ის, ი. ნ–ის, ლ. ლ–ის, თ. ო–ის და მ. გ–ის ადვოკატებმა (თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დამნაშავედ ცნობის ნაწილში). შესაბამისად, საკასაციო საჩივარიც მხოლოდ დასახელებული პირების გამართლების/მსჯავრდების ნაწილში იქნება განხილული.
11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებით. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მოცულობის და კასატორების არგუმენტების სიმრავლის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეტაპობრივად იმსჯელებს თ. ო–ის, გ. დ–ის, ლ. ლ–ის, მ. გ–ის და ი. ნ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების უტყუარად ჩადენაზე და დასაბუთებულად უარყოფს კასატორების მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტებს.
12. ლ. ლ–ის, თ. ო–ისა და გ. დ–ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (ორი ეპიზოდი) და „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ასევე – თ. ო–ის მიერ ბ. ა–ის ცემის ეპიზოდში, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ დაინტერესებულ მხარეთა შორის არსებობდა ფინანსური დავა. მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბ. ა–მა თ. ო–ისგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც, ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა გადაეხადა 7500 აშშ დოლარი. შეთანხმებული თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, ერთი მხრივ, ბ. ა–ს და, მეორე მხრივ, თ. ო–ს, ლ. ლ–სა და გ. დ–ს შორის შედგა შეხვედრები – 2020 წლის 25 იანვარს, გ. დ–ის სახლში (მდებარე: ქ. თ–ში, ........ში, მე-.. მ/რაიონის, მე-.. კორპუსის ბინა №...-ში), ხოლო, 2020 წლის 5 მარტს – ნაქირავებ ბინაში (მდებარე: ქ. თ–ში, კ–ს ქუჩა N..-ში). აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ლ. ქ–ი და ი. ნ–იც. დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხარეებს შორის „ქურდულ გარჩევას“ ადგილი არ ჰქონია, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. დაზარალებულმა ბ. ა–მა საკუთარ ჩვენებაში დეტალურად განმარტა, რა უძღოდა მის მიერ თანხის სესხებას, როგორ იხდიდა თანხას დათქმულ დროს და რა დაბრკოლებები შეხვდა მოგვიანებით თანხის გადაუხდელობის გამო. ბ. ა–ის განმარტებით, თ. ო–მა, ლ. ლ–მა და გ. დ–მა მოუწყვეს „ქურდული გარჩევა“ და „კანონიერი ქურდების“ სახელითა და საკუთარი ავტორიტეტის გამოყენებით, შეეცადნენ ფულადი თანხის მიღებას; ამავე შეხვედრებზე მას ორჯერ აღუკვეთეს თავისუფლება: თავდაპირველად – ....ში, სადაც თ. ო–მა მოსთხოვა ვალის დროულად გადახდა და პარალელურად, გადაუხდელობის გამო, სცემა სახესა და თავში, ხოლო შემდეგ – კ-ს ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში. მხარეთა მიერ დასმულ დამაზუსტებელ შეკითხვებზე, ბ. ა–მა განაცხადა, რომ თ. ო–ი მას, დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში სცემდა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი, 24.11.2020, 12:42:06), რა დროსაც მსჯავრდებული ხელებს ურტყამდა (იქვე, 12:46:40). ცემის მსჯავრდების ნაწილში მნიშვნელოვანია ბ. ა–ის მეუღლის განმარტებაც, რომ ბ. ა–ს ცემის შემდეგ ცხვირი ჰქონდა დასიებული.
14. დაზარალებულის განმარტებით, ხსენებულ შეხვედრებზე მსჯავრდებულებმა ბინის დატოვების უფლება მხოლოდ მას შემდეგ დართეს, რაც თანხა გადაიხადა – პირველ შემთხვევაში, ლ. ლ–ი გავიდა ბინიდან და თანხა მის მეუღლეს – გ. ბ–ს გამოართვა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ლ. ქ–მა ასესხა საჭირო თანხა. ეს ფაქტები ჩვენების მიცემისას გ. ბ–მა და ლ. ქ–მაც დაადასტურეს. გ. ბ–ის განმარტებით, მეუღლესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თანხა მასთან მისულ ლ-ს გაატანა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი, 09.02.2021, 13:41:08).
15. ბ. ა–მა ჩვენებაში ასევე განმარტა, რომ თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი „კანონიერი ქურდის“ სახელით მისგან ითხოვდნენ ნასესხები თანხის – 50 000 აშშ დოლარის გადახდას და თ. ო–ის მეშვეობით, ინტერნეტ საკომუნიკაციო აპლიკაციის საშუალებით ესაუბრა „გ–ს“, როგორც თ. ო–მა განუმარტა, გ. ღ–ს – „კანონიერ ქურდს“, თუმცა ამ უკანასკნელს პირადად არასდროს შეხვედრია; აღნიშნული სატელეფონო საუბრებისას გ-მ მას მოსთხოვა თანხის გადახდა.
16. ბ. ა–ის ჩვენება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით თანხვდენაშია სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, – ფარული აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან.
17. დაზარალებულ ბ. ა–ის, თ. ო–ის, ლ. ლ–ის და გ. დ–ის შეხვედრების ამსახველი აუდიოჩანაწერებითა და ფარული აუდიო და სატელეფონო საუბრების მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით ცალსახად დგინდება, რომ ბ. ა–ს აქვს დავალიანება, აღნიშნული თანხის მიტანას დაზარალებულს სთხოვენ: თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი; ი. ნ–ი და ლ. ქ–ი კი დაზარალებულს არწმუნებენ, რომ გადაიხადოს თანხა. ფარული აუდიოჩანაწერებით და სატელეფონო მიყურადების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საუბრების ძირითადი ნაწილი შეეხება სწორედ თ. ო–ის, ლ. ლ–ისა და გ. დ–ის მიერ ბ. ა–ისათვის თანხის მოთხოვნას. ამავე ჩანაწერებით დგინდება, რომ აღნიშნული თანხით დაინტერესებული არიან „კანონიერი ქურდები“.
18. აუდიოჩანაწერებით ასევე უტყუარად დასტურდება თ. ო–ის მიერ ბ. ა–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და თავისუფლების აღკვეთის ფაქტები – დაზარალებულს ახსენებენ პირველ შეხვედრაზე მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და კვლავაც ემუქრებიან ძალადობით; ეუბნებიან, რომ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბინას ვერ დატოვებს. თ. ო–ი: ,,...ეხლა „ბრატ“ იქ ქალთან არ მინდოდა ლაპარაკი. ეხლა შენ იქნები ჩვენთან ერთად აქ. არაფერს არ მოგაკლებთ... აი ტელევიზორი გაქვს, მაცივარი გაქვს, ორი ტელევიზორი გაქვს თუ სამი... რაც გაქვს დავაი ყველაფერი ლომბარდში. გასწავლი სადაც არის ლომბარდი, მელომბარდე ვინც არის. ყველა ერთად ვიყოთ აგერ, მაგ შვიდნახევარს მოუკრავ თავს და მერე წახვალ შენ.... აი იმენნა „ზალოგში“ გიტოვებთ, მე გეუბნები მაგას...“; თ. ო–ი: „... „კაროჩე“ ძმა, ტელევიზორია, რაც არის, ლომბარდია, გასაყიდია, გამოსაყიდია, რაც გაქვთ, ტელეფონია, ოქროა, რამეა - რაც გაგაჩნია. ძმა, თორემ იმენნა „ვინუჟდენს“ გამხდი, რომ შენი შვილის თვალწინ მიიღებ, ძმა და მაგრა მიიღებ... და მერე კიდევ იმას მეტყვი ნუ მირტყამო...“; თ. ო–ი: ,,...შენ ჯერ ჩვენგან რაზე გაქვს იცი მისაღები? შენ რომ ხელი მოგხვდა, ადექი და სახლში მიხვედი და ცოლს დაუწყე ტლიკინი, რომ მე ხელი მომხვდაო...“; თ. ო–ი: ,,....იმენა ჩესტზე და...ვი მე, ლ–ს და სამ სულ განაბს, ბიჭო! მე გეუბნები, შენ იქამდე ვერ წახვალ, სანამ შვიდნახევარს არ მოიტან. არც ზიანს მოგაყენებთ, არც არაფერს, მარა შენ იქნები ჩვენთან. შენ გინდა ზალოგი დაარქვი, გინდა პატივისცემა და დაჭერა დაარქვი. აიღე, ეს ტელევიზორი დაალომბარდე, ერთი, მეორე, ტელეფონი დაალომბრადე, ოქრო გექნება სახლში, ის დაალომბარდე, რაღაცა გექნება, ის დაალომბარდე, აქეთ-იქით და აიღებ თანხას...“. თ. ო–ი აღნიშნულ საუბრებში არაერთგზის განმარტავს, რომ მაღალი რეპუტაციით და ავტორიტეტით სარგებლობს; იგი ქუჩაში და „კანონიერი ქურდების“ გარემოცვაშია გაზრდილი; თ. ო–ი: ,,... 24 წლის ბიჭი ვარ, ჩათვალე, რომ 24 წელი, ძმა, რომ გამაჩინეს, „იმენნა“ ქუჩაში დამდეს და მის მერე ქუჩაში მოვდივარ, ქურდებთან ერთად ვიზრდები. თ. ო–ი: ,,...სამი სული ქურდი არის ისეთ სიტუაციაში, რომ ვერ აგიხსნი „ბრატ“. მე ვერ აგიხსნი და თვითონ აგიხსნის. ერთი პატიმარი გამოუშვეს, გვიხაროდა, შეგვიტრიალეს. თან ისეთ ადგილზე შეგვიტრიალეს „ბრატ“ გული გაგვისკდა ლამის. ერთია მამა გუშინ დავუსაფლავეთ მიწაში ჩავუდეთ ძმაო“, მესამეა და საბუთს ვერ აკეთებს და ცხვირს ვერ ყოფს ბრატ. ეგეც პატიმარია ჩათვალე...“; თ. ო–ი, ლ. ლ–ი და გ. დ–ი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან ბ. ა–მა მათი ავტორიტეტი შელახა და „მეპროცენტეებად“ მოიხსენია. აღნიშნულ საუბრებში არაერთხელ არის ნახსენები, რომ ამ თანხას ელის „კანონიერი ქურდი“, რომლის თანხაცაა და აუცილებლად უნდა მიიღოს. თ. ო–ი: ,,...თან ბრატ, არ დაგავიწყდეს, მეპროცენტეები გვეძახა ორ სულ განაბს... იმიტომ დაგირეკეთ, აქეთ ჩვენსკენ ამოვიწიოთ-მეთქი და გ–მაც მასე თქვა, ბიჭები რომ მოვლენ, დამირეკეთო....“. „... „შენ ეხლა იტყუები და დაგამტვრევ...“. გ. დ–ი: „... რატომ მოგხვდა ხელი იმ დღეს ძმა? მაშინ შენ აუხსენი ამ ბიჭებს, ჯობია ძმა, იმიტომ, რომ შენები... ასე რომ ვთქვათ შენი მხრიდან მოსული ხალხია და ჩვენა ვართ...“ ჩანაწერებში ასევე ისმის, როგორ აფრთხილებს გ. დ–ი ბ. ა–ს, რომ უმჯობესია, თანხა დროულად გადაიხადოს, სანამ გ. ჰუმანურად იქცევა. გ–ს ნათქვამის ავტორიტეტულობაზე მიუთითებს ლ. ლ–იც: „..იქ იმენა ხაზგასმით თქვა გ–მ, ძმა, რომ ეს ბიჭები აგერ არიან და ამ ბიჭებთან ერთად იძახი შენ ამ სიტყვებს“
19. მნიშვნელოვანია ლ. ლ–სა და ქალბატონს (გ. ბ–ს) შორის, 2020 წლის 5 მარტს განხორციელებული საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც გარკვევით ისმის, რომ ბ. ა–ი მეუღლეს სთხოვს, თანხა მოიძიოს, დაალომბარდოს ნივთები, რადგან ფული აქვს გადასახდელი. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, არ უშვებენ და მოუწევს იქ დარჩენა. ბ. ა–ი: ,,... ჰო,ჰო, ნუ „პროსტა“ ფული უნდათ, რა, თორემ აქ ვრჩები რა...“.
20. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – „კანონიერი ქურდობისთვის“, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით – პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვისათვის, „ქურდული გარჩევის“ განხორციელების ან თავისთვის ანდა სხვისთვის მატერიალური სარგებლის ან ნებისმიერ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, „ქურდული სამყაროს“ წევრმა/„კანონიერმა ქურდმა“ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ანდა დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი.
21. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.
22. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი აყალიბებს „კანონიერი ქურდის“ დეფინიციას – „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს. იმავდროულად, აღნიშნული კანონის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს „ქურდული გარჩევის“ დეფინიციას, რაც გულისხმობს, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასებას ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტას ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.
23. ობიექტური მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრობა გამოხატულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მოქმედებს ამ სამყაროს მიზნების მისაღწევად. აქტიურ მოქმედებაში იგულისხმება: დაშინება, მუქარა, იძულება, ,,ქურდული გარჩევა“, დანაშაულის ჩადენა, პირების გამოძებნა დანაშაულის ჩასადენად და მათი წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ, იმ ობიექტის მოძიება, საიდანაც შეიძლება ქონების ამოღება. დანაშაული დამთავრებულია „ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად, კონკრეტული ქმედების ჩადენისთანავე და მნიშვნელობა არა აქვს, მიაღწია თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრმა დასახულ მიზანს. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ წევრის მოქმედება მიმართული იყოს „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღებისკენ (იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის №120აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 5).
24. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო დამატებით ობიექტი – პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც შეიძლება განხორციელდეს, როგორც მოქმედებით, ისე – უმოქმედობით. დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, შედეგის დადგომა არაა აუცილებელი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
25. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბ. ა–თან შეხვედრები წარიმართა მეგობრულ გარემოში და რომ ადგილი არ ჰქონია „ქურდულ გარჩევას“, თავისუფლების უკანონო აღკვეთას ან – რაიმე ფიზიკურ ძალადობას. მოწმეთა ჩვენებების, ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერების და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერების შედეგად გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია – გაუგებრობის მეგობრულ გარემოში გარჩევის შესახებ. მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია ბ. ა–სა და თ. ო–ს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის ფაქტი, რაშიც მონაწილეობდნენ გ. დ–ი და ლ. ლ–ი.
26. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება ადვოკატ ტ. კ–ის პოზიციას, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ მხრიდან მოხდეს პირის ამავე სამყაროს წევრად აღიარება. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ადვოკატის მიერ მითითებული კრიტერიუმი არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს და არ გამომდინარეობს „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. „... „ქურდული სამყარო“ არის „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის არაფორმალურ კავშირებზე დაფუძნებული ჯგუფი, რომლის წევრები მოქმედებენ განსაზღვრული კრიტერიუმებით. მათ შორის ყველა კონტაქტი და ურთიერთობა არ ხორციელდება უშუალოდ. ჯგუფს გააჩნია მიკროსტრუქტურა, რომელსაც აყალიბებს ამ ჯგუფის წევრთა პოზიციები და იერარქია. შესაბამისად, ჯგუფში არსებობს ურთიერთდამოკიდებული მდგომარეობა და ინტერესთა კონფლიქტები, რაც, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის მიზნებისთვის, გამორიცხავს „ქურდული სამყაროს“ მხრიდან წევრის აღიარების დადასტურებას“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინება №882აპ.-20, პუნქტი 4.5). ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობას ადგილი აქვს, თუ: ა) პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში; ბ) აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ თ. ო–ი, გ. დ–ი და ლ. ლ–ი, გარდა იმისა, რომ აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში, ჩართულები არიან დავის განხილვა-გადაწყვეტაში და კავშირი აქვთ „ქურდულ სამყაროსთან“.
27. არ არსებობს კასატორების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არც ბ. შ–ის ეპიზოდთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
28. დაზარალებულმა ბ. შ–ემ ჩვენების მიცემისას დაწვრილებით და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ზ. თ–სა და გ. ბ–ს შორის მომხდარი უთანხმოების დაწყება და განვითარება. იგი შუამავალი იყო ზ. თ–სა და გ. ბ–ს შორის ავტომანქანის შეძენის საკითხზე. აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კ. და გ. ბ–ებმა მიმართეს თ. ო–სა და ლ. ლ–ს, ხოლო ზ. თ–მა, თავის მხრივ, თავისი ნაცნობის მეშვეობით – „ქურდული სამყაროს“ წევრს – მ. გ–ეს. ბ. შ–ემ, როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარის კითხვებზე ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ კ. და გ. ბ–ებმა მას უთხრეს, რომ საქმეში ჩართული იყვნენ „შავები“ და ბ–ში იბარებდნენ საქმის გარჩევაზე. საგულისხმოა ისიც, რომ ბ. შ–ისთვის ცნობილი იყო, რომ თ. ო–ი, ლ. ლ–ი და მ. გ–ე იყვნენ „ქურდული მენტალიტეტის“ მქონე პირები (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის N4........ განაჩენით, ბ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ „ქურდული გარჩევის“ განხორციელების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისთვის – ტ.13, ს.ფ. 257-263). მათი მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გ. ბ–ის სასარგებლოდ თანხის ნაწილის გადახდა დაეკისრა ბ. შ–ეს, რადგან ამ უკანასკნელმა გ. ბ–ის მოთხოვნა სათანადოდ არ აცნობა ზ. თ–ს. ამავე შეხვედრაზე თ. ო–მა მას სცემა (ხელებს სახის არეში ურტყამდა), რის გამოც, ცხვირიდან სისხლი წასკდა. ბ. შ–ის ცემის ფაქტი დადასტურებულია თ. ო–ის ტელეფონიდან გამოთხოვილი აუდიო-ვიდეოჩანაწერითაც (ჩანაწერში ჩანს, რომ თ. ო–ის მიერ ბ. შ–ისთვის სახეში ხელების დარტყმის შედეგად, ბ. შ–ეს ცხვირიდან სისხლი სდის). აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბ. შ–ემ, თავისი ნაცნობის – ი. ბ–ას – მეშვეობით, საკითხის განმეორებით განხილვისა და გადაწყვეტისთვის მიმართა ლ. ლ–სა და თ. ო–ს. ბ–ში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, თ. ო–მა, ლ. ლ–მა და მ. გ–ემ სადავო თანხიდან 500 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს ბ. შ–ეს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა – ზ. თ–ს. აღნიშნული თანხა ბ. შ–ემ გადასცა კ. ბ–ს.
29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. შ–ის ჩვენება თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ბ. შ–ის მამხილებელი ჩვენება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით იყო განპირობებული.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან, მით უფრო, როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათი სანდოობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: Luca v. Italy, no 33354/96, § 40-41). თ. ო–ის, ლ. ლ–ის, გ. დ–ის და მ. გ–ის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო ბ. შ–ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენება, ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა – საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა ბ. შ–ე. ბ. შ–ის მამხილებელი ჩვენება არ ყოფილა არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მტკიცებულება თ. ო–ის, ლ. ლ–ის, გ. დ–ის და მ. გ–ის მსჯავრდებისათვის.
31. მ. გ–ის მსჯავრდების ნაწილში, სასამართლო ბ. შ–ის ჩვენებასთან ერთად ითვალისწინებს ფარულ აუდიოჩანაწერებს. ფარული აუდიოჩანაწერებით დგინდება მ. გ–ის აქტიური მონაწილეობა დავის გადაწყვეტაში, კერძოდ, სატელეფონო კონფერენციის დროს მ. გ–ე აზუსტებს ისეთ საკითხებს, რაც ზ. თ–ის ინტერესში შედის. მ. გ–ე უკმაყოფილებას გამოხატავს, რომ გ. ბ–თან საუბარი სატელეფონო კონფერენციით უწევს, ასევე, – იმის თაობაზე, რომ გ. ბ–მა მანქანა სხვასთან გააჩერა და მისი მითითებები არ გაითვალისწინა. მ. გ–ე: „...მაი მანქანა რომ გააჩერე შენ, მე აგერ პირდაპირ გეტყვი, მაშინ მე გელაპარაკე შენ გაიგე? ... არ ვიცოდი, სანამ მანქანას გააჩერებდი, მე შენ შემოგითვალე, მაგას თავი დავანებოთ, მაგი ეგერ ძმებმა ვილაპარაკეთ მაშინდელი თემაა და მაგი კაცო ჩავიარეთ, მარა არ უნდა გაგეკეთებინა, ამნაირ ხალხს რომ იცნობდი კარგი იქნებოდა რომ ამდგარიყავი, ჩამოსულიყავი შენ მაგ მანქანით და არც მანქანას გააჩერებდი და არც კიდე ამდენი ჩახლართული თემა გვექნებოდა, გაიგე? ვიღაც შ–ს რომ მიუყვანე და მანქანა გაუჩერე ძმა, მაგიტომ გავიჭედეთ ჩვენ მასე, გაიგე? „პროსტა“ არ ვიცოდი თუ გქონდა ჩვენ ძმებთან შეხება შენ. ეხლა რომ აქ ყოფილიყავი ვაფშე უკეთესი იქნებოდა, დანარჩენი აგერ არიან, რა. თუ რამე დაგირეკავ...“.
32. ლ. ლ–ის, თ. ო–ისა და მ. გ–ის საუბრებიდან დასტურდება, რომ ისინი პატივს სცემენ „ქურდულ სამყაროს“. მსჯავრდებულები აქტიურად მონაწილეობენ შეხვედრების ორგანიზებაში და მათ მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებებით ემსახურებიან საქმის არასამართლებრივი გზით („ქურდული სამყაროს“ წესებით) გადაწყვეტის მიზნებს. ამასთან, მ. გ–ის მიმართ არსებული პატივისცემა თ. ო–ის მხრიდან უტყუარად დასტურდება თ. ო–სა და გ. ბ–ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრებიდან. თ. ო–ი: „...გ–ო, მე, ბიჭო „იმმენნა“ მიგიღე როგორც ძმათ, ძმა.... „იმენნა“ ისე მიგიღე ჩემი პაყვასგან და ჩემი მ–სგან და „ვაფშე“ თქვენი ძმაო... ლ–ებიდან გამომდინარე ძმა და ჩემი ძმები ხართ ბიჭო. გეუბნები უბრალოდ ძმაო დაარიგე მაშინ როგორ უნდა ილაპარაკოს თორე გეუბნები გ–ო, შენ თავს ვფიცავარ, რაც ბ–ს მოხვდა ანალოგიური მოუვა მაგასაც ძმა...“ „...იმიტომ, რომ ვიცოდი ზ–ა არ წავიდა აქიდან კმაყოფილი ძმა და მაგი მ–საც ვუთხარი რო ეს კმაყოფილი არაა-მეთქი.“
33. სადავო საკითხის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარებისთვის გამართულ სატელეფონო კონფერენციაში (ფონოგრამები ..........; .........; .........) ზ. თ–ის მხრიდან აქტიურად მონაწილეობს მ. გ–ეც: „ბოდიში ბრატუხა, ძამი რაღაცა მინდა გკითხო“ (ტელ. მიღმა ისმის თ. ო–ის ხმა - მ–ა არი რა, რო იცოდე) შემდეგ აგრძელებს გ–ძე: ერთი წამით, ერთი წამით „პაწელეფონო“ არ უნდა ახლა, შეკითხვას ვუსვამ, მიხვდება ხო. მომისმინე ძამი....ეს ზ–ა, შენ გირეკავდა გადასახადის დროს და გეუბნებოდა ფული გადასახდელია და რა უნდა იქნას, აი ბანკი რო მოდიოდა?. კაროჩე ეს ერთი, მეორე ძმა იქ რაღაცა მეტი იყო სახდელი, გაიგე? შენ იხდილი შენს მანქანაზე 360 და ამან რო მოგიყვანა უკვე 400 უნდა ყოფილიო და იყო ესეთი ლაპარაკი, რომ ზ–ამ გითხრა შენ რომ „კაროჩე“ ეგ 360 მოიტანე შენ და მაგ 30-40 ლარს რაზნიცას მე დავამატებ. იყო ასეთი ლაპარაკი?“ „...ძმა, ისევ მ–ი ვარ. მოდი ახლა რას გეტყვი, ზ–ი იძახის ნახე რას. თუ სრულ თანხას მომცემდაო ბანკიო, უნდა მიმეცა სრულიო და მერე რო არ მომცენო, იგიც ვაცოდინეო, რომ 3400$ მაძლევსო ბანკიო...“ სადავო საკითხის გარჩევისას მ. გ–ის ჩართულობა დგინდება .........., ........., ....... ფონოგრამებითაც.
34. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს ამ კატეგორიის დანაშაულების საქმეებში, დიდწილად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირები გამოირჩევიან კრიმინალური უნარ-ჩვევებით, სიფრთხილით და, როგორც წესი, თავს იკავებენ კომუნიკაციისას ღია ტექსტებით საუბრისაგან. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების ერთობლივად შეფასება, მთლიანი სურათის უკეთ დასანახად და სათანადოდ შესაფასებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის №120აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 25). თავისუფალ გარემოში ფორმირებული ამ ტიპის მტკიცებულებები, როდესაც ჩანაწერების ფიგურანტები მოქმედებენ თავისუფალი ნებით, ყოველგვარი ზემოქმედებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის საფრთხის გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას, უპირობოდ მნიშვნელოვანია.
35. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ადვოკატ ტ. კ–ის არგუმენტს, რომ ბ. შ–ესთან მ. გ–ის ამოცნობის ჩაუტარებლობით დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა.
36. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ბ. შ–ე გამოძიების ეტაპზევე ასახელებდა იმ პირთა ვინაობას, რომლებმაც ის დაიბარეს ბ-ში და სადავო საკითხი გადაწყვიტეს ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მათ შორის, დაასახელა მ. გ–ეც. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ამოცნობის ჩატარების კანონისმიერი აუცილებლობა აღარ არსებობდა.
37. საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დამცველის პოზიციას, ი. ნ–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან, ერთი მხრივ, მოწმეთა ჩვენებით და, მეორე მხრივ, ფარული ჩანაწერებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ი. ნ–სა და მის ნაცნობ ნ. ო–ს შორის წარმოშობილი დავა ი. ნ–ის კუთვნილი, გაყიდული ავტომანქანის თანხასთან დაკავშირებით, ი. ნ–ის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის მიმართვის საფუძველზე, დაექვემდებარა „ქურდულ გარჩევას“. კერძოდ, თ. ო–სა და ი. ნ–ს შორის 2020 წლის 8 მარტს განხორციელებული ფარული აუდიოჩანაწერებით ირკვევა, რომ ი. ნ–ი თ. ო–ს უყვება მასსა და მის ნაცნობს შორის მომხდარ უთანხმოებაზე და სთხოვს „უფროს ძმასთან“ დაკავშირებას, მისი აზრის მოსმენას, საჭიროების შემთხვევაში კი – გვერდში დგომას და დახმარებას. ი. ნ–ი: „...ეხლა მე ჩემს უფროს ძმასთან ძმა, „სვიაზზე“ ვერ გავდივარ რა და მაგიტომ გირეკავ, რომ ჩვენი უფროსი ძმის აზრი...“; ,,...ხოდა პროსტა იცი რა მინდა მერე თუ „ნა ვიდუ“ დადგა ეს ლაპარაკი, დადგენა მერე კიდევაც რა, ჩვენს ძმას მინდა, რომ მოუყვე რა, მაგის აზრი მაინტერესებს ძმა, კაი?...“ თ. ო–ი: ,,...ბაზარი არ არის ძმა, რა პრობლემაა?!...“ ი. ნ–ი: ,,...ხო რა. ხო აზრზე ხარ ძმა, .., მაგ პონტში მინდა თქვენი გვერდში დგომა, ხომ აზრზე რომ რამე რომ იყვეს ძმა...“ ფარული ჩანაწერებით დადგენილია, რომ აღნიშნულ გარჩევაში, თ. ო–სა და სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: გ. დ–ი, ლ. ლ–ი და „უფროსი ძმა“ – გ–ა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. ნ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით საფუძვლიანი, კანონიერი და სამართლიანია.
38. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ. ღ–ისთვის წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით) დასადასტურებლად.
39. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
40. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. ღ–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
41. გ. ღ–ის ბრალდებას პირდაპირ არც რომელიმე მოწმის ჩვენება ადასტურებს და არც რომელიმე წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულება. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან მხოლოდ ერთი მოწმე – ბ. ა–ი – განმარტავს, რომ მობილური ტელეფონით ორჯერ ესაუბრა ვინმე გ–ს, რომელზეც თ. ო–მა უთხრა, რომ იყო გ. ღ–ი (სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მყარი მტკიცებულება, მაგ., ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩანაწერში არსებული „ვინმე გ–ს“ ხმის და გ. ღ–ის ხმის იდენტურობას დაადგენდა). საგულისხმოა, რომ ბ. ა–მა ვერ შეძლო ამ ინფორმაციის დანამდვილებით დადასტურება, რადგან ამ პირთან კომუნიკაცია მანამდე არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით შეუძლებელია იმის კატეგორიულად თქმა, რომ კომუნიკაციის მეორე მხარეს ნამდვილად გ. ღ–ი იყო.
42. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებს, თ. ო–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რაზედაც ძირითადად აპელირებს ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში (იხ. პუნქტი 7.1.1.-7.1.4.), საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს მსჯავრდებულების კავშირს გ. ღ–ის ოჯახის წევრებთან, მათ შორის, როგორც ყოფილ მეუღლესა და შვილთან, ისე – ქ. მ–სთან, ასევე – ფულადი თანხების ჩარიცხვის ფაქტებს და გ. ღ–ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ვერ გამოდგება, მით უფრო, მაშინ, როდესაც აღნიშნული კატეგორიულად უარყვეს თ. ო–მა, ლ. ლ–მა და გ. დ–მა. ამდენად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ გ–ა, რომელიც უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და აძლევდა მათ უკანონო მითითებებს „ქურდული ტრადიციების და მენტალიტეტის“ გაძლიერების მიზნით, იყო გ. ღ–ი.
43. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ღ–ის უდანაშაულოდ ცნობა სხვა მსჯავრდებულთა გამართლებას ვერ გამოიწვევს, რადგან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მსჯავრდებული პირების კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“, მათ შორის, ვინმე გ–სთან, რომელიც აძლევდა მათ უკანონო მითითებებს.
44. რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. მით უფრო, რომ დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.
45. ამდენად, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლი 27 იანვრის გაჩინებასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მიმართვას ... ..........
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
48. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირინე ჩოჩიას, მსჯავრდებულ ლ. ლ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ნ–ის, მსჯავრდებულების – თ. ო–ის და მ. გ–ის – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ტ. კ–ის, მსჯავრდებულების – ი. ნ–ის და გ. დ–ის – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ს–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის განაჩენზე.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე