Facebook Twitter

საქმე N 010100123007785971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №121აპ-25 ქ. თბილისი

ძ. გ. 121აპ-25 3 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ზ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ძ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ზ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე