Facebook Twitter

საქმე # 330100123007730048

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N278აპ-25 15 აპრილი, 2025 წელი

ბ-ძე ვ, 278აპ-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ვ. ბ-ძე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

1.2. გაუქმდა ვ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენით:

2.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4. 2025 წლის 28 მარტს მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა იშუამდგომლა - არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი და ითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე