საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1131აპ-24 8 აპრილი, 2025 წელი
ლ-ა ბ., №1131აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატების – ს. კ-ას და გ. ლ-ის, მსჯავრდებულ ბ. ხ-ს ადვოკატების – მ. ჭ-ის და ლ. ზ-ის – საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ბ. ლ-ას - ბრალად ედებოდა:
1.1.1. განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
1.1.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.1.3. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
1.2. ბ. ხ-ს - ბრალად ედებოდა:
1.2.1. განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
1.2.2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.2.3. პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია);
1.2.4. ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
1.3. ლ. რ-ს - ბრალად ედებოდა:
1.3.1. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.3.2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
1.3.3. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებებით, ბ. ლ-ას, ბ. ხ-ს და ლ. რ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2.1. ბ. ხ-ს და ბ. ლ-ას სურდათ ა. შ-ას მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის – ა. შ-ას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის – აღსრულების მიზნით, 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ბ. ხ- და ბ. ლ-ა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ატარებდნენ მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ბ. ხ-ს მართვის ქვეშ მყოფი, თეთრი „მერსედეს ბენცი“ „ც“ კლასის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – „--”, მივიდნენ ა. შ-ას საცხოვრებელ კორპუსთან, მდებარე: თ- კორპუსის მიმდებარედ. ბ. ლ-ა გადავიდა ავტომობილიდან, ხოლო ბ. ხ- დარჩა ავტომობილის საჭესთან. ბ. ლ-ა მივიდა ა. შ-ას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან და დაელოდა მის დაბრუნებას. სწორედ ამ უკანასკნელის გამოჩენისას ბ. ლ-ამ ამავე კორპუსის სადარბაზოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. შ-ას. სროლების დასრულების შემდეგ, ბ. ლ-ა გაიქცა, ჩაჯდა ბ. ხ-ს ავტომობილში და თანამზრახველთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ა. შ-ა, მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2.2. ბ. ხ-ს და ბ. ლ-ას სურდათ ა. შ-ას მოკვლა. დანაშაულის ჩასადენად მათ ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, კერძოდ, ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნები. ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ბ. ხ- ბ. ლ-ასთან ერთად, ჯგუფურად ატარებდა 2021 წლის 18 ოქტომბერს, თ------ კორპუსის მიმდებარედ.
2.3. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თ--------ში ბ. ლ-ა უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 3,85 გრამს, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.4. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, თ----ში ლ. რ-ის ბინის ჩხრეკის ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ. ხ-, რომელიც, პოლიციელების დანახვაზე, გახდა აგრესიული, იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს გ. ბ-ს, გ. ო-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ხელყუმბარას მოაძრო რგოლი, გაააქტიურა და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. სწორედ ამ დროს, ბ. ხ-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ. რ-მა, რითაც ისარგებლა ბ. ხ-მ და გადახტა აღნიშნული ბინის აივნიდან მე-8 სართულზე, ბ---ის აივანზე, ხოლო ხელყუმბარა ისროლა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების ი----ის, გ. გ-ის და ნ. ჩ-ის მიმართულებით. ხელყუმბარა არ აფეთქდა და დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე. ხელყუმბარა, რომელიც ბ. ხ-ს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი, ინახავდა და ატარებდა, გამნაღმველებმა ამოიღეს.
2.5. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, თ---------------ში, ბ. ხ- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ამასთან, 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ბ. ხ. თ-----------ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს – ყუმბარებს. ბ. ხ-მ პოლიციელების დანახვაზე ერთ-ერთი ყუმბარა აამოქმედა და ისროლა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რაც არ აფეთქდა და დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე. ყუმბარა ამოიღეს გამნაღმველების დახმარებით. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბ. ხ-, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი კიდევ ერთი ყუმბარა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ამოღებული ყუმბარები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
2.6. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, თ----------ში, ლ. რ-ის ბინის ჩხრეკის ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ. ხ-, რომელმაც, პოლიციელების დანახვაზე, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი, გააქტიურა ხელყუმბარა, მოამზადა საბრძოლო მდგომარეობისთვის და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბ. ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს – მ. ქ-ეს და გ. რ-ს – ძალადობის გამოყენებით ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ. რ-მა, კერძოდ, საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. რ-ს, ასევე, ფიზიკურად იძალადა და სამსახურებრივი ჟილეტი დაუზიანა პოლიციის თანამშრომელს – მ. ქ-ეს. აღნიშნულით ისარგებლა ბ. ხ-მ და მიმალვის მიზნით, აღნიშნული ბინის აივნიდან გადახტა მე-8 სართულზე, ბ---ის აივანზე.
2.7. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დღის საათებში, თ--------ში ლ. რ-ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 5,28 გრამს, რომელიც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.8. ლ. რ-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის „კანაფის“ თესლები. ვინაიდან ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ აღნიშნული მცენარე შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვიტა მისი მოყვანა. ამ მიზნით, ლ. რ-მა, მის საცხოვრებელ სახლში – თ სართულზე მდებარე ბ--ში დათესა და უვლიდა, რწყავდა და შესაბამის პირობებს უქმნიდა. ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, უკანონოდ დათესილი და მოყვანილი მცენარეები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მცენარე კანაფს, საერთო წონით (ფესვის გარეშე) – 55,3 გრამს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით:
3.1. ბ. ლ-ა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ბ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას სასჯელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბ. ლ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით განსაზღვრული 4 წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა ამავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;
3.5. ბ. ხ- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
3.7. ლ. რ-ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.8. ლ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
- საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის – ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;
3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. რ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ბ. ხ-ს და ბ. ლ-ას სურდათ ა. შ-ას მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის – ა. შ-ას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის – აღსრულების მიზნით, 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ბ. ხ- და ბ. ლ-ა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ატარებდნენ მათ მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ბ. ხ-ს მართვის ქვეშ მყოფი, თეთრი „მერსედეს ბენცი“ „ც“ კლასის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – „X--------”, მივიდნენ ა. შ-ას საცხოვრებელ კორპუსთან, მდებარე: თ---–--–ი, გ---- კორპუსის მიმდებარედ, ბ. ლ-ა გადავიდა ავტომობილიდან, ხოლო ბ. ხ- დარჩა ავტომობილის საჭესთან. ბ. ლ-ა მივიდა ა. შ-ას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან და დაელოდა მის დაბრუნებას. სწორედ ამ უკანასკნელის გამოჩენისას, ბ. ლ-ამ ამავე კორპუსის სადარბაზოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. შ-ას. სროლების დასრულების შემდეგ, ბ. ლ-ა გაიქცა და ჩაჯდა ბ. ხ-ს ავტომობილში და, თანამზრახველთან ერთად, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ა. შ-ა მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
4.2. ბ. ხ-ს და ბ. ლ-ას სურდათ ა. შ-ას მოკვლა. დანაშაულის ჩასადენად მათ ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და საბრძოლო მასალა (ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნები). ხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას ბ. ხ- ბ. ლ-ასთან ერთად, ჯგუფურად ატარებდა 2021 წლის 18 ოქტომბერს თ---–--–ი, გ------ კორპუსის მიმდებარედ.
4.3. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, თ---ში, ლ. რ-ის ბინის ჩხრეკის ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ. ხ-, რომელიც პოლიციელების დანახვაზე გახდა აგრესიული, იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს გ. ბ-ს, გ. ო-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და გაააქტიურა საბრძოლო მოქმედებისთვის. სწორედ ამ დროს ბ. ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ. რ-მა, რითაც ისარგებლა ბ. ხ-მ და გადახტა აღნიშნული ბინის აივნიდან მე-8 სართულზე, ბ-----ის აივანზე, ხოლო ხელყუმბარა ისროლა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების ი----ის, გ. გ-ის და ნ. ჩ-ის მიმართულებით. ხელყუმბარა არ აფეთქდა და დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე. ხელყუმბარა, რომელიც ბ. ხ-ს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონდა შეძენილი, ინახავდა და ატარებდა, ამოიღეს გამნაღმველებმა.
4.4. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, თ-----ში, ბ. ხ- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ამასთან, 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ბ. ხ- თ------------ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს – ყუმბარებს. ბ. ხ-მ პოლიციელების დანახვაზე, ერთ-ერთი ყუმბარა აამოქმედა და ისროლა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, რაც არ აფეთქდა და დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე. ყუმბარა ამოიღეს გამნაღმველებმა. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბ. ხ-. მას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი კიდევ ერთი ყუმბარა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ამოღებული ყუმბარები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
4.5. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, თ---ში ლ. რ-ის ბინის ჩხრეკის ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ. ხ-, რომელმაც, პოლიციელების დანახვაზე, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი, გააქტიურა საბრძოლო მოქმედებისთვის და იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ბ. ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს – მ. ქ-ეს და გ. რ-ს – ძალადობით ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ. რ-მა, კერძოდ: საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. რ-ს, ასევე ფიზიკურად იძალადა და სამსახურებრივი ჟილეტი დაუზიანა პოლიციის თანამშრომელს მ. ქ-ეს. აღნიშნულით ისარგებლა ბ. ხ-მ და მიმალვის მიზნით გადახტა აღნიშნული ბინის აივნიდან მე-8 სართულზე, ბ--ის აივანზე.
4.6. ლ. რ-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის – „კანაფის“ თესლები. ვინაიდან ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ აღნიშნული მცენარე შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვიტა მისი მოყვანა. ამ მიზნით, ლ. რ-მა, მის საცხოვრებელ სახლში – თ---- სართულზე მდებარე ბ--------ში დათესა და უვლიდა, რწყავდა და შესაბამის პირობებს უქმნიდა. ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული, უკანონოდ დათესილი და მოყვანილი მცენარეები წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მცენარე კანაფს, საერთო წონით (ფესვის გარეშე) – 55,3 გრამს.
4.7. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თ-------ში ბ. ლ-ა უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 3,85 გრამს.
4.8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, დღის საათებში, თ----ში ლ. რ-ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით – 5.28 გრამს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლევან ვეფხვაძემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბ. ლ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატებმა – ს. კ-ამ და გ. ლ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გაუქმება ბ. ლ-ას მსჯავრდების ნაწილში და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5.3. მსჯავრდებულ ბ. ხ-ს ადვოკატებმა – მ. ჭ-მა და ლ. ზ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ბ. ხ-ს მსჯავრდების ნაწილში და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ. რ-ს შორის და შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი ლ. რ-ის მიმართ, კერძოდ:
6.1. ლ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
6.2. ლ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით;
6.3. ლ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
6.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. რ-ს, საბოლოოდ, ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-41 ნაწილის საფუძველზე, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 1 წლით; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები – 10 წლით, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 5 წლით;
6.5. ლ. რ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 18 ოქტომბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენით, პროკურორ ლევან ვეფხვაძის და მსჯავრდებულების – ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს – ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განაჩენი ბ. ლ-ასა და ბ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
8.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლევან ვეფხვაძემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენის შეცვლა. კერძოდ, ბ. ლ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც. პროკურორის მტკიცებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ბ. ლ-ას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის დასადასტურებლად.
8.2. მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატებმა – ს. კ-ამ და გ. ლ-ემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ბ. ლ-ას მსჯავრდების ნაწილში და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
· განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ბ. ლ-ას ბრალეულობას;
· ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს, რადგან ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ბოტასზე ბ. ლ-ას და ა. შ-ას დნმ-ის ნიმუშები გამომძიებლებმა ხელოვნურად გადაიტანეს (აღნიშნული ბოტასი ეკუთვნის არა ბ. ლ-ას, არამედ – იმავე სახლში მცხოვრებ რ. კ-ას);
· საეჭვო და არასანდოა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ბ. ლ-ას სუნის ნიმუში ამოვიდა ღია სივრციდან (შემთხვევის ადგილიდან) და არა – დახურული სივრციდან (ბ. ხ-ს ავტომობილიდან), რომელშიც სუნის დარჩენის მეტი ალბათობა არსებობს;
· მოწმე-პოლიციელების ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივი და, შესაბამისად, არასანდოა;
· იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტი ვერ დასტურდება, რადგან დანაშაულის იარაღი არ ამოღებულა;
· ვიდეოჩანაწერებში არსებული პირის და ბ. ლ-ას იდენტურობა არ დადგენილა;
· ბ. ლ-ა შემთხვევის დღეს სახლში, მეუღლესთან ერთად, იმყოფებოდა;
· წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ. ლ-ას მხრიდან ა. შ-ას თვალთვალის ფაქტი. ამასთან, არ არსებობს მკვლელობის მოტივი.
8.3. მსჯავრდებულ ბ. ხ-ს ადვოკატებმა – მ. ჭ-მა და ლ. ზ-ემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა ბ. ხ-ს მსჯავრდების ნაწილში. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაცვლად, ბ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის; საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაცვლად, ბ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის; ბ. ხ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
· ბ. ხ-ს მსჯავრდება ა. შ-ას მკვლელობის ნაწილში, ბ. ლ-ასთან მეგობრობამ განაპირობა, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რადგან არ ემყარება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს;
· 2021 წლის 25 აგვისტოს, ი--- ს---ას ბ--დან წამოსვლის შემდეგ, ბ. ხ- რამდენიმე საათში გამოვიდა ბ---დან, რის გამოც, გამოირიცხება მისი მონაწილეობა ი. ს-ას ავტომანქანაზე თვალთვალში;
· ბ. ხ-ს გამოკითხვამდე, პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ „ფარული საგამოძიებო მოქმედება – ფარული ჩაწერისას“ მან აღიარა დანაშაულის შეუტყობინებლობა. ეს კი თვითინკრიმინაციის დაცვის უფლების უგულებელყოფით უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, რადგან ამით ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა უმჯობესდება;
· სახეზე ვერ იქნება ჯგუფური მკვლელობა, რადგან ბ. ხ- დანაშაულში უშუალოდ არ მონაწილეობდა;
· ა. შ-ას მკვლელობაში ბ. ხ-ს როლის დაუდასტურებლობა უსაფუძვლოს ხდის მისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხილ მსჯავრს;
· საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება ა. შ-ას მკვლელობის მოტივი;
· საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფორმულირებაში არ არის მითითებული, რომ ბ. ხ-მ განიზრახა ვინმეს სიცოცხლის მოსპობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ, სურვილის შემთხვევაში, ბ. ხ-ს შეეძლო აემოქმედებინა ხელყუმბარა, თუმცა ასე არ მოქცეულა. შესაბამისად, ბ. ხ-ს ქმედება მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმის ფარგლებში უნდა შეფასდეს;
· სააპელაციო სასამართლომ განაჩენში არ იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ბ. ხ-ს მსჯავრდებასთან მიმართებით, ამ ნაწილში დაცვის მხარის საჩივრის არარსებობაზე მითითებით, რაც არასწორია, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული იყო სრული მოცულობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით დაიკითხა არაერთი მოწმე, გამოიკვლიეს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, ამასთან, ცალკეულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, გამოკვლევის გარეშე მიიღეს მტკიცებულებებად, სახელდობრ:
3. მოწმე თ. კ-ის ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს თ---–--–ი, გ---ში მდებარე კორპუსში, ბ------2ა-ში. 2021 წლის 18 ოქტომბერს, იმყოფებოდა სახლში, შვილთან ერთად. დაახლოებით 00:00 საათის შემდეგ, გაიგონა გასროლის ხმა, რომელსაც მოჰყვა რამდენიმე, დაახლოებით ხუთი გასროლა. მან, სათანადო რეაგირების მიზნით, დარეკა 112-ში. მოგვიანებით შეიტყო, რომ მეზობელი ქალი იყო გარდაცვლილი, რომელიც, დაახლოებით 3 თვით ადრე გადავიდა მათ კორპუსში საცხოვრებლად. მოწმის განმარტებით, მათ კორპუსში მოხვედრის 3 გზა არსებობს: ავტოფარეხის, სადარბაზოს ან კორპუსის უკანა მხარეს, შიდა ეზოს გავლით. უკანა მხარე არის ღია სივრცე. შესაბამისად, უცხო პირის შესვლა სადარბაზოში შესაძლებელია. სადარბაზოს და ავტოფარეხის განათებები ავტომატურ რეჟიმზეა. გარკვეული პერიოდით ადრე, სადარბაზოს განათება გამოვიდა მწყობრიდან. კორპუსის თავმჯდომარემ – ბ. ბ-ემ – სამეზობლო ჩატში ჩააგდო ვიდეო და იკითხა, ხომ არ ეცნობოდა ვინმეს ვიდეოზე დაფიქსირებული ბიჭი. ვიდეოზე ჩანდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შესასვლელ კართან არსებულ განათების სისტემას აზიანებდა.
4. თ. კ-ის ტელეფონის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, გამომძიებელმა თ. კ-ის კუთვნილ „აიფონ 6 S“ მოდელის მობილურ ტელეფონში დაათვალიერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის ჩატი, სახელწოდებით: „გ-----“, სადაც 2021 წლის 23 სექტემბერს, 23:13 საათზე გამოგზავნილია ტექსტი, შემდეგი სიტყვებით: „ორი დღეა, სადარბაზოს გარე სინათლე არ მუშაობს. აი, თურმე, ეს გარეწარი, ნახეთ რა, ან რატომ გააკეთა, ან ვინ არის“. ტექსტის შემდეგ არის 2021 წლის 21 სექტემბერს, 23:05:02 საათიდან ჩაწერილი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სადარბაზოს შესასვლელ კარებთან მიდის შავებში ჩაცმული მამაკაცი (სახე არ უჩანს), აცვია შავი შარვალი, შავი კაპიუშონიანი ზედა, შავი ფეხსაცმელი, თეთრი ძირით. აღნიშნული მამაკაცი ხელს ჰკიდებს კარის სახელურს, ადის კარზე, რის შემდეგაც, ხელით აძრობს კაბელს და ქრება შუქი (ტომი 1; ს.ფ 124-127).
5. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ თ---–--–ი, გ---ში მდებარე კორპუსთან გარდაცვლილი იყო რ-- მოქალაქე – ა. შ-ა.
6. მოწმე ბ. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ არის თ-–ი, გ----ში მდებარე კორპუსის თავმჯდომარე. გარდაცვლილ ა. შ-ას არ იცნობს. 2021 წლის 18 ოქტომბერს, მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები. ასევე, მისგან ამოიღეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა – დივიარი. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კორპუსის შესასვლელთან გაფუჭდა განათების სისტემა. კორპუსის სამეთვალყურეო კამერის გადამოწმების შემდეგ, ნახეს, რომ რამდენიმე დღით ადრე, პირმა, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული, განზრახ დააზიანა განათების სისტემა. მან აღნიშნული ვიდეო ჩააგდო კორპუსის მაცხოვრებლების საერთო ჯგუფში და იკითხა, იცნობდნენ თუ არა აღნიშნულ პირს, თუმცა დადებითად არავის უპასუხია.
7. თ-–ი, გ-ში, მდებარე მაღაზია „ქ-დან“ ამოღებული დივიარიდან გამოთხოვილი ვიდეომასალით და დათვალიერების ოქმის თანახმად, ჩანაწერში ჩანს თ---–--–ი, გ-----------ში მდებარე მაღაზია „ქ-----ს“ წინ არსებული ტერიტორია, სადაც 23:36:02 საათზე (ნ. მ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, ჩანაწერს აქვს 2-წუთიანი ცდომილება) კადრში ჩნდება მამაკაცი, ზურგის მხრიდან. თავზე ახურავს მუქი კაპიუშონი. აღნიშნული მამაკაცი ჩერდება მაღაზიის წინ გაჩერებულ „მიცუბიშის“ მოდელის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით Q--------) წინ, შემდეგ ბრუნდება მარჯვენა მხარეს, ისე, რომ სახე არ უჩანს და მიდის გ--------ში მდებარე კორპუსისაკენ, კამერის არეალიდან გადის 23:36:05 საათზე.
8. გ------ში მდებარე კორპუსის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 00:17:49 საათზე, თ---–--–ი, გ-----ში მდებარე კორპუსის შესასვლელის მიმდებარედ კადრში შემოდის მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს კაპიუშონი და უკეთია მუქი პირბადე. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ხელჩანთა. იგი მიდის კორპუსის წინ მდებარე საავტომობილო გზისკენ, გადის კორპუსის არკიდან და ჩერდება, შემდგომ ბრუნდება უკან და 00:18:24 საათზე გადის კამერის ხედვის არეალიდან. აღნიშნული მამაკაცი 00:19:23 საათზე კვლავ შემოდის კადრში, ის გამოდის კედლის მხრიდან, რა დროსაც ხელში უჭირავს ხელჩანთა, მამაკაცი გადის კორპუსის არკიდან და ჩერდება კორპუსის კედლის გასწვრივ. 00:19:34 საათზე საავტომობილო გზის მხრიდან კორპუსის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოდის ა. შ-ა, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს ხელჩანთა. მის დანახვაზე აღნიშნული კაპიუშონიანი მამაკაცი ტრიალდება უკან და 00:19:41 საათზე მიდის მარცხენა მხარეს კორპუსის შესასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს კედლისკენ. ა. შ-ა უყურებს აღნიშნულ მამაკაცს, რომელიც დგას ა. შ-ასგან ზურგით, მის გასწვრივ, რის შემდგომაც ა. შ-ა აგრძელებს გზას, გასცდება აღნიშნულ მამაკაცს, მიდის კორპუსის შესასვლელი კარისაკენ და 00:19:44 საათზე უახლოვდება კარს, რა დროსაც კაპიუშონიანი მამაკაცი მარჯვენა ხელით, მარჯვენა ჯიბის მხრიდან იღებს მუქი ფერის პისტოლეტს, ზურგის მხრიდან უახლოვდება ა. შ-ას და 00:19:45 საათზე იარაღიდან ისვრის ა. შ-ას მიმართულებით. ა--- გარბის მარჯვენა მხარეს, ხოლო კაპიუშონიანი მამაკაცი უკნიდან მისდევს და იარაღიდან რამდენჯერმე ესვრის ზურგში. 00:19:48 საათზე შეიარაღებული მამაკაცი ტრიალდება მარცხენა მხარეს და გარბის იარაღით ხელში, უხვევს კორპუსის მარცხენა მხარეს და 00:19:51 საათზე ქრება კამერის ხედვის არეალიდან.
9. თ---–--–ი, გ-----, ბ-------ში მცხოვრებ ზ. მ-ისაგან გამოთხოვილი ვიდეო მასალით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბრის 00:59:00 საათზე, რეალური დროით, 00:25:00 საათზე (ზ. მ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, ჩანაწერებს აქვს 34-წუთიანი ცდომილება, ვიდეოკამერის დრო, რეალურ დროსთან შედარებით, არის 34 წუთით წინ), კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ტანსაცმელი და თავზე წამოფარებული აქვს კაპიუშონი. მარცხენა ხელში უჭირავს რაღაც ნივთი და გარბის დაღმართზე გ----------–ის ქუჩაზე. მამაკაცი კადრიდან ქრება 00:59:05 საათზე, რეალური დროით – 00:25:05საათზე.
10. თ--–ი, გ-------ში მდებარე მაღაზია „ქ-დან“ ამოღებული დივიარიდან გამოთხოვილი ვიდეომასალით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 00:32:04 საათზე (ნ. მ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, ჩანაწერს აქვს 2 წუთიანი ცდომილება), კამერაზე ჩნდება კაპიუშონიანი მამაკაცი, რომელიც გარბის საავტომობილო გზაზე. მას მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ჩანთა, მარჯვენა ხელში – რაღაც საგანი. იგი გაირბენს ავტომანქანებს შორის და გარბის საავტომობილო გზაზე. კამერის ხედვის არეალიდან ქრება 00:32:09 საათზე.
11. შპს „ჯ--დან“ (მის: გ------ში) გამოთხოვილი ვიდეო მასალით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 00:37:09 საათზე (თ-- მ------–---–ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმის თანახმად, კამერების ჩანაწერებს რეალურ დროსთან შედარებით ცდომილება არ აქვს), ვიდეო სამეთვალყურეო კამერაზე ჩნდება საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც სახე არ უჩანს. აღნიშნულ მამაკაცს აცვია მოლურჯო ჯინსის შარვალი და მუქი კაპიუშონიანი ზედა, ფეხზე აცვია მუქი ფეხსაცმელი და გარბის დაღმართზე. მარცხენა ხელში უჭირავს რაღაც ნივთი და იყურება უკან. 00:37:12 საათზე ქრება კამერის ჩანაწერიდან.
12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 01:20 საათიდან 05:40 საათამდე პერიოდში, გამომძიებლის, ექსპერტ-კინოლოგების, ექსპერტ-კრიმინალისტების, სამედიცინო ექსპერტის და კორპუსის თავმჯდომარის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თ-ი, გ---ში მდებარე კორპუსის სადარბაზოს არკაში/ეზოში. შემთხვევის ადგილზე, არკის ბოლოში, ესვენა მდედრობითი სქესის გვამი, ხოლო არკის დასაწყისში, ბეტონის ფილაქნებზე, მიმოფანტული იყო მასრების მსგავსი საგნები და სიგარეტის ნამწვავები. შემთხვევის ადგილიდან კინოლოგებმა ამოიღეს სუნის კვალის ნიმუშები; სამედიცინო ექსპერტმა გვამი დაათვალიერა გარეგნულად, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ამოიღეს: მასრის მაგვარი საგნები, ლითონის ფრაგმენტი, გულას მსგავსი ლითონის საგანი, სიგარეტის ნამწვავები, მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები, გარდაცვლილის ხელჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით, ასევე – მოწითალო ლაქის ანაწმენდი ბეტონის ფილის ზედაპირიდან, ანაწმენდები სადარბაზოს კარის გარეთა ზედაპირიდან სახელურსა და კარის გამღები მექანიზმის ღილაკებიდან და დენთის ანაწმენდი სადარბაზოს გარეთა კარის ზედაპირიდან. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დადასტურებულია მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (ტომი 1; ს.ფ 8-18).
13. სამედიცინო ექსპერტიზის №- უდავო დასკვნის თანახმად (ექსპერტი – ე. ლ-ი), მოქალაქე ა. შ-ას სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობების შედეგად გამოწვეული შინაგანი სისხლდენით. ... მოქალაქე ა. შ-ას გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევით აღინიშნებოდა: სხეულის მრავლობითი – რვა (7 გამჭოლი და 1 შემხები) ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობები. ... მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ჭრილობების არხების შესაბამისად დაზიანებულ ანატომიურ სტრუქტურებში დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით, მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს – სიკვდილს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
14. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, გარდაცვლილ ა. შ-ას მამამ – ს. შ-მა – განმარტა, რომ ა. შ-ა მოკლეს 2021 წლის 18 ოქტომბერს, თ---–--–ი. მკვლელობის შესახებ შეიტყო ა.ს დედისგან – ს. შ-ასგან, რომელსაც ეს ამბავი უთხრა ა.ს შვილის ძიძამ – ი. ს-ამ. ა. შ-ა საქართველოში ცხოვრობდა უკანასკნელი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, თავდაპირველად – ბ---–ი, ზ. ბ-ესთან ერთად, ნაქირავებ ბინაში, ხოლო შემდეგ – თ---–--–ი. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი. ბავშვის დაბადების შემდეგ, ა. შ-ას და ზ. ბ-ეს ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გამო, ურთიერთობა დაეძაბათ, ამიტომ ა. საცხოვრებლად გადავიდა თ---–--–ი. მოწმე ა------ს მკვლელობას უკავშირებს ზ. ბ-ეს, რადგან, მის შვილს მხოლოდ მასთან ჰქონდა უთანხმოება. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ზ. ბ-ე არ უნდა მიახლოებოდა ა-----ს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ზ. ბ-ემ მასთან დაიწყო რეკვები: „წინასწარ ბოდიშს გიხდი, რაც მოხდებაო“, ამიტომ შვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე მისწერა ზ------ს, „თუ რატომ ჩაიდინა ეს“, რაზეც ზ. ბ-ეს მისთვის პასუხი არ დაუბრუნებია; არც შვილის გარდაცვალება მიუსამძიმრებია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ა. ამბობდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. ეს ფაქტი ბავშვის ძიძამაც დაადასტურა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობის ნაწილში, ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სასჯელის საკითხს სასამართლოს მიანდობს.
15. გარდაცვლილ ა. შ-ას დედამ – ს. შ-ამ – განმარტა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 10:00 საათზე დაურეკა ა.ს შვილის ძიძამ – ი. ს-ამ და დაალაპარაკა გამომძიებელს, რომელმაც უთხრა, რომ იმ დღეს, საცხოვრებელი სახლის (თ---) მახლობლად მოკლეს ა. შ-ა. როგორც იცის, მის შვილს კონფლიქტი მხოლოდ ზ. ბ-ესთან ჰქონდა. მიზეზი მათ საერთო შვილთან დაკავშირებული საკითხები იყო, რაზეც სასამართლოშიც დავობდნენ. თანაცხოვრების პერიოდში, ზ. ბ-ის დავალებით, უთვალთვალებდნენ ა. შ-ას, რის გამოც, ა. იძულებული გახდა საცხოვრებელი შეეცვალა. ბოლო პერიოდში მისი ქალიშვილი იყო ძალიან შეშფოთებული და აფორიაქებული; ამბობდა, რომ ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა; სურდა საქართველოდან წასვლა, რაშიც ხელს უშლიდა ბავშვთან დაკავშირებული სასამართლო დავა. შვილის მკვლელობის ნაწილში, ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ითხოვს მათთვის მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.
16. მოწმე ი. ს-ას ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის მარტიდან იყო ა. შ-ას შვილის ძიძა. თავდაპირველად ა. ცხოვრობდა საცხოვრებელ კომპლექს „თ-ში“, ა---ის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, შვილსა და ზ. ბ-ესთან ერთად. ქირას იხდიდა ზ. ბ-ე, რომელთანაც ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. 2021 წლის მარტის ბოლოს, დასაქმებულ ოჯახთან ერთად წავიდა ბ-–ი. ივნისის დასაწყისში, ა. შ-ას და ზ. ბ-ეს მოუვიდათ კონფლიქტი. ა. ამტკიცებდა, რომ ზ. ბ-ემ მას ხელი დაარტყა და ბავშვს ხელი ჰკრა. თავად ამ დროს მაღაზიაში იყო და კონფლიქტს არ შესწრებია. ამ კონფლიქტის შემდეგ, 2021 წლის ივნისის დასაწყისში, ის, ა. შ-ა და ბავშვი წამოვიდნენ თ---–--–ი, საცხოვრებელ კომპლექს „თ-----ში“ ნაქირავებ ბინაში, სადაც ცხოვრობდნენ 2021 წლის აგვისტომდე, შემდეგ ა. შ-ამ იქირავა სხვა ბინა – თ---–--–ი, გ-- კორპუსში და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. 2021 წლის აგვისტოში, თავად, ა. შ-ა და ბავშვი წავიდნენ ბ------–ი დასასვენებლად, საიდანაც 25 აგვისტოს, თავად, ბავშვსა და მეუღლესთან – ა. შ-ასთან – ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით წამოვიდა თ---–--–ი, ა. კი, გაემგზავრა თ--------–ი. გზად, ავტობანზე შენიშნეს, რომ მათ უკან მიჰყვებოდა ორი ავტომობილი – ერთი „ტოიოტა პრიუსის“, მეორე კი – „ფორდის“ მარკის. მისმა მეუღლემ არ იცის კარგად თ---ბი და ნავიგატორით მიდიოდნენ, რა დროსაც შემთხვევით მოხვდნენ ერთ-ერთ ჩიხში, სადაც შეჰყვნენ ის ავტომანქანებიც. მან მოასწრო და ორივე ავტომობილის ნომერი ჩაიწერა. თ---–--–ი, კორპუსთან მისვლისას ავტომანქანა გააჩერეს ი------ის საელჩოსთან, სადაც არის დაცვა, რადგან ბავშვზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული და შეეშინდა, რამე არ მომხდარიყო. მეორე დილით დაურეკა და ეს ინფორმაცია მოუყვა ა. შ-ას, ასევე – აპლიკაცია „ვ--------ის“ მეშვეობით მისწერა ავტომანქანის სახელმწიფო ნომრები („ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი იყო ---, ხოლო „ფორდის“ მარკის ავტომანქანის – ---). მოწმემ ა. შ-ას მკვლელობის შესახებ შეიტყო პოლიციელებისაგან. მოგვიანებით, სოციალური ქსელების მეშვეობით შეიტყო, რომ ა. შ-ას მკვლელობის ფაქტზე დაკავებული იყო რამდენიმე პირი, რომელთაგან ამოიცნო ბ. ლ-ა და განმარტა, რომ არაერთხელ ჰყავდა ნანახი თ--ი, ა---ის ქუჩაზე, როგორც საცხოვრებელ კომპლექს „თ------ის“ ეზოში, ისე – გ--ის ქუჩაზე ა. შ-ას საცხოვრებელთან.
17. ი. ს-ას მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს, აპლიკაცია „ვ----ის“ მეშვეობით განხორციელებული მიმოწერისას, ა. შ-ას კითხვაზე: „რა მანქანები იყო, რა მოდელის და რა ნომრის“, ი. ს-ა წერს, რომ იყო თეთრი „პრიუსი“ და „ფორდი“, ნომრებით ---, ---. მესამე მანქანა იყო ბორდოსფერი „მერსედესი“, რომლის ნომერიც არ ჩანდა; ა. შ-ა წერს, რომ იქნებ მათი მისამართი დაადგინეს, რაზეც ი. ს-ა ეთანხმება. ა. ეუბნება, რომ 112-ში დარეკოს... შემდეგ ი---–-- ეუბნება, რომ „გ--------დან“ ნახა ადამიანი, რაზეც ა. სწერს, რომ ეს არ მოუყვეს.
18. მოწმე ა. შ-ას ჩვენებით დგინდება, რომ არის ი. ს-ას მეუღლე. მისი მეუღლე მუშაობდა გარდაცვლილ ა. შ-ასთან ბავშვის ძიძად. 2021 წლის 25 ან 26 აგვისტოს, ი. ს-ამ სთხოვა, რომ ბ---დან თ-ი წამოეყვანა ის და ა. შ-ას შვილი. რ---ის უღელტეხილის გავლის შემდეგ, შენიშნა, რომ უკან მიჰყვებოდა ორი ღია ფერის ავტომანქანა – „ტოიოტა პრიუსი“ და „ფორდი“. აღნიშნულმა ავტომანქანებმა მათი ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ. აჩქარების შემთხვევაში, ისინიც აჩქარებდნენ ავტომობილს, შენელების შემთხვევაში კი – ანელებდნენ. ამასთან, თ-–ი აერიათ გზა და შეცდომით შევიდნენ რომელიღაც კორპუსის ეზოში, რა დროსაც ეს ავტომანქანებიც შეჰყვნენ. იმ მომენტში მისმა მეუღლემ ამოიწერა ავტომანქანის ნომრები და გაუგზავნა ა. შ-ას.
19. მოწმე ა. კ-მა განმარტა, რომ მუშაობდა ა. შ-ას ბავშვის ძიძად, იმ დღეებში, როდესაც ი. ს-ა ისვენებდა. ზ. ბ-ე 2021 წლის ივნისამდე ხშირად ჩამოდიოდა ა.სთან და ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. 2021 წლის ივნისის შემდეგ, ზ. ბ-ე აღარ უნახავს. ბოლოს, ა. შ-ა ცხოვრობდა გ----–ის ქუჩაზე. დაახლოებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ა. იყო აფორიაქებული, ეშინოდა, რომ ზ. ბ-ე ბავშვს მოსტაცებდა; ამბობდა, რომ უთვალთვალებდნენ. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც 2021 წლის აგვისტოში ა. შ-ამ დაურეკა და სთხოვა, რომ ი. ს-ასა და ბავშვთან მისულიყო, რადგან ბ-------დან წამოსვლისას მათ ავტომობილები აედევნენ, რის გამოც, ი---–-- იყო შეშინებული. ვინაიდან თვითონ არ შეეძლო იქ დარჩენა, ი---–-- და ბავშვი მივიდნენ მასთან და ა.ს ჩამოსვლამდე მასთან დარჩნენ.
20. შპს „ვ----–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ი. ს-ას სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერია – 5--------. აღნიშნული ნომერი 2021 წლის 25 აგვისტოს, 11:32:32 საათიდან 2021 წლის 25 აგვისტოს 16:50:50 საათამდე პერიოდში ფიქსირდება ა-----–ი, ბ-------ს მუნიციპალიტეტის მომსახურე ანძებზე; 18:33:33 საათზე – გ---–--------ის მომსახურე ანძაზე; 19:12:12 საათიდან 20:49:49 საათამდე პერიოდში – ი---------ის ქუჩაზე, ასევე – ი---------–----ის მომსახურე ანძებზე; 22:13:13 საათიდან 22:44:44 საათამდე პერიოდში – შ-----ის მომსახურე ანძებზე; 2021 წლის 26 აგვისტოს 00:29:29 საათზე –თ---–ი, ვ-ის მომსახურე ანძაზე.
21. შპს „ვ-–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულ ბ. ხ-ს მობილური ტელეფონის ნომერია – 5--------; აღნიშნული ნომერი 2021 წლის 25 აგვისტოს 10:45:45 საათიდან 2021 წლის 25 აგვისტოს 20:58:58 საათამდე პერიოდში, ფიქსირდება ა--–ი, ბ---ს მუნიციპალიტეტში, ა--ის მომსახურე ანძებზე, 2021 წლის 26 აგვისტოს 06:01:01 საათზე კი – თ-–ი, გ-- მიკროს მომსახურე ანძაზე.
22. სს „ს--იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით, დგინდება, რომ ბრალდებულ ბ. ლ-ას სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერია – ----. აღნიშნული ნომერი 2021 წლის 25 აგვისტოს 00:12:16 საათიდან 16:45:49 საათამდე ფიქსირდება ბ-------ს მომსახურე ანძაზე; 2021 წლის 25 აგვისტოს, 17:30:51 საათიდან 17:31:18 საათამდე პერიოდში – ჩ----ს მომსახურე ანძაზე; 17:31:51 საათზე – გ------ს რეგიონის ანძაზე; 18:16:48 საათზე – გ------ს მომსახურე ანძაზე; 18:19:49 საათზე – ლ---- მომსახურე ანძაზე; 18:24:25 საათიდან 18:44:02 საათამდე პერიოდში – ლ--------ის რეგიონის მომსახურე ანძაზე; 18:44:50 საათზე – კ-----–---ის გ------ს რეგიონის მომსახურე ანძაზე; 18:54:32 საათზე – ჯ----ას გ------ს რეგიონის ანძაზე; 18:57:13 საათზე – ს---------ს მომსახურე ანძაზე; 18:57:27 საათზე – დ-----------–ის მომსახურე ანძაზე; 19:14:43 საათზე – ქ-----ის მომსახურე ანძაზე; 19:20:23 საათზე – ო----ის მომსახურე ანძაზე; 19:22:06 საათიდან 19:57:13 საათამდე პერიოდში – შ----ის მომსახურე ანძაზე, 19:20:39 საათზე – ი-–---ს მომსახურე ანძაზე, 20:51:01 საათიდან 20:59:42 საათამდე – შ----–-ს მომსახურე ანძაზე; 21:02:52 საათზე – ხ---–ის მუნიციპალიტეტის მომსახურე ანძაზე, 21:09:44 საათზე – ბ-------ის მომსახურე ანძაზე; 21:17:56 საათიდან 21:22:31 საათამდე – ხ-----ის მომსახურე ანძაზე; 21:27:14 საათიდან 21:37:05 საათამდე პერიოდში – ხ---- მომსახურე ანძაზე; 21:39:14 საათიდან 21:47:10 საათამდე – რ------ის მომსახურე ანძაზე; 21:48:37 საათიდან 21:55:51 საათამდე – სურამის მომსახურე ანძაზე; 22:09:18 საათზე – „გ----------ას“ მომსახურე ანძაზე; 22:13:21 საათიდან 22:32:10 საათამდე – „ბ-------ის“ მომსახურე ანძაზე; 22:32:17 საათზე – გ---------ის მომსახურე ანძაზე; 22:42:59 საათიდან 22:46:14 საათამდე პერიოდში – მე------ის მომსახურე ანძაზე; 22:47:26 საათიდან 22:48:42 საათამდე – ი------ის მომსახურე ანძაზე; 23:00:12 საათიდან 23:17:12 საათამდე – ს-ს მომსახურე ანძაზე; 23:17:59 საათზე – მ–------ მომსახურე ანძაზე; 23:23:51 საათზე – ზ----ის მომსახურე ანძაზე; 23:52:53 საათიდან 2021 წლის 26 აგვისტოს 00:07:24 საათამდე პერიოდში – ა-------ის მომსახურე ანძაზე; 00:24:18 საათიდან 00:42:43 საათამდე პერიოდში – დ--–---- მომსახურე ანძაზე; 00:42:58 საათიდან 01:17:46 საათამდე პერიოდში ფიქსირდება ა-------ის მომსახურე ანძაზე; 01:18:53 საათზე ფიქსირდება დ--–---- მომსახურე ანძაზე.
23. მოწმე ს. შ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში, ბინის მეპატრონეებსა და დამქირავებლებს შორის შუამავლად (დაინტერესებულ პირებს ეხმარება ბინის დაქირავებასა და გაქირავებაში). 2021 წლის ივლისში დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ „თ------ის“ კომპლექსში სურდა კონკრეტული ბინის დაქირავება. მან 2000 აშშ დოლარად შესთავაზა ბინა, რომლის მეპატრონეს ერქვა გ. (გვარი არ ახსოვს). 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში, „თ---–-------------ის“ შესასვლელთან შეხვდა ნ. ბ-ას, რომელსაც ახლდა ბავშვი და მამაკაცი, სავარაუდოდ, მეუღლე. მოსულები იყვნენ შავი „ჯიპის“ მოდელის ავტომანქანით. მათ მოეწონათ და იქირავეს შეთავაზებული ბინა. ამის შემდეგ შეადგინა ხელშეკრულება და გადაუგზავნა ბინის მეპატრონეს, რომელმაც ხელი მოაწერა და უკან დაუბრუნა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ნ. ბ-ამაც. ხელშეკრულების ვადა იყო 6 თვე, პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით. ჯამში 4000 აშშ დოლარი გადაურიცხეს გ---–-ს, რომელმაც, თავის მხრივ, მომსახურების თანხა გადმოურიცხა მათ კომპანიას. დაახლოებით, ერთ თვეში, დაუკავშირდა ნ. ბ-ა და უთხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უწევდა ბინის დატოვება; უთხრა: „არც მიცხოვრიაო“. ნ. ბ-ამ ბინის დაქირავების მიზეზად უთხრა, რომ ა.-დან ელოდებოდა შვილებს, თვითონ ცხოვრობდა გარეუბანში და სურდა ქალაქის ცენტრთან ახლოს ყოფილიყო.
24. მოწმე გ. ყ-ის უდავო გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის თებერვალში, მისმა შვილმა – ვ. ყ-მა და რძალმა – გ. ნ-ემ – შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, თ-–ი, ა-ის ქუჩის №---–ი მდებარე „თ----ის“ საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა გააფორმეს გ---–- ნ---ის სახელზე. 2021 წლის ივლისში დაუკავშირდა უძრავი ქონების აგენტი, რომელმაც უთხრა, რომ სურდა ბინის ნახვა გაქირავების მიზნით. იმავე დღეს მივიდა მაკლერი და მიიყვანა ცოლ-ქმარი, რომლებმაც 2000 აშშ დოლარად იქირავეს ბინა და გ---–-ს გადაურიცხეს პირველი და ბოლო თვის თანხა. 2021 წლის აგვისტოში უძრავი ქონების აგენტმა უთხრა, რომ ბინის დამქირავებელი ბინიდან მიდიოდა. თავად არ ეცალა, ამიტომ გ. ნ-ის დედას – ქ. მ-ს – სთხოვა, გაერკვია ბინის დამქირავებლის ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი. დამქირავებლის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ მიდიოდა სამკურნალოდ.
25. მოწმე ქ. მ-ის უდავო გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ არის გ. ნ-ის დედა. 2021 წლის აგვისტოში, გ. ყ-ის თხოვნით, მივიდა „თ-------ის“ საცხოვრებელ კომპლექსში, რადგან უძრავი ქონების აგენტისთვის გამოერთმია მისი შვილის ბინის გასაღები. ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ ბინიდან დამქირავებლის წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა იყო. იმავე დღეს, პირადად დაურეკა დამქირავებელს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უწევდა ბინის დატოვება.
26. მოწმე გ. ნ---ის უდავო გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მის საკუთრებაშია „თ-----ში“ მდებარე ბ-------, რომელსაც აქირავებს. 2021 წლის 15 ივლისს, ბინა გაქირავდა ვინმე ნ. ბ-აზე, თვეში 2000 აშშ დოლარის გადახდის პირობით, რაზედაც შედგა ქირავნობის ხელშეკრულება. დამქირავებელთან პირადად კომუნიკაცია არ ჰქონია. ნ. ბ-ასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელმა ბინა 2022 წლის 15 იანვრამდე იქირავა, თუმცა, დროზე ადრე დატოვა ბინა.
27. საქმეზე გამოთხოვილი ქირავნობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 15 ივლისს, ქონების გამქირავებელი არის გ. ნ. - დამქირავებელი – ნ. ბ-ა - გასაქირავებელი ქონება მდებარეობს თ---–--–ი, მ. ა-------ის ქუჩა №-----, ბ-ში. ხელშეკრულება მოქმედებს 2022 წლის 15 იანვრამდე. ქირის თვიური ოდენობა 2000 აშშ დოლარია. (ტომი 7; ს.ფ. 205-209).
28. გ. ნ-ის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, კერძოდ, თანხის ჩარიცხვის ქვითრებით დგინდება, რომ 2021 წლის 15 ივლისს ნ. ბ-ამ გ---–- ნ-–------ის ანგარიშზე ჩარიცხა ორჯერ 1500 აშშ დოლარი და ერთხელ 1000 აშშ დოლარი. (ტომი 7; ს.ფ. 201-203).
29. მოწმე ს-–ის უდავო გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მის მფლობელობაშია ავტომანქანა „ფორდ-ფიუჟენი“, სახელმწიფო ნომრით ---. ავტომანქანა რეგისტრირებულია მისი მეუღლის – მ. ხ-–ის – სახელზე, თუმცა ძირითადად თვითონ მართავს. მუშაობს შპს „ბ-ი“, ტაქსისტად. 2020 წლის გაზაფხულზე გაიცნო გ-- მ/რაიონში მცხოვრები ბ. ხ-, რომელიც არის მისი მეუღლის მეგობრის – ნ. ბ-ას – მეუღლე. 2021 წლის ზაფხულში, ნ. ბ-ას მიწვევით ის, მისი შვილი და მეუღლე მივიდნენ ა-------ის ქუჩაზე, „თ--ში“ მდებარე ბინაში, სადაც დახვდათ ბ. ხ-, ნ. ბ-ა, ბ. ლ-ა და მისი მეუღლე – ი--. „თ--ში“ ბ. ხ-სთან მისული იყო სულ ორჯერ, ერთხელ მეუღლესთან ერთად, ხოლო, მეორედ – მარტო (მისმა მეუღლემ ნ. ბ-ასთან გაატანა სოფლის პროდუქტები). გაცნობის შემდეგ ბ. ლ-ას რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით. 2021 წლის ზაფხულში, დაურეკა ბ. ლ-ამ და უთხრა, რომ დასავლეთიდან მოდიოდა და მ-- გადასახვევთან დახვედროდა. უარი არ უთქვამს, დახვედრის შემდეგ კი, წაიყვანა და დატოვა ს-ოზე, ნ---ის ქუჩაზე.
30. მოწმე მ. ხ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის ნ. ბ-ას მეგობარი. 2021 წლის ივლისში, ნ-----–--მ უთხრა, რომ საცხოვრებლად გადავიდნენ „თ----ში“. 2021 წლის ზაფხულში, ნ. ბ-ას მიწვევით, მეუღლესა და შვილთან ერთად, მივიდა „თ---–-------------ში“, ნ. ბ-ას ნაქირავებ ბინაში, სადაც, მათ გარდა, ბ. ლ-ა და მისი მეუღლე – ი-–----ც – იმყოფებოდა. ნ. ბ-ას თქმით, ა.-დან ელოდებოდა სტუმრებს და ამ მიზეზით იქირავა ბინა. მანვე დაადასტურა, რომ მისი მეუღლის მფლობელობაშია ავტომანქანა „ფორდ-ფიუჟენი“, სახელმწიფო ნომრით – ---, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე. 2021 წლის 17 ოქტომბერს, ბ. ხ-, მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, მეუღლესთან – ნ. ბ-ასთან, შვილთან, ნ--ს დისშვილსა და ბ. ლ-ასთან ერთად მივიდნენ გ-–----–ი, ხ--ში მდებარე სავაჭრო ობიექტში. ბ----- და ბ--- მალევე წავიდნენ, ხოლო ნ. ბ-ა და ბავშვები დარჩნენ მასთან ერთად.
31. ნ. ყ-ისაგან გამოთხოვილი ვიდეო მასალით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ კამერა N1 განთავსებულია „თ---ის“ ავტოფარეხში. 2021 წლის 24 ივლისით დათარიღებულ კამერის ჩანაწერში აღბეჭდილია „თ-----ის“ კორპუსის ტერიტორია. 11:50:02 საათზე ფიქსირდება ბ. ლ-ა, რომელსაც გვერდით მიჰყვება ბ. ხ-. ისინი ჩერდებიან შესასვლელ კარებთან, იყურებიან სათვალთვალო კამერის მიმართულებით და შედიან შესასვლელ კარებში. 11:50:27 საათზე კარებიდან გამოდის ბ. ლ-ა მარტო და მიდის კამერის მიმართულებით. 11:50:53 საათზე კამერას ატრიალებს ჭერის მიმართულებით, რის შემდეგაც, ბ. ლ-ა მიდის გასასვლელ კარებთან 11:51:12 საათზე და შედის შიგნით. 11:51:43 საათზე გამოდის კვლავ ბ. ლ-ა კარებიდან, მიდის კამერასთან 11:52:03 საათზე, აბრუნებს კამერას იატაკის მიმართულებით, რის შემდეგაც, კამერის არეალში აღარ ჩანს ბ. ლ-ას გადაადგილება. კამერა N2 განთავსებულია „თ------ის“ ავტოფარეხის ლიფტში. 2021 წლის 4 აგვისტოს კამერის ჩანაწერის თანახმად, 15:40:16 საათზე ლიფტში შედის ბ. ლ-ა და ახალგაზრდა მამაკაცი – გ. ჩ-ი. 15:40:28 საათზე, ბ. ლ-ა ტრიალდება კამერისკენ სახით და იყურება ზემოთ, ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი. 15:40:55 საათზე, ჩერდება ლიფტი და ბ. ლ-ა და გ. ჩ-ი გადიან ლიფტიდან.
32. ლ. მ-ის (მის: გ.) დივიარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 17 ოქტომბრით დათარიღებულ ვიდეომასალაში, რომელშიც აღბეჭდილია გ----ის მიმდებარე ტერიტორია, 17:18:41 საათზე (ლ. მ-ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის თანახმად, ვიდეოკამერებს რეალურ დროსთან ცდომილება არ აქვს) ჩნდება თეთრი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით – ---, რომელიც მოძრაობს და ჩერდება 17:18:44 საათზე, საცხოვრებელ კორპუსთან გამავალ სამანქანე გზაზე. 17:18:48 საათზე, ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან, მძღოლის გვერდიდან იღება კარები და ჩამოდის ერთი საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ტანსაცმელი: მუქი შარვალი და კაპიუშონიანი ჩასაცმელი, მოთეთრო ფეხსაცმელი. იგი მოძრაობას აგრძელებს ავტომანქანის უკანა მხარეს და მიდის საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით, ხოლო ავტომანქანა დგას გზაზე და არ იძვრება ადგილიდან. ავტომანქანა მოძრაობას იწყებს 17:20:10 საათზე და 17:20:21 საათზე კამერის არეალიდან ქრება. აღნიშნული „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით – -- ჩანაწერში კვლავ ჩნდება 17:21:10 საათზე, რომელიც მოძრაობს კორპუსის წინ და ჩერდება 17:21:27 საათზე. 17:27:41 საათზე კორპუსის მხრიდან გამოდის საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს რაღაც, მიდის აღნიშნულ ავტომანქანასთან, აღებს წინა მარჯვენა კარს და ავტომანქანის წინა სალონში მარჯვენა მხარეს დებს ხელში არსებულ რაღაცას და ჯდება ავტომანქანის წინა სალონში მარჯვენა მხარეს მძღოლის გვერდით. აღნიშნული ავტომანქანა 17:27:58 საათზე იწყებს მოძრაობას წინა სვლით და კამერის არეალიდან ქრება 17:28:05 საათზე.
33. სსიპ „112“-ის სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალით და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბ. ხ-, მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი „მერდეს-ბენც“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით „X----“ (ლ. მ-ის გამოთხოვილი ინფორმაციით, აღნიშნულ ავტომობილში ასევე ზის ბ. ლ-ა) გ-–-----დან ს-ოს მიმართულებით, ხ----ის ქუჩების კვეთაზე არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:09:40 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:09:46 საათზე, → მიემართება ბ--–-–-----ს ქუჩების კვეთისკენ, კამერის არელაში ჩნდება 18:14:04 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:14:07 საათზე, → მიემართება ბ-----ის ქუჩების კვეთისკენ და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:16:00 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:16:05 საათზე; → მიემართება მარჯვენა სანაპიროზე (თ--ის ხიდთან) და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:24:35 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:24:37 საათზე; → მიემართება ჭ------ის ქუჩის კვეთაზე და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:31:16 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:31:20 საათზე; → მიემართება ჭ----ას ქუჩის კვეთაზე და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:31:32 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:32:35 საათზე → მიემართება ჭ-----–ის ქუჩის კვეთაზე და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:32:37 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:32:39 საათზე; → მიემართება ჭ-----ას ქუჩის კვეთაზე და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 18:55:45 საათზე, კამერის არეალიდან გადის 18:55:47 საათზე; → მიემართება თ---- და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 19:00:18 საათზე, კამერის არეალიდან გადის 19:00:20 საათზე; → მიემართება თ-----–---–ის ქუჩების კვეთაზე და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 19:01:10 საათზე, კამერის არეალიდან გადის 19:01:12 საათზე → მიემართება თ-----ის ქუჩების კვეთაზე და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 19:02:54 საათზე, კამერის არეალიდან გადის 19:02:56 საათზე.
34. შპს „ვ---დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულ ბ. ხ-ს ტელეფონის ნომერი – 5--------, 2021 წლის 17 ოქტომბერს, 00:03:03 საათიდან 2021 წლის 17 ოქტომბრის 17:44:44 საათამდე ფიქსირდება გ-–-----ს მომსახურე ანძებზე; 18:07:07 საათზე – გ-–--–ის ქუჩაზე, 18:11:11 საათზე – თ----ს მომსახურე ანძაზე; 18:14:14 საათზე –„AUTOMARKET, TBILISI/41.787317 44.779523“ მომსახურე ანძაზე; 18:18:18 საათზე – ბ--ის ქუჩის მომსახურე ანძაზე; 18:50:50 საათზე – ა-------ის ქუჩის მომსახურე ანძაზე; 18:54:54 საათზე – ა.----ის მომსახურე ანძაზე; 19:02:02 საათზე – თ------–---–ის ქუჩის მომსახურე ანძაზე; 20:19:19 საათზე – ვ---ის მომსახურე ანძაზე.
35. სს „ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით დგინდება, 2021 წლის 17 ოქტომბრის 00:00:39 საათიდან 17 ოქტომბრის 17:46:35 საათამდე პერიოდში ბ. ლ-ას სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერი – 5-------- – ფიქსირდება თ--–ი, „ე-------ი“, გ-–-----ს მე-2 მ/რაიონის, გ-–----- მოლის, მომსახურე ანძებზე; 18:40:29 საათიდან 22:53:23 საათამდე პერიოდში, ბ. ლ-ას სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერი – -- – ფიქსირდება თ---–ი, დ----, ვ-–----–ას, ა-------ის და მ-–-----ის ქუჩების მომსახურე ანძებზე.
36. სსიპ „112“-ის სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბ. ხ-, მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი „მერდეს-ბენც“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – „X--------“, ს----------–ოდან გ-–-----ს მიმართულებით, თ---–-------------სა და ა-------ის ქუჩების კვეთაზე არსებულ კამერის არელაში ჩნდება 00:41:51 საათზე; → მიემართება მ--------------ი და კამერის არელაში ჩნდება 00:48:26 საათზე; → მიემართება ბ--–-----ის ქუჩების კვეთისკენ და იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 00:54:19 საათზე; → მიემართება ბ--–------ის ქუჩების კვეთისკენ, იქ არსებულ კამერის არეალში ჩნდება 00:55:43 საათზე.
37. შპს „ვ-----------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულ ბ. ხ-ს ტელეფონის ნომერი – 5-------- – 2021 წლის 18 ოქტომბრის 02:55:55 საათზე ფიქსირდება გ-–----------- მ/რაიონში არსებულ მომსახურე ანძაზე.
38. სს „ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბ. ლ-ას სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომერი –5-------- – 2021 წლის 18 ოქტომბრის 00:52:32 საათზე ფიქსირდება “C---------” მომსახურე ანძაზე; 2021 წლის 18 ოქტომბრის 00:56:08 საათიდან 00:56:40 საათამდე პერიოდში ფიქსირდება სასტუმრო „შ----ს“ (მის. გ-------–---–ის ქუჩა) მომსახურე ანძაზე; 2021 წლის 18 ოქტომბრის 00:57:00 საათიდან 01:09:43 საათამდე ფიქსირდება გ-–----- მოლი, “G----------”, “G----------” და ო------ის მომსახურე ანძებზე.
39. მოწმე ი. ს--ას ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს დეტექტივის თანამდებობაზე. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათამდე პერიოდში, მიიღო ინფორმაცია, რომ ა. შ-ას განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თ---–--–ი, გ-–----------- მ/რაიონის, მ----- კორპუსში მდებარე ბ--------ში მცხოვრები ლ. რ-ი საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, ასევე – მის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა ბ. ხ-, რომელსაც ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია/მტკიცებულებები. მიღებული ინფორმაცია მან დაუყოვნებლივ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს – გ. ო-ს.
40. გამომძიებელ ლ-–- კ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, ღამის საათებში, ა. შ-ას მკვლელობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელის დავალებით, თვითონ, ე. ა-ი და ლ. ბ---ა ჩხრეკის ჩატარების მიზნით წავიდნენ გ--–ი, ბ. ლ-ას საცხოვრებელ ბინაში. მათთან ერთად იყო მეორე ჯგუფიც, გ------- ა---–ის და სხვა თანამშრომლების შემადგენლობით. ადგილზე მისვლისას ის, ლ-–- ბ---ა და ე---- ა–-–ი ავიდნენ მე-2 სართულზე მდებარე ბ. ლ-ას ბინაში, ხოლო, მეორე ჯგუფი, დარჩა ეზოში. კარი გააღო ბ. ლ-ას მეუღლემ, რომელსაც აუხსნეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. იმ მომენტში შიგნიდან შემოესმათ: „კარი დაკეტე! არ გააღო! პოლიციაა!“, იმავდროულად, ქვემოდან გაიგეს მათი კოლეგების ხმა: „ფრთხილად, ფანჯრიდან ხტება!“, რის გამოც, მაშინვე შევიდნენ სამზარეულოში (ხმა საიდანაც შემოესმათ) და ნახეს, რომ ბ. ლ-ა იდგა სამზარეულოს ფანჯარაზე და აპირებდა გადახტომას. მათ შეაჩერეს, აუხსნეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა. ბ. ლ-ა იქცეოდა აგრესიულად, უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მათ, თუმცა ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკის დროს მისი სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს შავი პოლიეთილენის პარკში გახვეული ფხვიერი მასა, ხოლო წინა მარცხენა ჯიბიდან – მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაილუქა ადგილზე და შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დააკავეს ბ. ლ-ა და ადგილზევე შეადგინეს დაკავების ოქმი. ბ. ლ-ას არც ოქმებზე და არც ლუქზე ხელი არ მოუწერია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
41. მსგავსი შინაარსისაა ბ. ლ-ას პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების – ლ. ბ-ას და ე--- ა----–ის – ჩვენებები. მათ დამატებით განმარტეს, რომ შავი პოლიეთილენის პარკში გახვეული ფხვიერი მასა (სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება) ამოიღო ლ-–- ბ-----------ამ, ხოლო, მობილური ტელეფონი – ე-–------- ა–--------–---–მა.
42. გამომძიებელ გ------- ა---–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ა. შ-ას განზრახ მკვლელობის, ასევე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე. ამის შემდეგ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა გვამის გარეგნული დათვალიერების მიზნით, სამედიცინო ექსპერტის გამოყოფაზე. ასევე, მიიღო ინფორმაცია, რომ რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. ერთ-ერთ ბინა იყო ბ. ლ-ას საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობდა გ-–----–ი, სადაც ჩხრეკის ჩასატარებლად გავიდა ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფში იყვნენ: თავად, შ--–-- კ-----ე და ლ---- ლ-–--–--–ი, ხოლო, მეორე ჯგუფში – გამომძიებელი ლ-–- კ------ე და სხვა თანამშრომლები. ის წავიდა თავისი ავტომანქანით, ხოლო, მეორე ჯგუფი – სხვა ავტომანქანით. შეთანხმდნენ, რომ პირველი ჯგუფი უნდა ასულიყო ბინის გასაჩხრეკად, საჭიროების შემთხვევაში კი, მათი (მეორე) ჯგუფი უნდა დახმარებოდა. შესაბამისად, ლ-–- კ------ის ჯგუფი ავიდა მეორე სართულზე, ხოლო, მათი ჯგუფი ეზოში ელოდებოდა, რა დროსაც უცბად მისმა თანმხლებმა ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა დაიძახა: „ვიღაც ხტება!“. იმ მომენტში დაინახა, რომ ვიღაც ფანჯრიდან ხტებოდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ხელი მოჰკიდეს და უკან შეიყვანეს. ამის შემდეგ, მას დაუკავშირდა ლ-–- კ------ე და უთხრა, რომ აკავებდა ბ. ლ-ას, რომლის ბინაც იყო გასაჩხრეკი. ის და მისი ჯგუფის წევრები ავიდნენ ბინის გასაჩხრეკად, რა დროსაც დაკავებული უკვე გამოჰყავდათ. ბინაში იმყოფებოდა ბ. ლ-ას მეუღლე – ი. ჩ-ა, რომელსაც წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ და დაიწყეს ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, შავი სპორტული ფეხსაცმელი, რომელზეც ბრალდებულის მეუღლე ამბობდა, რომ იყო სხვა პირის (კონკრეტულ სახელს და გვარსაც უთითებდა), ტანსაცმელი, ორი რაცია და მობილური ტელეფონი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, კანონის მოთხოვნათა დაცვით, შედგა ოქმი. შემდეგ მოწმის სახით გამოკითხა ი. ჩ-ა, რომელმაც ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. მოწმემ დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
43. გამომძიებელ ვ. მ---ის ჩვენებით დგინდება, რომ ა. შ-ას განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გაჩხრიკა ბ. ხ-ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე: თ-–ი, გ. მ/რაიონში. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს პისტოლეტის მაგვარი საგანი, მჭიდით და 5 ვაზნით, ბ. ხ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი; ბ. ხ-ს „აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი; სარეცხის მანქანიდან – ბ. ხ-ს ტანსაცმელი და შავი სპორტული ფეხსაცმელი; სანაგვე ურნიდან შავი დაჭრილი „ზარას“ ფირმის სპორტული მოსაცმელი; ორი „სამსუნგის“ და „რედმის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „მერსედესის“ მარკის ავტომობილის გასაღები, ბრელოკით. ამოღებული ნივთები კანონით დადგენილი წესით დაილუქა. ადგილზევე შეივსო ჩხრეკის ოქმი, რაც ნ. ბ-ამ დაადასტურა ხელმოწერით. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ჩავიდა ეზოში, სადაც მიიღო ახალი დავალება – იმავე კორპუსის მე-9 სართულზე უნდა ჩაეტარებინა ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, ის, გ-–-----ს პოლიციის სამმართველოს უფროსი – მ. ქ-ე და გ-–-----ს პოლიციის სხვა თანამშრომლები ავიდნენ მე-9 სართულზე. კარი გააღო ლ. რ-ის მამამ – ქ----– რ-----მა, იქვე იყო ლ. რ-იც. თავად განუმარტა, რომ ბინა უნდა გაეჩხრიკათ. მისაღებ ოთახში არსებულ მაგიდასთან დაიწყო ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების შევსება, სადაც მიუთითა ლ. რ-იც, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, რაზეც გაკეთდა შენიშვნა. საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს ქ----– რ-----მა მოაწერა ხელი. ჩხრეკის დაწყებამდე ლ. რ-ი გასაუბრების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს გვერდით საძინებელ ოთახში. მალევე საძინებელ ოთახში ატყდა ხმაური და გაიგონა ხმამაღალი ნათქვამი: „ხელყუმბარა აქვს!“. თავად არც ხელყუმბარა დაუნახავს და არც ბ. ხ-ს მიერ ხელყუმბარის გახსნისა და გადაგდების ფაქტი; არც ის, თუ რა ხდებოდა გვერდით ოთახში. ამ ყველაფრის შესახებ შეიტყო იქ მყოფი პოლიციის თანამშრომლებისაგან. ასევე შეიტყო, რომ ბ. ხ- ჩახტა მე-8 სართულზე. მოწმემ დაინახა, რომ ლ. რ-ი დააკავეს პოლიციის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც შეივსო შესაბამისი ოქმი. მოწმეს არ დაუნახავს ბ. ხ-ს დაკავება, რადგან შემთხვევის ადგილზე სიტუაცია არაორდინალურად განვითარდა – ოთახში ხელყუმბარის დეტალების არსებობის გამო, აუცილებელი გახდა ექსპერტებისა და კინოლოგების გამოძახება. მოგვიანებით, ექსპერტების, პოლიციის თანამშრომლების და ქ----– რ-----ის მონაწილეობით, გაჩხრიკეს ლ. რ-ის ბინა, რა დროსაც ლ. რ-ის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს ხელყუმბარის დეტალები – ე.წ რგოლი და დამცავი მექანიზმი, აივნიდან კი – მარიხუანის ძირები და სხვადასხვა ნივთები. ლ. რ-ი ბინის ჩხრეკას არ დასწრებია, თუმცა ის ოქმში მაინც მიუთითა, რადგან დადგენილებაში ჰყავდა მითითებული. მოწმემ დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
44. მსგავსი შინაარსისაა ლ. რ-ის ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების – გ. ჟ-ას და ნ. მ-ის – ჩვენებები.
45. დაზარალებულ გ. რ-ის ჩვენებით დგინდება, რომ, 2021 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, მუშაობდა თბილისის გ-------- სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ ა. შ-ას განზრახ მკვლელობის საქმეზე, დაიგეგმა მოქალაქე ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თ--ი, გ----- მ/რაიონში) ჩხრეკა. ჩხრეკაში დახმარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გ------- სამმართველოს თანამშრომლებთან, ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებთან ერთად, გამთენიისას, დაახლოებით 06:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში, მივიდა ლ. რ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც დახვდა ლ. რ-ი და მისი მამა – ქ----– რ-----ი. მათ ჰკითხეს, აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდა თუ არა ბ. ხ-, რაზეც კატეგორიული უარი განუცხადეს. ქ----– რ-----თან დარჩა გამომძიებელი, ხოლო, ლ. რ-ი, გასაუბრების მიზნით, გაიყვანეს გვერდით ოთახში; უხსნიდნენ, რომ ეთქვა, ბ. ხ-ს ადგილსამყოფელი. დაახლოებით 2-3 წუთში, იმავე ოთახში განთავსებული საწოლის ქვემოდან დაიყვირა ბ. ხ-მ, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაეტოვებინათ ბინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფეთქებით იმუქრებოდა. ამ დროს, იქ მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა ასწიეს საწოლი, საიდანაც გამოვიდა ბ. ხ-, რომელსაც ხელში ეჭირა ხელყუმბარა. პოლიციის თანამშრომლები ხელყუმბარის წართმევის მიზნით შეეცადნენ ბ. ხ-სთან მიახლოებას, რა დროსაც ლ. რ-მა გაუწია წინააღმდეგობა – ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, რათა არ მიახლოებოდნენ ბ. ხ-ს, ასევე – მ. ქ-ეს ტანსაცმელზე ქაჩავდა და ცდილობდა მის წაქცევას. ამის გამო, მან და მ. ქ-ემ პროპორციული ძალის გამოყენებით, დააკავეს ლ. რ-ი. იმავდროულად, ბ. ხ-მ ხელყუმბარას მოხსნა დამცავი მექანიზმი/რგოლი, რაც დააგდო იატაკზე და მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. დამცავის მოხსნისთანავე ოთახში გაისმა აფეთქების მცირე ხმა და მისი აღქმით, დადგა დენთის სუნი. იმ მომენტში იქ მყოფი პირები, მათ შორის, თავად და მ. ქ-ე (ლ. რ-თან ერთად) გადარჩენის მიზნით, დაიძრნენ გასასვლელი კარისკენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლები წაიქცნენ და ლ. რ-ი მოჰყვა მათ ქვემოთ. ამ დროს ბ. ხ-მ, ოთახში არსებული ხელყუმბარა გადააგდო ქვემოთ მდგარი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით და ჩახტა მე-8 სართულის აივანზე. ბ. ხ-ს დასაკავებლად ქვემოთ ჩავიდნენ გ. ბ-ი და გ. ო-ი, მან და მ. ქ-ემ კი, გააგრძელეს ლ. რ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის პროცედურების ჩატარება. პირადი ჩხრეკის შედეგად, ლ. რ-ის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ლურჯი პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი მასით (სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება). ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონით დადგენილი წესით. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შეადგინა თავად, ადგილზე. ლ. რ-ი გაეცნო ოქმს და ისე, რომ შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს, მოაწერა ხელი. როგორც დაზარალებული, ითხოვს ლ. რ-ის დასჯას.
46. მსგავსი შინაარსისაა ლ. რ-ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე, დაზარალებული პოლიციის თანამშრომლის – მ. ქ-ის – ჩვენება, რომელშიც აღწერილია, რომ ლ. რ-ის მხრიდან ძალადობის შედეგად, მას გაეხა სამსახურებრივი ჟილეტი. მანვე აღნიშნა, რომ გ---- სამმართველოს უფროსი – ი---ე და ამავე სამმართველოს თანამშრომლები – გ. გ-ე და ნ. ჩ-ე – იდგნენ დაბლა, აივნის მიმართულებით და პერიმეტრს იცავდნენ. ბ. ხ-მ სწორედ მათი მიმართულებით გადააგდო ხელყუმბარა. როგორც დაზარალებული, ითხოვს უმკაცრეს სასჯელს.
47. ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 4 ნოემბერს, გამომძიებელ ა-----– ო----–-–---–ის მიერ მ. ქ-ისგან ამოღებულ იქნა დაზიანებული პოლიციის ჟილეტი.
48. 2021 წლის 10 ნოემბერს გაცემული, უდავოდ ცნობილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად (ექსპერტი – ნ. კ-ე), ექსპერტიზაზე წარდგენილ პოლიციის უნიფორმის ჟილეტის ზედაპირზე არსებული დაზიანებები (მარცხენა გვერდით ნაკერზე და წინა მხარეს ელვაშესაკრავის მარცხენა ნახევართან ნაკერზე) ნაკერის განარღვევის და გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
49. დაზარალებულ გ. ბ-ის უდავო გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა თ--- უფროსის თანამდებობაზე. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ, ა. შ-ას განზრახ მკვლელობის საქმეზე მტკიცებულების მოპოვების მიზნით, 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაიგეგმა ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომელიც მდებარეობდა თ---–--–ი, გ---- მ/რაიონის, №--- კორპუსის, ბ--------ში. ასევე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სახლში შესაძლებელია ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი მოწმე – ბ. ხ-. ჩხრეკაში დახმარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, შევიდა ლ. რ-ის საცხოვრებელ ბინაში. ადგილზე დახვდა ლ. რ-ი და მისი მამა – ქ----– რ-----ი. კითხვაზე – იმყოფებოდა თუ არა ბ. ხ- აღნიშნულ ბინაში, ხსენებულმა პირებმა უარი განუცხადეს. ქ. რ-თან დარჩა გამომძიებელი, ხოლო თავად, ლ. რ-ი და იქ მყოფი პოლიციის თანამშრომლები სასაუბროდ შევიდნენ ერთ-ერთ ოთახში, სადაც ლ. რ-ს უხსნიდნენ, რომ ეთქვა ბ. ხ-ს ადგილსამყოფელი, რა დროსაც ოთახში მდგომი საწოლის ქვემოდან დაიყვირა მამაკაცმა, რომ დაეტოვებინათ სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებდა. მათ აწიეს საწოლი, რომლიდანაც გამოძვრა ბ. ხ-, ხელყუმბარით ხელში. პოლიციის თანამშრომლები შეეცადნენ ბ. ხ-სთვის ხელყუმბარის წართმევას, რა დროსაც მათ ლ. რ-ი დაუპირისპირდა ფიზიკურად – ურტყამდა ხელებსა და ფეხებს, ასევე, ტანსაცმელზე ექაჩებოდა და ცდილობდა მათ წაქცევას, რათა მათ ბ. ხ-სთან მიახლოების საშუალება არ მისცემოდათ. აღნიშნულის გამო, მ. ქ-ემ და გ. რ-მა ლ. რ-ი ადგილზე დააკავეს. იმ მომენტში ბ. ხ-მ ხელყუმბარას მოხსნა დამცავი მექანიზმი, დააგდო იატაკზე და აამოქმედა. დამცავის მოხსნისთანავე ოთახში გაისმა აფეთქების მცირე ხმა. ამ დროს ყველა იქ მყოფი, გადარჩენის მიზნით, გაიქცა ოთახის გასასვლელისკენ, რა დროსაც სიჩქარეში წაიქცნენ და რამდენიმე კაცის ქვემოთ მოჰყვა ლ. რ-ი. ამ დროს ბ. ხ-მ დრო იხელთა და სწრაფად მიირბინა იმავე ოთახის აივანზე, ხელყუმბარა ისროლა ეზოში, სადაც, პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვისა და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენის მიზნით, იდგნენ პოლიციის თანამშრომლები. ხელყუმბარის სროლისთანავე ბ. ხ- აძვრა აივნის მოაჯირზე და ჩახტა მე-8 სართულის აივანზე. ამის დანახვაზე ის და გ. ო-ი სწრაფად ჩავიდნენ მე-8 სართულზე, ბ--------ში, სადაც დააკავეს ბ. ხ-. დაკავების შემდეგ ბ. ხ-ს ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ხელყუმბარისმაგვარი საგანი, რაც დალუქეს კანონით დადგენილი წესით.
50. მსგავსი შინაარსისაა ბ. ხ-ს დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე თ--–--- უფროსის მოადგილის, ასევე დაზარალებულად ცნობილი, გ. ო-ის უდავო გამოკითხვის ოქმი.
51. დაზარალებულ ი-–-ის უდავო გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–----- სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2021 წლის 18 ოქტომბერს, დაიგეგმა თ-–ი, გ-–--- მ/რაიონის, №--- კორპუსში, ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. აღნიშნული ჩხრეკის ჩასატარებლად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ავიდნენ გ-–---ის მთავარი სამმართველოს უფროსი – მ. ქ-ე და ამავე მთავარი სამმართველოს -- სამმართველოს უფროსის მოადგილე – გ. რ-ი, ხოლო კორპუსის ქვემოთ პერიმეტრის დაცვისა და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენის მიზნით იმყოფებდა თავად და მისი თანამშრომლები – ნ. ჩ-ე და გ. გ-ე. მალევე დაინახეს, რომ ლ. რ-ის საცხოვრებელი სახლის აივნიდან პირმა მათი მიმართულებით ისროლა რაღაც ნივთი, რაც დაეცა იქვე, მათგან, დაახლოებით 4-5 მეტრში მდებარე ავტოფარეხის სახურავზე. პირი, ვინც აღნიშნული ნივთი ისროლა, ჩახტა მე-8 სართულის აივანზე. შემდეგ ნახეს, რომ ეგდო ხელყუმბარისმაგვარი საგანი. მოგვიანებით, შეიტყო, რომ მათი მიმართულებით ეს საგანი ისროლა ბ. ხ-მ.
52. მსგავსი შინაარსისაა დაზარალებულ ნ. ჩ-ის უდავო გამოკითხვის ოქმი და გ. გ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენება. ამ უკანასკნელის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს ეცვათ პოლიციის ჟილეტები, რომლებსაც მკვეთრად აწერია „პოლიცია“, რაც შორი მანძილიდანაც შესამჩნევია.
53. მოწმეებმა – დ. ც--–მა, ლ. პ--მა, ლ. გ---ამ, ზ. ვ---ემ, მ. ღ--ემ, ჯ. მ-მა, ს-----მა, დ----- კ---მა, ა. ჟ--მა, დ. ბ--ემ, ი-ემ, გ-----–--ემ და ლ. ჩ-მა – ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
54. მოწმე ა. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განაღმვის კუთხით. 2021 წლის 18 ოქტომბერს, გამოძახების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად მივიდა გ---- მ/რაიონში. იქ პოლიციას ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული კორპუსს მიბჯენილი ავტოფარეხი, სადაც აღმოჩნდა ხელყუმბარა. ხელყუმბარას არ ჰქონდა დამცავი ბერკეტი და ჭილიბი, რის გამოც, ზამბარა იყო დაჭიმული და შესაბამისად – საშიში. მათ აღნიშნული ხელყუმბარა ფრთხილად ჩაიტანეს სარდაფში და უსაფრთხოების მიზნით ხელყუმბარას მოაშორეს ამფეთქი (ფალია), რის შემდეგაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დაილუქა მხოლოდ ხელყუმბარის კორპუსი და დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს, ხოლო ამფეთქი, მისი საშიშროებიდან გამომდინარე, განადგურების მიზნით გადაიტანეს ბაზაზე და გაანადგურეს. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის, ასევე, მათ (გამნაღმველების) მიერ შედგენილი შემოწმების ოქმის და ამფეთქის განადგურების აქტის სისწორე.
55. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 08:15 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, გამომძიებლის, ექსპერტ-კრიმინალისტების, გამნაღმველების და მესაკუთრის – ე. ჯ--ის – მონაწილეობით, დათვალიერდა თ--–ი, გ--- მ/რაიონის, მ----- კორპუსის, პირველი სადარბაზოს წინ, ავტოფარეხის თავზე განთავსებული აივანი, რომელიც მიბჯენილია კორპუსზე. აივნის მარჯვენა წინა კუთხესთან ნანახი იქნა ეფ-1 ტიპის ხელყუმბარა, რომელსაც დამაგრებული აქვს უზეერგების ტიპის ამფეთქი ფალია, რომელსაც მოხსნილი აქვს ე.წ. „კალცო“ დამცავი ჩეკა და იყო საბრძოლო მდგომარეობაში. გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს და ამოიღეს ამფეთქის გარეშე. ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილი – ამფეთქი მოწყობილობა – გადაიტანეს გამნაღმველებმა განაღმვის ბაზაზე გასანადგურებლად. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა დადასტურებულია მასში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
56. გამნაღმველების მიერ შედგენილი შემოწმების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 07:30 საათზე შესული შეტყობინების საფუძველზე, 2021 წლის 18 ოქტომბერს, 08:10 საათიდან 09:20 საათამდე პერიოდში, შემოწმდა თ-–ი, გ----- მ/რაიონის, მ----- კორპუსის ავტოფარეხის თავზე არსებული ხელყუმბარა. შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარა წარმოადგენს „Ф-1“ ტიპის ხელყუმბარას, თავისივე „УЗРГМ“-ს ტიპის ამფეთქით. ამფეთქს მოხსნილი ჰქონდა დამცავი ჭილიბი. ამავე ოქმის თანახმად, ვინაიდან ამფეთქს აღარ გააჩნდა დამცავი ჭილიბი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, გააუვნებელყვეს ხელყუმბარა, რის შემდეგაც, „Ф-1“ ტიპის ხელყუმბარა გადაეცა გამომძიებელს, ხოლო ამფეთქი, განადგურების მიზნით, გადაიტანეს ბაზაზე.
57. 2021 წლის 20 ოქტომბრის განადგურების აქტით დგინდება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა – ა. ბ---–---–მა და შ. მ-------ემ – 2021 წლის 20 ოქტომბერს, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, გაანადგურეს 2021 წლის 18 ოქტომბერს, თ---–--–ი, გ-–----------- მ/რაიონის, N--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუვნებელყოფილი ერთი ერთეული „Ф-1“ ტიპის ხელყუმბარის „УЗРГМ“-ს ტიპის ამფეთქი ფალია.
58. ბ. ხ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 07:15 საათზე, თ---–--–ი, გ-–----------- მ/რაიონის, მ----- კორპუსის, ბ--------ის აივანზე დაკავებულ იქნა ბ. ხ-, რომელიც ადგილზე გაჩხრიკეს, 07:20 საათიდან 07:30 საათამდე დროის შუალედში, რა დროსაც შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს მომწვანო ხელყუმბარისმაგვარი საგანი. ოქმის ბოლოს გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ბ. ხ-მ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე.
59. ექსპერტმა – დ. დ-–მა – მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული პიროტექნიკური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- “У3PГM” ტიპის ამფეთქი ფალიის ქარხნული წესით დამზადებული, 1 ერთეული სასხლეტი ბერკეტი, მარკირებით: “125-76 У3PГM 583” და ქარხნული წესით დამზადებული 1 ერთეული დამცავი ჭილიბი რგოლით, წარმოდგენილი სახით (ცალკე) არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და არ არის ასაფეთქებელი მოწყობილობა;
- 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული “Ф-1” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, მარკირებით: “|T.H.T. 2-06-((22))”, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას. საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად;
- 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული “Ф-1” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, მარკირებით: “T.H.T. 2-06-((22))”, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას. საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად;
- ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი 1 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული “У3PГM” ტიპის ამფეთქი ფალია, მარკირებით: “209-83 У3PГM У3ЧП” და „----------, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.
60. ბ. ლ-ას პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 05:22 საათიდან 05:35 საათამდე დროის შუალედში, თ-–ი, გ-–--ში, გამომძიებლის და დეტექტივების მონაწილეობით, ჩატარდა ბ. ლ-ას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შავი სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს მომცრო შავი პოლიეთილენის პარკში გადახვეული მოყვითალო ფხვნილი, ხოლო წინა მარცხენა ჯიბიდან – „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ოქმში, შენიშვნის თანახმად, ბ. ლ-ამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე.
61. ბ. ლ-ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 06:05 საათიდან 06:40 საათამდე პერიოდში, გამომძიებლის, დეტექტივების და მოწმე ი. ჩ-ას მონაწილეობით, გაჩხრიკეს თ--–ი, გ---, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: პლასტმასის კოლბა და შპრიცი, შავი სპორტული ფეხსაცმელი თასმებით, სამი ჯინსის შარვალი, კაპიუშონიანი მოსასხამი და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა დადასტურებულია მასში მონაწილე პირების ხელმოწერებით.
62. ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 10:40 საათიდან 12:50 საათამდე პერიოდში, გამომძიებლის, ექსპერტების, დეტექტივების და მოწმე ქ----– რ-----ის მონაწილეობით, ჩატარდა თ---–ი, გ---- მ/რაიონის, მ----- კორპუსში, ბ--------ის ჩხრეკა. შედეგად, ამოიღეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, სუნის კვალის ნიმუში, ხელყუმბარის ნაწილები, 5 ძირი მცენარე, ანაწმენდები. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით, რაზეც გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები. საგამოძიებო მოქმედების კანონთან შესაბამისობა დადასტურებულია მასში მონაწილე პირების ხელმოწერებით (გარდა ლ. რ-ისა, რომელიც არ მონაწილეობდა ჩხრეკაში).
63. ლ. რ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 07:10 საათზე, თ---–--–ი, გ-–----------- მ/რაიონის, მ----- კორპუსის, ბ--------ში დააკავეს ლ. რ-ი, რომელსაც ადგილზე, 07:15 საათიდან 07:30 საათამდე დროის შუალედში, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს მოლურჯო პოლიეთილენის თავმომწვარ პაკეტში მოთავსებული, მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება.
64. ექსპერტმა – ნ----- ო-----------ემ – მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ, ექსპერტ პ------ წ--–---–--ის მონაწილეობით, შედგენილი ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:
- ერთ ცალად დაფასოებული ლურჯი პოლიეთილენის თავმილღობილ ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო ფხვნილი, წონით – 19,47 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით – 5,28 გრამს;
- ერთ ცალად დაფასოებული შავი პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო-მოყვითალო ფხვნილი, წონით – 8,92 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით – 3,85გრამს.
65. ბ. ხ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, 04:30 საათიდან 06:35 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ ვ-------- მ-------ის მიერ, დეტექტივ ბ------ გ---------ის და მოწმე ნ. ბ-ას მონაწილეობით, ჩატარდა თ---–--–ი, გ-–----------- მ/რაიონის, მ----- კორპუსში, ბინა -ში მდებარე ბ. ხ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. შედეგად, ამოიღეს: პისტოლეტის მსგავსი საგანი, მჭიდით და 5 ცალი ვაზნა, პასპორტი, მობილური ტელეფონები, ბ. ხ-ს ტანსაცმელი და ავტომობილის გასაღები, ბრელოკით (ტომი 1; ს.ფ. 70-79).
66. ექსპერტმა – ზ---- ზ-----ემ – მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 7 ცალი მასრა არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. შვიდივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე პისტოლეტში.
- 1 ცალი დეფორმირებული ტყვია არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის, ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПM) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (AПC), აგრეთვე – შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა, ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულიდან.
- ორი ცალი გარსის ფრაგმენტი არის, ქარხნული წესით დამზადებული, მყარ, ბლაგვ საგანთან კონტაქტის შედეგად დეფორმირებულია, ფრაგმენტირებულია, გაგლეჯილია და დაკარგული აქვს გულარი. აღნიშნული ობიექტები შესაძლებელია იყოს 9 მმ კალიბრის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი და იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.
67. ექსპერტმა – ზ---- ზ-----ემ – დამატებით აღნიშნა, რომ მასრები გასროლამდე წარმოადგენდა მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას; მყარ-ბლაგვ საგანში მოიაზრება ადამიანის სხეულიც. მანვე დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის №------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 7 ცალი 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის მასრის იდენტური მასრები ბალისტიკურ მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში ვერ აღმოჩნდა.
68. ექსპერტმა – გ------- ტ-------ემ – მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც, თ---–--–ი, გ-------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან ა. შ-ას განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბ. ლ-ას საკნიდან ამოღებული რუხი თეთრეულიდან და პირსახოციდან აღებული სუნის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ბრალდებულებისაგან – ბ. ხ-სგან და ლ. რ-ისგან – აღებული სუნის ნიმუშებისა;
- ქ----– რ-----ის ბინიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულებისაგან – ბ. ხ-სგან და ლ. რ-ისგან – აღებული სუნის ნიმუშების, ხოლო არაიდენტურია – ბ. ლ-ას საკნიდან ამოღებული რუხი თეთრეულიდან და პირსახოციდან აღებული სუნის ნიმუშისა;
- ბრალდებულ ბ. ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა „მერსედეს-ბენციდან“ (სახელმწიფო ნომრით X--------) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბ. ხ-სგან აღებული სუნის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ლ. რ-ისგან და ბ. ლ-ას საკნიდან ამოღებული რუხი თეთრეულიდან და პირსახოციდან აღებული სუნის ნიმუშებისა;
- ბრალდებულ ბ. ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსიდან“ (სახელმწიფო ნომრით – ---) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულებისაგან – ბ. ხ-სა და ლ. რ-ისგან, აგრეთვე – ბ. ლ-ას საკნიდან ამოღებული რუხი თეთრეულიდან და პირსახოციდან აღებული სუნის ნიმუშებისა.
69. ექსპერტმა – გ------- ტ-------ემ – დამატებით აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში უფრო მეტად რჩება სუნი, ვიდრე ღია სივრცეში. ავტომობილში ჯდომის შემთხვევაში, სუნის დარჩენა შესაძლებელია, თუმცა არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორებიც.
70. ექსპერტმა – ი-------ემ – მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ, ექსპერტ ნინო ბიღიაშვილის მონაწილეობით, გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №---- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი №1;2;3;5;7;8;9 – 7 (შვიდი) 3 მასრისებური საგანი, - 1 (ერთი) ც ლითონის საგანი ობიექტი №14, ლითონის ფრაგმენტი ობიექტი №11..“, მოთავსებულ ხუთ მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ. №1-4,6; კონვერტები, წარწერებით: „ობიექტი №1. ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც მასრის მაგვარი საგანი“, „ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც მასრის მაგვარი საგანი. ობიექტი №2“, წარწერით: „ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც მასრის მაგვარი საგანი. ობიექტი №3“, „ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც მასრის მაგვარი საგანი. ობიექტი №5“ და „ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც მასრის მაგვარი საგანი. ობიექტი №8“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს;
- კონვერტში, წარწერით: „ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც ლითონის ფრაგმენტი. ობიექტი №11“, მოთავსებულ ლითონის ფრაგმენტზე (ობ. №8) და კონვერტში წარწერით: „ფილის ზედაპირიდან 1 (ერთი) ც ლითონის საგანი. ობიექტი №14“, მოთავსებულ ლითონის საგანზე (ობ. №9) არსებული ბიომასალა ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30; პაკეტი, წარწერით: „...ა. შ-ას გვამიდან აღებული 01 შპრიცი სისხლი...“);
- პაკეტში, წარწერით: „... ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ამოღებული ბ. ლ-------ას ბინის ჩხრეკიდან...“, მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №12-16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30). მარჯვენა ფეხსაცმლის თასმაზე არსებული ბიომასალის (ობ. №16ბ) გენეტიკური პროფილი და მარცხენა ფეხსაცმლის თასმაზე არსებული ბიომასალის (ობ. №16გ) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ერთსა და იმავე მამრობითი სქესის პირს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია ობ. №1-4,6-ის გენეტიკური პროფილის. ობ. №16გ-ს გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ამავე ფეხსაცმლის შიდა ზედაპირებზე არსებული ბიომასალის (ობ. №16ა) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: „...ლითონის კარის ზედაპირიდან ანაწმენდი დოლბანდზე...“, მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მონაცრისფრო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №29) სისხლს არ შეიცავს. ობ. №29-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30).
71. ექსპერტმა – ი-----ემ – ასევე დაადასტურა მის მიერ, ექსპერტ ნ. ბ-ის მონაწილეობით, გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- ბ. ხ-ს (ობ. №154; პაკეტი, წარწერით: „..ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიური ჩხირით აღებული ბრალდებულ ბ----- ნ---ის ძე ხ----ს პირის ღრუდან (დაბ. 0---)...“), ლ. რ-ის (ობ. №155; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ლ. ქ-ის ძე რ-----ის (2------) პირის ღრუდან...“) და ბ. ლ-ას (ობ. №156; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში აღებული სტ. ბიოლოგიური ჩხირით ბრალდებულ ბ--- ტ------–ის ძე ლ-------ას - პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილები შედარდა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გაცემულ ექსპერტის №--------- დასკვნაში არსებულ არაიდენტიფიცირებული ობიექტების №1-4, 6, 16ბ, 16გ*, 21–23, 25*, 26, 27*, 28-ის გენეტიკურ პროფილებს;
- პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი №1;2;3;5;7;8;9 – 7 (შვიდი) ც მასრისებური საგანი, - 1 (ერთი) ც ლითონის საგანი ობიექტი №14, ლითონის ფრაგმენტი ობიექტი №11...“, მოთავსებულ ხუთ მასრაზე არსებული ბიომასალა (ობ. №1-4,6) ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156);
- პაკეტში, წარწერით: „...ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ამოღებული ბ. ლ-------ას ბინის ჩხრეკიდან...“, მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალა (ობ. №16ბ) და მარცხენა ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. №16გ*) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156);
- პაკეტში, წარწერით: „...3 ჯინსის შარვალი და კაპიუშონიანი მოსაცმელი ამოღებული ბ. ლ-------ას ბინის ჩხრეკისას...“, მოთავსებულ ერთ-ერთ შარვალზე არსებული ბიომასალა (ობ. №21,22), ამავე შარვალზე არსებული სისხლის (ობ. №23) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ამავე პაკეტში მოთავსებულ მოსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. №25-28) შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156);
- ობ. №26,28-ის გენეტიკურ პროფილებში ბ. ხ-ს (ობ. №154) და ლ. რ-ის (ობ. №155) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: „...ხელყუმბარებიდან, ფალიიდან, ლითონის დეტალებიდან, მასრებიდან, მინის ფლაკონებიდან, მინის საგნიდან, პლასტმასის საგნებიდან, ბოთლიდან, შპრიცებიდან, პლასტმასის კონტეინერიდან და შესაფუთი მასალიდან (ქაღალდის და პოლიეთილენის ნაჭრები)...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. №37-ის (კოლოფი, წარწერით: „პოლიეთილენის ნაჭრიდან აღებული ანაწმენდი -”) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156); ობ. №38,40,41,43,44-ის (კოლოფები, წარწერებით: „F--- სსს №------------ 1) შუშის ქილიდან და 2) პლასტმასის თავსახურიდან აღებული ანაწმენდები” (1), „F----- სსს №---- შუშის საგნიდან აღებული ანაწმენდი”, „1.ინსულინის შპრიციდან აღებული 2. სამედიცინო შპრიციდან აღებული F-----“ (1), „F------ სსს №------- ბოთლიდან აღებული ანაწმენდები” და „პოლიეთილენის ნაჭრიდან აღებული ანაწმენდი M---------”) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ. რ-ს (ობ. №155); ობ. №46-48-ის (კოლოფები, წარწერებით: ,,სსს №------------ ანაწმენდები 1 ხელყუმბარიდან 2 ფალიიდან’’და „სსს №------------ ლითონის დეტალებიდან აღებული ანაწმენდი”) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ხ-ს (ობ. №154); ობ. №35,42-ის გენეტიკური პროფილები შერეულია: ობ. №35-ის (კოლოფი, წარწერით: „1.ანაწმენდი პლასტმასის კონტეინერიდან 2 ანაწმენდი ინსულინის შპრიციდან M----------” (1)) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156); ობ. №42-ის (კოლოფი, წარწერით: ,,1.ინსულინის შპრიციდან აღებული 2. სამედიცინო შპრიციდან აღებული F-----) (2)) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ. რ-ს (ობ.N155); ობ. №35,42-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: „...ერთი შუშის ბოთლი, მასში არსებული სითხით, წარწერით: „ს-----–-“ ამოღებულია I საძინებელ ოთახში იატაკიდან...ბინის ჩხრეკა მკვლელობის ფაქტზე.”, მოთავსებულ ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ. №51,52) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ლ. რ-ს (ობ. №155). ობ. №51,52-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: „...ა/მ მერსედესი, სახ. №X-------- შიდა სახელურებიდან სალონში საბარგულის სახელურიდან, ე.წ. ჯოისტიკის ზედაპირიდან. სიჩქარის გადასართავი ბერკეტიდან და საჭიდან-სულ 8 (რვა) ცალი ანაწმენდი...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. №53-55,57,58,60) გენეტიკური პროფილები შერეულია: ობ. №53,54,57-ის (კონვერტები, წარწერებით: „ა/მ სალონში საჭიდან...“, „ა/მ სიჩქარის გადასართველი ბერკეტიდან 1 ცალი ანაწმენდი...“ და „ა/მ წინა მარცხენა კარის შიდა სახელურებიდან 1 ცალი ანაწმენდი...“) გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი და ობ. №55-ის (კონვერტი, წარწერით: „ა/მ სალონში წინა სავარძლებს შორის ე.წ ჯოისტიკის ზედაპირიდან 1 ცალი ანაწმენდი...“) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ბ. ხ-ს (ობ. №154); ობ. №55-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი და ობ. №60-ის (კონვერტი, წარწერით: „ა/მ სალონში საბარგულის სახელურიდან 1 ცალი ანაწმენდი...“, გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156); ობ. №60-ის გენეტიკურ პროფილში ბ. ხ-ს (ობ. №154), ლ. რ-ის (ობ. №155) და ა. შ-ას (ობ. №30; ექსპერტის №----- დასკვნა) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; ობ. №53,54,57-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილი და ობ. №58-ის (კონვერტი, წარწერით: „ა/მ უკანა მარჯვენა კარის შიდა სახელურებიდან 1 ცალი ანაწმენდი...“) გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- „ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №56,59; კონვერტები, წარწერებით: „ა/მ წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურებიდან 1 ცალი ანაწმენდი...“ და „ა/მ უკანა მარცხენა კარის შიდა სახელურებიდან 1 ცალი ანაწმენდი...“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი 26 (ოცდაექვს) ცალ სტერილურ ჩხირზე 13 (ცამეტ) ნიმუშად ამოღებული ა/მანქანა TOIOTA PRIUS. სან. ნომრით ----დან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. №63,64-ის (კონვერტები, წარწერებით: „...ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან” და „...ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის მინის ამწევ-დამწევი ღილაკიდან“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156); ობ. №67-ის (კონვერტი, წარწერით: „...ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან”) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ხ-ს (ობ.№154); ობ. №71-73-ის (კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა სავარძლის წინ სათავსოს გამღებ სახელურიდან’’, „...ა/მანქანის სალონში უკანა ხედვის სარკიდან.” და „...ა/მანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებს შორის არსებული სათავსოს გამღები სახელურიდან.”) გენეტიკური პროფილი განსხვავდება ბ. ხ-ს (ობ. №154), ლ. რ-ის (ობ. №155) და ბ. ლ-ას გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს; ობ. №61,68-ის გენეტიკური პროფილები შერეულია: ობ. №68-ის (კონვერტი, წარწერით: „...ა/მანქანის უკანა მარჯვენა კარის მინის ამწევ დამწევი ღილაკიდან.”) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ბ. ხ-ს (ობ. №154), მეორე წილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156); ობ. №61-ის (კონვერტი, წარწერით: „...ა/მანქანის საჭიდან’’) გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი განსხვავდება ბ. ხ-ს (ობ. №154), ლ. რ-ის (ობ. №155), ბ. ლ-ას (ობ. №156) და ობ. №71-73-ის გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს; ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №62,65,66,69,70; კონვერტები, წარწერებით: „..ა/მანქანის სიჩქარის გადამრთველი ბერკეტიდან.”, „...ავტ/მანქანის წინა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან”, „...ავტ/მანქანის წინა მარცხენა კარის მინის ამწევ დამწევი ღილაკიდან”, „...ავტ/მანქანის უკანა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან” და „...ავტ/მანქანის უკანა მარცხენა კარის მინის ამწევ დამწევ ღილაკიდან”) და პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები სამ ნიმუშად ექვს ბიოლოგიურ ჩხირით აღებულია I საძინებელ ოთახში აივანზე გასასვლელი კარის შიდა და გარე სახელურებიდან და აივნის მოაჯირიდან...ბინის ჩხრეკა მკვლელობის ფაქტზე.”, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №74-76) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი №4;6;10;15-4 (ოთხი) ც სიგარეტის ნამწვი მოთავსდა კონვერტებში...“, მოთავსებულ ოთხ სიგარეტის ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. №77-80) გენეტიკური პროფილები განსხვავდება ბ. ხ-ს (ობ. №154), ლ. რ-ის (ობ. №155), ბ. ლ-ას (ობ. №156) და ობ. №71-73-ის გენეტიკური პროფილებისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის ოთხ სხვა პირს;
- პაკეტში, წარწერით: „...ა/მ სალონში წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან 1 ცალი პირბადე და წინა მარჯვენა კარის შიდა სათავსოდან-1 ცალი პირბადე ...ა/მ მერსედესი, სახ № X-------- დათვალიერება მკვლელობის ფაქტზე’’, მოთავსებულ ერთ პირბადეზე არსებული ბიომასალის (ობ. №82; კონვერტი, წარწერით: „ამ წინა მარჯვენა კარის შიდა სათავსოდან-1 ცალი პირბადე”) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156). ამავე პაკეტში მოთავსებულ მეორე პირბადეზე არსებული ბიომასალის (ობ. №81; კონვერტი, წარწერით: „ა/მ სალონში წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან 1 ცალი პირბადე”) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა. შ-ასა და ობ. №17-19-ის (ექსპერტის №--------- დასკვნა) გენეტიკური პროფილებისაგან;
- პაკეტში, წარწერით: „...ა/მ მერსედესი სახ №X-------- წინა მარცხენა სავარძელზე მდებარე ჟილეტი...“, მოთავსებულ ჟილეტის კაპიუშონზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. №83) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე ჟილეტზე არსებული ბიომასალის (ობ. №84,85) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N85-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ. ხ-ს (ობ.№154). ობ. №85-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. №84-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: „...დაჭრილ მდგომარეობაში არსებული „ზარას“ ფირმის სპორტული მოსაცმელი...“, მოთავსებულ, სავარაუდოდ თხელი ქურთუკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. №86-98) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №95-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ. ხ-ს (ობ. №154). ობ. №95-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. №86-94,96-98-ის გენეტიკური პროფილები, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: „...ბრალდებულ ბ. ლ-ას ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურსა და წინდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №99,102,102ა) წარმოადგენს სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156). ამავე მაისურსა და ამავე პაკეტში მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო, მოყავისფრო და მოშავო მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. №100,101,103,104) სისხლს არ შეიცავს. ამავე შარვალზე არსებული ბიომასალა (ობ. №105,106) ეკუთვნის ბ. ლ-ას (ობ. №156);
- პაკეტში, წარწერით: „...შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით...“, მოთავსებულ ჩანთასა და თმის რეზინზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №107,108,118), წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №107,108,118-ის გენეტიკური პროფილი და ამავე ჩანთაზე (ობ. №109,110), ამავე პაკეტში მოთავსებულ საფულეზე (ობ. №111,112), ამავე საფულეში მოთავსებულ ბარათებზე (ობ. №113), ამავე ჩანთაში მოთავსებულ პირბადეზე (ობ. №114), შეფუთვებზე (ობ. №115), საწრუპზე (ობ. №116), ტუჩსაცხის კონტეინერზე (ობ. №117), თმის ჯაგრისზე (ობ. №119) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30). ამავე ჯაგრისზე არსებული თმები (ობ. №120) წარმოადგენს ადამიანის თმას, რომელიც ეკუთვნის ა. შ-ას(ობ. №30);
- პაკეტში, წარწერით: „..ა. შ-ას კუთვნილი ერთი წყვილი საყურე და საათი...“, მოთავსებულ საათზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №122) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №122-ის და ამავე პაკეტში მოთავსებულ საყურეებზე არსებული ბიომასალის (ობ. №121) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30);
- პაკეტში, წარწერით: „... ტანსაცმელი და ფეხსაცმელები, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ ა. შ-ას...“, მოთავსებულ ქურთუკზე, შარვალზე, ბოდეზე, აზღუდსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №123-132) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30);
- პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი №13. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი 1 (ერთ) ც ჩხირზე ფილის ზედაპირიდან...“, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. №133) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30);
- პაკეტში, წარწერით: „..ა. შ-ას გვამიდან აღებული ნაცხები, საშოდან, უკანა ტანიდან და პირის ღრუდან...“, მოთავსებული ნაცხი პირის ღრუდან (ობ. №136) შეიცავს სისხლს. ობ. №136 და ამავე პაკეტში მოთავსებული ნაცხები საშოდან და უკანა ტანიდან (ობ. №134, 135) სპერმას არ შეიცავს. ობ. №134-136-ში, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, მამრობითი სქესის პირის ბირთვული დნმის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ა. შ-ას გვამიდან აღებული თმების, ფრჩხილების ნიმუშები და ანაწმენდები სახიდან და მტევნებიდან...“, მოთავსებულ მარჯვენა ხელიდან აღებულ ფრჩხილისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. №137), მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე (ობ. №139-141) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30). მარცხენა ხელიდან აღებულ ფრჩხილისმაგვარ ფრაგმენტებსა (ობ. №138) და თმის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა (ობ. №142) ეკუთვნის ა. შ-ას (ობ. №30);
- პაკეტში, წარწერით: „...ბ. ხ----ს ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ორ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. №143,145ა) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე მაისურზე, ამავე პაკეტში მოთავსებულ მესამე მაისურზე, შარვალზე, საცვალზე, ქუდზე, წინდებსა და ფეხსაცმელებზე (ობ. №144-153) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
72. მოწმე ზ. ნ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (მკვლელობების სამმართველო) უფროსის მოადგილედ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მის მიერ, მისსავე სამუშაო ოთახში, ბრალდებულის სახით დაკავებულ ბ. ხ-სთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება – ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარულ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე, ბ. ხ-სთან ჰქონდა ხანმოკლე კომუნიკაცია, რა დროსაც ბ. ხ-მ მოკლედ ისაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, საიდანაც შეიტყო, რომ იგი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ფლობდა ინფორმაციას, რის შემდეგაც მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.
73. მოწმე ზ. ბ-ემ განმარტა, რომ ბრალდებულებს – ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს – არ იცნობს. გარდაცვლილი ა. შ-ა გაიცნო 2019 წლის დასაწყისში, ბ------–ი. მათ ჰყავთ საერთო შვილი. ა.ს და ბავშვს უზრუნველყოფდა ყველაფრით, რაც მათი ნორმალური ცხოვრებისთვის იყო საჭირო. ერთად ცხოვრობდნენ 2021 წლის აპრილის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე, ბ-–ი. მათ უთანხმოება ჰქონდათ მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებით, თუმცა ეს ჩხუბში და ხმამაღალ კონფლიქტში არ გადაზრდილა. შემდეგ, ა. შ-ა, ბავშვთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა თ--–ი. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. ბავშვს სათანადოდ არ უვლიდა, რის გამოც, სთხოვდა, რომ ბავშვი თავად აღეზარდა, რაზეც ა. ხან ეთანხმებოდა, ხან – უარს ეუბნებოდა. 2021 წლის ივნისიდან ა. შ-ასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია, რადგან მან ფიზიკურ ძალადობაში ამხილა ყალბად და, სასამართლოს განჩინებით, აკრძალული ჰქონდა მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია. იმავდროულად, იგი 2021 წლის ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე, საქართველოში არც იმყოფებოდა. ა.ს მკვლელობასთან არაფერი აკავშირებს.
74. ბრალდებულ ბ. ხ-ს მეუღლის – ნ. ბ-ას – ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობდა მეუღლესა და შვილთან ერთად. თვითონ და ბ. ხ- არ მუშაობდნენ, თუმცა ა.-დან აქვთ შემოსავალი და მეუღლის მშობლებიც ეხმარებიან. ბ. ხ-ს საკუთრებაში ჰყავს თეთრი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით – X--------. ბ. ლ-ა და მისი მეუღლე არიან მათი ოჯახის ახლო მეგობრები, რომელთანაც ჰქონდათ ყოველდღიური ურთიერთობა. 2021 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით შუადღეს, თავად, მისი შვილი, დისშვილი, ბ. ხ- და ბ. ლ-ა წავიდნენ მეგობართან – მ. ხ--–თან, სადაც თავად და ბავშვები დარჩნენ, ხოლო, ბ. ხ- და ბ. ლ-ა წავიდნენ. იმავე საღამოს ბ. ხ- მივიდა სახლში (იმ მომენტში ბ. ლ-ა არ უნახავს), შემდეგ ისევ გავიდა სახლიდან და დაბრუნდა გვიან ღამით. ბ. ხ-მ მისვლიდან მალევე უთხრა, რომ მიდიოდა ლ. რ-თან და თან მისი მობილური ტელეფონიც წაიღო. მალევე მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და კითხულობდნენ მის მეუღლეს. მან უთხრა, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა იმავე სადარბაზოში, მე-9 სართულზე მცხოვრებ ლ. რ-თან, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელთა ძირითად ნაწილი მე-9 სართულზე გაიქცა. მას ზემოდან ესმოდა შეძახილი: „ნუ მკლავთ!“, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს ლ. რ-ი ზეწარში გახვეული ჩამოჰყავდათ კიბეებზე. მალევე ჩამოიყვანეს მისი მეუღლეც. ჩამოყვანისას პოლიციის თანამშრომლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ. მოწმის განმარტებით, 2021 წლის ზაფხულში, ბინა ჰქონდა ნაქირავები საცხოვრებელ კომპლექს „თ-----ში“, რადგან მისი შვილები უნდა ჩამოსულიყვნენ ა.-დან და სურდა მათთვის კომფორტული პირობების შექმნა. ბინა იქირავა ექვსი თვით და გადაიხადა პირველი და ბოლო თვის – 4000 აშშ დოლარი. ბინის ქირაობის შემდეგ, შვილებმა უთხრეს, რომ ენგურზე არ გამოუშვეს. ამის გამო, ნაქირავებ ბინაში ორი კვირა იცხოვრეს. ბინის ქირაობის პერიოდში, მისმა მეუღლემ, დაახლოებით 60 000 ლარი მოიგო. მოწმის განმარტებით, „მერსედესის“ მარკის გარდა, სხვა ავტომობილი არ ჰყოლიათ. თეთრი „ტოიოტა პრიუსი“ ეკუთვნის მათი ოჯახის ახლობელს – გ----ას, რომელთანაც ახლო ურთიერთობა აქვთ (2020 წელს აღნიშნული ავტომობილის შესაძენად მან გამოუტანა კრედიტი 17 000 ლარი, ხოლო კრედიტის თანხას გ----ა იხდიდა). აღნიშნული ავტომობილი დარეგისტრირდა მისი მეუღლის სახლზე, რადგან თავად გ-–-ას რაღაც პრობლემა ჰქონდა. რეალურად, მის მეუღლეს აღნიშნული ავტომობილი არასდროს გამოუყენებია.
75. ბრალდებულმა ბ. ლ-ამ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველ ინსტანციაში საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, განმარტა, რომ იგი მკვლელი არ არის. საკუთარ უდანაშაულობაზე მიუთითა სააპელაციო სასამართლოშიც, საბოლოო სიტყვით სარგებლობისას.
