Facebook Twitter

საქმე N 190100121004951820

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1110აპ-24 ქ. თბილისი

მ–ა ს., 1110აპ-24 4 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპრკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. მ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2333-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. ს. მ–სათვის ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და მას კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან – თ. ჭ–თან, ს. ტ–თან, თ. ტ–თან, მ. ბ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“, მეგობრის – გ. ბ–ის – მიმართ ძალადობის გამო, დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიძას – მ. ბ–ს – და სხვა პირებს, რომელთაც მიაწოდა ინფორმაცია გ. ბ–ის მიმართ ამავე სამყაროს წევრის – თ. ჭ–სა – და ამ სამყაროსთან დაკავშირებული პირის – ა. შ–ის – ძალადობის შესახებ, ჩავიდა „ქურდული სამყაროს“ წევრის – ს. ტ–ის – „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში, სადაც თ. ჭ–თან, ა. შ–სა და ლ. ტ–ესთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შეეხებოდა გ. ბ–ის მიმართ ძალადობასა და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ტ–ეს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2333-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. ლ. ტ–ისთვის ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და მას კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან – თ. ჭ–თან, ს. ტთან, თ. ტ–თან, მ. ბ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“, მეგობრის – გ. ბ–ის მიმართ ძალადობის გამო, დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს: ს. მ–ს ბიძას – მ. ბ–სა – და სხვა პირებს, რომელთაც მიაწოდა ინფორმაცია გ. ბ–ის მიმართ ამავე სამყაროს წევრის – თ. ჭ–ისა – და ამ სამყაროსთან დაკავშირებული პირის – ა. შ–ის – ძალადობის შესახებ, ჩავიდა „ქურდული სამყაროს“ წევრის – ს. ტის –„ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში და იქ, თ. ჭ–თან, ა. შ–სა და ს. მ–სთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შეეხებოდა გ. ბ–ის მიმართ ძალადობასა და ქურდული სამყაროს სხვა წევრებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2333-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართღლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. გ. ბ–ისათვის ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და მას კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან – თ. ჭ–თან, ს. ტთან, თ. ტ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“, მის მიმართ ძალადობის გამო, არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ მეგობრის – ს. მ–ს – მეშვეობით დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს, რომელთაც მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ ამავე სამყაროს წევრის – თ. ჭ–ისა – და ამ სამყაროსთან დაკავშირებული პირის – ა. შ–ის – ძალადობის შესახებ, ჩავიდა „ქურდული სამყაროს“ წევრის – ს. ტ–ის – „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში და იქ აქტიურად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შეეხებოდა მის მიმართ ძალადობას და ს. ტ–ს მოსთხოვა, შურისძიების მიზნით, ხელი დაერტყმევინებინა თ. ჭ–ისათვის.

3.2. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე, ქალაქ რ–ში, გ. ბ–მა, მის მიმართ ძალადობის გამო, არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, არამედ მეგობრის – ს. მ–ს მეშვეობით დაუკავშირდა „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს, რომელთაც მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ ამავე სამყაროს წევრის – თ. ჭ–სა – და ამ სამყაროსთან დაკავშირებული პირის – ა. შ–ის – ძალადობის შესახებ, ჩავიდა „ქურდული სამყაროს“ წევრის – ს. ტ–ის – „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში, მიმართა ს. ტ–ს ქურდული გარჩევის მოწყობის მიზნით. მას, „ქურდული სამყაროს“ წესების თანახმად, უნდა „მიეღო“ და ხელი დაერტყა თ. ჭ–ისთვის.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ვ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2333-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართღლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. ლ. ვ–ისთვის ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და მას კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან – თ. ტ–თან, ა. მ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შეეხებოდა ა. მ–ის მიმართ არსებულ პრეტენზიას. მას უთხრა, რომ: ამ დღიდან მხოლოდ „ქურდული“ აკავშირებდათ.

5. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ფ–ეს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2333-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართღლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

5.1. მ. ფ–სათვის ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და მას კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან – თ. ტ–თან, ა. მ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში, აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შეეხებოდა ა. მ–ის მიმართ არსებულ პრეტენზიას, აცხადებდა, რომ: არიან ცხოვრებით „ქურდები“, ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგნენ და „ქურდულის“ გარდა ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეთ ძმაკაცურიც.

6. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ხ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ესე იგი, ნებისმიერი ქმედება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2333-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა), ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართღლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

6.1. გ. ხ–ისთვის ცნობილი იყო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და მას კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ წევრებთან – გ. ვ–თან, ა. შ–სთან, ა. ა–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“, პატივს სცემს გ. ვ–ს, როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრს, აცხადებს, რომ „ – „ქურდებს“, „ძველებსა“ და „განაბებს“ გ–ი განაგებს“, გამოხატავს მზადყოფნას, მოაწყოს „ქურდული შეკრება“ და „ქურდული გარჩევა“, რომელიც შეეხება ი. შ–ს მიმართ ზ. კ–ს პრეტენზიას.

7. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

7.1. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე, საქართველოში არსებული პენიტენციური დაწესებულიდან, ზ. კ. უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრს – ა. ა–სა – და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერს – გ. ხ–ს – და ეუბნებოდა, რომ მოეწყოთ „ქურდული გარჩევა“, რომელიც შეეხებოდა ი. შ–ის მიმართ მის პრეტენზიას. ზ. კ–ს თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ი. შ–ის ქმედებები არ იყო „ქურდული“ და „კაი ბიჭის“ საქციელი, ამბობდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, „3 სული „ქურდი“ უკვე საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული. ა. ა–ი გამოხატავდა მზადყოფნას, ამასთან დაკავშირებით, მოეწყო „ქურდული გარჩევა“, ხოლო გ. ხ–ე სთავაზობდა, თუ სად და როგორ შეიძლებოდა აღნიშნული საკითხი განეხილათ და თუ საჭირო იქნებოდა, თავისი ხარჯით ჩაიყვანდა ი. შ–ეს „ძმებთან“, საზღვარგარეთ.

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით:

8.1. ს. მ– საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

8.2. ლ. ტ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

8.3. გ. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა;

8.4. ლ. ვ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

8.5. მ. ფ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

8.6. გ. ხ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

8.7. ზ. კ– საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. მ–ს, ლ. ტ–ის, გ. ბ–ის, ლ. ვ–ის, მ. ფ–ის, გ. ხ–ისა და ზ. კ–ს დამნასავეებად ცნობას მათთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპრკურორო სამმართველოს პროკურორმა – ხატია გოგრიჭიანმა – რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმებას, ს. მ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ლ. ტ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ბ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ლ. ვ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მ. ფ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ხ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ზ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავეებად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარისი, ეჭვის გამომრიცხავი, ერთმანეთთან შეთანხმებული, პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც სარწმუნოდ დგინდება მათი ბრალეულობა.

12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

14. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ს. მ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ლ. ტ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ბ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ლ. ვ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მ. ფ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ხ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ზ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავეებად ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება: ს. მ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ლ. ტ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ბ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ლ. ვ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მ. ფ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ. ხ–ის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ზ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2234-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ბრალდების მხარემ კი, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით – მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, რომლებზეც დიდიწილად არის მითითებლი საკასაციო საჩივარში – უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ ს. მ–მ, ლ. ტ–ემ, გ. ბ–მა, ლ. ვ–ემ, მ. ფ–ემ, გ. ხ–ემ და ზ. კ–მ ნამდვილად ჩაიდინეს ის დანაშაულები, რომლებსაც, ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ბრალდების მხარე ედავებოდა მათ.

16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს – მათ შორის, რამდენად ქმნიდა საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად – რომლებიც გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთ გადაწყვეტილებაში, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპრკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი