ას-1673-1661-2011 30 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ო. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქედის მუნიციპალიტეტის ი-ეების საჯარო სკოლა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილდება.
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. შ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ი-ეების საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მაისის განჩინებით ო. შ-ის სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ხოლო იმავე სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინებით ძალაში დარჩა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ო. შ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებითYსააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2010 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ო. შ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებითYსააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო. შ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკასაციო საჩივარზე ხარვეზი არ არის შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ო. შ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განჩინება კასატორს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 14 დეკემბერს, ხოლო 2011 წლის 20 დეკემბერს ო. შ-ემ წარმოადგინა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ნ. შ-ის სახელზე გაცემული ცნობა მკვეთარდ გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის თაობაზე და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავდმყოფოს მიერ გუგული შერშვაშიძის სახელზე გაცემული ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი 2011 წლის 5 დეკემბრის ხარვეზის განჩინება ჩაბარდა ო. შ-ეს პირადად 2011 წლის 14 დეკემბერს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2011 წლის 15 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 დეკემბერს. კასატორმა კი სასამართლოს მიმართა 2011 წლის 20 დეკემბერს. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-285-ე, 396-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.