76. მსჯავრდებულმა ბ. ხ-მ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ბ. ლ-ასთან ხანგრძლივი, ყოველდღიური ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს. 2021 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, მასთან მივიდა ბ. ლ-ა, საიდანაც, მალევე, თავად, ბ. ლ-ა, მისი მეუღლე, შვილი და მეუღლის დისშვილი, მისი კუთვნილი ავტომანქანით წავიდნენ გ----–ის ქუჩაზე მდებარე მისი მეუღლის მეგობრის მაღაზიაში, სადაც თვითონ და ბ. ლ-ა ცოტახანს გაჩერდნენ, შემდეგ კი, წავიდნენ ქ---------ის ქუჩაზე, მისი კუთვნილი ავტომობილის გასაკეთებლად, ხოლო მეუღლე და ბავშვები იქ დატოვეს. ხელოსანმა უთხრა, რომ რაღაც დეტალი იყო საჭირო, რისთვისაც იგი უნდა წასულიყო ლ-ზე. ამის შემდეგ, დაბრუნდნენ გ-–----–ი. დაახლოებით 17:00-18:00 საათზე ბ. ლ-ა დატოვა თავის კორპუსთან და მ-----ის გავლით, მარტო წავიდა ლ-ზე, სადაც კონკრეტული პირისგან აიღო ავტომანქანის დეტალი და ნ-ის გავლით, კვლავ მივიდა ქ---------ის ქუჩაზე, ხელოსანთან. ამ გადაადგილებისას იგი ბ--–---–ის ქუჩებზე, სანაპიროსა და თ----ის ხიდზე არ მოხვედრილა. მას დაახლოებით 00:00 საათამდე მოუწია ქ---------ეზე ხელოსანთან ყოფნა, რადგან ჰყავდა ბევრი კლიენტი. შემდეგ წავიდა სახლში. მეუღლე ბავშვს აძინებდა. ტანსაცმელი გამოიცვალა და ვინაიდან არ ეძინებოდა, გადაწყვიტა იმავე სადარბაზოში მცხოვრებ ლ. რ-თან ასვლა. დაახლოებით 01:00 საათზე ავიდა მასთან. მას შემთხვევით გაჰყვა, დაახლოებით ორი თვით ადრე ნაპოვნი, უვარგისი ხელყუმბარა (შემოწმებული ჰქონდა და დარწმუნებული იყო, რომ არ აფეთქდებოდა). ლ----თან ასვლის შემდეგ, საძინებელში კონიაკს სვამდნენ. მალევე კარზე იყო ბრახუნი და შეძახილი: „გააღეთ, პოლიციაა!“. ლ----ი გავიდა, თავად ადგილზე დარჩა. ადგომა დააპირა და მოტრიალდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა საწოლის ქვეშ დააგდეს, ერთი-ორი კაცი ზურგზე აჯდა, ერთი კისერზე ფეხს აბიჯებდა და ეუბნებოდა, რომ ხმა არ ამოეღო. იმავდროულად, ესმოდა, რომ ლ. რ-ს პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, ეთქვა, თითქოს მან (ბ. ხ-მ) მოუყვა, რომ ბ. ლ-ამ ვიღაცას ესროლა და მოკლაო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით. მას ესმოდა ლ----ის ხმა: „ნუ მირტყამთ!“ შემდეგ ოთახში შეიყვანეს ლ. რ-ი და რადგან ვერ ეტეოდნენ, გადააბრუნეს საწოლი. ამ დროს შეძლო ხელების გათავისუფლება და ხელყუმბარის ამოღება. აღნიშნულის დანახვისთანავე, ისე, რომ არაფერი უთქვამს, ყველამ ხელი გაუშვა და გაიქცნენ. ხელყუმბარის ამოღების მიზანი იყო ძალადობისა და შეურაცხყოფისგან თავის დაღწევა, ვინმეს მოკვლის სურვილი არ ჰქონია. პოლიციელებისგან თავის დაღწევის შემდეგ, აივანზე გავიდა და გარეთ გადააგდო ხელყუმბარა. მას გარეთ არავინ დაუნახავს. შემდეგ, ყველამ ერთად რომ დაიწყო ისევ შესვლა, ჩახტა მე-8 სართულის აივანზე, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა იქაც ჩააკითხეს და ჩაიყვანეს ეზოში, სადაც ავტომობილში ჩასვეს და გათენებამდე იქ ჰყავდათ, რა დროსაც ურტყამდნენ, სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ და მისგან მოითხოვდნენ, რომ ეთქვა, თითქოს „კ-----“ (ბ. ლ-ამ) უთხრა, რომ ვიღაც ქალს ესროლა. გამთენიისას მიიყვანეს პოლიციის შენობაში, შეიყვანეს ოთახში, სადაც დაახლოებით 10 პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა და მისგან, ფიზიკური ძალადობის ფონზე, ერთსა და იმავეს მოითხოვდნენ. აღნიშნულზე უარს აცხადებდა და ეუბნებოდა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ამასობაში, ორჯერ შეიყვანეს ზ. ნ-ის სამუშაო ოთახში და, საბოლოოდ, ფიზიკური ზეწოლის შედეგად, ათქმევინეს ჩანაწერში დაფიქსირებული ინფორმაცია. განმარტა, რომ 2021 წლის ზაფხულში ა.-დან ელოდებოდნენ შვილებს და სურდა მათთვის კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნა. ამ მიზნით იქირავეს „თ---ის“ კომპლექსში ბინა, თუმცა მისი შვილები საზღვარზე არ გამოუშვეს და ამ ბინაში მხოლოდ ორი კვირა გაჩერდნენ. ა. შ-ას არ იცნობდა. დღემდე ვერ ხვდება, რატომ აბრალებენ მის მკვლელობას, ან რატომ სთხოვდნენ, რომ ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა ბ. ლ-ას შესახებ. მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელყუმბარის გამოყენებით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდების წარდგენით ემუქრებოდნენ.
77. მსჯავრდებულმა ბ. ხ-მ ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაციის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, მან წაიყვანა ბ. ლ-ა ს-----–ოზე, იქიდან კი, სახლში წამოიყვანა.
78. მსჯავრდებულმა ლ. რ-მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 00:01 საათზე, დაურეკა მეზობელმა – ბ. ხ-მ და უთხრა, რომ თუ არ ეძინა, მასთან ავიდოდა. ბ. ხ-ს მისვლის შემდეგ, შევიდნენ მის ოთახში და დალიეს კონიაკი. დაახლოებით 10 წუთში ატყდა კარზე ბრახუნი: „ლ----, პოლიციაა, გააღე კარები!“ წამებში გამოვიდა კარის გასაღებად. იმ მომენტში მამამისსაც გაეღვიძა, რომელმაც გააღო კარი, რის შემდეგაც, დაახლოებით 10 პოლიციელი „შევარდა“ სახლში. ერთ-ერთმა სახესთან მიუტანა ტელეფონი და უთხრა: „აი, ვის მკვლელს აფარებ ხელს!“ თავად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, იგი დააგდეს ძირს, რა დროსაც უტყამდნენ ფეხებს. შემდეგ უთხრეს, რომ პოლიციაში უნდა წაჰყოლოდა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევიდა საძინებელში, რა დროსაც ნახა, რომ ბ. ხ- იქ აღარ იყო. იმავდროულად, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ხელში რაღაც პატარა შეკვრები ეკავა, აუთამაშა და უთხრა: „თუ არ იტყვი, ბ. ხ- სად არის, ეს ნარკოტიკი შენი იქნება!“. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა საწოლის ქვეშ შეიხედა და დაიძახა: „აქ არის!“ შემდეგ ატყდა ალიაქოთი. ბ. ხ- როგორც კი გამოვიდა საწოლის ქვემოდან, აივანზე გავარდა. მის ხელში ხელყუმბარა არ დაუნახავს. ასევე, ბ. ხ-ს მხრიდან ვინმეს მიმართ რაიმეს თქმა არ გაუგია. ერთადერთი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შემოესმა სიტყვები: „რაღაც უჭირავს!“ და უკან გამოვარდნენ, ხოლო ბ----- გავიდა აივანზე და ხელიდან რაღაც ნივთი გადააგდო (არ დაუნახავს რა იყო). შემდეგ პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრნენ, თუმცა საუბრის შინაარსი არ ახსოვს, რასაც მოჰყვა მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება (ფეხების რტყმა), რა დროსაც მიიღო ნეკნების მოტეხილობა. გარკვეული პერიოდი ეგდო ძირს, რა დროსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. შემდეგ შემოახვიეს ზეწარი, ჩაიყვანეს დაბლა და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. ლ. რ-მა დაადასტურა, რომ მის აივანზე ნამდვილად იყო მცენარე მარიხუანა, თუმცა განმარტა, რომ შარვლის ჯიბიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი არ ყოფილა. პოლიციის შენობაში ბ. ხ- შეახვედრეს და ეუბნებოდნენ, ეთქვა თითქოს ბ. ხ-მ მას მოუყვა, რომ ბ. ლ-ამ ვიღაცას ესროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალების „ჩადებით“ ემუქრებოდნენ, რაზეც იგი იყო წინააღმდეგი, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პირადი და დაკავების ოქმებზე ხელი არ მოუწერია.
79. 2022 წლის 22 მარტს გაცემული, უდავო სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №----- და №-- დასკვნების თანახმად, ბ. ლ-ა და ბ. ხ- ქმედების ჩადენის დროს იყვნენ შერაცხადები, შეეძლოთ გაეცნობიერებინათ თავიანთი ქმედებების ფაქტობრივი ხ----თი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელათ მისთვის. მათ თავიანთი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლიათ ანგარიში გაუწიონ თავს და უხელმძღვანელონ მას, მისცენ ჩვენება და მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო/სასამართლო მოქმედებებში. რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას, ბ. ლ-ა და ბ. ხ- არ არიან დაავადებულნი. მათ გაცნობიერებული აქვთ გადაწყვეტილების მიღების უნარი და იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებენ. ბ. ლ-ას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას.
80. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, მათი მოცულობის და მსჯავრდებულთათვის მსჯავრადშერაცხილ დანაშაულთა რაოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა, ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით, ეტაპობრივად შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. საწყის ეტაპზე, სასამართლო იმსჯელებს ბ. ლ-ასა და ბ. ხ-ს მიერ ა. შ-ას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების მსჯავრდებაზე.
81. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლე დაცულია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი... საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, ხოლო, ამავე კოდექსის 109-ე მუხლით კი – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მათ შორის, ჯგუფურად. ჯგუფის დეფინიცია მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველ ნაწილში და გულისხმობს დანაშაულში ორი ან მეტი ამსრულებლის მონაწილეობას. განზრახ მკვლელობის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის – სიკვდილის – დადგომა. ასევე, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დანაშაულის მოტივი მრავალფეროვანია, თუმცა შესაძლებელია, ვერ დადგინდეს მკვლელობის ზუსტი მოტივი (ე.წ. „უმოტივო მკვლელობა“). ასეთ შემთხვევაში, თუ არ არის გამოკვეთილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი, ქმედება სსკ-ის 108-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის №355აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21.1.).
82. განზრახ დანაშაულად მიიჩნევა ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
83. განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმე №527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
84. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილი ფაქტების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს მიერ, განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
85. დანაშაულის ჩადენამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ბ. ლ-ა და ბ. ხ- უთვალთვალებდნენ ა. შ-ას და სწავლობდნენ მისი გადაადგილების გრაფიკსა და მარშრუტებს. თავდაპირველად, მათ იმავე საცხოვრებელ კომპლექსში, რომელშიც ა. შ-ა ცხოვრობდა (თ--–ი, ა---ის ქუჩის N-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „თ------ი“), ბ. ხ-ს მეუღლის – ნ. ბ-ას – მეშვეობით, 6 თვით იქირავეს ბინა (აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია მოწმე ს. შ-ის ჩვენებით, გ--–- ყ-----–---–ის, ქ------- მ----–---–ის და გ---–- ნ-–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით, ასევე – გ---–- ნ-–------ესა და ნ. ბ-ას შორის 2021 წლის 15 ივლისს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებით. ბინის ქირავნობის ფაქტს ადასტურებენ ნ. ბ-ა და ბ. ხ-ც).
86. აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში ბ. ლ-ას ცხოვრების ფაქტს ადასტურებს ა. შ-ას შვილის ძიძა – ი. ს-ა, რომელმაც ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ბ. ლ-ა არაერთხელ ჰყავს „თ----ის“ ეზოში ნანახი; იცოდა, რომ, ისიც იმავე კომპლექსში ცხოვრობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ა. შ-ამ ბ. ლ-ასა და ბ. ხ-სთვის მოულოდნელად შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი, აღნიშნულმა პირებმაც დატოვეს საცხოვრებელ კომპლექს „თ------ში“ ნაქირავები ბინა, მიუხედავად იმისა, რომ გადახდილი ჰქონდათ საკმაოდ სოლიდური თანხა – 4000 აშშ დოლარი. ნაქირავები ბინიდან, დაახლოებით 2 კვირაში წასვლით, მათ ფაქტობრივად უარი თქვეს კეთილმოწყობილ და კომფორტულ გარემოში ცხოვრებაზე.
87. ნ. ბ-ა და ბ. ხ- საცხოვრებელ კომპლექს „თ--ში“ ბინის ქირაობას უკავშირებენ ა.-დან შვილების ჩამოსვლას და მათთვის კომფორტული პირობების შექმნას, ხოლო, შემდეგ, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას – იმ გარემოებას, რომ ბავშვები ვერ ჩამოვიდნენ საქართველოში. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ ვერსიას, რადგან, ერთი მხრივ, ნ. ბ-ას და ბ. ხ-ს შვილების საქართველოში შემოსვლის მცდელობა არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით და, მეორე მხრივ, ხსენებული ვერსია ეწინააღმდეგება ნ. ბ-ას მიერ უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლისა და გამქირავებლისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ბინის დატოვება იძულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, საზღვარგარეთ წასვლის გამო, უწევდა.
88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცესუალურად ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, თუმცა, რამდენადაც, სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, დაცვის მხარე წარმოშობს თავისეულ ვერსიას, სანდოობის თვალსაზრისით, მისი დასაბუთების ვალდებულებაც მას ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარის პოზიცია მყიფეა, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.
89. ნიშანდობლივია, რომ საცხოვრებელ კომპლექს „თ----იდან“ ა. შ-ას მოულოდნელად გადასვლის შემდეგ, ბ. ლ-ა და ბ. ხ- კარგავენ ა. შ-ას კვალს, თუმცა, მალევე ა. შ-ა ბავშვსა და ძიძასთან ერთად, დასასვენებლად მიდის ბ------–ი, სადაც, თვალთვალის მიზნით, მიჰყვებიან ბ. ლ-ა და ბ. ხ-. თვალთვალის შესახებ ვრცლად ისაუბრა თავის ჩვენებაში ი. ს-ამ. მისი ჩვენება კი, ფაქტის უშუალო შემსწრე ა. შ-ამ დაადასტურა. აღნიშნულ მოწმეთა განმარტებით, 2021 წლის 25 აგვისტოს, ბ-------დან თ---–--–ი ბრუნდებოდნენ, ა. შ-ას შვილთან ერთად. გზად, ავტობანზე შენიშნეს ავტომობილები, რომლებიც მათ უთვალთვალებდნენ (დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ უკან, აჩქარების შემთხვევაში, ისინიც ჩქარდებოდნენ, ხოლო, შენელებისას – ანელებდნენ სვლას. თ---–--–ი ჩამოსვლისას აერიათ გზა, შევიდნენ ერთ-ერთ მათთვის უცნობი კორპუსის ეზოში, სადაც შეჰყვნენ აღნიშნული ავტომანქანებიც). ი. ს-ამ ამოიწერა ავტომობილების მოდელები და სახელმწიფო ნომრები (---, ---), რაც მისწერა ა. შ-ას, რომელიც მათთან ერთად თ---–--–ი არ დაბრუნებულა. აღნიშნული ფაქტი ი. ს-ას მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციითაც დასტურდება.
90. საგულისხმოა, რომ დასახელებული ავტომანქანებიდან „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – --- – რეგისტრირებულია ბ. ხ-ს სახელზე, ხოლო „ფორდის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით – --- – ბ. ხ-ს მეუღლის მეგობრის სახელზე.
91. გარდა ზემოაღნიშნულისა, შპს „ვ-----დან“ და სს „ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბ. ლ-ას და ი. ს-ას ბ-------დან თ---–--–ი გადაადგილების მარშრუტი ემთხვევა ერთმანეთს (იხ. პუნქტი 20, 22). ბ. ხ-ს ადვოკატების მიერ გაჟღერებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით (2021 წლის 25 აგვისტოს, ი. ს-ას ბ-------დან წამოსვლის შემდეგ, ბ. ხ- რამდენიმე საათში გამოვიდა ბ-------დან, რის გამოც, გამორიცხულია მისი მონაწილეობა ი. ს-ას ავტომანქანაზე თვალთვალში), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, შპს „ვ-----------------–--დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ბ. ხ-ს მობილური ტელეფონის ნომერი, 2021 წლის 25 აგვისტოს, 20:58:58 საათამდე ფიქსირდება ა-----–ი, თუმცა ეს ფაქტი ი. ს-ას ჩვენების გასაბათილებლად ვერ გამოდგება, შემდეგ გარემოებათა გამო: ი. ს-ამ ავტობანზე ყოფნისას შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ. თვალთვალის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მისმა მეუღლემაც. მათი ჩვენებები გამყარებულია ი. ს-ას მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რომელშიც მითითებულია თვალთვალში შემჩნეული ავტომობილების მოდელი და სახელმწიფო ნომრები, რომელთაგან ორივე ბ. ხ-ს სახელს უკავშირდება. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოსთვის არ არის საეჭვო ბ. ხ-ს ყოფნა ავტობანზე, მოწმეების მიერ მითითებულ დროს. მართალია, შპს „ვ----დან“ გამოთხოვილ ინფორმაციაში არ არის დაფიქსირებული ბ. ხ-ს გადაადგილების დეტალური ანალიზი, როგორც ეს ბ. ლ-ას და ი. ს-ას შემთხვევაშია, თუმცა ის ფაქტი, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს 06:01:01 საათზე ბ. ხ-ს ტელეფონის ნომერი დაფიქსირდა გ-–----–ი, ამყარებს ი. ს-ას და ა. შ-ას ჩვენებებს, რომ ბ. ხ- ნამდვილად 2021 წლის 25 აგვისტოს გამოვიდა ბ-------დან თბილისის მიმართულებით.
92. მრავლისმეტყველია ისიც, რომ ამ ფაქტის შემდეგ, თ---–--–ი, ახალ საცხოვრებელ მისამართზე – გ----------–ის ქუჩაზე – ი. ს-ა კვლავ ამჩნევს ბ. ლ-ას, რაც იწვევს მის გაკვირვებას, რადგან იცოდა, რომ ეს უკანასკნელი „თ-----ის“ კომპლექსში ცხოვრობდა.
93. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის დღეს, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ 2021 წლის 17 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ბ. ხ-ს მისი კუთვნილი თეთრი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – X-------- – ბ. ლ-ა მიჰყავს ს---–ოზე, გ----------–------------- კორპუსის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ჩვენების მიცემისას, საწინააღმდეგოს აცხადებდა, სააპელაციო სასამართლოში ბ. ხ-მ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს ნამდვილად წაიყვანა ბ. ლ-ა ს----------–ოზე. გ------- კორპუსის სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერით ნათლად ჩანს, როგორ უსპობს სიცოცხლეს იარაღით, განზრახ, ა. შ-ას კაპიუშონიანი მამაკაცი, რომელმაც იმავე კამერების ჩანაწერების თანახმად, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე დააზიანა კორპუსის განათების სისტემა. მკვლელობის შემდეგ შეიარაღებული მამაკაცი ტრიალდება მარცხენა მხარეს და გარბის იარაღით ხელში. მართალია, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული მამაკაცი რომ ნამდვილად ბ. ლ-ა არის, დასტურდება ერთი მხრივ, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლითაც უტყუარია შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნის ფაქტი და, მეორე მხრივ – ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- და N--------- დასკვნებით, რომლებითაც დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მასრებზე აღმოჩნდა ბ. ლ-ას ბიოლოგიური მასალა. მისივე ბიოლოგიური მასალა აღმოჩნდა ბინის ჩხრეკისას ამოღებული იმ სპორტული ფეხსაცმლის თასმებზე, რომლებზეც აღმოჩნდა ა. შ-ას სისხლი.
94. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ განზრახვის აღსრულების შემდეგ, ბ. ლ-ა და ბ. ხ- ერთად ტოვებენ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას, ბ. ხ-ს კუთვნილი თეთრი „მერდეს-ბენც“ მოდელის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით – „X--------“ და მიდიან გ-–----–ი, რაც დასტურდება როგორც სსიპ „112“-ის სამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეო მასალით, ისე – შპს „ვ----–--დან“ და სს „ს--–-----იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით.
95. სასამართლოსთვის არამტკიცეა დაცვის მხარის მოსაზრება, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებათან დაკავშირებით. ვერსია, თითქოს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ბოტასზე არსებული ბ. ლ-ას და ა. შ-ას დნმ-ის ნიმუშები გამომძიებლებმა ხელოვნურად გადაიტანეს, მყიფედ ფასდება, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონის დარღვევით ჩატარებას დაადასტურებდა. მეტიც, საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის, ბ. ლ-ას ბინის ჩხრეკაში, მონაწილე ყველა პირმა დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვა – ამოღებული ნივთმტკიცებების დალუქვა და მონაწილე პირების მიერ ლუქზე ხელმოწერა, ექსპერტებმა კი – გამოკვლევაზე წარდგენილი ნივთმტკიცებების ლუქის მთლიანობა, რითაც, ფაქტობრივად, გამოირიცხება ყოველგვარი ეჭვი მტკიცებულებების შესაძლო გაყალბების შესახებ.
96. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ამოღებული ფეხსაცმელი რ. კ-ას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის ვერსიის ნამდვილობა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზით გამოირიცხება, რადგან აღნიშნული კვლევისას არ დადასტურებულა რ. კ-ას შემხებლობა სადავო ფეხსაცმელთან.
97. ოდოროლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, ბ. ლ-ას ადვოკატების პოზიციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ერთი შეხედვით, შესაძლებელია გარკვეულ უხერხულობას ქმნიდეს ის ფაქტი, რომ ბ. ლ-ას სუნის ნიმუში ამოვიდა ღია სივრციდან (შემთხვევის ადგილიდან) და არა დახურული სივრციდან (ბ. ხ-ს ავტომობილიდან), რომელშიც სუნის დარჩენის მეტი ალბათობა არსებობდა, თუმცა საგანზე ან კონკრეტულ სივრცეში სუნის კვალის დატოვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ინტენსივობით ჰქონდა პირს ნივთთან კონტაქტი ან რა პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ის დახურულ სივრცეში. ასევე, გასათვალისწინებელია ნივთის ზედაპირი, გარემო პირობები და რა ადგილიდან აიღეს ნიმუშები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დადასტურებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მყისიერად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და საგამოძიებო მოქმედებებიც დროულად ჩაატარეს. შესაბამისად, დანაშაულიდან გასული დროის სიმცირის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ სუნის ნიმუში დარჩენილიყო შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად ღია სივრცისა, რაც შესაბამისი დასკვნით დაადასტურა კიდეც აღნიშნული საკითხის მცოდნე პირმა. ამის პარალელურად, საკასაციო სასამართლოსთვის ეჭვს არ იწვევს დახურულ სივრცეში – ბ. ხ-ს ავტომანქანაში – ბ. ლ-ას სუნის ნიმუშის აღმოუჩენლობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგენილა რა პირობებში იმგზავრეს მსჯავრდებულებმა (ჰქონდათ თუ არა ფანჯრები ჩამოწეული, რამდენად იყო ავტომანქანის განიავების შესაძლებლობა) შემთხვევის ადგილიდან წასვლის შემდეგ. გასათვალისწინებელია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის ნამდვილობა მისმა ჩამტარებელმა ექსპერტმა – გ. ტ-ემაც – დაადასტურა და არ გამორიცხა დახურულ სივრცეში სუნის არდარჩენის შემთხვევებიც. ამდენად, აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მტკიცებულებათა ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით, ბ. ლ-ას ადვოკატების პოზიციას.
98. რაც შეეხება პოლიციის განყოფილებაში ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას – ბ. ხ-ს ფარულ ჩაწერას, რითაც დგინდება ბ. ხ-ს და ბ. ლ-ას შემთხვევის ადგილზე მისვლა, ბ. ლ-ას მიერ ა. შ-ას მკვლელობა და შემთხვევის ადგილის ბ. ხ-სთან ერთად დატოვება – საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით. შესაბამისად, მტკიცებულებებით დადგენილი აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პირდაპირი მოვალეობაა.
99. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი და გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი (დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე თვის განმავლობაში, ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს მხრიდან ა. შ-ას ყოველდღიური გადაადგილების გრაფიკისა და მარშრუტების შესწავლა, მისი თვალთვალი, უშუალოდ შემთხვევის დღეს, გეგმის შესაბამისად, ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება და დამდგარი შედეგი) ადასტურებს ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს მიერ ა. შ-ას განზრახ ჯგუფურ მკვლელობას. დანაშაულის ჩადენისას მათ გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდნენ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც სურდათ კიდეც. შესაბამისად, ადვოკატების მოთხოვნა, ერთი მხრივ, ბ. ლ-ას გამართლების და, მეორე მხრივ, ბ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
100. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. განსახილველ შემთხვევაში, დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია გამოყენებისთვის. დანაშაულის საგნის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის მოპოვებას; მართლსაწინააღმდეგო შენახვა – ნივთისთვის ადგილსამყოფლის მიჩენას, მართლსაწინააღმდეგო ტარება კი – დანაშაულის საგანთან ერთად გადაადგილებას, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. სუბიექტური მხრივ, მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით დამძიმებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჯგუფურად ჩადენა.
101. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ არის, მაგრამ არაერთი გარემოება მიუთითებს მისი გამოყენების აშკარა კვალზე, კერძოდ: შემთხვევის ადგილის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ კაპიუშონიანი მამაკაცი (მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგინდა, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო ბ. ლ-ა) მარჯვენა ხელით, მარჯვენა ჯიბის მხრიდან იღებს მუქი ფერის პისტოლეტს, ზურგის მხრიდან უახლოვდება ა. შ-ას და რამდენჯერმე, დამიზნებით ესვრის მას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ა. შ-ას სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობების შედეგად გამოწვეული შინაგანი სისხლდენით. ა. შ-ას გვამს ჰქონდა რვა ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობა, განვითარებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით. ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბალისტიკური ექსპერტიზის №----- დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 7 ცალი მასრა არის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე – შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა. შვიდივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრიანი ერთი და იმავე პისტოლეტით. ამავე დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 ცალი დეფორმირებული ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9X18 მმ კალიბრიანი, ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПM) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (AПC), აგრეთვე – შემდეგი პისტოლეტებისათვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა, ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის კონკრეტულ იარაღთან შესადარებლად და გასროლილია 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტის ლულიდან. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---- ზ-----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მასრები გასროლამდე წარმოადგენდა მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ვარგისიანობას, აღნიშნული დადასტურებულია იმ ფაქტით, რომ ამ იარაღიდან გაისროლეს (იმ შემთხვევაში, თუ იარაღი ანდა საბრძოლო მასალა ვარგისი არ იქნებოდა, ვერ გაისროდა).
102. მართალია, ბ. ხ-ს უშუალოდ არ უსროლია იარაღიდან, თუმცა, მისი და ბ. ლ-ას ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები ა. შ-ას მოსაკლავად, უთითებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვასა და ტარებაზე (განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ბ. ლ-ას და ბ. ხ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლზომიერად შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს).
103. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატების მოსაზრებას, რომ დანაშაულის იარაღის ამოღების გარეშე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტი ვერ დადასტურდება. ამ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისთვის სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, როდესაც იკვეთება მისი გამოყენების კვალი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის №254აპ.-08 და 2021 წლის 10 მარტის №658აპ-20 განჩინებები).
104. საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია, მათ შორის, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აუცილებელია მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდეს, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე თავდასხმას შორის. ასევე, აუცილებელია დადასტურდეს, პოლიციელის მოქმედება დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყო თუ არა მართლზომიერი. დანაშაულის მიზანს და მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით, დანაშაული განზრახია.
105. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ბ. ხ-ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, კანონიერია, რადგან მოცემულ ეპიზოდებთან მიმართებითაც წარმოდგენილია ერთმანეთთან თანხვდენილი, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ:
106. დაზარალებულების – გ. ბ-ის და გ. ო-ის – უდავო გამოკითხვის ოქმებით, ასევე – გ. რ-ის და მ. ქ-ის – ჩვენებებით დგინდება, რომ, როდესაც ისინი ა. შ-ას განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოცხადდნენ ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის გასაჩხრეკად, აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ. ხ-. ლ. რ-თან საუბრისას, ბ. ხ-მ ოთახში არსებული საწოლის ქვემოდან დაიყვირა, რომ დაეტოვებინათ სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებდა. მათ ასწიეს საწოლი და შეეცადნენ ბ. ხ-სთვის ხელყუმბარის წართმევას, რა დროსაც ბ. ხ-მ ხელყუმბარას მოხსნა დამცავი მექანიზმი და მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. დამცავის მოხსნისთანავე, ოთახში გაისმა აფეთქების მცირე ხმა. ამ დროს ყველა იქ მყოფი, გადარჩენის მიზნით, სწრაფად გაიქცა ოთახის გასასვლელისკენ, ხოლო ბ. ხ-მ სწრაფად მიირბინა იმავე ოთახის აივანზე და ხელყუმბარა ისროლა ეზოში, იმ პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით, რომლებიც პერიმეტრს იცავდნენ, თვითონ კი – ქვედა სართულზე ჩახტა.
107. დაზარალებულების – ი---–--ის და ნ. ჩ-ის – უდავო გამოკითხვის ოქმებით და გ. გ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს, გამთენიისას, პერიმეტრის დასაცავად იდგნენ ლ. რ-ის კორპუსის ეზოში, რა დროსაც ეცვათ პოლიციის ჟილეტები, მკაფიოდ შესამჩნევი წარწერით – „პოლიცია“. იმ მომენტში შენიშნეს, რომ ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის აივნიდან პიროვნებამ მათი მიმართულებით ისროლა რაღაც ნივთი, რომელიც დაეცა მათგან, დაახლოებით 4-5 მეტრში მდებარე ავტოფარეხის სახურავზე. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ბ. ხ-ს მიერ ნასროლი ნივთი იყო „Ф-1“ ტიპის ხელყუმბარა, უზეერგების ტიპის, ამფეთქი ფალიით, რომელსაც მოხსნილი ჰქონდა ე.წ. „კალცო“ დამცავი ჩეკა და იყო საბრძოლო მდგომარეობაში. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს, ხოლო შემდეგ – გაანადგურეს. პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, მარკირებით: „T.H.T. 2-06-((22))“, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.
108. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ბ. ხ-ს პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს მომწვანო ხელყუმბარისმაგვარი საგანი, რაც, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, განეკუთვნება ასაფეთქებელ მოწყობილობას.
109. მართალია, ბ. ხ-ს მიერ ნასროლი ხელყუმბარები არ აფეთქებულა, თუმცა ეს მისგან დამოუკიდებლად მოხდა, რაც არ გამორიცხავს პოლიციელთა სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პოლიციის თანამშრომლების მისვლა ლ. რ-ის საცხოვრებელ ბინაში უკავშირდებოდა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაკისრებული კანონიერი მოვალეობის შესრულებას – საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების მიზანს, რა დროსაც, ბ. ხ-მ სამსახურებრივ უნიფორმაში ჩაცმული პოლიციელების მიმართ, შეცნობილი ჰქონდა რა მათი სტატუსი, ხელყუმბარა ლ. რ-ის სახლშივე მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ, ხელყუმბარა, საბრძოლო მდგომარეობაში, ისროლა ეზოში მყოფი პოლიციელების მისამართით, რაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, არ აფეთქდა. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო კანონიერად აფასებს ბ. ხ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. შესაბამისად, არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ბ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებისა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.
110. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულ ბ. ხ-ს ადვოკატების პოზიციას, მათი დასაცავი პირის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილების ხარვეზიანობის თაობაზე. ადვოკატების მტკიცებით, საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ფორმულირებაში სიცოცხლის მოსპობის მიუთითებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს – ბრალდების ფორმულირების სრულყოფის შესახებ.
111. საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
112. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ს ბრალდების შესახებ დადგენილება არ არის ნაკლოვანი, რადგან მასში მითითებულია, როგორც საქართველოს სსკ-ის ყველა ბრალადწარდგენილი მუხლი (მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ისე – მუხლის დისპოზიციები (მათ შორის, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე დაცვის მხარის აპელირება უსაფუძვლოა.
113. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბ. ლ-ას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, შემდეგ გარემოებათა გამო:
114. ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ სამი პოლიციელის – ლ-–- კ------ის, ლ-–- ბ----ას და ე. ა–--–ის – ჩვენება, რომელთა მიხედვით, ა. შ-ას მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული ბ. ლ-ას პირადი ჩხრეკისას სპორტული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს შავ პოლიეთილენის პარკში გახვეული ფხვიერი მასა, რაც, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციების მსგავსად, მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს პოლიციელთა ჩვენებების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი, რადგან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ობიექტურად შეუძლებელი იყო ვიდეოს გადაღების და ნეიტრალური მოწმის მოწვევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, საკასაციო პალატას, როგორც მიუკერძოებელ დამკვირვებელს, უჩენს ეჭვს, ნარკოტიკული საშუალების ბ. ლ-ას კუთვნილების შესახებ, კერძოდ: პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით ირკვევა, რომ ბ. ლ-ას საცხოვრებელ ბინაში შესვლამდე მათ დააკაკუნეს კარზე, შემდეგ კი, ბ. ლ-ას მეუღლეს განუმარტეს მისვლის მიზეზი, რაც, ასევე ცნობილი გახდა ბ. ლ-ასთვისაც, რომელიც პოლიციელებისგან თავის დაღწევის მიზნით, შეეცადა ფანჯრიდან გადახტომას. ამ მოცემულობაში მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ფანჯრიდან გადაეგო ნარკოტიკული საშუალება, თუმცა დანაშაულის საგნის მოშორება არ უცდია. ამ ფაქტისა და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ბ. ლ-ა დაკავების დღიდან კატეგორიულად უარყოფს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კუთვნილებას, ბრალდების დადასტურება ობიექტურად წარმოშობს გარკვეულ ეჭვებს.
115. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ზემოაღნიშნული მსჯელობის ფონზე, სასამართლოს კანონიერად მიაჩნია ბ. ლ-ას გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
116. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7).
117. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხ----თსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
118. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი – თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.
119. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთათვის თითოეული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხ----თსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხ----თსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მათ პიროვნებებს. შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის პირობებში, სრულად მიიღწევა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია.
120. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბ. ლ-ამ დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით.
121. ბ. ლ-ასთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებულ ამნისტიის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს ითვალისწინებს. დასახელებული ამნისტიის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ბ. ლ-ას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენთან ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით დადგენილი წესით. მითითებული განაჩენით, მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
122. ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
123. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ბ. ლ-ას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით, რადგან მის მიმართ მსჯავრადშერაცხილ მუხლზე, დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო, არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, მას ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
124. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე, 19,3531-ე და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე; ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი – სასჯელის სახედ დანიშნულ ჯარიმაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლ---- ვეფხვაძის, მსჯავრდებულ ბ. ლ-ას ადვოკატების – ს. კ-ას და გ. ლ-ის, მსჯავრდებულ ბ. ხ-ს ადვოკატების – მ. ჭ-ის და ლ. ზ-ის – საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განაჩენი:
3. ბ. ლ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4. ბ. ლ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
5. ბ. ლ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ბ. ლ-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 4 წლით;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული მოუხდელი ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს ერთი მეექვსედით – 6 თვით. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 3 000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ლ-ას ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 წლით და 6 თვით, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
9. ბ. ლ-ას სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 18 ოქტომბრიდან;
10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. ლ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
11. ბ. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
12. ბ. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 წლით;
13. ბ. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
14. ბ. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
15. ბ. ხ- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ხ-ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
17. ბ. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 18 ოქტომბრიდან;
18. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. ხ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;
19. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ბ. ხ-ს პასპორტი და ლ. რ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი (სიმბარათი) – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· მ. ქ-ისაგან ამოღებული პოლიციის ჟილეტი – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· “KUZEY-911” მოდელის ხმოვანი პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ცალი ვაზნა – გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს;
· ლაზერული დისკები და მეხსიერების ბარათები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· პიროტექნიკური ექსპერტიზის კვლევის შემდეგ დაბრუნებული ობიექტები; ხელყუმბარებიდან, ფალიიდან, ლითონის დეტალებიდან, მასრებიდან, მინის ფლაკონებიდან, მინის საგნიდან, პლასტმასის საგნებიდან, ბოთლიდან, შპრიცებიდან, პლასტმასის კონტეინერიდან და შესაფუთი მასალიდან (ქაღალდის და პოლიეთილენის ნაჭრები) ანაწმენდები; ქ----– რ-----ის ბინიდან აღებული ანაწმენდები; ქ----– რ-----ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი დანა; ქ----– რ-----ის ბინიდან ამოღებული სუნის ნიმუშები; ქ----– რ-----ის სახლიდან ამოღებული შუშის ბოთლი, წარწერით „ს-------–---–-“, მასში არსებული სითხით; ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი, დალუქული სპეცპაკეტში – F-----------; ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი, დალუქული სპეცპაკეტში – F-----------; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეული მასა; კონტეინერი, მისგან გამონაწვლილი სითხე და ცარიელი შპრიცი; ერთჯერადი ცარიელი შპრიცი, სამი მილი, შპრიცებში არსებული სითხე და მინის ფლაკონი; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე გადაჭრილ ფესვებთან ერთად; პოლიმერულ კონტეინერში მოთავსებული ორი შპრიცი, სიგარეტის კოლოფში მოთავსებული მინის ფლაკონი სითხით, პოლიმერული მასალის ბოთლი, გამონაწვლილი სითხე, მინის მოსაწევი მოწყობილობა, გამონაწვლილი სითხე; ბ. ლ-ასგან ამოღებული უცხო სხეულები; ლ. რ-ის ნერწყვის და სუნის ნიმუშები – განადგურდეს;
· სხვა ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს სისხლის სამართლის №------------ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
20. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე